Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.503
  • comments
    0
  • views
    752.723

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

თავდაცვის კოდექსში დაგეგმილი ზოგი ცვლილება დისკრიმინაციულია – საია

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, თავდაცვის კოდექსში დაგეგმილი ზოგი ცვლილება დისკრიმინაციულია. კერძოდ, საია დისკრიმინაციულად მიიჩნევს თავდაცვის კოდექსის იმ ნაწილს, რომლის თანახმად, განურჩევლად ყველა სასულიერო პირს სამხედრო სამსახურის გავლის გადავადების უფლება აღარ ექნება და ამას არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურით ჩაანაცვლებს. თუმცასაქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებს კვლავ უნარჩუნდებათ სამხედრო ვალდებულების მოხდისგან გათავისუფლების შესაძლებლობა, რად

„ქართული ოცნება“ კლასიკური, ანტიკვარული და საკოლექციო მანქანების პოპულარიზაციის მიზნით, საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის

მმართველი უმრავლესობა კლასიკური, ანტიკვარული და საკოლექციო მანქანების პოპულარიზაციის მიზნით, სპეციალური საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის. პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე “საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ და “საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებების პროექტი წარედგინება, რომლის ინიციატორები არიან: - პარლამენტის ვიცე-სპიკერები არჩილ თალაკვაძე და გია ვოლსკი, ასევე პარლამენტის წევრები - ბექა დავითულიანი და დავით კაჭარავა. კანონის პროექტის თანახმად, კლასიკური ავტომობილის წლოვანება 40 წელიწადს უნდა ა

კახა კალაძე - აქციაზე იყვნენ ისეთი ახალგაზრდებიც, რომლებიც ფარისევლობდნენ, თითქოს არცერთ პარტიას არ განეკუთვნებოდნენ, თუმცა მათი წარსული დეტალურად ვიცით

გამორიცხული არაფერია. იყვნენ ახალგაზრდები, რომლებიც ფარისევლობდნენ, თითქოს არცერთ პარტიას არ განეკუთვნებოდნენ, თუმცა მათი წარსული დეტალურად ვიცით, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომლის მიხედვითაც, „კანონპროექტის უკან გაწვევის გადაწყვეტილება სახელმწიფოებრივად ყველაზე სწორი და გონივრული გადაწყვეტილება იყო - მათი ამოცანა იყო ქაოსი, არეულობა, შეიძლებოდა რამდენიმე ახალგაზრდა თავადვე მოეკლათ“. კახა კალაძის თქმ

კახა კალაძე აცხადებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობას დაშლის საფრთხე არ ემუქრება

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ უმრავლესობას დაშლის საფრთხე არ ემუქრება. კახა კალაძემ საპარლამენტო უმრავლესობის შესაძლო დაშლასთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვას უპასუხა. დედაქალაქის მერის თქმით, გავრცელებული ინფორმაცია არის ტყუილი და საზოგადოების დეზინფორმირებას ისახავს მიზნად. „უმრავლესობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. თუ კონკრეტულ პიროვნებებს აქვთ სურვილი, დატოვონ პარტია „ქართული ოცნება“, ეს მათი უფლებაა, არან

FDA-მ შაკიკის სამკურნალო პირველი სწრაფმოქმედი ცხვირის სპრეი დაამტკიცა

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) შაკიკის სამკურნალოდ Pfizer-ის მიერ წარმოებული სწრაფი მოქმედების ცხვირის სპრეი დაამტკიცა. ამის შესახებ ფარმაცევტული გიგანტი იუწყება. Pfizer-ის განცხადებით, პრეპარატი ბაზარზე Zavzpret-ის სახელით გავა და აფთიაქებში 2023 წლის ივლისში გამოჩნდება. „FDA-ს მიერ Zavzpret-ის დამტკიცება მნიშვნელოვანი მიღწევაა შაკიკის მქონე ადამიანებისთვის, რომლებსაც ტკივილისგან გათავისუფლება სურთ და ორალურ პრეპარატებს ალტერნატიულ ვარიანტებს არჩევენ“, —

"მშვიდობიანი აქციის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძველი არ არსებობდა" - ომბუდსმენის შეფასება

