საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები აპირებენ გააგრძელონ კოორდინაცია ვაიმარის სამკუთხედის ფორმატში და უახლოეს მომავალში ვაიმარი-უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების გაფართოებული შეხვედრა გამართონ, - ამის შესახებ საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.
„საგანგებო დრო მოითხოვს საგანგებო ზომებს. ამ ფონზე, ჩვენი მიზანია გავხადოთ ევროკავშირი უფრო ერთიანი, ძლიერი, რათა შეძლოს და უპასუხოს დღევანდელ უსაფრთხოების გ
ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენ და საქართველოს მოსახლეობამ, რაც შეეძლო ყველაფერი გააკეთა ევროკავშირის გზაზე წინ წასაწევად, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა.
როგორც პრეზიდენტი განმარტავს, ყოველ ჯერზე, როდესაც ეჭვი არსებობს, თუ საით უნდა წავიდეს საქართველო, ქართული საზოგადოება ამას აჩვენებს.
„ჩვენ წინ მივდივართ ევროკავშირის კანდიდატობის გზაზე, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, უკრაინის წყალობით, რადგან მთლიანი პროცესის აჩქარება არ მოხ
2024 წელი გამორჩეული საარჩევნო წელია, მაგრამ დემოკრატიულმა სახელმწიფოებმა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად მეტი უნდა გააკეთონ, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ სხვადასხვა ავტორიტარული მთავრობები საარჩევნო პროცესებში ჩაერევიან, ხოლო აშშ რუსეთისა და ჩინეთის მიერ დეზინფორმაციის გავრცელების მცდელობებისთვის წინააღმდეგობის გაწევას გააგრძელებს.
„მიმდინარე წელს, მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი
პარტია „გახარია საქართველოსთვის” წევრის, ბექა ლილუაშვილის განმარტებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ალტერნატიული კანონპროექტები სინამდვილეში ერთია.
მისივე თქმით, მათ იმიტომ დააინიცირეს ეს ორად, რომ განხილვების საშუალება ჰქონდეთ, თუმცა, სინამდვილეში ეს არის პაკეტი.
როგორც ლილუაშვილმა აღნიშნა, გამჭვირვალობა საერთო სტანდარტი უნდა იყო ყველასთვის - უცხოური და ადგილობრივი დაფინანსებისთვისაც.
„[ალტერნატიული კანონპროექტები] სინამდვილეში ერთია. ჩვენ იმიტომ დავაინ
ჩვენ, რაც გუშინ ვნახეთ ეს იყო მშვიდობიანი პროტესტის აბსოლუტურად არალეგიტიმური დარბევა და ძალადობრივი ქმედებები ხელისუფლების მხრიდან, იმ ახალგაზრდების წინააღმდეგ, რომლებიც იცავენ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს და ჩვენს ევროინტეგრაციას.
აქცია იყო მშვიდობიანი და ძალის გამოყენება იყო არალეგიტიმური!
მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/416871494419463/
ყველანაირი ძალადობა მიუღებელია პოლიტიკურ ოპონენტებზე და განსაკუთრებით ახალგაზრდებზე, ეს არის ჩვენი ქვეყნის დაბრუნება 2012 წელში. "ოცნება" დღეს მოქმედებს სრულად "ნაც.მოძრაობის" მეთოდებით.
მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
„საქართველოს უნივერსიტეტის“ სტუდენტები გაფიცვას აანონსებენ და გეგმავენ რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს შეუერთდნენ.
გაფიცვის შესახებ უკვე დააანონსეს თსუ-ის, ილიაუნის, სამხატვრო აკადემიის, ჯიპას, ალტე უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტისა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტურმა ჯუფებმა.
პუბლიკა
ხელისუფლებამ კანონი უკვე აამოქმედა საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ, დაიწყო აგენტის იარლიყების მიწებება, წაახალისა მოქალაქეებს შორის ძალადობა ქოცური ზონდერ ჯგუფებით და საბოლოოდ დაემსგავსა "ნაც.მოძრაობის" რეჟმს.
ბექა ლილუაშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის".
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/2421615601377505/
"ეუთოს განცხადება, რომელსაც საქართველოს ხელისუფლებამ დანაშაულებრივად არ მისცა ხმა, არტივი რამ იყო - მათ, ფაქტობრივად, ქვეყნის სუვერენიტეტის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანად აღდგენის, რუსეთზე მოთხოვნის 2008 წლის პირობების შესრულების... აი, ამას ყველაფერს ხელი არ მოაწერეს, ხმა არ მისცეს, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ იგივე განცხადებაში, იგივე რეზოლუციაში იყო მოთხოვნა, ნორმალურად, დემოკრატიულად, კონკურენტულად არჩევნების ჩატარების!
