Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    12.090
  • comments
    0
  • views
    691.607

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ხელისუფლების პროპაგანდისტული რიტორიკა საგანგაშოა - TDI

„ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ შეფასებით, ხელისუფლების პროპაგანდისტული რიტორიკა საგანგაშოა. აქვე ნათქვამია, რომ ამ ფონზე, ხელისუფლებისა და მასთან დაკავშირებული კრემლისტური ჯგუფების ანტილიბერალური და ანტიდასავლური რიტორიკა კიდევ უფრო ძლიერდება. ორგანიზაციის შეფასებით, ხელისუფლება სამოქალაქო სექტორსა და თავისუფალ მედიას აგენტებად აცხადებს, აკნინებს მათ როლს დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაში და ანტისახელმწიფოებრივ, ანტიეროვნულ საქმიანობაში ადანაშაულებს. აქვე ვკითხულობთ,

ისტორიულ უბნებში ავარიული შენობების ჩანაცვლების ორი ახალი პროგრამა შევიმუშავეთ - კალაძე

ისტორიულ უბნებში მდებარე ავარიული შენობა-ნაგებობის ჩანაცვლება-რეაბილიტაციის ორი ახალი პროგრამა შემუშავდა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ჩანაცვლება ვერ მოხდება. შესაბამისად, თბილისის მერიამ და საკრებულომ ერთობლივად შეიმუშავეს ახალი პროგრამები. კალაძე ამბობს, რომ პირველი პროგრამით, ისტორიულ უბნებში არსებული შენობა-ნაგებო

როიტენი „ოცნებაზე“: პრორუსული მთავრობა, რომელიც რუსეთის პროპაგანდას იმეორებს

ჰოლანდიელმა ევროპარლამენტარმა, თიის როიტენმა ევროპარლამენტში დებატებისას, სადაც საქართველოს საკითხს განიხილავდნენ, განაცხადა, რომ საქართველოს  მთავრობა პირდაპირ იმეორებს რუსეთის პროპაგანდას. თბილისში ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების შემდეგ მმართველმა პარტიამ უარი თქვა რუსულ კანონპროექტებზე. მოქალაქეები 7 მარტს რუსთაველის გამზირზე მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც პარლამენტმა დაუგეგმავად, დაჩქარებულად განიხილა და პირველი მოსმენით მიიღო რუსული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობ

კრამონი: საქართველოს მთავრობამ ნიღაბი მოიხსნა...

ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატები მიმდინარეობს. ევროპარლამენტარის, ვიოლა ფონ კრამონის განცხადებით, საქართველოს მთავრობის პოზიცია გამოჩნდა, თუმცა ამ პოზიციას ხალხი არ მიიღებს.

ფოტიგა: ქედს ვიხრი საქართველოს მოსახლეობის სიმამაცის წინაშე

ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატები მიმდინარეობს. ევროპარლამენტარის, ანა ფოტიგას განცხადებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრა ნიშნავს პოლიტიკურ ძვრას და საქართველოს მოსახლეობა ამას ძალიან კარგად აღიქმამს. „უკრაინაში რუსეთის შეჭრა ნიშნავს პოლიტიკურ ძვრას, ჩვენს გეოპოლიტიკურ მდგომარეობაში. საქართველოს მოსახლეობა ამას ძალიან კარგად აღიქმამს, ეს არის გადამწყვეტი მომენტი ყველასთვის და ამიტომ, მე მინდა ქედი მოვიხარო ქართველების სიმამაცისთვის, რომლებიც წინ აღუდგნენ რუსულ კანონს. გარდა ამისა, მიხე

ოლივერ ვარჰეი - კანონპროექტების გაწვევა გამამხნევებელი და პოზიტიური ნიშანია - ახლა ევროკომისიის 12 პრიორიტეტზე მუშაობის გაგრძელება არის საჭირო

ქვეყნის მასშტაბით ქალები და კაცები ქუჩაში გავიდნენ, რათა დემოკრატიისადმი და ევროპული ღირებულებებისადმი მათი ერთგულება გაეხსენებინათ. ამის შესახებ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. ვარჰეის თქმით, ორივე კანონპროექტის გაწვევა გამამხნევებელი და პოზიტიური ნიშანია და ქართველებს მომავალი აქვთ ევროკავშირში. ამასთან, ევროკომისარი აცხადებს, რომ ახლა 12 პრიორიტეტზე მუშაობის გაგრძელება არის საჭირო. “წი

მარინა კალიურანდი - არ გვაქვს სურვილი, ომში ჩაგითრიოთ - ქართველი პოლიტიკოსების მიმართ ჩემი გზავნილი მკაფიოა: უკრაინაში ომმა შესაძლებლობის ფანჯარა გაგიხსნათ, ნუ გამოტოვებთ მას

