Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.103.449

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

„სასაცილო და სამარცხვინოა“ — ტრენინგზე დასწრების გამო სუს-ში კიდევ ერთი ხელოვანი დაიბარეს

USAID-ის მიერ დაფინანსებულ ტრენინგებზე დასწრების გამო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში კიდევ ერთი ხელოვანი დაიბარეს. ჯგუფ „ბულიონის“ წარმომადგენელი ნატალია ვაწაძე არ აპირებს უწყებაში გამოკითხვაზე მისვლას და ამბობს, რომ ჩვენებას მაგისტრ მოსამართლეს მისცემს. ტრენინგებზე, რომელსაც ნატალია ხელოვნების სფეროში მომუშავე კოლეგებთან ერთად ესწრებოდა, ამბობს, რომ უყურეს ფილმებს, გააკეთეს პერფორმანსები და ისაუბრეს, სხვადასხვა ქვეყანაში არაძალადობრივი საპროტესტო მოძრაობების ისტორიაზე. ხელოვანი ამბობს,

ანა ბუჩუკური - არაფერი აღარ ინდობა ამ დარბაზში, ბოლო წლებში რასაც კადრულობდა “ნაც.მოძრაობა” იგივე მეორდება ახლა, “ოცნების” პირობებში (ვიდეო)

“არაფერი აღარ ინდობა ამ დარბაზში, ბოლო წლებში რასაც კადრულობდა “ნაც.მოძრაობა” იგივე მეორდება ახლა, “ოცნების” პირობებში.”    ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  393916425_696815395665781_7079322886296414050_n.mp4

საგანგებო: ჩხოროწყუში, ლუგელას ხეობაში ხანძარია, მუშაობენ მაშველები, დრონები, ვერტმფრენები

ჩხოროწყუში, ლუგელას ხეობაში ხანძარია. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ცეცხლი მთის ფერდობზე ტყის მასივს უკიდია. მიმდინარეობს ლოკალიზების სამუშაოები. უწყების განცხადებით, ხანძრის ქრობის პროცესში სპეციალური აღჭურვილობით 150-მდე მეხანძრე-მაშველი, დრონები და სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენია ჩართული. რთული რელიეფის გამო, ხანძრის კერასთან სახანძრო-სამაშველო ტექნიკის შეყვანა ვერ ხერხდება. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე დარჩება ცოცხალი

აუტიზმის მქონე ბავშვებისთვის თერაპიების აღდგენას მე-2 თვეა, უშედეგოდ ითხოვენ

აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვების მშობლები მოითხოვენ, დროულად აღდგეს თერაპიული სესიები მათი შვილებისთვის. ამის შესახებ მათ პრესკონფერენცია დღეს, 6 ნოემბერს, თბილისში გამართეს. მშობლების თქმით, მათი შვილების ჯანმრთელობისთვის თოთოეულ დღეს აქვს მნიშვნელობა, სახელმწიფო კი ბავშვებს თერაპიულ სესიებს სექტემბრის შემდეგ აღარ აწვდის. „მესმის, რომ შეიძლება კლინიკის აღჭურვის პროცესი ვადებში გახანგრძლივდეს. ამიტომ, პირველ რიგში, ჩვენი მოთხოვნა არის შეხვედრა და კონკრეტული გადაწყვეტილებების მოსმენა“,

ივანე ჩხაიძე - ქვეყანაში გრიპი დომინანტური გახდა, ვირუსის სტატისტიკა აღმავალ მრუდზეა - გრიპი გადამდებია და თუ ნიშნები გაქვთ, დარჩით სახლში!

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, თსსუ-ის პროფესორის, ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, „ქვეყანაში გრიპის ვირუსის სტატისტიკა აღმავალ მრუდზეა“. როგორც ჩხაიძემ აღნიშნა, 2023 წლის 49-ე კალენდარულ კვირას გრიპის დადასტურებული შემთხვევები 16% იყო, 2 კვირის შემდეგ ეს მაჩვენებელი 27 % გახდა. მისივე თქმით, ბოლო 2 კვირაში გაორმაგებულია ლაბორატორიულად დადასტურებული გრიპის შემთხვევების რაოდენობა. „ქვეყანაში გრიპი დომინანტური გახდა. გრიპის ვირუსის სტატისტიკა აღ