ფაქტობრივად, ჩვენმა დღევანდელმა ხელისუფლებამ კაბინ
რუსეთის დაზვერვის განცხადება ოქტომბრის არჩევნებში ჩარევის და არჩევნების გაყალბებაში "ოცნების" დახმარების პირდაპირი მცდელობაა, რასაც აუცილებლად ექნება გაგრძელება, - ამის შესახებ პარტია "გახარია საქართველოსთვის" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
მათივე თქმით, განცხადების თანხვედრა „ოცნების“ ბოლოდროინდელ განცხადებებთან, ნათლად ადასტურებს, რომ ხელისუფლებას არჩევნების გაყალბების კომპლექსური პროცესი მოსკოვთან აქვს კოორდინირებული.
"გაყალბების და ამომრჩეველზე ზ
საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე კანდიდატად გენერალური პროკურორის მოადგილე, გიორგი გაბიტაშვილი შეარჩია. შესაბამისად, პარლამენტს სწორედ მისი კანდიდატურა წარედგინება.
შეგახსენებთ, საპროკურორო საბჭომ გუშინ, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, საქართველოს გენერალური პროკურორობის სამი კანდიდატი - ვიქტორ ახალბედაშვილი, დარეჯან ბუცხრიკიძე და გიორგი გაბიტაშვილი შეირჩა.
გიორგი გაბიტაშვილმა კენჭისყრაში 11 ხმა მიიღო, რაც საპროკურორი
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე ხელშეკრულება ბელგიურ კომპანია Jan De Nul-თან (იან დე ნული) გაფორმდა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი სამშენებლო კომპანიაა საზღვაო მიმართულებით. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამისიტრო ავრცელებს.
სამინსიტროს ცნობით, ხელმოწერის ცერემონია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართა. დოკუმენტს ხელი მოაწერა შპს ,,ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის" დირექტორმა ზურაბ სიჭინავამ,
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე საქართველოში გუშინ, 26 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებს ეხმაურება.
„ეუთოს ანგარიში ადასტურებს მრავალ დარღვევას და უწესრიგობას. რა სირცხვილია. მივესალმები ქართველ ხალხს, ვინც მრავლად გამოვიდა ხმის მისაცემად, მიუხედავად დაშინებისა. ევროპული მომავლის სურვილს ნებისმიერმა ხელისუფლებამ უნდა სცეს პატივი“, – ამბობს იგი.
26 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეთა ხმების 99%-ზე მეტი უკვე დათვლილია. ცესკო-ს ბოლო მონაცემებით, მმართველ პარტიას 54%-ზე მეტი
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ეხმაურება საქართველოში გუშინ, 26 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე.
მიშელის თქმით, იგი აპირებს, საბჭოს ბუდაპეშტში გასამართ არაფორმალურ შეხვედრაზე საქართველოს საკითხი დღის წესრიგში დააყენო.
„ყურადღებაში ვიღებთ ეუთო/ოდირის წინასწარ შეფასებას და მოვუწოდებთ ცესკოს და სხვა შესაბამის ორგანოებს შეასრულონ თავიანთი მოვალეობები, რათა სწრაფად, გამჭივრვალედ და დამოუკიდებლად იყოს გამოძიებული საარჩევნო უწესრიგობები და ბრალდებები.
უწესრიგ
ცესკო აფრთხილებს ყველას, რომ მათი მისამართით ნებისმიერი განხორციელებული ზარი თუ შეტყობინება, რომელიც იქნება კანონთან წინააღმდეგობაში, გადაიგზავნება შესაბამის ორგანოში შემდგომი რეაგირებისთვის.
დღეს სპეციალურ ბრიფინგზე ცესკოს სპიკერმა განაცხადა, რომ ცესკოს მისამართით შეურაცხყოფას, ბულინგს და სიძულვილის ენის გამოყენებას ინტენსიური ხასიათი აქვს სოციალურ ქსელებშიც.
სპიკერმა ეკრანზე მოქალაქეების მიერ სოციალურ ქსელში დაწერილი შეტყობინებების სქრინები წარმოადგინა.
ნორდიკული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ განცხადებას ავრცელებენ და უერთდებიან მოწოდებებს არჩევნების გამოძიებასთან დაკავშირებით.
ჩვენ, ნორდიკული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ საქართველო დაუბრუნდება იმ გზას, რომელიც მას ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში თავისი სათანადო ადგილისკენ მიიყვანს. ჩვენ ყურადღებით გავაგრძელებთ საქართველოში მიმდინარე მოვლენების მონიტორინგს და საქართველოს მთავრობას შევაფასებთ მათი ქმედე
ჩვენც ის მოქალაქეები ვართ, რომლებიც მოსახლეობასთან ერთად ვართ შეშფოთებულები იმ უმსგავსობით, რომელიც ამ ქვეყანაში ხდება - ჩვენი პარტიაც ამ პროტესტის მონაწილეა, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში არის უსამართლობის "ძალიან მწვავე" განცდა.
