Jump to content
Planeta.Ge

აშშ-ის დაზვერვამ ვერ იპოვა იმის მტკიცებულება, რომ COVID 19 ვუჰანის ლაბორატორიაში გაჩნდა


აშშ-ს სადაზვერვო სააგენტოებმა ვერ მოიპოვეს იმის პირდაპირი მტკიცებულება, რომ Covid-19 ჩინეთში, ვუჰანის ლაბორატორიაში გაჩნდა. ამის შესახებ აღნიშნულია აშშ-ის დაზვერვის ანგარიშში, რომელიც 23 ივნისს გამოქვეყნდა.

ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისის თქმით, ვირუსის როგორც ბუნებრივი, ასევე ლაბორატორიული წარმოშობა დამაჯერებელ სცენარებად რჩება.

მანვე აღნიშნა, რომ აშშ-ს სადაზვერვო სააგენტოების უმრავლესობა თანხმდება, რომ ვირუსი ,,ლაბორატორიულად ადაპტირებული" და გენეტიკური ინჟინერიით მიღებული არ იყო.

პანდემიის წარმოშობა, მას შემდეგ, რაც 2019 წელს ვუჰანში ვირუსის პირველი შემთხვევები დაფიქსირდა, აშშ-ში მწარე დებატების საგანია.

ჩინეთი ვირუსის ლაბორატორიაში გაჟონვის თეორიას კატეგორიულად უარყოფს.

,,ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო და სხვა სააგენტოები ვერ ახერხებენ Covid-19-ის პანდემიის ზუსტი წარმოშობის დადგენას, რადგან ორივე (ბუნებრივი და ლაბორატორიული) ჰიპოთეზა ეყრდნობა მნიშვნელოვან ვარაუდებს ან აწყდება ურთიერთსაწინააღმდეგო მტკიცებულებებს." - წერია 10 გვერდიან მოხსენებაში.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...