Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    11.230
  • comments
    0
  • views
    553.719

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

რუსებმა ხერსონის ოლქის ოკუპირებული სოფელი გორნოსტაევკა დაბომბეს, არის მსხვერპლი

ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის იაროსლავ იანუშევიჩის ინფორმაციით, რუსებმა ხერსონის ოლქის კახოვსკის რაიონის ოკუპირებული სოფელი გორნოსტაევკა დაბომბეს. დაღუპულია ორი ქალი. "საშინელი ამბავი გორნოსტაევკადან, რუსმა დამპყრობლებმა დასახლება დაბომბეს", - აცხადებს იანუშევიჩი. მისივე ცნობით, დარტყმები მიზანმიმართულად განხორციელდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. დაზიანებულია 10-მდე სახლი. იპნ

დღეს დილით მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ნაძვის ხე ჩამოიტანეს როკფელერის ცენტრთან

დღეს დილით, მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ნაძვის ხე ჩამოიტანეს როკფელერის ცენტრთან. 25 მეტრის სიმაღლის ნორვეგიული ნაძვი წელს ამერიკულმა ოჯახმა Queensburry-დან (ნიუ იორკის შტატი) უსახსოვრა ქალაქს. 90 წლის ნაძვმა 200 მილი გამოიარა და ის 30 ნოემბერს საზეიმოდ აინთება. ავტორი: Giorgi Nikolaishvili

სანდრო ბაზაძე მსოფლიო თასის გამარჯვებულია

დღეს, 12 ნოემბერს ალჟირში ხმლით ფარიკაობის მსოფლიო თასი გაიმართა, რომლის გამარჯვებულიც სანდრო ბაზაძე გახდა. სანდრომ ტურნირი 1/32-ფინალიდან დაიწყო, სადაც ეგვიპტელი მაზენ ელარაბი 15:10 დაამარცხა, შემდეგ მან იტალიელ მიკელე გალოსაც იგივე ანგარიშით სძლია. მერვედფინალურ დაპირისპირებაში ქართველი მოფარიკავე ფრანგ ჟან-ფილიპ პატრისს შეხვდა და 15:9 მოუგო. ყველაზე მარტივი ბაზაძისთვის მეოთხედინალი აღმოჩნდა, სადაც სამხრეთ კორეელი ბონგილ გუ 15:3 დაამარცხა. ნახევარფინალში სანდრო ეგვიპტელ ზიად ელსისს დ

უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთსა და ირანს შორის ბალისტიკური რაკეტების გადაცემის შესახებ შეთანხმება მზადდება

რუსეთსა და ირანს შორის ბალისტიკური რაკეტების გადაცემის შესახებ შეთანხმება მზადდება. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო ავრცელებს. “ჩვენ გვესმის ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ ბალისტიკური რაკეტების გამოყენების საფრთხე, ამიტომ დღეს ჩვენს დიპლომატიას, სამხედრო დაზვერვასა და სხვა სტრუქტურებს ძალიან აქტიური პოზიცია აქვთ და გულმოდგინედ მუშაობენ, რათა საერთაშორისო საზოგადოებას დაუმტკიცონ თუ რამდენად სახიფათოა ირანის მიერ რუსეთისადმი შეიარაღების გადა

ხერსონის საოლქო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე იური სობოლევსკი - მზად ვართ აღვადგინოთ რუსი ოკუპანტების მიერ გაძარცული და დანგრეული დეოკუპირებული ხერსონის ოლქი

თუ რა ვითარებაა დღეისათვის ქალაქ ხერსონსა და ხერსონის ოლქის დეოკუპირებულ დასახლებულ პუნქტებში, „ინტერპრესნიუსი“ ხერსონის საოლქო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს, იური სობოლევსკის ესაუბრა.   - ბატონო იური, გილოცავთ ქალაქ ხერსონისა და ხერსონის ოლქის დეოკუპაციას. მიუხედავად იმისა, რომ თქვენთან საუბარს არ ვაპირებთ ხერსონის ოლქში სამხედრო მდგომარეობაზე და სამხედრო თვალსაზრისით სამხედრო გეგმებზე, თქვენთან დაკავშირება მაინც გადავწყვიტეთ. კი ვნახეთ როგორ ზეიმობთ ხერსონისა და ხერსონის ოლქის გ