ქართველი პოლიტიკოსების მიმართ ჩემი გზავნილი მკაფიოა - უკრაინაში ომმა შესაძლებლობის ფანჯარა გაგიხსნათ, ნუ გამოტოვებთ მას, გამოიყენეთ , - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ მიმდინარე დებატებზე განაცხადა. როგორც კალიურადმა აღნიშნა, ევროპას არ აქვს სურვილი, საქართველო ომში ჩაითრიოს. „მე, როგორც სამხრეთკავკასიის დელეგაციის თავმჯდომარეს ორი „მესიჯი“ მაქვს - საქართველოს მოსახლეობა ძალიან მკაფიო იყო თავისი ევროპული მისწრაფებების გამოხატვაში და

“პირველ სტიპენდიას მიიღებს გოგო, რომელიც წყლის ჭავლზე ცეკვავდა” – კეკელიძე

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი, გიორგი კეკელიძე: “გურული დღიურების ფონდი აფუძნებს ახალ სტიპენდიას, რომელიც მარო მაყაშვილის სახელობის იქნება. პირველ სტიპენდიას მიიღებს სალომე კენჭიაშვილი, გოგო, რომელიც აქციის დაშლისას წყლის ჭავლზე ცეკვავდა – ტაიკვანდოს ოსტატი და კარგი მოსწავლე. ეს იქნება ჩემი მოკრძალებული თანაგანცდის ნაბიჯი მისი თაობის მიმართ და იგულისხმებს ერთი წლის მანძილზე გარკვეულ წახალისებას სწავლის მიმართულებით. #გურულიდღიურებისფონდი” ალია

ვენეციის კომისია - დეოლიგარქიზაციის კანონპროექტში “პერსონალური მიდგომა” დიდ რისკს მოიცავს - რისკი კიდევ უფრო მაღალია საჯარო განცხადებების ფონზე, რომ მიღების შემდეგ იგი ოპოზიციაზე გავრცელდება

საჯარო განცხადებების ფონზე საქართველოს დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი დიდ რისკს შეიცავს, რომ მიღების შემდეგ იგი ოპოზიციაზე გავრცელდება. ამის შესახებ საქართველოს დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე ვენეციის კომისიის შუალედურ დასკვნაში წერია. ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ დეოლიგარქიზაციის საკითხისადმი ორი მიდგომა არსებობს. პირველია სისტემური მიდგომა, რომელსაც პრევენციული ეფექტი აქვს და ბევრ სფეროს ეხება, მაგალითად მედიასთან დაკავშირებულ კანონმდებლობას, ანტი-მონოპოლიას, პოლიტიკურ პარტიებს, არ

ლევან იოსელიანი - ევროკავშირის დროშის ჩამოგდება, დაწვა და მსგავსი შეურაცხმყოფელი ქმედებები, ევროინტეგრაციის გზაზე შემაფერხებელი ფაქტორია და შეურაცხყოფს ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს

პროდასავლური კურსის გამოსახატავად აღმართული ევროკავშირის დროშის ჩამოგდება და დაწვა შეურაცხყოფს ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს, - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი სოციალურ ქსელში წერს, რითაც „ალტ-ინფოს“ მხარდამჭერების მიერ პარლამენტის წინ აღმართული ევროკავშირის დროშის ჩამოხსნასა და დაწვას ეხმაურება. ასევე, ლევან იოსელიანის თქმით, ყველა კონსტიტუციურმა ორგანომ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა მიიღოს ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულე

“არ იყო ლამაზი სურათი, მაგრამ ეს იზოლირებული ინციდენტია“ — ზიბერტი EU-ს დროშის დაწვაზე

“არ იყო ლამაზი სურათი, მაგრამ ეს იზოლირებული ინციდენტია”, — ასე შეაფასა თბილისში ევროკავშირის რეგიონულ ამბასადორიალზე ვიზიტით მყოფმა ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მმართველი დირექტორმა მიხაილ ზიბერტმა ძალადობრივი, პრორუსული ჯგუფის, “ალტ-ინფოს” მიერ პარლამენტის შენობასთან ევროკავშირის დროშის ჩამოხსნა და დაწვა. “მე პირადად მინახავს ბევრი ვიდეო ბოლო კვირის და 10 დღის განმავლობაში, სადაც ევროპის დროშა ფრიალებს ძალიან გაბედულ მომენტებში. ვნახე, როგორ ფრიალებს ევროკავშირის დროშა წყლის

