საქართველოს ელჩმა საფრანგეთში, გოჩა ჯავახიშვილმა პირად ფეისბუკგვერდზე 7 მარტს, რუსული კანონის გარშემო აგორებული პროტესტის ფონზე გამოქვეყნებული ევროპის მხარდამჭერი პოსტი წაშალა.
გოჩა ჯავახიშვილი წერდა:
საქართველოს პარლამენტის 76-მა დეპუტატმა 7 მარტის სესიაზე პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი რუსულ კანონპროექტს, რომლის მიზანიც ქვეყანაში მედიისა და სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაცია და შეზღუდვაა.მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს და მას შემდეგ ქვეყანაში, ფაქტობრივად, გაქრა დამოუკიდებე
ქართველი სპორტსემენების ნაწილი საქართველოს პარლამენტში ინიციირებულ კანონპროექტს ეხმაურება. მათ შორის, ვინც აღნიშნულზე საკუთარი პოზიცია გამოცხატა არიან შოთა არველაძე, ხვიჩა კვარცხელია, გიორგი მამარდაშვილი, ჯაბა კანკავა გიგა ჭიკაძე და არაერთი სხვა.
საქართველოს ნაკრების მწვრთნელის თანაშემწე ზურაბ ხიზანიშვილი:
გუშინ, 7-8 მარტს საქართველოს პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებზე შეშფოთებას გამოხატავს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი. ტვიტერზე ის წერს, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი ევროკავშირის გზას არ შეესაბამება.
"ძალიან შეშფოთებული ვარ საქართველოში განვითარებული მოვლენებით. მშვიდობიანი პროტესტის უფლება ნებისმიერი დემოკრატიის საფუძველია. "უცხოური გავლენის" კანონპროექტის მიღება ევროკავშირის გზასთან შეუსაბამოა, რაც საქარველოს მოსახლეობის უმრავლესობის სურვილია. კანონის უზენ
საქართველოს პარლამენტი აღარ განიხილავს "ხალხის ძალის" კანონპროექტის ე.წ. ამერიკულ ვერსიას, რომელსაც „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ" ჰქვია. ეს გაირკვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის წერილით, რომლითაც ის ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტს, კლერ ბაზი მალორს მიმართავდა. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს პარლამენტის პრესსამსახურშიც.
"საქართველოს პარლამენტმა გადაწყვიტა, მიიღოს ახალი რეგულაციები არაკომერციული/არასამეწარმეო ორგანიზაციებისთვის, რომლ
პარტია საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი ბერდია სიჭინავა სოციალურ ქსელში წერს:
"ივანიშვილის მთავარმა თოჯინამ - კობახიძემ, ნაზი, აკანკალებული ხმით, “ჩვეული სიმტკიცით” გვამცნო, რომ შეცდომაში არიან შეყვანილები და ისტორიის არასწორ მხარეს დგანან:
- მოქალაქეები;
- სპორტსმენები;
- ხელოვანები;
- საზოგადო მოღვაწეები;
- მეცნიერები;
- პედაგოგები;
- სტუდენტები;
- მოსწავლეები;
- სამოქალაქო საზოგადოება;
- საუნივერსიტეტო საზოგა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა ირონიული კომენტარით გამოეხმაურა რუსი სენატორის, გრიგორი კარასინის მიერ გაკეთებულ განცხადებას ევროკავშირის დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელის, ჟოზეპ ბორელის შესახებ.
კარასინის თქმით, ევროპელ დიპლომატს საქართველოში შექმნილ ვითარებაზე კომენტარი არ უნდა გაეკეთებინა.
„დააშოშმინეთ ბორელი, გეთაყვა! კვლავ ეჩრება თავისი ჭკუის სწავლებებით. ამჯერად ზეწოლას ახდენს საქართველოს მოქალაქეებზე. ეს უკვე სცდება წესიერების საზღვრ
ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული საგარეო საქმეთა მინისტრის, ინალ არძინბას განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები მარტში საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას შეეცდება.
„აშშ პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნების საშინაო საქმეებში უხეშ ჩარევას კიდევ ერთხელ უშვებს. ჩვენი ინფორმაციით, მარტში ამერიკელები საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების განხორციელებას შეეცდებიან. ეს რისკებს უქმნის ჩვენი რეგიონის უსაფრთხოების არქიტექტურას,“ - აღნიშნა მან გამოცემა ,,სპუტნიკთან“ ინტერვიუში.
არძინბა
ფრანგი ევროპარლამენტარი, ვალერია ჰეიერი Twitter-ზე გუშინ თბილისში პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და გამძლეობას უსურვებს ევროპული მომავლისთვის მებრძოლ ქართველებს.