ხერსონის საოლქო ადმინისტრაციის თავმჯდომარე ზელენსკის - ბატონო პრეზიდენტო, ქალაქის და ოლქის სამხედრო ადმინისტრაციებმა მოვალეობის შესრულება დაიწყეს

ხერსონში უკრაინული ქალაქისა და ოლქის ადმინისტრაციებმა მუშაობა დაიწყეს,- ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის საოლქო-სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარე იაროსლავ იანუშევიჩი უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკისადმი მიმართულ ვიდეოში აცხადებს. მინი ინფორმაციით, ხერსონში ქალაქისა და ოლქის კანონიერი ადმინისტრაციების გარდა, მუშაობა დაიწყეს ასევე ეროვნულმა პოლიციამ და უსაფრთხოების სამსახურმა. “ბატონო პრეზიდენტო, თქვენი დავალებით, მოგახსენებთ. ქალაქში მოვიდნენ და მოვალეობის შესრულება დაიწყეს

„წარმოიდგინეთ, რომ გითხრან, წადი საკუთარი სახლიდან" - თემქაზე მოხუცთა პანსიონატი იხურება

„წარმოიდგინეთ, რომ მოვიდნენ თქვენთან სახლში და გითხრან, წადი აქედან. ამ სიტუაციაში ვართ“, – თემქაზე, თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატი იხურება. 82 წლის დონატა პანჩენკო უკვე 23 წელია, პანსიონატში ცხოვრობს. ცვლილებებს შიშით და ნერვიულობით ხვდება. ამბობს, რომ თემქაზე თავს კარგად გრძნობს და მიაჩნია, რომ უკეთეს პირობებს ვერ შესთავაზებენ. მისივე გადმოცემით, ამ სიახლემ პანსიონატში მცხოვრები სხვა მოხუცებიც ააღელვა. ისინი უარს აცხადებენ გადასვლაზე და ორგანიზებულად არ აწერენ ხელს თანხმობის წერილ

წინასწარი მონაცემებით, წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს 211 მანდატის მოპოვების შანსი აქვთ, ხოლო დემოკრატებს 207 ადგილის

აშშ-ში შუალედური არჩევნების შედეგად, სენატში უმრავლესობის მოსაპოვებლად ბრძოლა გამწვავდა. „ბიბისის“ პროგნოზით, არიზონას შტატში გამარჯვებული დემოკრატი მარლ კელი გახდება. ეს პროგნოზი თუ გამართლდება, მაშინ დემოკრატებს კონგრესის ზედა პალატაში 49 მანდატი ექნებათ და უმრავლესობის მისაღებად კიდევ მხოლოდ ერთი შტატში მოგება დასჭირდებათ. ამჟამად, ხმების დათვლა გრძელდება ნევადაშიც, სადაც რესპუბლიკელ კანდიდატს მცირე უპირატესობა აქვს. როგორი იქნება ძალთა ბალანსი, საბოლოოდ 6 დეკემებერს ჯორჯიაში დ

CNN ქალაქ ხერსონიდან კადრებს ავრცელებს, სადაც ადგილობრივები 8 თვის განმავლობაში რუსეთის ოკუპაციის მძიმე შედეგებზე ყვებიან

რვა თვის განმავლობაში უკრაინის ქალაქ ხერსონის მცხოვრებლები რუსეთის სასტიკი ოკუპაციის ქვეშ ცხოვრობდნენ, მაგრამ პარასკევს, უკრაინული ძალები შევიდნენ ქალაქში და რუსულმა ჯარებმა აღმოსავლეთისკენ დაიხიეს, - ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი იუწყება, რომლის გადამღები ჯგუფი დეოკუპირებულ ხერსონში ჩავიდა. ხერსონიდან ტელეკომპანიის კორესპონდენტი აცხადებს, რომ „მოსახლეობას არც წყალი აქვს, არც ინტერნეტი და არც ელექტროენერგია, მაგრამ განწყობა ეიფორიულია”. ტელეკომპანიის სიუჟეტში ჩანს ხერსონი

