Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.086.523

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

შოვში, სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 19-მდე გაიზარდა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის თემურ მღებრიშვილის განცხადებით, შოვში, სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 19-მდე გაიზარდა. მისივე თქმით, დღეს მდინარის კალაპოტში ნანახია მდედრობითი სქესის ადამიანის ცხედარი და ადამიანის ფრაგმენტი. „გიდასტურებთ, მდინარის კალაპოტში ნანახია მდედრობითი სქესის ადამიანის ცხედარი, ასევე ნანახია ადამიანის ცალკეული ფრაგმენტი. შეიძლება ითქვას, რომ იმ ლოკაციაზე სადაც აღმოჩენილია ფრაგმენტი და ადამიანის ცხედარი, აქტიური სამუშაოების შედეგად მოხდა ეს

აშშ-ის ელჩი: ვართ საქართველოსთან ერთად 30 წელზე მეტია და წასვლას არსად ვაპირებთ

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, რომელსაც ამ პოსტზე თავისი საქმიანობის ვადა ეწურება, რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ამბობს, რომ რუსული და პრორუსული დეზინფორმაციით ცდილობენ ორ ქვეყანას შორის პარტნიორულ ურთიერთობას ძირი გამოუთხარონ. "ისინი [ხალხი] მიეჩვივნენ ამ სახის რუსულ და პრორუსულ დეზინფორმაციას და ვფიქრობ, შეუძლიათ დაინახონ, როდის ცდილობენ ადამიანები დააზიანონ საქართველოს პარტნიორობა თავის უახლოეს მეგობრებთან, ნამდვილ სტრატეგიულ პარტნიორებთან... აქ ვართ, საქართველოსთან ერთად 30 წ

28 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მარიამობას აღნიშნავს

28 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლის მიძინებას, მარიამობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში საზეიმო ღვთისმსახურება აღესრულება. ქრისტიანულ სამყაროში ყოვლადწმიდა სამების შემდეგ ღვთისმშობელი მარიამი იდიდება. უდიდეს ათორმეტ დღესასწაულთაგან სამი - ღვთისმშობლის შობა, მიძინება და ყოვლადწმიდა მარიამის ტაძრად მიყვანება უშუალოდ ღვთისმშობლისადმია მიძღვნილი. მარიამობის დღესასწაულს წინ მარიამობის ორკვირიანი მარხვა უძღოდა, რომელიც 14

აშშ უკრაინას 425 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს

აშშ უკრაინას 425 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს. განცხადების თანახმად, აღნიშნული თანხიდან უკრაინას 125 მილიონი დოლარის ღირებულების აღჭურვილობა უშუალოდ თავდაცვის დეპარტამენტის საწყობებიდან გადაეცემა, რათა კიევმა ბრძოლის ველზე საჩქარო საჭიროებების დაკმაყოფილება შეძლოს. დანარჩენი 300 მილიონი დოლარი უკრაინის თავდაცვის დახმარების ინიციატივის (USAI) ფარგლებში იქნება გადაცემული, რათა კიევმა გრძელვად

კახა კალაძე სააკაშვილზე - ეს არის სიმულირება - ჭამოს, დალიოს და წონაში არ დაიკლებს

ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები, რომ სანამ ის [მიხეილ სააკაშვილი] კონტრაბანდისტულად შემოვიდოდა, მანამდე ჩაიტარა კუჭზე ოპერაცია - ჭამოს და არ დაიკლებს წონაში, დალიოს და არ დაიკლებს წონაში, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საქართველოს მესამე პრეზიდენტზე საუბრისას განაცხადა. როგორც კალაძე განმარტავს, როდესაც პატიმარი არ იკვებება, ისე როგორც უნდა იკვებებოდეს, ეს მისი გადაწყვეტილებაა. „ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები, რომ სანამ ის [მიხეილ სააკაშვილი] კონტრაბანდისტულად