საქართველოს სახალხო დამცველი რუსთაველის გამზირზე 2023 წლის 7-9 მარტს განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება, რომელსაც bm.ge უცვლელად გთავაზობთ: "საქართველოს სახალხო დამცველი და მისი რწმუნებულები უწყვეტ რეჟიმში აქტიურად ადევნებდნენ თვალს საქართველოს პარლამენტთან „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული კანონპროექტების გაპროტესტების მიზნით 7-9 მარტს გამართული აქციების მიმდინარეობას. ასევე, ამ დღეებში სახალხო დამცველი და აპარატის თანამშრომლები ახორციელებდნენ ვიზიტებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს

"ლაგუნა ვერესთან" "ქართუ ჯგუფის" პროექტი მერიამ დაახარვეზა

ავტორი:ანუკა ჯოხაძე თბილისის ცენტრში, გმირთა მოედანზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი უძრავი ქონების პროექტის განხორციელება იგეგმება. ტრანსპორტისა და ურბანულ სააგენტოს, “ქართუ ჯგუფში” შემავალმა კომპანია “კოსტავას 69”-მა პროექტი გასული წლის 31 დეკემბერს წარუდგინა, რომლითაც აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მოწყობას გულისხმობდა. ამონაწერის მიხედვით, "კოსტავას 69" საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" შვილობილია. პროექტს საზოგადოების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა, რადგან აღნიშნულ ტერიტორიაზ

მიხეილ დაუშვილი - „ქართულ ოცნებას“ ძალაუფლების შენარჩუნებაში ეხმარებიან „ნაციონალური მოძრაობა“ და ვანო მერაბიშვილი, მათი განცხადებები „ქართული ოცნების“ ინტერესში შედის

დღეს თუ ვინმე „ქართულ ოცნებას“ ძალაუფლების შენარჩუნებაში ეხმარება, ეს „ნაციონალური მოძრაობა“ და ვანო მერაბიშვილია, მათი განცხადებები „ქართული ოცნების“ ინტერესში შედის, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა წევრმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა. დაუშვილის თქმით, ამას რატომ, რა მიზნით და რა მიზეზის გამო აკეთებენ, ეს ყველაფერი გამოჩნდება. „ვანო მერაბიშვილმა დასავლეთ საქართველოში შეხვედრისას თქვა, რომ ჩვენ ბიძინა ივანიშვილთან დალაგებული ვართო. დღეს თუ ვინმე „ქართულ ოცნებას“

OSCARS 2023 - გამარჯვებულები

ოსკარის რიგით 95-ე დაჯილდოება ლოს ანჯელესში, დოლბის თეატრში გაიმართა. ღონისძიების წამყვანი ჯიმი კიმელი იყო. წლევანდელ დაჯილდოებაზე ყველაზე მეტი, 7 ჯილდოს, მათ შორის წლის საუკეთესო ფილმის, რეჟისურის და სცენარის, მფლობელი დენიელ ქუანისა და დენიელ შაინერტის „ყველაფერი ყველგან ერთდროულად“ გახდა. მიშელ იეომ, ამ ფილმის ვარსკვლავმა მოიგო საუკეთესო ქალი მსახიობის ჯილდო და გახდა პირველი აზიელი მსახიობი და მალაიზიაში დაბადებული პირველი შემსრულებელი, რომელმაც ამ კატეგორიაში ოსკარი მიიღო. საუ

ქვეყანაში აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტის შემოტანის მოთხოვნით მშობლები პეტიციას ავრცელებენ

ქვეყანაში აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტის შემოტანის მოთხოვნით მშობლები პეტიციას ავრცელებენ. პეტიციაზე ხელმოწერისთვის გადადით ბმულზე. \ publika

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დაადგინა სამხედროს ვინაობა დახვრეტის ამსახველი ვიდეოდან

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა კვირას განაცხადა, რომ დადგენილია იმ უკრაინელი სამხედროს ვინაობა, რომლის სავარაუდო დახვრეტის ამსახველი კადრებიც მარტში გავრცელდა. ვიდეოში ჩანს, რომ ის წარმოთქვამს სიტყვებს „დიდება უკრაინას!“, რის შემდეგაც ავტომატის ჯერს ესვრიან. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, კაცი ჩერნიგოვის რაიონის ტერიტორიული თავდაცვის 119-ე ცალკეული ბრიგადის 163-ე ბატალიონის სნაიპერი ალექსანდრ მაციევსკი იყო. „გმირის მონაცემების საბოლოოდ დადასტურება შესაძლებელი გახდა კომპლექსური ს

