Jump to content
Planeta.Ge

ნიკა გილაური ამბობს, რომ პარტიის შექმნას არ აპირებს


ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ნიკა გილაური უარყოფს დეპუტატ თაკო ჩარკვიანის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პარტიას ქმნის. ნიკა გილაურმა Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ ეს ინფორმაცია სიცრუეა.

„ძვირფასო მეგობრებო – 10 წელია არანაირი პოლიტიკური განცხადება არ გამიკეთებია და არცერთი ინტერვიუ (პოლიტიკურ თემაზე) არ მიმიცია. არც გუშინ საღამოს ეთერში გაკეთებულ განცხადებებზე ვაპირებდი გამოხმაურებას, მაგარამ იმის გამო რომ მერე ვინმემ არ თქვას რომ „გაჩუმება ნაწილობრივ მაინც თანხმობის ნიშანიაო“ ან „თუ ეგრე არ იყო ფბ-ზე დაგეწერა მაინცო“.

ვწერ – აბსოლუტურად ყველა, გუშინ საღამოს ეთერში გაკეთებული განცხადება ჩემ შესახებ არის სრული სიცრუე, გარდა ერთისა – მართლა ვიყავი საქართელოს პრემიერ მინისტრი 2009 – 2012 წლებში და მართლა ბევრი კარგი რამე მაქვს ამ ქვეყნისთვის გაკეთებული“, – წერს ის.

გუშინ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა თქვა, რომ მისი ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის დავალებით, ნიკა გილაური პარტიას ქმნის და ამ პარტიაში ენმ-ის ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია და პარტიის ყოფილი წევრი ხატია დეკანოიძე იქნებიან. ნიკა მელიამაც და ხატია დეკანოიძემაც ეს ინფორმაცია მედიასთან და სოციალურ ქსელში უარყვეს.

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...