ტვ პირველი
აქციის დაწყებამდე ორი საათი რჩება. რუსული კანონს ხალხი ისევ პარლამენტთან გააპროტესტებს, პროტესტის ავანგარდში კი სტუდენტები დგებიან.
დარბეული ღამის შემდეგ ახალაგზრდები უხსნიან ხელისუფლებას, რომ
ეს არცერთი რომელიმე პარტიის აქცია იყო. მათი თქმით, გუშინ თბილისისს ცენტრალურრ გამზირზე იდგნენ გაბრაზებული ადამიანები, მოქალაქეეები, რომლებსაც საერთო იდეა აერთაინდებდათ.
შეგახსენებთ, რომ რუსული კანონის საწინააღნმდეგო აქცია პარლამენტთან დღეს 15:00 საათზეა დაანონსებული.
ტვ პირველი
ავტორი: ბეჟან მატუა, სოხუმი
როგორ ეწინააღმდეგება აფხაზური საზოგადოება რუსული რეპრესიული კანონების მიღებას?
აფხაზეთში კანონი უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ მრავალი წელია განიხილება, თუმცა, საკითხი განხილვას ვერ გაცდა. კანონპროექტი ჯერ არ არსებობს და პარლამენტს მისი განხილვის პერსპექტივაზე არ უსაუბრია ჯერ.
უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ კანონის შექმნის ინიციატივა ოფიციალურად აფხაზეთის იუსტიციის სამინისტროს ეკუთვნის. საქმე იმაშია, რომ რუსეთსა და აფხაზეთს შორის საერთო სოციალური და ეკ
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 8 მარტს დილიდან, ე.წ საზღვარზე კონტოლი გააძლიერეს. საოკუპაციო გამყოფ ხაზს რუსეთის საოკუპაციო ძალებთან ერთად დე ფაქტო კაგებეს ე.წ სასაზღვრო სამსახური იცავს.
"8 მარტს დილით, დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა ე.წ უშიშროების საბჭოს ოპერატიული სხდომა გამართა", - ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „რესი“ იუწყება. როგორც დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის პრესმდივანმა ნატალია ბოსიკოვამ აღნიშნა, უშიშროების საბჭოს სხდომა საქართველოში განვითარებულ მოვლენებს უ
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჟოზეფ ბორელი „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„ეს ძალიან ცუდი მოვლენაა საქართველოსთვის და მისი ხალხისთვის. კანონი, მისი ამჟამინდელი ფორმით, საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოებასა და მედია ორგანიზაციებს, რაც უარყოფით შედეგებს მოიტანს მრავალი ქართველისთვის, რომელიც სარგებლობს მათი საქმიანობით
დამიჯერეთ, ჩვენ სიმართლეს გავიტანთ და ამას გავიტანთ საზოგადოების ინტერესებისათვის, ამას აქვს თავისი მიზეზი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, „ხალხის ძალის“ კანონპროექტის მიღების შედეგი იქნება, რომ ყველაფერი გახდება გამჭვირვალე.
„გეტყვით, რა არის ცუდი განვითარება. ცუდი განვითარება არის ბაკურიანის შეკრების დაფინანსება, „სირცხვილიას“, „დროას“ და სხვა ექსტრემისტების დაფინანსება, ამ ძალების მხარდაჭერა არის ცუდი განვითარება. ამ
დღეს 8 მარტს თბილისში ორი საპროტესტო აქცია იგეგმება რუსული კანონის წინააღმდეგ.
15:00 საათზე პირველი რესპუბლიკის მოედანიდან გაიმართება ქალთა მარში – ქალები ტოტალური კონტროლის წინააღმდეგ!
19:00 საათზე პარლამენტის წინ დაგეგმილია საპროტესტო აქცია – არა რუსულ კანონს – გამოდი ღირსების დასაცავად!
საქართველოს პარლამენტის 76-მა დეპუტატმა 7 მარტის სესიაზე პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი რუსულ კანონპროექტს, რომლის მიზანიც ქვეყანაში მედიისა და სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაცია და შეზღუდვაა.მს
ფერმერი, ბიზნესმენი ბექა გონაშვილი ხელისუფლებას მწვავედ აკრიტიკებს რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღების გამო და ამბობს, რომ საპროტესტო აქციაზე შვილებთან ერთად გავა.
ბექა გონაშვილი, რომელსაც 3 შვილი ჰყავს, ოჯახთან ერთად ფლობს შპს „აგროქიზიყსა“ და „წერტის“ მაღაზიათა ქსელს.
ბექა გონაშვილი ფეისბუკზე წერს, რომ მისთვის გაუგებარია, პარლამენტმა 7 მაისს დაჩქარებულად რატომ მიიღოს სადავო კანონპროექტი პირველი მოსმენით მაშინ, როცა არაერთი მნიშვნელოვანი კანონპროექტის განხილვას 2-3 წელს მაინც ანდო
ევროკავშირის და ნატოს წევრი ლატვიის, ესტონეთის და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი „უცხოეთის აგენტების“ შესახებ, სერიოზულ შეკითხვებს აჩენს საქართველოში დემოკრატიის პერსპექტივების მიმართ.