პარლამენტის აპარატმა „პუბლიკის“ სამ ჟურნალისტს აკრედიტაცია შეუჩერა

პარლამენტის აპარატმა „პუბლიკის“ 3 აკრედიტირებულ ჟურნალისტს, ნათია ამირანაშვილს, ქეთი გოგუაძესა და ნათია ლევერაშვილს ერთი თვით აკრედიტაცია შეუჩერა. „პუბლიკას“ პარლამენტის აპარატიდან აცნობეს, რომ გადაწყვეტილების წერილობითი დასაბუთება სამუშაო დღეს ჩაგვბარდება, თუმცა სიტყვიერად განგვიმარტეს, რომ გადაწყვეტილება 2 მარტს პარლამენტში გამართულ პროტესტს უკავშირდება. „პუბლიკის“ ჟურნალისტები,  სხვა მედიასაშუალებებთან ერთად, ხუთშაბათს, 2 მარტს პარლამენტის შენობაში გაერთიანებული კომიტეტის სხდომის გა

მოსკოვზე უპილოტო საფრენი აპარატით მორიგი თავდასხმა განხორციელდა

დღეს ღამით რუსეთის დედაქალაქზე უპილოტო საფრენი აპარატით მორიგი თავდასხმა განხორციელდა. ინფორმაციას მოსკოვის მერი, სერგეი სობიანინი და რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათი განცხადებით, უპილოტო საფრენი აპარატი ისტრას რაიონში ჰაერსაწინააღმდეგო სისტემამ ჩამოაგდო, არავინ დაშავდა. რუსული მედიის ცნობით, დროებით დაიკეტა მოსკოვის აეროპორტების, სადაც ოცზე მეტი რეისი გადაიდო, რვა კი - გაუქმდა. იპნ

“რუსეთი დისტანცირდება სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან” – ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, რუსეთი სამხრეთ კავკასიის რეგიონს შორდება. “ვხედავთ რომ რუსეთი თავად გადის რეგიონიდან, იმ ნაბიჯებიდან გამომდინარე, რასაც დგამს ან არ დგამს. ლაჩინის კორიდორი, რომელიც რუსი სამშვიდოებოების კონტროლქვეშ უნდა იყოს, არ იმყოფება მათ კონტროლქვეშ. მიზეზი ორია: ან რუსეთს არ შეუძლია, ან არ სურს ლაჩინის კორიდორის კონტროლის შენარჩუნება”, – განაცხადა ფაშინიანმა ერთ-ერთ ინტერვიუში. რამდენიმე დღით ადრე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპ

500 000 დოლარს მიიღებს რუსი პილოტი, რომელმაც უკრაინას ვერტმფრენი „მი-8“ გადასცა

რუსი პილოტი მაქსიმ კუზმინოვი, რომელიც უკრაინის მხარეს გადავიდა და კიევს რუსული ვერტმფრენი „მი-8“ ჩაუყვანა, ჯილდოდ 500 000 დოლარს მიიღებს, იტყობინება „უკრაინსკა პრავდა“. გამოცემის ცნობით, უკრაინული მხარე, კერძოდ კი ქვეყნის მთავარი სადაზვერვო სამმართველო (გურ), მოუწოდებს რუსეთის მოქალაქეებს, კუზმინოვს მიბაძონ. რუსი სამხედროებისთვის უკრაინის მხარეზე ტექნიკით გადასვლისთვის ჯილდოდ ფულადი თანხის გადაცემა უკრაინის პრეზიდენტის 2022 წლის ბრძანებითაა გათვალისწინებული. კუზმინოვის და მისი პილოტ

„ფაქტობრივად, წამალი ხელში გვიჭირავს“ — აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები

აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები აცხადებენ, რომ ჯანდაცვის სამინისტროში დღევანდელ შეხვედრაზე მათი შვილების „ვოზორიდიტით“ მკუნალობაზე თანხმობას ხელი მოაწერეს. ინფორმაციას ამის შესახებ მაკუნა გოჩიაშვილი ავრცელებს: „ფაქტობრივად, წამალი გვიჭირავს ხელში. დღეს ხელი მოვაწერეთ თანხმობას, რომ ვიღებთ პასუხისმგებლობას, ჩვენს შვილებს ჩაუტარდეთ უკვე სახელმწიფო პროტოკოლით გათვალისწინებული მკურნალობა წამალ ,,ვოზორიტიდით” და ჩვენ, მშობლებმა უზრუნველვყოთ მათი ტარება კლინიკაში შეუფერხებლად, დავიცვ