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს შეხვდა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს შეხვდა. „ენტონი ბლინკენს შევხვდი. შეხვედრაზე ხაზი გავუსვი, რომ როდესაც ვუყურებთ, როგორი სიხარულის ცრემლებით ეგებებიან ხერსონის მცხოვრებლები თავიანთ განმათავისუფლებლებს, ჩვენ მადლიერებას ვგრძნობთ აშშ-ისა და ამერიკელი ხალხის მიმართაც მათი მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა კულებამ შეხვედრის შემდეგ. მისი თქმით, მადლობა გადაუხადა აშშ-ს უკრაინისთვის მეტი თანამედროვე სამხედრო ტექნიკის გაგზავნასთან დაკავშირ

ვოლოდიმირ ზელენსკი - აგრესორების ყველა ისტორია დასჯით სრულდება, ეს ელოდება რუსეთის ხელისუფლებასაც - რამდენიმე ქვეყნის პარლამენტმა მხარი დაუჭირა რუსული აგრესიისთვის ტრიბუნალის შექმნას

აგრესორების ყველა ისტორია დასჯით სრულდება, ეს ელოდება რუსეთის ხელისუფლებასაც, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი „ტელეგრამში“ წერს. მისი თქმით, რამდენიმე საპარლამენტო ასამბლეამ და ეროვნულმა პარლამენტმა უკვე დაუჭირა მხარი უკრაინის ქვეყნის წინააღმდეგ რუსული აგრესიისთვის ტრიბუნალის შექმნას. ზელენსკი წერს, რომ მეტი დეტალი სამხედრო დანაშაულების სასამართლო პროცესების შესახებ ხელმისაწვდომია United24 Media-ს ახალ გამოშვებაში. როგორც ცნობილია, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელე

ბენ უოლესი - რუსეთის საოკუპაციო ძალების ხერსონიდან გასვლა მათი მორიგი სტრატეგიული მარცხის ნიშანია - რიგითმა რუსებმა საკუთარ თავს უნდა ჰკითხონ: რისთვის იყო ეს ყველაფერი საჭირო?

რუსეთის საოკუპაციო ძალების ხერსონიდან გასვლა კრემლის მორიგი სტრატეგიული მარცხის ნიშანია, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრმა, ბელ უოლესმა განაცხადა. მისი თქმით, რუსეთის რიგითმა მოქალაქეებმა უნდა დასვან შეკითხვა: რისთვის იყო ეს ყველაფერი საჭირო. „თებერვალში რუსეთის ფედერაციამ ვერ მიაღწია ვერცერთ თავის მთავარ მიზანს, გარდა ხერსონისა. ახლა, როდესაც ის ასევე ჩაბარდა, რიგითმა რუსებმა უნდა ჰკითხონ საკუთარ თავს: "რისთვის იყო ეს ყველაფერი საჭირო?" - აღნ

თბილისში, მეტეხის ხიდზე დღეს საღამოდან ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, თბილისში, მეტეხის ხიდზე 12 ნოემბრის 18:00 საათიდან 13 ნოემბრის 21:00 საათამდე სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება შეიზღუდება. მერია განმარტავს, რომ მიზეზი ასი ათასი მოწამის ხსენების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამართვაა. რამდენიმე საათის განმავლობაში: გორგასლის ქუჩიდან ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ, როგორც ზვიად გამსახურდიას სანაპიროს მიმართულებით, ასევე, კოტე აფხაზის ქუჩის მიმართულებით. ხოლო, თუმანიანის ქუჩიდან გადაადგილება შესაძლებელი იქნებ

ბერლინში ბრიტანეთის საელჩოს მცველმა აღიარა რუსეთის ჯაშუშობა

გასული წლის აგვისტოში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულმა ბრიტანელმა დევიდ სმიტმა დანაშაული სრულად აღიარა. ეჭვმიტანილმა ლონდონის სისხლის სამართლის სასამართლოში თქვა, რომ 2020 წლიდან იგი რუს სამხედროებს გადასცემდა საიდუმლო ინფორმაციას ბერლინში ბრიტანეთის საელჩოს მუშაობის შესახებ, სადაც მუშაობდა დაცვის თანამშრომლად. სმიტმა ასევე გააკეთა ფარული ვიდეოთვალთვალის კამერის ჩანაწერების ასლები, გადაიღო თავი ფარული კამერით, შეაგროვა საიდუმლო დოსიე ბრიტანელი აგენტების პირადი მონაცემებით

ყაზახეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ყაზახეთი თბილისი-ბაქო-ჯეიჰანის მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირებას 2023 წლის პირველი იანვრიდან დაიწყებს

ყაზახეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ყაზახეთი თბილისი-ბაქო-ჯეიჰანის მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირებას 2023 წლის პირველი იანვრიდან დაიწყებს. როგორც „ყაზინფორმი“ იუწყება ამის შესახებ განცხადება ყაზახეთის პრემიერ-მინისტრმა, ალიხან სმაილოვმა ჟურნალისტებთან ბრიფინგზე გააკეთა. მისი თქმით, ნავთობი აქტაუს პორტიდან ბაქოს პორტში ჩავა, შემდეგ კი მისი ტრანსპორტირება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით მოხდება. „ბაქოს პორტის გავლით, ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირება შეიძლება, ბაქ

დმიტრო კულება - უკრაინა ბრძოლებში იმარჯვებს, თუმცა ომი გრძელდება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინა ბრძოლებში იმარჯვებს, თუმცა ომი გრძელდება. ამის შესახებ განცხადება დმიტრო კულებამ კამბოჯაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ლიდერების სამიტზე ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. მან ასევე აღნიშნა, რომ კამბოჯაში მყოფ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს მასთან შეხვედრა არ უთხოვია. „თუ ის ამას გააკეთებს. ჩვენ მის თხოვნას დეტალურად შევისწავლით“, – განაცხადა კულებამ და განმარტა, რომ ასეთ შემთხვევა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია - ემანუელ მაკრონმა „პარიზის მშვიდობის ფორუმის“ დასკვნით სიტყვაში სალომე ზურაბიშვილს მიმართა და აღნიშნა, რომ კავკასია მათი ფიქრის ერთ-ერთი მთავარი საგანია

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა „პარიზის მშვიდობის ფორუმის“ დასკვნით სიტყვაში, მსოფლიოსა და ევროპის წინაშე მდგარ გამოწვევებზე საუბრისას, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათი ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტმა ზურაბიშვილთან მიმართვისას აღნიშნა, რომ კავკასია მათი ფიქრის ერთ-ერთი მთავარი საგანია. დღეს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „პარიზის მშვიდობის ფორუმზე“ სიტყვით გამოვიდ

ხვიჩა კვარაცხელია ქართველ სტუდენტებს და შოთა არველაძეს შეხვდა

ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლში ქართველ სტუდენტებს შეხვდა, რომლებიც იტალიაში შოთა არველაძის, ძმები არველაძეების ფონდის და მათი პარტნიორების დახმარებით ჩავიდნენ. საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო თავდამსხმელის მიზანი იყო, ნეაპოლში 12 საუკეთესო შედეგის მქონე აბიტურიენტი „ნაპოლის“ და ხვიჩა კვარაცხელიას თამაშის დასწრებოდა. სამწუხაროდ, ხვიჩა ტრავმის გამო ბოლო მატჩებს ვერ თამაშობს, მაგრამ სტუდენტები იტალიაში გაემგზავრნენ და „ნაპოლის“ ქართველ ლიდერს შეხვენენ. ხვიჩა არველაძეს სასტუმრ

სალომე ზურაბიშვილი - მივესალმები უკრაინის მიერ ხერსონის დაბრუნებას - ქართველ ხალხს თქვენთან ერთად უხარია

მივესალმები უკრაინის მიერ ხერსონის დაბრუნებას , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი "ტვიტერზე" წერს. პრეზიდენტის თქმით, ეს უკრაინის "ერთობისა და გამძლეობის შედეგია". "ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია საკუთარი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლოანობის აღსადგენად. ქართველ ხალხს თქვენთან ერთად უხარია", - წერს პრეზიდენტი.