სად იპოვა რიცხვი 100? წყარო მაინტერესებს - კრამონი ღარიბაშვილის ბრალდებაზე

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ბრალდებებს ეხმაურება 100 ევროპარლამენტარის "კორუფციულ სკანდალში" გახვევაზე. "საკმაოდ საინტერესოა, რომ ევროპარლამენტარების უმრავლესობა სოციალისტების ჯგუფიდან არის, რაც "ქართული ოცნების" პარტნიორი პარტიაა. სად იპოვა ღარიბაშვილმა რიცხვი 100? ეს ჩემთვის ახალია. მას ჩვენზე უკეთ სცოდნია. წყარო მაინტერესებს, თუ შეიძლება", - წერს კრამონი ტვიტერის გვერდზე.       პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპ

კახაბერ ქემოკლიძე - ამასობაში, ასეთი დასუსტებული, ნდობა დაკარგული და სისტემურად არეული სახელმწიფო ინსტიტუციები ახლა რომ გვაქვს, ბოლო 30 წელიწადში არ ყოფილა

პარტია "საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი კახაბერქემოკლიძე, სოციალურ ქსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინტერვიუს ვრცელი პოსტით ეხმაურება, რომელსაც PLANETA.GE უცვლელად გთავაზობთ:  " 112 000-ზე მეტი რუსეთის მოქალაქე შემოვიდა ქვეყანაში და დამაგრდა. მილიარდ დოლარზე მეტი “ქეში” შემოიტანეს. საქართველოსნაირი მცირე ეკონომიკისთვის ეს დიდი ფულია… პრემიერმა ღარიბაშვილმა ამას დაარქვა ეკონომიკაში რევოლუცია მოვახდინეთ სხვებს შურს ჩვენიო (ანუ: ომში არ წა

ირაკლი კობახიძე - ევროპული კურსი არის კონსტიტუციაში, ეს კურსი არავითარ გადახედვას არ ექვემდებარება

ევროპული კურსი არის კონსტიტუციაში. ეს ჩანაწერი საქართველოს კონსტიტუციაში ჩვენ შევიტანეთ. რა თქმა უნდა, ეს კურსი არავითარ გადახედვას არ ექვემდებარება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „კვირის მოამბესთან“ ინტერვიუში განაცხადა. კობახიძის თქმით, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს მხარს მოსახლეობის 85 პროცენტი უჭერს, შესაბამისად, აქ არავითარი კითხვის ნიშანი არ არსებობს.  მსგავსი: ინტერვიუ ირაკლი კობახიძესთან

ზაზა თავაძე - საქართველოს მოქალაქეების ბოლოდროინდელი ღირსეული და მასობრივი პროტესტის შემდეგ ეტყობა ოლიგარქს ძალიან უჭირს არაკონსტიტუციური და ავტოკრატიული ხელისუფლების შენარჩუნება და ისევ მოძველებული მეთოდებით მოქმედებს

საქართველოს მოქალაქეების ბოლოდროინდელი ღირსეული და მასობრივი პროტესტის შემდეგ ეტყობა ოლიგარქს ძალიან უჭირს არაკონსტიტუციური და ავტოკრატიული ხელისუფლების შენარჩუნება და ისევ მოძველებული მეთოდებით მოქმედებს..., - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს საკონტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე და პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ზაზა თავაძე "დღეს კვლავ მერაბიშვილი გამოუძახებია, მისი კეთილი ჯინი გადასარჩენად... არადა მეგონა, რომ ამჯერად რაიმე ახალს მაინც შემოგვთავაზებდა... როგორც არაერთგზის დადასტურდ

„რატომ უნდა ვიყოთ სხვა ქვეყნის ხელისუფლების ქვეშევრდომი და შევუტიოთ რუსეთს უკრაინის დასახმარებლად? - ირაკლი ქადაგიშვილი