დღეის მდგომარეობით, გურიის მხარეში შემოწმებულია 800-მდე სახლი და 300-ზე მეტ სახლზე არის რეკომენდაცია, რომ იქ ცხოვრება შეუძლებელია

გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი ურუშაძის განცხადებით, სტიქიით დაზარალებულ რეგიონში აქტიურად მუშაობენგეოლოგები. დღეის მდგომარეობით, მათ მიერ შემოწმებულია 800-მდე სახლი და 300-ზე მეტ სახლზე არის გაცემული რეკომენდაცია, რომ იქ ცხოვრება არ შეიძლება. ,,8 სექტემბრის სტიქიურმა უბედურებამ ძალიან დიდი ზიანი მიაყენა გურიის რეგიონს, ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში დაზიანდა როგორც საგზაო ინფრასტრუქტურა, ასევე საცხოვრებელი სახლები. სამწუხაროდ, სტიქიას არ ჩაუვლია მსხვერპლის გარეშე

საქართველო ევროპის ჩემპიონატზე გავიდა - რა ხდება შემდეგ

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 26 მარტს ერთა ლიგის C დივიზიონის ფინალში საბერძნეთი პენალტების სერიაში დაამარცხა და ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის 22-ე მონაწილე გახდა, მას მოგვიანებით უკრაინა და პოლონეთი შეუერთდნენ. საქართველო ერთა ლიგის C დივიზიონის მე-4 ჯგუფში იმყოფებოდა, სადაც მისი მეტოქეები ჩრდილოეთ მაკედონია,  ბულგარეთი და გიბრალტარი იყვნენ. ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი 2022 წლის ივნისი-სექტემბრის პერიოდში გაიმართა. საქართველომ

მედია - რუსეთში WhatsApp-ის დაბლოკვა იგეგმება

რუსეთში WhatsApp-ის დაბლოკვა იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული დამოუკიდებელი გამოცემები The Moscow Times და „ვიორსტკა“ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებენ. მათი ცნობით, კრემლთან დაკავშირებულმა კომპანიამ VK (ყოფილი Vkontakte) ახალი „ეროვნული მესენჯერის“ შექმნა დაიწყო, რათა WhatsApp-ი ჩაანაცვლოს, რომელიც რუსეთის ხელისუფლებამ შეიძლება უკვე შემოდგომაზე დაბლოკოს. წყაროების ცნობით, რუსეთის მოქალაქეებისთვის ახალი მესენჯერის შექმნა უკვე არსებული „ტამტამ“-ის საფუძველზე იგეგმება, რომელიც, თა

ნატო-ს ახალი გენერალური მდივანი უკრაინაში ჩავიდა

ნატო-ს ახალი გენერალური მდივანი უკრაინაში ჩავიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. უკრაინული მედიის ცნობით, ნატო-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. ცნობისთვის, ეს ნატო-ს გენერალური მდივნის რანგში მარკ რუტეს უკრაინაში პირველი ვიზიტია. ipn

სამტრედიაში 23 წლის გოგო გლანდების ოპერაციის შემდგომი გართულებით გარდაიცვალა

სამ­ტრე­დი­ა­ში 23 წლის გოგო გლან­დე­ბის ოპე­რა­ცი­ის შემ­დგო­მი გარ­თუ­ლე­ბით გარ­და­იც­ვა­ლა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა გოგომ ოპე­რა­ცია ქუთაისის ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში 4 დღის წინ გა­ი­კე­თა. ის სახ­ლში იყო გაწერილი, თუმცა წუ­ხელ სის­ხლდე­ნა და­ე­წყო, რა დრო­საც ად­გილ­ზე სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბა გამოიძახეს. 23 წლის გოგო კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვე­რ მო­ხერ­ხდა. გლანდების ოპერაცია კლინიკა "გიდში" ჩატარდა. კლინიკაში განმარტავენ, რომ ოპე­რა­ცი­ამ­დე პა

