„სამშობლოს ღალატს წიგნი არ სჭირდება“, — ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა “ხალხის ძალიდან” მიხეილ ყაველაშვილმა ენმ-ის წევრ ხატია დეკანოიძეს, რომელმაც მას ორი წიგნის წაკითხვა ურჩია.
ხატია დეკანოიძე: მიშა, მე, მაგალითად, წავიკითხავდი 2 წიგნს და მერე მოვიდოდი აქ.
მიხეილ ყაველაშვილი: არ გადამრიო, მართლა? წიგნი რა შუაშია? სამშობლოს ღალატს წიგნი არ სჭირდება. შენ რაც გააკეთე, უცხო ქვეყნის ტელევიზიაში, იმას წიგნი არ სჭირდება. იმას შინაგანი მრწამსი სჭირდება და სინდისი სჭირდება.
ეუთო/ოდირი განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ გამოხატვის და გაერთიანების თავისუფლება ფუნდამენტურია დემოკრატიისთვის. ორგანიზაციის განცხადებით, ამზადებენ ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების შესახებ საქართველოში ინიციირებულ კანონპროექტის შეფასებას:
„გამოხატვის და გაერთიანების თავისუფლება ფუნდამენტურია დემოკრატიისთვის. ეუთო/ოდირი ამზადებს სამართლებრივ მოსაზრებას ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტზე საქართველოში და მის შესაბამისობასზე საერთაშორისო სტანდარტებთან. ჩვენ ვითანამშრომლე
დღეს, 6 მარტს, პარლამენტში დაგეგმილი ბიუროს სხდომა გადაიდო.
დღევანდელ ბიუროზე „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტი უნდა გასულიყო და გადაწყვეტილიყო, როდის ეყრებოდა მას კენჭი პირველი მოსმენით.
თუმცა, როგორც პარლამენტში განმარტავენ, ბიუროს სხდომის გადადების მიზეზი გახდა ჯერ ვერდასრულებული კომიტეტის სხდომები, რის გამოც ვერ ესწრება ბიუროს დღის წესრიგის განსაზღვრა.
ამ წუთებში რუსული კანონპროექტის განხილვა იურიდიულ კომიტეტზე მიმდინარეობს, პარალელურად კი პარლამენტთან აქცია ი
"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში "უცხოეთის აგენტების შესახებ" კანონპროექტების ავტორებს უთხრა, რომ ამ დოკუმენტების განმარტებითი ბარათები არსებით ტყუილებს შეიცავს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. მან ასევე თქვა, რომ გაუგებარია, რატომ არ ხდება კანონპროექტების განხილვა ადამიანის უფლებების კომიტეტში, როცა ისინი პირველ რიგში ადამიანის უფლებების შემზღუდავია და აღნიშნა, რომ წინა ჯერზე, საგარეო ურთიერთობებისა და უს
[თუ მიიღებენ ე.წ. აგენტების შესახებ კანონს] მაშინ, მე თქვენთან ვეღარ ვილაპარაკებ, მერე. მეც აგენტი ვიქნები, ვეღარ ვილაპარაკებ, - ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა ამირამ გამყრელიძემ ჟურნალისტების შეკითხვაზე, რა საფრთხეები შეიქმნება იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტმა მაინც მიიღო ე.წ. აგენტების შესახებ კანონი.
ამასთან, ამირან გამყრელიძე დარწმუნებულია, რომ აღნიშნულ კანონპროექტი პარლამენტში ვერ გავა.
“საქართველოს პარლამენტი, დარწმუნებული ვარ, რომ არ მი
კიდევ ვინ შეიძლება, გვითხრას, რომ ეს კანონი არის დამაზიანებელი, მავნებლური და ნამდვილად რუსული, – ასე მიმართა „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ წარმომადგენელმა, გურამ იმნაძემ „ხალხის ძალის“ წევრს, გურამ მაჭარაშვილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ ორივე კანონპროექტზე მსჯელობენ.
იმნაძის თქმით, კანონპროექტი ეწინააღმდეგება ქვეყნის ინტერესებს.