მმართველი პარტია ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველო არ იყოს „მორიგი ავანტიურის მსხვერპლი“, - „ქართული ოცნების“ წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი ასე ეხმაურება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის განცხადებას საპროტესტო აქციების გაგრძელებასა და "ბრძოლის ბოლომდე მიყვანაზე" და ამბობს, რომ მისთვის ნათელია, რა მიზნები ამოძრავებს რადიკალურ ოპოზიციას: "განსაკუთრებით ეს მიზნები გამოიკვეთა, როდესაც რუსეთის აგრესია დაიწყო უკრაინაში და იმ დღიდან მოყოლებული არის პირდაპირი, ირიბი, ღია თუ ფარუ

ბერდია სიჭინავა - ეს ხელისუფლების დასასრულია

ივანიშვილს ღარიბაშვილი რომ “ოცნების” დამზღვევად წარმოუდგენია, უკვე დიაგნოზია, რომ მიმდინარე პროცესებს სრულად არაადეკვატურად აფასებს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი ბერდია სიჭინავა წერს.   “შენი არ იცოდე, სხვისი არ გესმოდესო”, ასეა “ოცნების” ამბავი. როგორც ჩანს ამ გაკვეთილიდანაც ვერაფერი ისწავლეს. ეს ხელისუფლების დასასრულია…", - წერს ბერდია სიჭინავა. 

სერბეთის პრეზიდენტი ვუჩიჩი გამორიცხავს თავისი მხრიდან კოსოვოს ფაქტობრივ ან დე იურე აღიარებას

სერბეთის პრეზიდენტი, ალექსანდარ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ მისი ხელმძღვანელობისას არ მოხდება "არც ფაქტობრივი და არც დე იურე" აღიარება მეზობელი კოსოვოსი და პირობა დადო, რომ თვითონ "არ იქნება ის, ვინც ხელს მოაწერს" სერბეთის ყოფილი ოლქის დამოუკიდებლობას, სადაც უმრავლესობას ეთნიკური ალბანელები შეადგენენ. ამ განცხადებებმა შეასუსტა დიპლომატიური იმპულსი, რომელიც გამოჩნდა მას შემდეგ, რაც ვუჩიჩმა და კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა, ალბინ კურტიმ, 27 თებერვალს ბრიუსელში განაცხადეს თავიანთი მზადყოფნის შესახებ, გ

ნიკოლოზ კაჭარავამ სერბეთში მიმდინარე ევროპის ვაჟთა პირველობაზე საერთაშორისო დიდოსტატის მესამე ნორმა შეასრულა და უმაღლეს საჭადრაკო წოდებას მას უახლოეს ფიდეს საბჭოს შეკრებაზე მიანიჭებენ

"ნიკოლოზ კაჭარავამ სერბეთში მიმდინარე ევროპის ვაჟთა პირველობაზე საერთაშორისო დიდოსტატის მესამე ნორმა შეასრულა და უმაღლეს საჭადრაკო წოდებას მას უახლოეს ფიდეს საბჭოს შეკრებაზე მიანიჭებენ", - ინფორმაციას საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია ავრცელებს. 

ბერდია სიჭინავა - “2 გვამი მჭირდება, პრემია დიდიას” ავტორი - ივანე მერაბიშვილი, ბიძინა ივანიშვილის საუკეთესო მოკავშირე “ოპოზიციონერია”, რაზეც ჩვენი გუნდი დიდი ხანია საუბრობს

პარტია საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი ბერდია სიჭინავა სოციალურ ქსელში წერს - “2 გვამი მჭირდება, პრემია დიდიას” ავტორი - ივანე მერაბიშვილი, რომლის მეუღლის სუფრიდან სანდრო გირგვლიანი გაიტაცეს და წამებით მოკლეს, რომლის დაშლილი მიტინგის დროს სახურავებზე პოულობდნენ ადამიანების გვამებს, რომელსაც საკუთარი თანაპარტიელები რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში ამხელდნენ, ბიძინა ივანიშვილის საუკეთესო მოკავშირე “ოპოზიციონერია”, რაზეც ჩვენი გუნდი დიდი ხანია საუბრობს! მისი თქმით, როდესაც "ქ