კიევში ევროკავშირის ლიდერებს ელიან - რას მიიღებს უკრაინა დაგეგმილ სამიტზე

ევროკავშირ-უკრაინის სამიტს, რომელიც 3 თებერვალს კიევში გაიმართება, უკრაინის ხელისუფლება „მძლავრ სიგნალს“ უწოდებს, ხოლო მიმდინარე კვირას პრეზიდენტი ზელენსკი „ევროინტეგრაციულად“ აცხადებს. ყოველწლიურ სამიტზე, რომელიც თავდაპირველი გეგმით, 2022 წლის დეკემბერში, ბრიუსელში უნდა გამართულიყო, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ინტეგრაციის სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელებენ. ამ მნიშვნელოვან თავყრილობას უკრაინა პარტნიორი ქვეყნების ძლიერი მხარდაჭერითა და ამბიციური გეგმებით ხვდება და იმედოვნებს,

რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთის გავლით თურქეთისთვის ტვირთის მიწოდება დაიწყო

რუსეთმა თურქეთისთვის საქონლის მიწოდება ოკუპირებული აფხაზეთის გავლით დაიწყო. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება. მანამდე ცნობილი გახდა, რომ სოხუმში „პირველი საკონტეინერო მატარებელი“ ჩავიდა. მედია ვარაუდობდა, რომ ეს იყო საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის რუსეთის კიდევ ერთი სქემა. გამოცემა SOVA წერს, რომ სოხუმიდან თურქეთში ტვირთის გასაგზავნად ანატოლიის გემი გამოიყენებოდა. ამავე ინფორმაციით, ახლა ტრანზიტის ფაქტი დაადასტურა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის

მერაბ დვალიშვილი ნეაპოლშია - ის „მილანთან“ მატჩში კვარაცხელიას უგულშემატკივრებს

UFC-ის ცნობილი ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი ნეაპოლში ჩავიდა, რათა „მილანთან“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო შეხვედრაში „ნაპოლისა“ და მის ქართველ თავდამსხმელს, ხვიჩა კვარაცხელიას უგულშემატკივროს, – ინფორმაციას იტალიური გამოცემა ilmattino ავრცელებს. ამის შესახებ თავად მერაბ დვალიშვილი სოციალურ ქსელში წერს: „კვარას დიდ გამოცდამდე დარჩა ორი დღე. მზად ვართ“.   ავტორი - მერაბ მამულაშვილი

აშშ-ის დაზვერვამ ვერ იპოვა იმის მტკიცებულება, რომ COVID 19 ვუჰანის ლაბორატორიაში გაჩნდა

აშშ-ს სადაზვერვო სააგენტოებმა ვერ მოიპოვეს იმის პირდაპირი მტკიცებულება, რომ Covid-19 ჩინეთში, ვუჰანის ლაბორატორიაში გაჩნდა. ამის შესახებ აღნიშნულია აშშ-ის დაზვერვის ანგარიშში, რომელიც 23 ივნისს გამოქვეყნდა. ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისის თქმით, ვირუსის როგორც ბუნებრივი, ასევე ლაბორატორიული წარმოშობა დამაჯერებელ სცენარებად რჩება. მანვე აღნიშნა, რომ აშშ-ს სადაზვერვო სააგენტოების უმრავლესობა თანხმდება, რომ ვირუსი ,,ლაბორატორიულად ადაპტირებული" და გენეტიკური ინჟინერიით მიღებული არ ი

მღებრიშვილი: შოვში ქალის ცხედარი და ასევე ადამიანის სხეულის ფრაგმენტი ვიპოვეთ

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის თემურ მღებრიშვილის თქმით, შოვში, მდინარის კალაპოტში, ქალის ცხედარი და ასევე, ადამიანის სხეულის ნაწილი იპოვეს: „მდინარის კალაპოტში ნანახია მდედრობითი სქესის ადამიანის ცხედარი, ასევე ნანახია ადამიანის ფრაგმენტი, ცალკეული კიდევ. შეიძლება ითქვას, რომ იმ ლოკაციაზე, სადაც აღმოჩენილია ეს ფრაგმენტი და ადამიანის ცხედარი, აქტიური სამუშაოების შედეგად მოხდა ეს ყველაფერი და მიმდინარეობს ამ ეტაპზე კონკრეტულ ლოკაციებზე მეტი მობილიზაცია, რომ გავაფართოო