„მე მაინტერესებს, რა ფაქტორი შეიძლება იყოს, ვინ შეიძლება გვითხრას კიდევ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნი
"საქართველოს მწვანეთა მოძრაობის" წარმომადგენელი, გარემოს დამცველი ნინო ჩხობაძე ამბობს, რომ უცხოელი დონორების ფინანსური დახმარებით მოახერხეს გარემოსდაცვითი სივრცის შექმნა, ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტები კი მათ საქართველოს მტრად აცხადებს. ჩხობაძის თქმით, კანონპროექტები არც გამჭვირვალობის ელემენტს პასუხობს.
"მე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ თურმე რაც მიმუშავია 30 წელზე მეტი საქართველოსთვის, მე ვყოფილვარ საქართველოს მტერი. იმიტომ, რომ ზუსტად გერმანელების, ამერიკელების დახმარებით,
ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ აღმასრულებელი პროდიუსერი, გიორგი ხაბურზანია Facebook-ის პირად გვერდზე პოლიტიკურ ისტებლიშმენტს აკრიტიკებს და ამბობს, რომ მათ საქართველოს იზოლაციაში მოქცევა უნდათ.
„დიდი საშიშროებაა „აგენტების“ კანონის მიღების შემთხვევაში მოხდეს გადახედვა იმ გრანტების, რომელსაც სხვადასხვა პროექტების განხორციელებისთვის იღებს სახელმწიფო,“ - ამის შესახებ ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს გენერალურმა მდივანმა სანდრო ჭუმბურიძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.
აღსანიშნავია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, 2013 წლიდან მოყოლებული საქართველოს დონორებისგან 3.943 მლრდ ლარის გრანტები აქვს მიღებული.
მათ შორის მიმდინარე
უკრაინელმა სამხედროებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, რუსების კუთვნილი 13 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის წარმომადგენელმა, იური იგნატმა უკრაინულ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ რუსულმა ძალებმა, 6 მარტის ღამეს, უკრაინაში, საერთო ჯამში, 15 დრონი გაუშვეს.
"დრონები ჩრდილოეთის მიმართულებიდან გაუშვეს. რუსებმა 15 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს, მათგან 13 საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა. ასეთი კარგი შედეგი გვაქვს", - განაცხადა იური იგნატმა.
მისი გ
საქართველოში გერმანიის ელჩი, პიტერ ფიშერი ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ კანონპროექტის მიღება შეუსაბამო იქნება საქართველოს ევროკავშირის მისწრაფებებთან და ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან.
„ევროკავშირის, როგორც საქართველოს მეგობრის, პოზიცია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით უცვლელი რჩება: „კანონპროექტის მიღება შეუსაბამო იქნება საქართველოს ევროკავშირის მისწრაფებებთან და ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან“. ამა
ჩვენ არ ვწყვეტთ ძალისხმევას, რომ დავარწმუნოთ და მოვუწოდოთ საქართველოს მთავრობას, რომ არ მიიღოს ეს კანონპროექტი, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.
მისი თქმით, შეერთებული შტატები, გაერო, ევროკავშირი, ევროსაბჭო და საქართველოს ბევრი მეგობარი გამოხატავს ღრმა შეშფოთებას ამ კანონმდებლობასთან დაკავშირებით, რომელიც განახორციელებს სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციას, რომელიც გააჩუმებს დამოუკიდებელ მედიას, განსხვავებულ აზრს, ისევე, როგორც ეს გააკეთა მსგავსმა კანონმა
ოცნებამ დღეს რაც გააკეთა (რეგლამენტის დარღვევით არ განიხილა ჩვენს მიერ დაინიცირებული კანონი რუსული გავლენის შემცირებასთან დაკავშირებით და დიდი ენთუზიაზმით იხილავს წმინდაწყლის რუსულ კანონს) არის სახელმწიფოს და მისი ინტერესების არა უგულებელყოფა, არამედ პირდაპირი ღ ა ლ ა ტ ი!, - წერს პარტია "საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი კახაბერ ქემოკლიძე სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, "ქართული ოცნება" სახელმწიფოს ასეთი მასშტაბის ღალატისთვის დიდ ფასს გადაიხდის.
