Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.107
  • comments
    0
  • views
    733.136

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების სააღდგომო გაცვლა შედგა

უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების სააღდგომო გაცვლა შედგა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელზე, ანდრეი ერმაკზე დაყრდნობით ავრცელებს. ერმაკის ცნობით, უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 130 ადამიანი დაიბრუნა. გაცვლა ბოლო დღეების განმავლობაში რამდენიმე ეტაპად განხორციელდა. გათავისუფლებულებს შორის არიან უკრაინელი სამხედროები, მესაზღვრეები, მეზღვაურები, სახელმწიფო სატრანსპორტო სამსახურის თანამშრომლები, ეროვნული გვარდიის წევრები. „აღდგომა. ამ დ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლე: ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, „გამოვიდა სიძე ჯოჯოხეთიდან, მკვდრეთით აღდგა ძლიერებით შემოსილი, სიკვდილი დათრგუნა და ტყვენი გაათავისუფლა“ (წ

ილია მეორე - დრო ისედაც დამძიმდა, მაგრამ არ შედრკეთ! მთავარია, ნებისმიერი ვითარებიდან სწორი დასკვნა გამოვიტანოთ, ღმერთს არ განვეშოროთ

დრო ისედაც დამძიმდა, მაგრამ არ შედრკეთ! მთავარია, ნებისმიერი ვითარებიდან სწორი დასკვნა გამოვიტანოთ, ღმერთს არ განვეშოროთ, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II- ის სააღდგომო ეპისტოლეშია ნათქვამი. როგორც პატრიარქი ეპისტოლეში აღნიშნავს, „ყველა ქრისტესმოყვარეს აუცილებლად ეკლიანი და ვიწრო ბილიკის გავლა მოუწევს და ამისათვის მზად უნდა ვიყოთ“. „ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღ

გუბერნატორი - აღდგომის ღამეს რუსებმა ზაპოროჟიე დაბომბეს, დაზიანდა ტაძარი - ოკუპანტებისთვის არაფერია წმინდა

აღდგომის ღამეს რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ოლქზე მასიური თავდასხმა მოაწყვეს, რის შედეგადაც რამდენი ქალაქი დაზარალდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ზაპოროჟიეს საოლქო სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, იური მალაშკოს განცხადებით, თავდასხმის დროს ტაძარი დაზიანდა, სადაც, საბედნიეროდ, ტრადიციული სააღდგომო წირვა არ ტარდებოდა. „ოკუპანტებისთვის არაფერია წმინდა. კამიშევახაში ადგილობრივი ეკლესია დაზიანდა, რომელშიც, საბედნიეროდ, წირვა-ლოცვა არ ტარდებოდა, ას

ვოლოდიმირ ზელენსკი - ერთი წლის წინ ამ დღეს ჩვენ ყველა ვლოცულობდით, რომ უკრაინას გაეძლო - დღეს ვლოცულობთ უკრაინის გამარჯვებისთვის

დღეს ჩვენ აღვნიშნავთ უფლის აღდგომის დღესასწაულს. მისი მთავარი სიმბოლოა გამარჯვება: სიკეთის გამარჯვება, სიმართლის გამარჯვება, სიცოცხლის გამარჯვება. აღდგომას აღვნიშნავთ ამ გამარჯვებების შეუქცევადობის ურყევი რწმენით, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომელმაც უკრაინელებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა. „ერთი წლის წინ ამ დღეს ჩვენ ყველა ვლოცულობდით, რომ უკრაინას გაეძლო. დღეს ვლოცულობთ უკრაინის გამარჯვებისთვის. ჩვენ არა უბრალოდ ველოდებით და ვითხოვთ, არამედ ვი

ფინეთი აამუშავებს ევროპაში უდიდეს ბირთვულ რეაქტორს, ევროკავშირის მხრიდან რუსეთზე დამოკიდებულების შემცირების ფონზე