ნათია მეზვრიშვილი - დღეს(აც) ვანო მერაბიშვილი ბიძინა ივანიშვილის დავალებას ასრულებს

დღეს (აც) ვანო მერაბიშვილი ბიძინა ივანიშვილის დავალებას ასრულებს, - ამის შესახებ, სოციალურ ქსელში პარტია "სქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი წერს. მისი თქმით, ნაცმოძრაობა ყოველთვის მაშინ ჩნდებოდა, როცა ოცნებას სჭირდებოდა.   "ვხედავ, მისმა კომენტარებმა აღაშფოთა ის ხალხი, რომელიც თავს გვესხმოდა, როცა ვამბობდით, რომ ნაცმოძრაობა ოცნების საქმეს აკეთებს და პირიქით - ოცნება ნაცმოძრაობით არსებობს; როცა ვამბობდით, რომ ნაცმოძრაობის არჩევნების შედეგი მხოლოდ ბიძი

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი გახდა ტერორის სინონიმი და გახდება დამარცხების და სამართლიანი სასჯელის მაგალითი

რუსეთი გახდა ტერორის სინონიმი და გახდება დამარცხების და სამართლიანი სასჯელის მაგალითი, – ამის შესახებ თავის ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. „რაკეტები და არტილერია, უპილოტო საფრენი აპარატები და ნაღმმტყორცნები – ბოროტების სახელმწიფო სხვადასხვა იარაღს იყენებს, თუმცა ერთი მიზნით – გაანადგუროს სიცოცხლე და არ დატოვოს არაფერი ადამიანური. ნანგრევები, ნამტვრევები, მიწაზე ჭურვებისგან დატოვებული ღრმულები – ეს რუსეთის ავტოპორტრეტია, რომელსაც ის ხატავს

პაპუაშვილი: ნებისმიერი შედარება რუსეთთან მიუღებელი და დაუშვებელია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა, რომ საქართველოს შედარება რუსეთთან მიუღებელია. როგორც მან თქვა, პოლიტიკოსები თუ დიპლომატები მსგავს შედარებებს არ უნდა აკეთებდნენ. შალვა პაპუაშვილმა იმედი გამოტქვა, რომ დიპლომატები მოერიდებიან ქართველი პოლიტიკოსების, ხელისუფლებისა თუ ქვეყნის მიმართ რუსეთთან შედარებას. თბილისში ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების შემდეგ მმართველმა პარტიამ უარი თქვა რუსულ კანონპროექტებზე. მოქალა

მადრიდში მერიის ველოსიპედები უფასო გახდა

მადრიდის საქალაქო ელექტროველოსიპედები, BiciMad უფასო გახდა. ცვლილება ძალაში 7 მარტიდან შევიდა და 31 მაისამდე იმოქმედებს. ინფორმაციას „ევროპულსი“ ავრცელებს. ველოსიპედით უფასო მგზავრობა დღეში შეუზღუდავი რაოდენობით არის შესაძლებელი. ერთადერთი შეზღუდვა ის არის, რომ მგზავრობის საერთო დრო 30 წუთს არ უნდა აღემატებოდეს. მადრიდში სულ 7,5 ათასი ახალი ელექტროველოსიპედი და 611 სადგური მუშაობს.   მადრიდის მერია იმედოვნებს, რომ მოსახლეობა ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტს ავტომობილებ

გერმანიას ფემინისტური პოლიტიკის ელჩი ეყოლება

გერმანიაში ფემინისტური საგარეო პოლიტიკის ელჩის პოსტს შემოიღებენ. ინფორმაციას „ევროპულსი“ ავრცელებს. ფემინისტური პოლიტიკის ელჩი მონიტორინგს გაუწევს ქალთა წარმომადგენლობას ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ასევე, გენდერული თანასწორობის საკითხებში ახალი თანამშრომლების კომპეტენციას შეამოწმებს. ამასთან, გერმანიის მთავრობა დიპლომატიურ უწყებებში მაღალ თანამდებობებზე ქალების პროპორციის გაზრდას აპირებს. ამჟამად ქალები გერმანიის ელჩების მხოლოდ 26%-ს შეადგენს. ისინი უფრო მეტს იმუშავებენ იმისთ
×
×
  • შექმენი...