"რა არ მინახავს ცხოვრება
"საქართველოს ეროვნული პლატფორმა" აცხადებს, რომ ე.წ. “ამერიკული კანონის“ ქართულ რედაქციაში შეგნებულად არის გამოტოვებული ავთენტური ამერიკული კანონის პარაგრაფ 613 – ის (გამონაკლისები/ EXEMPTIONS) კონკრეტული და "ამ კანონმდებლობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი "f". მათი თქმით, ამერიკულ კანონის (FARA) ამ პუნქტში წერია, რომ ქვეყნის პარტნიორები და მათი წარმომადგენლები ითვლებიან გამონაკლისებად და მათზე არ ვრცელდება უცხო ქვეყნის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება.
პლატფორმის განცხადებაში ნათქვამია,
ჩვენი მომავალი მხოლოდ ევროპული შეიძლება იყოს, - წერს სოციალურ ქსელში შოთა არველაძე.
მისი თქმით, დამოუკიდებლობის დღიდან, ავად თუ კარგად, შევძელით და უკეთესი ქვეყანა გავხდით, მაგრამ ასეთ გადამწყვეტ ეტაპზე, პრობლემები ძალით არ უნდა შევქმნათ. დაუშვებელია ჩვენი არჩევანისთვის კითხის ნიშნის დასმა, დაუშვებელია მისი გადახედვა. ჩვენ არ შევდივართ არანაირ ევროპაში, ჩვენ მისი ნაწილი ვართ.
"თითქმის საუკუნის წინ, საბჭოთა კავშირმა აგენტებად და ჯაშუშებად მიიჩნია სანდრო ახმეტელი, მიხეილ
თბილისში, რამდენიმე ადგილას გამოჩნდა ახალი პლაკატები, რომლებიც ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო სექტორის კონკრეტული წარმომადგენლების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. "უსამშობლო მოღალატეები", "ეკლესიის მაგინებელი ჯაშუშები" - წერია პლაკატებზე, რომლებზეც გამოსახული არიან სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე, ყოფილი ომბუდსმენი ნინო ლომჯარია, დეპუტატები ხათუნა სამნიძე და თამარ კორძაია, ასევე ლიტერატორი ლევან ბერძენიშვილი, პოლიტოლოგი გია ნოდია, აქტივისტი ზუკა ბერძენიშვილი, პარტია "ლელოს" ლიდერ
“დღეს ეს გაურკვეველი კანონპროექტი და ქმედებები ღია დაპირისპირებაა ჩვენს მეგობრებთან/პარტნიორებთან”, – ასე აფასებს გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი და საქართველოს ყოფილი ელჩი გერმანიაში ელგუჯა ხოკრიშვილი „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის ანალოგს, რომლის მიღებასაც „ქართული ოცნება“ აპირებს.
ელგუჯა ხოკრიშვილის ზემოხსენებულ კანონპროექტს ფეისბუკზე გამოეხმაურა.
“ხვალიდან საქართველო ტურიზმის სფეროში ერთ-ერთ მთავარ გამოფენაზე ITB Berlin – 2023-ზე მასპინძელი ქვეყანის სტატუსით წარ
ევროპის ახალგაზრდული პარლამენტი – საქართველოს (European Youth Parliament (EYP) – Georgia) დამფუძნებლები, ეროვნული კომიტეტი, ყოფილი და მოქმედი წევრები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს პარლამენტში კანონპროექტის ინიცირებასთან დაკავსირებით განცხადებას ავრცელებენ და ამბობენ, რომ კანონპროექტი მიღების შემთხვევაში გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს ქვეყნის ევროპულ მომავალს:
„ჩვენთვის, როგორც ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული, ახალგაზრდული ორგანიზაციისთვის მიგვაჩნია, რომ ინიცირებული
დღეს, იურიდული კომიტეტი “ოცნებამ” გადააქცია “შულავერის კომიტეტად”, რომელმაც უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და პარლამენტის წევრებს შეუზღუდა საკანონმდებლო ინიცირების უფლება, კერძოდ უარი თქვა ჩვენი ალტერნატიული კანონის პროექტის “ოკუპანტი ქვეყნის- რუსეთის ფედერაცის გავლენებისგან დაცვის შესახებ” განხილვაზე, როცა ამის პირდაპირი საკანონმდებლო ვალდებულება გააჩნდა, - ამის შესახებ, პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი, ბერდია სიჭინავა სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, “ოცნება” იღ
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა პროტესტის ნიშნად პარტია „საქართველოსთვის“ წევრებმა დატოვეს. ანა ბუჩუკურმა, მიხეილ დაუშვილმა და ბექა ლილუაშვილმა საკუთარი პროტესტის თაობაზე განცხადება ჟურნალისტებთან კომიტეტის დარბაზის მიღმა გააკეთეს.
