Jump to content
Planeta.Ge

გერმანია უკრაინას დამატებით 12 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარებას გადასცემს


გერმანია უკრაინას დამატებით 12 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარებას გადასცემს. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, გერმანიის პარლამენტის საბიუჯეტო კომიტეტმა გაუთვალისწინებელი საბიუჯეტო ხარჯები დააკმაყოფილა, რისი მოთხოვნაც თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების მხრიდან არსებობდა.

დამატებითი დაფინანსება მოიცავს 3.2 მილიარდ ევროს, რომელიც უკრაინას 2023 წელს უნდა გადაეცეს და საკრედიტო ტრანშებს 2024-დან 2032 წლამდე პერიოდისთვის, რომლებიც ჯამში დაახლოებით 8.8 მილიარდ ევროს შეადგენენ.

“ამ ფულით უკრაინა გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით შეიარაღების პირდაპირ შეძენას შეძლებს. მნიშვნელოვანია უკრაინას იმდენ ხანს ვეხმარებოდეთ, რამდენიც საჭიროა”, - გამოცემის თანახმად, ამის შესახებ გერმანიის სამთავრობო კოალიციის სამმა პოლიტიკოსმა ერთობლივი განაცხადება გააკეთა.

 

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...