„ეს ძალიან ბუნებრივი პროცესია- ქვეყანაში არის უსამართლობის ძალიან მწვავე განცდა. სხვადასხვა მომენტში, სხვადასხვა ადგილას, ალბათ, იქნება ასეთი უკმაყოფილების გამოხატვის პროცესი. დღევანდელი
შემაშფოთებელია მასმედიით გავრცელებულ ვიდეოკადრებში ასახული, მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის და მიზანმიმართული დევნის დანაშაულებრივი ქმედებები, - ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გარდა აქციის ძირითადი ლოკაციისა, გავრცელებულ ვიდეოკადრებში აშკარად ჩანს, რომ პოლიცია ახორციელებს აქციის მონაწილეების დევნას შეკრების ადგილიდან დაშორებით, რაც მიანიშნებს სავარაუდო შურისძიებისა და
ნება მომეცით, ძალიან ხმამაღლა და გარკვევით ვთქვა ევროკავშირის სახელით, რომ ვხედავთ ხალხს ქუჩებში, გვესმის მათი ხმა და შოკირებული ვართ ძალადობით. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი. ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით, რომელსაც სურს უკეთესი მომავალი, ვისაც სურს, რომ საქართველო იყოს ევროკავშირის წევრი, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, გასულ კვირას იმყოფებოდა ბრიუსელში და შეხვდა ევროკავშირის 27 ელჩს, ასევე ახალ კოლეგებს ევროკავში
აშშ, ბელგია, გაერთიანებული სამეფო, გერმანია, დანია, ესტონეთი, კანადა, ლატვია, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, საფრანგეთი, ფინეთი და შვედეთი მკაცრად გმობენ „ქართული ოცნების“ სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას მშვიდობიანი შეკრების და გამოხატვის უფლებებით მოსარგებლე საქართველოს მოქალაქეების მიმართ.
საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ ერთობლივი განცხადება, რომელზეც ხელმოწერები გრძელდება, ვენაში, ეუთო-ს მუდმივ საბჭოში ნიდერლანდების ელჩმა წარადგ
ქართული თეატრის დღეს, მსახიობების მარში მიმდინარეობს ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრიდან რუსთაველის თეტრის მიმართულებით.
მარშის ლოზუნგია: “თეატრი და მაყურებელი ტირანიის წინააღმდეგ”.
შეკრებილებს მიტანილი აქვთ ბანერები წარწერით: “ვის ეშინია თეატრის”, “შემოუერთდი გაფიცვას”, “ქალაქის თეატრი”.
მარშის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოსთან გადაინაცვლებენ, სადაც დაგეგმილ აქციას შეუერთდებიან.
იპნ
ჟურნალისტებისა და ხელოვანების მარში მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარედ მიმდინარე აქციას შეუერთდა.
ამ წუთებში აღმაშენებლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია.
აქციის მონაწილეები ერთობლივი საპროტესტო მსვლელობით პარლამენტთან გაემართებიან, სადაც აქციები 58-ე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
„ყველგან პოლიცია, არსად სამართალი“, „თავისუფლება მზიას, თავისუფლება პოლიტპატიმრებს“, „ძირს რუსული რეჟიმი“ - ისმის აქციის მონაწილეების შეძახილები.
ცნობისთვის, მოქალაქეების პროტესტი ირაკლი
აშშ-ის დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორი უილიამ ბერნსი ოქტომბრის დასაწყისში უკრაინაში იმყოფებოდა და პრეზიდენტსა და სხვა მაღალჩინოსნებს შეხვდა,- ამის შესახებ „სიენენი“ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემის ცნობით, ბერნსმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ომის ფონზე აშშ-ის ერთგულება უკრაინის მხარდაჭერის მიმართ.
„სიენენის“ წყაროებს დამატებითი დეტალები არ გაუსაჯაროებიათ. მათივე განცხადებით, მოსკოვის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე ომის დაწყების შემდეგ ახლა ყველაზე
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სოჭში, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ როგორც ხედავს, შეხვედრის მიზანია 2020-2021 წლებში მიღწეული შეთანხმებების შესრულება.
პუტინის თქმით, მადლიერია ალიევის იმ შეფასებისთვის, რომ რუსეთმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებაში.
ვლადიმერ პუტინის განმარტებით, დღეს კი, უნდა ისაუბრონ არსებულ ვითარებაზე და გამონახონ გზები ჯერ კიდევ გადაუჭრელი პრობლემების მოსაგვარებლად.
„მადლობა, რომ ჩამ
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე, „მამალაძე საქართველოს წინააღმდეგ“ განაჩენი გამოიტანა.
სასამართლოს ინფორმაციით, განმცხადებელი ამტკიცებდა, რომ მის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა იყო უსამართლო იმის გამო, თუ როგორ მოიპოვეს მთავარი მტკიცებულება. კერძოდ, ის ამტკიცებდა, რომ მომწამვლელი ნივთიერება, რომელიც მკვლელობის „მომზადების“ მტკიცებულებად გამოიყენეს, მას ჩემოდანში ჩაუდეს.
„მიუხედავად იმისა, რომ მე-6 მუხლი სამართლიანი სასამართლო პროცესის უფლ