გურჯაანის მუნიციპალიტეტში არასრულწლოვანის გაუპატიურების საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

გურჯაანის მუნიციპალიტეტში არასრულწლოვანის გაუპატიურების საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. დაზარალებული 14 წლის მოზარდის ოჯახი სიძის უმკაცრესად დასჯას ითხოვს. არასრულწლოვანის ნათესავები ამბობენ, რომ ფერმაში 45 წლამდე კაცს ბავშვი ჩააბარეს. რადგან ისინი ქელეხის სუფრას ამზადებდნენ, მან კი მოზარდზე სექსუალურად იძალადა და გაიქცა. ამბის გამჟღავნების შემდეგ კი, დაზარალებული მოზარდის ბიძამ ის დაჭრა. „ჩემი შვილი გარდაიცვალა 10 დღის წინ, მისი შვილები და ქმარი აქ დარჩნენ ჩვენს ოჯახში. ჩვენ ვუვ

გასული წლის ბოლო სამ თვეში, რეადმისიის ფარგლებში, ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში დაბრუნების შესახებ თანხმობა 971 პირზე გაიცა

გასული წლის ბოლო სამ თვეში (ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი) რეადმისიის ფარგლებში, ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში დაბრუნების შესახებ თანხმობა 971 პირზე გაიცა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, აღნიშნულ სამ თვეში რეადმისიის სულ 978 განცხადებაა განხილული, საიდანაც 971-ზე თანხმობა გაიცა, 7-ზე კი - უარი. აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტი - 565 მოქალაქის საქართველოში დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილება გერმანიაში მიიღეს. შემდეგ მოდის საფრანგეთი (166); საბერძნეთ

ანა ბუჩუკური - ნებისმიერი სხვა ოპოზიციური პარტია ჯობია, რომ ჯერ ჩამოყალიბდეს, საერთოდ რას აპირებს იმიტომ, რომ ჩვენ გარდა ჩამოყალიბებული პოზიცია არავის აქვს

"ნებისმიერი სხვა ოპოზიციური პარტია ჯობია, რომ ჯერ ჩამოყალიბდეს, საერთოდ რას აპირებს იმიტომ, რომ ჩვენ გარდა ჩამოყალიბებული პოზიცია არავის აქვს. დღეს ჩვენი გუნდის პრინციპული არჩევანია, რომ არ გადაიხედება „ოცნებასთან“ და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არჩევნების შემდეგ რაიმე ტიპის კონფიგურაცია, დანარჩენზე ვაძლევთ დროს და შესაძლებლობას ოპოზიციურ პარტიებს, რომ ჩამოყალიბდნენ."  ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/36775323587

მიხეილ დაუშვილი - ჯერჯერობით, ვერაფერი მოვისმინეთ კონკრეტული, რომ „ოცნება“ აპირებს შინაარსობრივი და სტრუქტურული რეფორმების განხორციელებას იმ საკითხებზე, როგორებიცაა საარჩევნო, მართლმსაჯულების, ანტიკორუფციული რეფორმა

ჯერჯერობით, ვერაფერი მოვისმინეთ რაიმე კონკრეტული, რომ „ოცნება“ აპირებს შინაარსობრივი და სტრუქტურული რეფორმების განხორციელებას იმ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, როგორებიცაა საარჩევნო, მართლმსაჯულების, ანტიკორუფციული რეფორმა, - ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით პარლამენტში მიმდინარე სამუშაო შეხვედრის თაობაზე ჟურნალისტებს განუცხადა. გარდა ამისა, დაუშვილი არასწორს უწოდებს პარტია „ლელოს“ გადაწყვეტილებას, რომ აღნიშნულ პროცესში მონაწილეობ

ფინეთის ახალი პრეზიდენტი - ვლადიმერ პუტინთან რაიმე სახის კომუნიკაციის შესაძლებლობას ვერ ვხედავ - ყველას გვინდა ვიპოვოთ გზა მშვიდობისკენ, მაგრამ ახლა ეს გზა მხოლოდ ბრძოლის ველზე გადის

ფინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, „ფინეთის ეროვნული კოალიციური პარტიის“ წევრმა ალექსანდრე სტუბმა გაიმარჯვა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, გუშინ გამართული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის საბოლოო შედეგების თანახმად, სტუბმა ამომრჩევლების ხმების 51.6% მოიპოვა, მისმა კონკურენტმა, ფინეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეკა ჰაავისტომ კი - 48.4%-ი. სტუბმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მისი ცხოვრე

კახა ქემოკლიძე - გახარიას განცხადება - „ქართულ-ჯიგრულ პონტში“ ტერმინოლოგიის თვალსაზრისით შეცდომა იყო... აღნიშნული განცხადებით ის რეფერირებას კორუფციულ გარიგებაზე კი არ აკეთებდა, არამედ კორონავირუსის კრიზისის დროს საშვების დაშვებაზე საუბრობდა

პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტიკური მდივანი, კახა ქემოკლიძე აცხადებს, რომ შესაძლო კორუფციულ ფაქტზე დასმული კითხვის პასუხად გიორგი გახარიას სიტყვები - „ქართულ-ჯიგრულ პონტში" ტერმინოლოგიის თვალსაზრისით შეცდომა იყო. როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა, აღნიშნული განცხადებით გახარია რეფერირებას კორუფციულ გარიგებაზე კი არ აკეთებდა, არამედ კორონავირუსის კრიზისის დროს საშვების დაშვებაზე საუბრობდა. „გულწრფელად გეტყვით, ეს განცხადება ტერმინოლოგიის თვალსაზრისით შ

პრეზიდენტი - ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენ და საქართველოს მოსახლეობამ, რაც შეეძლო ყველაფერი გააკეთა ევროკავშირის გზაზე წინ წასაწევად - ეს ჩვენი გზაა და მე ამ გზას ყველა ფორმით ბოლომდე მხარს დავუჭერ

ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენ და საქართველოს მოსახლეობამ, რაც შეეძლო ყველაფერი გააკეთა ევროკავშირის გზაზე წინ წასაწევად, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა. როგორც პრეზიდენტი განმარტავს, ყოველ ჯერზე, როდესაც ეჭვი არსებობს, თუ საით უნდა წავიდეს საქართველო, ქართული საზოგადოება ამას აჩვენებს. „ჩვენ წინ მივდივართ ევროკავშირის კანდიდატობის გზაზე, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, უკრაინის წყალობით, რადგან მთლიანი პროცესის აჩქარება არ მოხ

ვოლოდიმირ ზელენსკი - მსოფლიოს მიერ უგულებელყოფილი ყოველი ტერორისტული თავდასხმა, რუსეთს საშუალებას აძლევს განაგრძოს მკვლელობები - ჩვენ უნდა მოვიგოთ ეს ომი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მსოფლიოს მოუწოდა, უპასუხოს რუსეთის აგრესიის ყველა გამოვლინებას, რადგან უკრაინელი ბავშვები რუსეთის ფედერაციის სამიზნეები ხდებიან. ამის შესახებ მან „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა. ზელენსკიმ გამოაქვეყნა ვიდეო ოდესადან, სადაც რუსებმა დრონებით საცხოვრებელ კორპუსზე თავდასხმა განახორციელეს. ”ჯერჯერობით დაფიქსირდა 10 ადამიანის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია, მათ შორის სამი ბავშვი: მარკი, რომელიც სამი წლის გახდებოდა, ელიზავეტა, რომელიც რვა თვის

ბექა ლილუაშვილი - გამჭვირვალობა ყველასთვის საერთო სტანდარტი უნდა იყო - უცხოური და ადგილობრივი დაფინანსებისთვისაც - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ალტერნატიული კანონპროექტები სინამდვილეში ერთია

პარტია „გახარია საქართველოსთვის” წევრის, ბექა ლილუაშვილის განმარტებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ალტერნატიული კანონპროექტები სინამდვილეში ერთია. მისივე თქმით, მათ იმიტომ დააინიცირეს ეს ორად, რომ განხილვების საშუალება ჰქონდეთ, თუმცა, სინამდვილეში ეს არის პაკეტი. როგორც ლილუაშვილმა აღნიშნა, გამჭვირვალობა საერთო სტანდარტი უნდა იყო ყველასთვის - უცხოური და ადგილობრივი დაფინანსებისთვისაც. „[ალტერნატიული კანონპროექტები] სინამდვილეში ერთია. ჩვენ იმიტომ დავაინ

ანა ბუჩუკური - ამ ქვეყანაში ჩვენი მოქალაქეების ერთმანეთთან დაპირისპირება გასაგებია პირველ რიგში ვის ინტერესში შედის- ეს არის რუსეთი!