მათი თქმით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა რეგლამენტის დარღვევით დაიწყო, ვინაიდან მათ საკითხი დააყენეს იმის თაობაზე, რომ „ხალხის ძალის“ მიერ მომზადებულ კანონპროექტებთან ერთად განხილულიყო მათ მიერ მომზადებული ალტერნატიული კანონპროექტიც, რაზეც
პარლამენტში იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ოპოზიციონერ დეპუტატებს დარბაზი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. სხდომაზე აგენტების შესახებ რუსულ კანონპროექტებს განიხილავენ.
იურიდიული კომიტეტის სხდომაზე იყო ფიზიკური დაპირისპირებაც. ერთმანეთს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარესა ლევან ხაბეიშვილსა და იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს, ანრი ოხანაშვილს შორის მოხდა.
დარბაზი ასევე დაატოვებინეს სხვა ოპოზიციონერ დეპუტატებსაც; გიორგი ვაშაძეს, სალომე სამადაშვილს, ხათუნა სამნიძეს, თამარ კორძაიას.
მიმდინარე წლის 6 მარტს საქართველოს პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე იმოქმედებს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
როგორც განცხადებაში წერია, აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის წევრებისა, აპარატის თანამშრომლების და პარლამენტის ვიზიტორების უსაფრთხოების დაცვა და სამუშაო პირობების უზრუნველყოფა.
მათივე თქმით, შეზღუდვა არ შეეხება აკრედიტებულ ჟურნალისტებს და ღონისძიებებზე შესაბამის კომიტ
ეხლა ოცნება პარლამენტში კონსტიტუციისა და რეგლამენტის დარღვევით განიხილავს რუსულ კანონპროექტებს, = ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" და პარლამენტის წევრი ბექა ლილუაშვილი წერს.
მისი თქმით, "ქართულ ოცნებას" არ აქვს უნარი და ეშინიათ ოკუპანტ სახელმწიფოს გავლენებს ებრძოლონ.
"ეშინიათ რომ ალტერნატიული კანონის პროექტი "ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის ფედერაციის გავლენის შემცირების შესახებ" რომელიც ჩვენ დავაინიცირეთ, პირველ რიგში შესაძლოა მათ ეხებოდეს!", - წერს ბექა
რეგლამენტის უხეში დარღვევით, ოცნებამ უარი თქვა განეხილა ჩვენი კანონპროექტი “ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დაცვის შესახებ", განაჩენი გამოტანილია!, - წერს სოციალურ ქსელში "პარტია "საქართველოსთვის" და პარლამენტის წევრი ანა ბუჩუკური.
ჩვენი ერთადერთი მტერი რუსეთია. ოცნებამ მტრად სტრატეგიული პარტნიორები გამოაცხადა. მაინტერესებს სად არიან ის მოქმედი თანამდებობის პირები, ვინც დასავლეთის დახმარებით აშშ-სა და ევროპაში განათლება მიიღო, ვის პროფესიულ განვითარებაშიც დასავლეთმა ათასობით ფული ჩადო, ვინც შესანიშნავად იცის, რომ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი რეფორმები დასავლეთის დახმარების გარეშე უბრალოდ შეუძლებელი იქნებოდა., - წერს პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, ახლა არ