სასიამოვნოა თბილისში EU-ს ამდენი დროშის ნახვა – ევროკომისიის წარმომადგენელი

დღეს, 14 მარტს, პრორუსული „ალტ-ინფოს“ ძალადობრივმა ჯგუფებმა თბილისში პარლამენტის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს, ფეხით გათელეს და დაწვეს. ამ ინციდენტამდე, დაახლოებით, 1 საათით ადრე კი, თბილისში ვიზიტით მყოფი ევროკომისიის წარმომადგენელი სწორედ თბილისში გამოფენილ ევროკავშირის დროშებზე წერდა. საუბარია ლორენს მერედიტზე, რომელიც ევროკომისიის დირექტორია აღმოსავლეთ სამეზობლოსთან ურთიერთობასა და ინსტიტუციური მშენებლობის საკითხებში. „ყოველთვის სასიამოვნოა თბილისში ევროკავშირის

შარლ მიშელი - სალომე ზურაბიშვილს დავუდასტურე, რომ ევროკავშირი საქართველოს ევროპული გეზის ერთგულია, მივესალმე პრეზიდენტის როლს ქართველი ხალხის მისწრაფებების წინ წაწევის საკითხში

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს დავუდასტურე, რომ ევროკავშირი საქართველოს ევროპული გეზის ერთგულია, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა სოციალურ ქსელში დაწერა. მისივე თქმით, ასევე მიესალმა პრეზიდენტის როლს ქართველი ხალხის მისწრაფებების წინ წაწევის საკითხში. „ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება, მიანიჭოს საქართველოს ევროპული პერსპექტივა, ისტორიულია. ეს შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა გავუშვათ. რეფორმების კუთხით პროგრესი გადამწყვეტი რჩება“, – წერს შარლ მიშელი.

პეტრას აუსტრევიჩუსი - როგორც ჩანს, საუბარი თბილისზე აღარ მოქმედებს, ამიტომ საჭიროა ქმედებები, მეტი ზეწოლა საქართველოს მთავრობის ინდივიდუალურ წევრებსა და ივანიშვილზე

ერთი თვის წინ ევროპარლამენტში მივიღეთ რეზოლუცია, რომელშიც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესება მოვითხოვეთ. ძალიან მკაფიოდ იყო ნათქვამი, ამიტომ ახლა ეს სხვა ევროპული ინსტიტუტების გასაკეთებელია, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩუსმა კითხვის საპასუხოდ  განაცხადა. კერძოდ, სტრასბურგში, ევროპარლამენტში, მრგვალი მაგიდის ფორმატში პეტრას აუსტრევიჩუსს კითხვა დაუსვეს, მზად არის თუ არა ევროკავშირი, სანქციები დაუწესოს ბიძინა ივანიშვილს. „ეს კითხვა შესაძლოა, დავუსვ

შსს - ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო, ევროკავშირის დროშის შებღალვისთვის - მოხდება სამართალდამრღვევი პირების იდენტიფიცირება და დაჯარიმება

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ევროკავშირის დროშის ჩამოხსნისა და დაწვის ფაქტზე ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სამართალდამცველების მიერ მოხდება სამართალდამრღვევი პირების იდენტიფიცირება და დაჯარიმება. „შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე (მე-18 პრიმა) მუხლის საფუძველზე, ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო, რაც საჯარო დაწესებულების მიერ აღმართული/გამო

"ალტ-ინფოს“ წარმომადგენლებმა პარლამენტთან აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს

პარლამენტთან მიმდინარე „ალტ - ინფოს“ აქციის ორგანიზატორებმა საკანონმდებლო ორგანოს წინ აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს. აქციის ორგანიზატორებმა 3 მოთხოვნა დააყენეს. ისინი ითხოვენ: ჩატარდეს რეფერენდუმი და „აგენტებს დაერქვათ თავის სახელი", ასევე 5 ივლისს დაკავებულები გათავისუფლდნენ და „სამაგალითოდ დაისაჯონ“ ისინი, ვინც მათი თქმით, „გადატრიალებას აორგანიზებდა".

ანა ბუჩუკური - რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაზე ვიღაც რაღაცას როცა იტყვის, დააკონკრეტოს, რა პირობებში უნდა ჩატარდეს და რომელი სისტემით, კობა ნაყოფიას მიმართ ეს კითხვა მექნებოდა

რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაზე ვიღაც რაღაცას როცა იტყვის, დააკონკრეტოს, რა პირობებში უნდა ჩატარდეს და რომელი საარჩევნო სისტემით. კობა ნაყოფიას მიმართ სწორედ ეს კითხვა მექნებოდა, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა. ბუჩუკური გამოეხმაურა 10 მარტს ჟურნალისტ მარკ ფეიგინთან კობა ნაყოფიას ინტერვიუს, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ამბობს: „ ხელისუფლებას მოუწევს ბოლომდე უკან დახევა და საქართველოში აუცილებლად მოხდება ხელისუფლების ცვლილება. უნდა ჩატარდეს ვ