დღეს, რაც პარლამენტში ხდება, არის ის, რასაც იწვევს ეს კანონი და ის თუ ამას როგორი გადამდები ეფექტი ექნება და საზოგადოებას როგორ დააპირისპირებს, გახლეჩს ეს არის ამ კანონის მთავარი უბედურება. ამ ქვეყანაში ჩვენი მოქალაქეების ერთმანეთთან დაპირისპირება გასაგებია პირველ რიგში ვის ინტერესში შედის- ეს არის რუსეთი!  ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1370398211026876/

ბერდია სიჭინავა - გილოცავთ! „ქართულმა ოცნებამ“ რუსთავის საკრებულო რუსთაველებს წაართვა და „ნაციონალურ მოძრაობას“ ჩააბარა - ეს არის ღია თანამშრომლობა!

გილოცავთ! „ქართულმა ოცნებამ“ რუსთავის საკრებულო რუსთაველებს წაართვა და „ნაციონალურ მოძრაობას“ ჩააბარა - ეს არის ღია თანამშრომლობა! - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ რუსთავში განაცხადა. მისივე თქმით, როდესაც რუსთავის მერი საუბრობდა თითქოს, ოპოზიციური საკრებულოს მხრიდან მისი საქმიანობის საბოტაჟი მიმდინარეობდა, აბსურდი და სიცრუეა. „უპრეცედენტო სხდომა იყო დღეს, როდესაც პირველად, ღიად, „ოცნების“ წარმომადგენლებმა და "ნაცმოძრაობის" წარმო

გიორგი გახარია - აქციის მშვიდობიანი მონაწილეების, განსაკუთრებით ახალგაზრდების, მიმართ გამოყენებულია არალეგიტიმური და არაპროპორციული ძალა. ივანიშვილი სუსტი და შეშინებულია, შესაბამისად - საშიში

გიორგი გახარია: “რუსული კანონის ოფიციალურად მიღებამდე მისი აღსრულება უკვე დაიწყო. ივანიშვილი ასრულებს თავის დაპირებას - აღკვეთოს განსხვავებული აზრი და დევნოს ოპონენტები. აქციის მშვიდობიანი მონაწილეების, განსაკუთრებით ახალგაზრდების, მიმართ გამოყენებულია არალეგიტიმური და არაპროპორციული ძალა. ივანიშვილი სუსტი და შეშინებულია, შესაბამისად - საშიში.”    

ვუერთდებით სხვა სტუდენტებს და ორშაბათიდან ვწყვეტთ ლექციებზე დასწრებას - საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები

„საქართველოს უნივერსიტეტის“ სტუდენტები გაფიცვას აანონსებენ და გეგმავენ რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს შეუერთდნენ. გაფიცვის შესახებ უკვე დააანონსეს თსუ-ის, ილიაუნის, სამხატვრო აკადემიის, ჯიპას, ალტე უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტისა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტურმა ჯუფებმა. პუბლიკა

ადვოკატი: დაკავებულ აშშ-ის მოქალაქეს აიძულებდნენ ესაუბრა ქართულად, ვერ საუბრობდა და ამის გამო ურტყამდნენ

გუშინ, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულები, ამ დრომდე იზოლატორში რჩებიან, მათ შორის არის ამერიკის ორი მოქალაქე, ბრაიან ჯეიმს ბინგამს და პატრიკ ჰენდერსენი. როგორც ადვოკატი, გიორგი ტაბატაძე „ტვ პირველთან“ საუბარში ამბობს, ორივე მათგანს ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება. მისივე თქმით, მათ აიძულებდნენ ქართულ ენაზე ესაუბრათ და პოლიციელების კითხვებისთვის ეპასუხათ. გიორგი ტაბატაძის ცნობით, პატრიკ ჰენდერსენი საქართველოში რამდენიმე თვეა რაც ცხოვრობს, ის ინგლისურის მასწავლებელია, რ