16 აპრილს ფინეთი აამუშავებს Olkiluoto 3-ის (OL3) სახელით ცნობილ ბირთვულ რეაქტორს, რომელიც უდიდესი იქნება ევროპაში - რაც გააუმჯობესებს ჩრდილოეთის ამ ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, რუსეთის მხრიდან ენერგიის მიწოდების შეწყვეტის ფონზე. OL3 დააკმაყოფილებს ფინეთის ელექტროენერგიის საჭიროების დაახლოებით 14 პროცენტს, და ამით შემცირდება იმპორტის საჭიროება შვედეთიდან და ნორვეგიიდან - აცხადებს სადგურის ოპერატორი. ევროპის ქვეყნები მზარდ ძალისხმევას მოახმარენ თავიანთი ბირთვული ენერგიის მრეწველობის

თელავში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა ფასიანი გახდა

დღეიდან, 15 აპრილიდან, თელავში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა ფასიანი გახდა და 0.70 ლარი ეღირება. ამუშავდა ე.წ. კონტროლირების სისტემაც. თელავის მერიაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ტრანსპორტით უფასოდ იმგზავრებენ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები, ხოლო შეღავათიანი ტარიფით, 40 თეთრად, ისარგებლებენ შემდეგი სტატუსის მქონე პირები: პენსიონერები; იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები; ომისა და თავდაცვის ძალების

ფარმაცევტული ასოციაციის თქმით, თურქული მედიკამენტების ნაწილის მოწოდებაზე შეფერხებაა

ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ თურქეთის ბაზრიდან გარკვეული მედიკამენტების მოწოდებასთან დაკავშირებული შეფერხებაა. ასოციაციის განცხადებით, ფარმაცევტული კომპანიებისგან აქვთ ინფორმაცია, რომ შეიქმნა გარკვეულ მედიკამენტებზე, როგორც ასორტიმენტის, ასევე რაოდენობის მხრივ, მოწოდების შეზღუდვა თურქი მომწოდებლების მხრიდან, რაც გარკვეული პერიოდის შემდგომ აისახება ადგილობრივ ბაზარზე. „მოსახლეობას ვთხოვთ, გაგებით მოეკიდოს ამ ფაქტს, ვინაიდან ეს გარემოება არ

ნუცუბიძის პლატოზე ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ასაკოვანი ქალია, რომელიც ხანძრის გაჩენისას სახლში მარტო იმყოფებოდა. რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ამ დრომდე უცნობია.

ვოლოდიმირ ზელენსკი - აღდგომის წინა კვირის არცერთი საათი გასულა რუსული ტერორისა და მკვლელობების გარეშე, ეს არის ბოროტების სახელმწიფო და დამარცხდება

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აღდგომის წინა კვირის არცერთი საათი გასულა რუსული ტერორის გარეშე. უკრაინის პრეზიდენტმა ყოველდღიურ მიმართვაში სლავიანსკზე რუსეთის ძალების მიერ მიტანილ იერიშზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბოროტების სახელმწიფოზე გამარჯვება არის უკრაინის ვალდებულება კაცობრიობის წინაშე. „მთავარია ოკუპანტების მუდმივი განადგურება, მათი ლოგისტიკისა და ნებისმიერი პოტენციალის განადგურება ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ეს არის ჩვენი აქტიური ნაბიჯების მომზადება, ეს

ცესკო ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლებს მიმართავს, შეარჩიონ ადაპტირებული საარჩევნო უბანი და დროულად მიაწოდონ ინფორმაცია შესაბამის საარჩევნო კომისიას

29 აპრილის შუალედურ/რიგგარეშე არჩევნებამდე ზუსტად ორი კვირა რჩება და საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს აქტიურ მუშაობას იმისათვის, რომ არჩევნები მაღალ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდეს. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ცესკო-ს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა განაცხადა, 29 აპრილის არჩევნები განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან წელს ელექტრონული ტექნოლოგიები ფართო მასშტაბით პირველად იქნება გამოყენებული და საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს ამომრჩევლებს, აქტიურად ჩაერთონ პროცეს

ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუს სპორტსმენებს, IT-კომპანიებსა და საწარმოებს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუს სპორტსმენებს, ასევე კომპანიებს – „იანდექსსა“ და „რამბლერს“ სანქციები დაუწესა. უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების განკარგულებას ხელი მოაწერა. პრეზიდენტის განკარგულებით, სანქციები დაუწესდათ რუს სპორტსმენებს, ასევე ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. კერძოდ, პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ერთ-ერთი განკარგულებით, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, სანქციები დაუწესდა 87 ფიზიკუ

გიორგი წერეთელი - რიკოთზე საავტომობილო ნაკადები მომატებულია - დაწესებული შეზღუდვები კვლავ მოქმედებს

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელის გიორგი წერეთლის განცხადებით, დღეს დილის 7:00 საათიდან რიკოთის უღელტეხილზე მსუბუქი სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა აღდგა. მისივე თქმით, დაწესებული შეზღუდვები კვლავ მოქმედებს და 19:00 საათის შემდეგ მსუბუქი ავტომობილები მოძრაობას გომი-საჩხერე-ჭიათურის გზაზე გააგრძელებენ. როგორც გიორგი წერეთელმა აღნიშნა, მოძრაობა რიკოთზე დატვირთულია, რაც აღდგომის დღესასწაულისთვის დამახასიათებელია. „დღეს დილის 7:00 საათიდან უკვე მსუბუქი სატრანსპორტო სა

მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა

იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა. იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი აღდგომის ტაძარში უფლის საფლავზე 15:50 საათზე შევიდა, რის შემდეგაც საფლავი დაიხურა. ზეციური ცეცხლი საფლავზე თბილისის დროით 15:54 საათზე გადმოვიდა. წმინდა ცეცხლის გადმოსვლისთვის აღდგომის ტაძარში მომლოცველები მსოფლიოს

VIDEO: ემოციური შეხვედრა, რომელსაც უცრემლოდ არ ჩაუვლია - ,,პრაიმ ჰაუსელები" მოხუცებულთა სახლს ესტუმრნენ

,,პრაიმ ჰაუსელები" მოხუცებულთა სახლს ესტრუმნენ. ეს იყო შეხვედრა, რომელსაც უცრემლოდ არ ჩაუვლია. მაყურებელმა დღეს პროექტის მონაწილეები სულ სხვა კუთხით დაინახა. ემოციებით ატირებული ახალგაზრდებისა და მოხუცების სიხარულის ცრემლები გაერთიანდა. ნახეთ, ,,პრაიმ ჰაუსის" ყველაზე ემოციური ვიდეო: prime time

აღდგომის ღამეს მეტრო მგზავრებს 04:00 საათამდე უფასოდ მოემსახურება

აღდგომის ღამეს, მოქალაქეთა შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, მეტრო დილის 04:00 საათამდე იმუშავებს. ამავე ღამეს, 23:00 საათიდან დამატებითი დროის განმავლობაში მეტრო მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. ამასთან, 16 და 17 აპრილს დაწესდება ავტობუსის დროებითი მარშრუტები, რომლებიც 08:00-დან 20:00 საათამდე იმოძრავებენ მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველისა და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით. აღნიშნულ მარშრუტებზე მოძრავი ავტობუსები მგზავრებს მოემს

დმიტრო კულება - ვილნიუსის სამიტზე მოკავშირეები თუ შემოგვთავაზებენ დადებით წინადადებებს, მაგრამ არცერთ ნაბიჯს არ გადადგამენ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებისკენ, ჩვენთვის მიუღებელი იქნება