ედგარს რინკევიჩსის, ურმას რეინსალუს და გაბრიელიუს ლანდსბერგისის ერთობლივი განცხადება დღეს, 8 მარტს გამოქვეყნდა.
ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს პარლამენტს მოუწოდებენ, მთელი პასუხისმგებლობით
ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, პასუხისმგებლობით შეაფასოს ქვეყნის რეალური ინტერესები და თავი შეიკავოს გადაწყვეტილებებისგან, რომლებმაც შესაძლოა, ძირი გამოუთხაროს ქართველი ხალხის მისწრაფებებს იცხოვრონ დემოკრატიულ ქვეყანაში, რომელიც მიიწევს ევროკავშირისა და ნატოსკენ, - ამის შესახებ ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.
ბალტიისპირეთის ქვეყნების პირველი დიპლომატები აცხადებენ, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ უცხოელი აგენტებს შესახებ
საქართველოს საზოგადოებრივი აზრის კვლევის ასოციაცია გმობს კანონპროექტებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გამყარებულ ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და აფერხებს საქართველოს დემოკრატიული განვითარების პერსპექტივებს.
როგორც „საზოგადოებრივი აზრის კვლევის ასოციაციის” მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, „ამავდროულად ეს კანონპროექტები საფრთხეს უქმნის ევროკავშირის წევრობ
შსს-ს ცნობით, 7 მარტს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მომხდარ ძალადობრივ ინციდენტებთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით დაიწყო.
შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა აქციაზე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტებზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად, 66 პირი დააკავეს.
„აღნიშნ
“საქართველოს მომავალი ევროპაშია” – წერს ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია საკუთარ ვერიფიცირებულ ფეისბუქ გვერდზე.
საფეხბურთო კლუბ “ნაპოლის” ფეხბურთელი ასე ეხმაურება რუსულ კანონპროექტებს ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ.
დღეს, 7 მარტს, საქართველოს პარლამენტის პლენარულმა სხდომაზე პირველი მოსმენით დაუჭირეს მხარი რუსულ კანონს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებების ნაწილს “უცხოური გავლენის აგენტებად” აცხადებს.
ამ წუთებში საქართველოს პარლამენტის შენობის წინ საქართველოს მოქა
სახელისუფლებო ტელეკომპანია „იმედის“ ვაშინგტონის ბიუროს ჟურნალისტი რუსა შელია პირად ფეისბუკგვერდზე აკრიტიკებს ხელისუფლებას რუსული კანონპროექტის მიღების გამო და 7 მარტის აქციაზე დაშავებულთა ფოტოებსაც აქვეყნებს.
„არამხოლოდ დასავლეთს გვაშორებს ეს კანონი და ისევ უვადო იზოლაციაში გვაბრუნებს, ის შეიძლება გახდეს უმძიმესი სამოქალაქო დაპირისპირების მიზეზიც. იგრძენით ეს პასუხისმგებლობა მათ, ვინც პოლიტიკოსობა მხოლოდ მწვანე ღილაკზე თითის მიჭერა გგონიათ,“ — წერს რუსა შელია.
საქართველოს პარლამ
მოგმართავთ თქვენ, ვინც ამ საღამოს დგახართ რუსთაველზე - მე თქვენს გევრდით ვარ, - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აშშ-დან პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის მონაწილეებს, რომლებიც ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტების მიღებას აპროტესტებენ.
როგორც პრეზიდენტის განმარტავს, ევროპული მომავალი ეკუთვნის ჩვენს შემდეგ თაობას.
„მოგმართავთ თქვენ, ვინც ამ საღამოს დგახართ რუსთაველზე, როგორც არაერთხელ ვიდექი. მე აქ ვდგავარ ნიუ-იორკში და ჩემს უკან არის თავისუფლების
ქართველ ხალხს მშვიდობიანი დემონსტრაციის უფლება უნდა ჰქონდეს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ბრიფინგზე განაცხადა.
“ბოლო საათების განმავლობაში ახლოდან ვაკვირდებოდით საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. თბილისიდან მომავალი ცნობები გავიგეთ, რომ დემონსტრანტებს, რომლებიც ამ ე.წ. “უცხოური აგენტების” კანონპროექტს აპროტესტებდნენ, ცრემლსადენი გაზი და ჩახშობის სხვა საშუალებები დაუპირისპირეს.
ჩვენი მესიჯი საქართველოს ხალხისადმი, საქართველოს ხელისუფლებისადმი დ