ოლაფ შოლცი - რუსეთმა უნდა გააცნობიეროს, რომ დიქტატორული მსოფლიოს იდეა არ იმუშავებს და არ შეიძლება უბრალოდ ტერიტორია მარკერით შემოხაზო და თქვა: ეს ახლა ჩემია

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე რუსეთ-უკრაინის ომის დიპლომატიური გზით დასრულება შეუძლებელია. უკრაინული მედიის ცნობით, შოლცმა RND-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთი აფერხებს ამ პროცესს და უკრაინა დათმობებზე არ უნდა წავიდეს. მისი თქმით, სწორედ პუტინმა გადახაზა ყველა ის ძალისხმევა, რაც მანამდე გაკეთდა ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებების საკითხში. „მკვლელი ომით, რომელიც ახლა გადაგვაქვს, პუტინმა დაბრკოლება შეუქმნა ყველაფერს, რაც ადრე ხდებოდა მოლაპარაკებების კუთხით“, -

რუსეთი აშშ-ის 200 მოქალაქეს, მათ შორის ჯო ბაიდენის და-ძმას, ნენსი პელოსის ქმარს და შინაგან საქმეთა მდივანს ქვეყანაში შესვლას უკრძალავს

რუსეთი ქვეყანაში შესვლას აშშ-ის კიდევ 200 მოქალაქეს უკრძალავს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა. „ახალი ინდივიდუალური სანქციების საპასუხოდ, რომელსაც ბაიდენის ადმინისტრაცია განუწყვეტლივ აწესებს, რუსეთის ფედერაციაში შესვლაზე საპასუხო აკრძალვა უწესდება აშშ-ის 200 მოქალაქეს“, - აცხადებენ უწყებაში. მოსკოვის გადაწყვეტილებით, იმ პირებს შორის, რომლებსაც რუსეთში შესვლა აეკრძალათ, არიან: აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის და და ორი ძმა, თეთრი სახლის პრესმდივანი კარინ ჟან-

სალომე ზურაბიშვილი - მსურს, ვისაუბრო ქართველ ქალებზე, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ რეგიონებში, მათი თავდადება მომავალში ამ ტერიტორიების დაბრუნების იმედს გვაძლევს

ქალები დღეს, კონფლიქტების ძალიან რთულ სამყაროში აჩვენებენ, როგორ შეიძლება არსებობა და წინსვლა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „პარიზის მშვიდობის ფორუმზე“ განაცხადა. სალომე ზურაბიშვილის გამოსვლის თარგმანს საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს. საქართველოს პრეზიდენტმა მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში ქალთა როლზე საუბრისას სოლიდარობა გამოხატა ირანელი და უკრაინელი ქალების მიმართ. „არ უნდა წამოვეგოთ პროვოკაციას და პოლარიზაციას, არ უნდა ვუ

რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის პროექტი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ენერგეტიკული ინიციატივაა

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის პროექტი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ენერგეტიკული ინიციატივაა, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სამარყანდში, თურქულენოვან სახელმწიფოთა ორგანიზაციის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ერდოღანის თქმით, ანკარა მზად არის თურქულენოვან სახელმწიფოებთან აქტიური თანამშრომლობისთვის ყველა მიმართულებით. ამასთან, განსაკუთრებით მნიშვნელოვან მიმართულებებად თურქეთის პრეზიდენტმა ვაჭრობა, ტრანსპორტი და ენერგეტიკა დაასახელა.

მიკოლაევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

რუსეთის ძალების მიერ მიკოლაევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი შვიდამდე გაიზარდა. შესაბამის ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური ავრცელებს. რუსეთის ძალებმა მიკოელავზე სარაკეტო იერიში გვიან ღამით მიიტანეს. რაკეტა ხუთსართულიან საცხოვრებელ სახლს მოხვდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ნანგრევების გაწმენდა ამ დრომდე გრძელდება. თავდაპირველად, მიკოლაევის ოლქის გუბერნატორმა, ვიტალი კიმმა ორი დაღუპულისა და ორი დაშავებულის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი ვლადიმერ ტატიშვილი გახდა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორად, მეორე ცდით ვლადიმერ ტატიშვილი აირჩიეს. ტელევიზიის ხელმძღვანელის არჩევამდე ცოტა ხნით ადრე საკუთარი კანდიდატურა მოხსნა 5-დან ერთ-ერთმა კონკურსანტმა, ირინე ფუტკარაძემ. თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატს მრჩეველთა საბჭოს სამი წევრის ანუ ნახევარზე მეტის მხარდაჭერა სჭირდებოდა. ვლადიმერ ტატიშვილს ნდობა მრჩეველთა საბჭოს სამმა წევრმა გამოუცხადა. არჩევნებში მონაწილეობას არ იღებდა მოქმედი დირექტორი, გიორგი კოხრეიძე. მაუწყებლის დი
×
×
  • შექმენი...