უკრაინა ნატო-ს მომდევნო სამიტზე ალიანსში გაწევრიანებისკენ მიმართულ რეალურ ნაბიჯებს ელოდება, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ჟურნალისტთან საუბრისას განაცხადა. „თუ მოკავშირეები ვილნიუსში, ნატო-ში გაწევრიანების საკითხზე უბრალოდ 130-ედ დაადასტურებენ ღია კარის პოლიტიკას, მაშინ უკრაინისთვის ეს სამიტის მიუღებელი შედეგი იქნება. თუ ისინი შეეცდებიან ვილნიუსში შემოგვთავაზონ ნატო-სთან თანამშრომლების გასაღრმავებლად დადებითი წინადადებები, მაგრამ არცერთ ნაბიჯს არ გადადგამ

დენის შმიგალი - ვაშინგტონში გამართული ნაყოფიერი შეხვედრების შედეგად უკრაინამ პარტნიორების მხრიდან დამატებით 5 მილიარდი დოლარის დაფინანსების დაპირება მიიღო

ვაშინგტონში გამართული ნაყოფიერი შეხვედრების შედეგად უკრაინამ პარტნიორების მხრიდან დამატებით 5 მილიარდი დოლარის დაფინანსების დაპირება მიიღო, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა მედიასთან ისაუბრა. დახმარების ახალი დაპირებები უკრაინამ შვეიცარიის, დანიის, ესპანეთის, ირლანდიის, იაპონიის, ლატვიისა და ლიეტუვისგან მიიღო. ამას გარდა, უკრაინულმა მხარემ ამერიკულ კომპანია „ბოინგთან“ მიაღწია შეთანხმებას უკრაინული კომპანიებისთვის 200 მილიონი დოლარის დავალიანების ჩამოწერის შესახებ.

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის კანონიერი ადგილი ნატოშია

უკრაინის კანონიერი ადგილი ნატოშია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე სხდომის შემდეგ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. „ჩავატარე სხდომა ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, უკრაინისა და ნატო-ს პოტენციალების გაერთიანების გარდაუვალობის შესახებ. არსებითი სხდომა იყო - [ესწრებოდნენ] უმაღლესი რადას თავმჯდომარე, მთავრობის წევრები, საგარეო საქმეთა მინისტრი, პრეზიდენტის ოფისის საგარეო პოლიტიკური ბლოკი, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი,” - განაცხადა ზელენს

სოსო პავლიაშვილმა სტავროპოლში ომში დაშავებულებს უმღერა – მედია

მუსიკოსმა სოსო პავლიაშვილმა იმღერა სტავროპოლის სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც უკრაინაში, ომში დაჭრილი რუსი სამხედროებიც მკურნალობენ. სტავროპოლის ჰოსპიტლის გახსნიდან 80 წელი შესრულდა, სწორედ ამას მიეძღვნა, რუსული მედიის მიხედვით, ღონისძიება, რომელშიც პავლიაშვილიც მონაწილეობდა. არტისტმა რამდენიმე ჰიტი შეასრულა და გამოელაპარაკა სპეციალური სამხედრო ოპერაციის (რუსეთში ასე უწოდებენ უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრას) მონაწილეებს. ასევე ფოტოები გადაიღო მათთან. მებრძოლებმა მისი მიმართვები ტელეფ

ვნუკოვოს აეროპორტმა ჯერ დააანონსა და შემდეგ წაშალა ცნობა მოსკოვსა და თბილისს შორის პირდაპირ ფრენებზე

ვნუკოვოს აეროპორტის ოფიციალურ ვებგვერდზე ჯერ გამოქვეყნდა ცნობა, რომ 18 აპრილიდან მოსკოვიდან თბილისში პირდაპირი რეისებით იქნება ფრენა შესაძლებელი, შემდეგ კი წაიშალა.     “ვნუკოვოს” აეროპორტის ვებგვერდზე მითითებული იყო, რომ პირდაპირ ფრენებს ჯორჯიან ეარვეისი შეასრულებს ყოველდღიურ რეჟიმში. თუმცა ამ ავიაკომპანიის ვებგვერდზე მსგავსი ინფორმაცია არ იყო განთავსებული. ბილეთის დაჯავშნის საშუალებას არც ვნუკოვოს აეროპორტის ვებგვერდი გაძლევდა. BM.GE-სთან საუბარიში ჯორჯიან ე