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ - დიმიტრი სამხარაძის მხრიდან ლევან ხაბეიშვილის მისამართით ისმოდა გინებაც

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. მანამდე "ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს პლენარულ სხდომაზე ჯერ სიტყვიერად დაუპირისპირდა, შემდეგ კი ოპოზიციონერი დეპუტატისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაც სცადა, თუმცა მას ამის საშუალება მანდატურებმა და სხვა დეპუტატებმა არ მისცეს. „ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს მას შემდეგ დაუპი

ანა ბუჩუკური უმრავლესობას - გისურვებთ, რომ იპოვოთ თქვენს თავში ძალა, რომ ხვალ არ მიიღოთ ამ უდიდეს მავნებლობაში და ღალატში მონაწილეობა (ვიდეო)

ჩვენ ყველამ ამ ქვეყანაში უნდა ვიცხოვროთ და არ უნდა შეგვრცხვეს ქუჩაში გამოსვლის და შვილებისთვის თვალებში ჩახედვის. მე გისურვებთ, რომ იპოვოთ თქვენს თავში ძალა, რომ ხვალ არ მიიღოთ ამ უდიდეს მავნებლობაში და ღალატში მონაწილეობა.  ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1019418553122096/

ანა ბუჩუკური - 26 ოქტომბერს არჩევანი უნდა გავაკეთოთ, რომელი სამყაროს ნაწილი გავხდებით - გავხდებით დასავლური სამყაროს ნაწილი, თუ იზოლირებული, რუსეთის ქოლგის ქვეშ მყოფი სახელმწიფო (ვიდეო)

26 ოქტომბერს არჩევანი უნდა გავაკეთოთ, რომელი სამყაროს ნაწილი გავხდებით - გავხდებით დასავლური სამყაროს ნაწილი, თუ იზოლირებული, რუსეთის ქოლგის ქვეშ მყოფი სახელმწიფო.  ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/828979042177443/

სასამართლო სხდომების გაშუქების ხელშეშლა მედიას დამატებით პრობლემას უქმნის – კოალიცია

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადებით, სასამართლო სხდომების გაშუქების ხელშეშლა მედიას დამატებით პრობლემას უქმნის. ასე ეხმაურება კოალიცია ეხმაურება „ტელეკომპანია პირველის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სასამართლო სხდომებზე დასწრების შეფერხებასთან დაკავშირებით. კერძოდ, „ტელეკომპანია პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ნოდარ მელაძემ სოციალ ქსელ ფეისბუკში დაწერა, რომ ტელევიზიის განცხადებებს სასამართლო სხდომების გაშუქებასთან დაკავშირებით სისტემა არ იღებს და მედიის წარმომადგ

ნათია მეზვრიშვილი - ვააქტიურებთ „არჩევნების დაცვის ჯგუფს“, რომლის მთავარი მიზანი გაყალბების ფაქტების გამოვლენა და ხმების დაცვაა - საარჩევნო დარღვევებს გავხდით საჯაროს და ამით ვუპასუხებთ კობახიძის და „ოცნების“ ტყუილებს

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, პარტია ააქტიურებს „არჩევნების დაცვის ჯგუფს“, რომლის მიზანიც არჩევნებზე ხმათა გაყალბების ფაქტების გამოვლენა და მათი დაცვა იქნება. ამის შესახებ მეზვრიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, როგორც ადგილობრივი პოლიტიკური აქტორების, ისე უცხოელების მთავარი ამოცანა 26 ოქტომბრის არჩევნების დაცვა უნდა იყოს. „სენატში გუშინ, საქართველოს არჩევნებზე გამართული განხილვის პასუხად, ს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანა ლიურმანი - ქართველები ევროკავშირის წევრობაზე ოცნებობენ - სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობა ქართველებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე აფერხებს

ევროკავშირის წევრობაზე ქართველებიც ოცნებობენ. სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობა ქართველებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე აფერხებს, - ამის შესახებ ევროპისა და კლიმატის საკითხებში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანა ლიურმანმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობას უფლება აქვს, არჩევნების გზით თავისუფლად აირჩიოს საკუთარი მომავალი მიმართულება. „ევროკავშირის წევრობაზე ქართველებიც ოცნებობენ. სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობა ქართველებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე აფერხ
×
×
  • შექმენი...