ხვალ კულტურის სამინისტროში კონსერვატორიის აკადემიურ საბჭოსთან შეხვედრა გაიმართება

ხვალ, 29 სექტემბერს, 16:00 საათზე, კულტურის სამინისტროში კონსერვატორიის აკადემიურ საბჭოსთან შეხვედრა გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას თავად სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე იქნებიან ქართული მრავალხმიანობის სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელები და სხვა წარმომადგენლები. უწყების განცხადებით, სამინისტროში შეხვედრას გაუძღვება მინისტრის მოადგილე იოსებ ბაღათურია. შეხვედრას ასევე დაესწრება სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი გუგა მირიანაშვილი. „საქართველოს კულტურის,

ნგრევის პირას მისული ენათმეცნიერების ინსტიტუტი და მისი თავგანწირული თანამშრომლების ნატვრა

ამ დღეებში, საქართველოს ენათმეცნიერების ინსტიტუტის ავარიულ შენობაზე იმდენი რამ მოვისმინე და წავიკითხე, გადავწყვიტე, საკუთარი თვალით მენახა, რა მდგომარეობა იყო და როგორ პირობებში უწევდათ მის თანამშრომლებს მუშაობა. სამწუხაროდ, ადგილზე ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა და თავშივე უნდა გითხრათ, რომ იქიდან შეურაცხყოფილი და თავმოყვარეობაშელახული წამოვედი. ალბათ ვერავინ წარმოიდგენს, რომ ჩვენს ეპოქაში, ქვეყნისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამეცნიერო დაწესებულება, უდიდესი კვლევითი ცენტრი, ს

საგარეო და თავდაცვის კომიტეტებმა რუსულ კანონპროექტებს I მოსმენით მხარი დაუჭირეს

საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მხარი დაუჭირეს „ხალხის ძალის“ ინიციირებულ კანონპროექტებს უცხოეთის აგენტების შესახებ. როგორც კანონპროექტის ავტორებმა და დეპუტატებმა აღნიშნეს, პირველ მოსმენით კანონპროექტები პრინციპებს დონეზე უჭერენ მხარი, შინაარსობრივი განხილვა კი ვენეციის კომისიის შეფასების შემდეგ მოხდება. „დასკვნით ნაწილში ჩვენ აუცილებლად შევიტანოთ საკითხი, რომ კომიტეტი მხარს უჭერს გამჭვირვალობის და ანგარიშგების პრინციპს. ასევე, დასკვნაში შევიტანოთ,

ალეკ ბოლდუინს არაგანზრახ მკვლელობის ბრალდება მოეხსნა

მსახიობ ალეკ ბოლდუინს გადასაღებ მოედანზე 42 წლის ოპერატორის, ჰალინა ჰატჩინსის დაღუპვის საქმესთან დაკავშირებით წაყენებული სისხლის სამართლის ბრალდება მოუხსნეს, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. ნიუ-მექსიკოს სპეციალური პროკურორების, კარი მორისისა და ჯეისონ ლუისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, საქმეში ახალი ფაქტები გამოვლინდა, რაც დამატებით გამოძიებას საჭიროებს. „ეს გადაწყვეტილება არ ათავისუფლებს ბატონ ბოლდუინს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობი

შსს-ს თანამშრომლის გოგა რაზმაძის საქმეზე ომბუდსმენმა მოკვლევა დაიწყო

სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი ამბობს, რომ ინფორმირებულია შსს-ს თანამშრომლის საჯარო განცხადების შესახებ, რომელშიც გოგა რაზმაძე მის მიმართ ზეწოლაზე საუბრობს. მისივე თქმით, რაზმაძემ მას პირადად მიმართა და  სახალხო დამცველის აპარატმა  მოკვლევა დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, გოგა რაზმაძე სამინისტროში არსებულ პრობლემებსა და ღირსების შემლახველ დამოკიდებულებაზე საუბრობს. ამის შესახებ მან ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა Facebook-ზე. გოგა რაზმაძე ამბობს, რომ შსს-ს ადამიანი
×
×
  • შექმენი...