Wizz Air ბოდიშს იხდის აფხაზეთის სახელმწიფოდ მოხსენიების გამო

ავიაკომპანია Wizz Air ბოდიშს იხდის საბორტო ჟურნალში აფხაზეთის ცალკე სახელმწიფოდ მოხსენიების გამო. კომპანიის განცხადებით, ჟურნალის ონლაინ ვერსიაში შეცდომა უკვე გასწორებულია და მიმდინარეობს მუშაობა ბეჭდურ ვერსიაში ცვლილებების განსახორციელებლად. “გვინდა ბოდიში მოვიხადოთ აპრილ-მაისის საბორტო ჟურნალში გაპარული სამწუხარო შეცდომის გამო და გითხრათ რომ ჟურნალის ონლაინ ვერსიაში შეცდომა უკვე გასწორებულია. მიმდინარეობს მუშაობა ბეჭდურ ვერსიაში ცვლილებების განსახორციელებლად. ხაზგასმით გვინდა აღვნიშნ

სერგეი ლავროვი - საქართველოში პროტესტი სრულიად გასაგები კანონპროექტის წინააღმდეგ იყო, რომლის თანახმად, თუ საზღვარგარეთიდან იღებ ფულს და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საქმიანობას ეწევი, გთხოვთ, გაგვაგებინე, საიდანაა ფული

საქართველოში პროტესტი სრულიად ნათელი, გასაგები კანონპროექტის წინააღმდეგ იყო, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა უზბეკეთში ვიზიტის დროს ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. „ის, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს დასავლეთს ამა თუ იმ ხელმძღვანელობისადმი, ნათლად გამოჩნდა, როდესაც მოლდოვაში პრეზიდენტისა და მთავრობის პროდასავლური კურსის წინააღმდეგ იყო პროტესტები, ეკონომიკის განვითარების ინტერესების იგნორირების წინააღმდეგ პროტესტები. დასავლეთმა ეს ლამის როგორც კანონიერი ხელ

სერგეი ლავროვის განცხადებით, დასავლეთი საქართველოსა და მოლდოვაში „მეორე ფრონტის“ გახსნას ცდილობს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის თქმით, დასავლეთი საქართველოსა და მოლდოვაში „მეორე ფრონტის” გახსნას ცდილობს. ამის შესახებ მან უზბეკეთში ვიზიტის დროს ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, რუსეთი საკუთარ სამხედრო-პოლიტიკურ და დიპლომატიურ გეგმებში ითვალისწინებს დასავლეთის მცდელობებს გახსნას “მეორე ფრონტი” საქართველოსა და მოლდოვაში, ასევე პოლონეთში ბელარუსის საზღვართან მდებარე სამხედრო კონტინგენტს. „ამ ფაქტორების ერთიანობა არავის არ აძლევს მოსვენების უფლებას, ჩვენ

საფრანგეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ემანუელ მაკრონის საპენსიო რეფორმას მხარი დაუჭირა

საფრანგეთის საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის საპენსიო რეფორმას მხარი დაუჭირა. რეფორმა, რომელიც მაკრონმა პარლამენტის გვერდის ავლით გასულ თვეს დაამტკიცა, საპენსიო ასაკის 62-დან 64 წლამდე გაზრდას ითვალისწინებს. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილებით, კანონპროექტის ზოგიერთ მუხლს აქვს სამართლებრივი ხარვეზები. სადავო საპენსიო რეფორმის გამო, საფრანგეთში იანვრიდან მასობრივი საპროტესტო გამოსვლები იმართება. მთავრობის განცხადებით, ინიცირებული ცვლილებები
×
×
  • შექმენი...