განათლების სამინისტრო - აქციის მონაწილე სტუდენტების სამინისტროში დაბარების შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აცხადებენ, რომ სიმართლეს არ შეესაბამება სხვადასხვა მედიასაშუალებაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს აქციის მონაწილე სტუდენტები სამინისტროში დაიბარეს. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის განათლების სისტემის და მასთან დაკავშირებული საკითხების პოლიტიზირება და პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენების მცდელობა კატეგორიულად მიუღებელია. „საქართველოს განათლებისა და მე

პარლამენტის წევრებისთვის საწვავის შესაძენად, 2020 წლის დეკემბრიდან 2023 წლის იანვრის ჩათვლით, ბიუჯეტიდან 2 მილიონამდე ლარი გამოიყო

საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრებისთვის საწვავის შესაძენად, 2020 წლის დეკემბრიდან 2023 წლის იანვრის ჩათვლით, ბიუჯეტიდან, 2 მილიონამდე ლარი გამოიყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციის პასუხად აცნობეს, საპარლამენტო თანამდებობაზე მყოფი პარლამენტის წევრებისათვის ჯამში გამოყოფილია 51 ერთეული ავტომანქანა. მათივე ინფორმაციით, საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრებისთვის განკუთვნილი, საქართველოს პარლამენტის აპარატის ბალანსზე რიცხუ

საქართველოში საფრანგეთის ელჩი - რეფორმები შეუცვლელია ევროკავშირის გზაზე წინსვლისთვის - საფრანგეთი მზადაა, მხარი დაუჭიროს საქართველოს!

საფრანგეთის ელჩი საქართველოში, შერაზ გასრი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, კატრინ კოლონას შორის გამართულ შეხვედრას ეხმაურება და აცხადებს, რომ ევროკავშირის გზაზე პროგრესის მისაღწევად რეფორმების განხორციელება აუცილებელი. „საქართველოში რეფორმები შეუცვლელია ევროკავშირის გზაზე წინსვლისთვის. საფრანგეთი მზადაა, მხარი დაუჭიროს საქართველოს!“- წერს ელჩი „ტვიტერზე“.

ირაკლი კობახიძე - როცა ხარ ივანიშვილის ადვოკატი და ხდები უცხოური გავლენის აგენტი, ეს ნიშნავს, რომ ასეთი დამოკიდებულებით პრემიერი ვერასდროს გახდები

როდესაც ხარ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი და ამავდროულად ხდები უცხოური გავლენის აგენტი, ეს ყველაფერი თავისთავად ნიშნავს იმას, რომ ასეთი დამოკიდებულებით პრემიერი ვერასდროს გახდები, არა მარტო „ქართული ოცნების“ ხელით, არამედ, ზოგადად, ასეთი დამოკიდებულებით პრემიერ-მინისტრი ვერასდროს გახდები, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განუცხადა. როგორც მან განმარტა, ვიქტორ ყიფიანი უკვე კვირაზე მეტია აღარ არის ბიძინა ივანიშვილის ა

მიხეილ ყაველაშვილი - ვიქტორ ყიფიანს და მის ორგანიზაციას პირდაპირ ეხებოდა კანონი აგენტების შესახებ - ალბათ, ამიტომ აკეთებს აგრესიულ განცხადებებს

ვიქტორ ყიფიანს, რომელიც ერთ კვირაზე მეტია აღარ არის ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, მას და მის ორგანიზაციას ბოლო პერიოდში პირდაპირ ეხებოდა ჩვენ მიერ ინიცირებული ამერიკული კანონი აგენტების შესახებ - ალბათ ამიტომ აკეთებს აგრესიულ განცხადებებს, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" ლიდერმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, გასაგებია ყიფიანის აგრესიული რიტორიკა, რადგან მას კანონპროექტი ამოქმედების შემთხვევაში პირდაპირ შეეხებოდა და, როგორ ჩანს, დასამალი მასაც ბევრი აქვს. „ვიცი, რომ ეს კაცი ბ

ლაშა მარკოზაშვილი - ტყუილია, თითქოს, EPP ევროპარლამენტში ე.წ რუსულ კანონს აინიცირებს

ტყუილია, თითქოს, EPP ევროპარლამენტში ე.წ რუსულ კანონს აინიცირებს, - ამი შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" წევრი და პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი ლაშა მარკოზაშვილი წერს.   მისი თქმით, ევროკავშირის დონეზე კანონმდებლობის ინიცირების უფლება თითქმის მთლიანად ევროკომისიას აქვს. "როგორც საბჭოს, ასევე პარლამენტს აქვს არაპირდაპირი ინიციატივის უფლება, რადგან მათ შეუძლიათ სთხოვონ საკანონმდებლო წინადადების უფლება კომისიას, თუმცა ეს უკანასკნელი არ არის ვალდებული იმოქმედოს

ნათია მეზვრიშვილი - რასაც ახლა ოცნება კობახიძის პირით ცდილობს, უკიდურესად სახიფათო რუსული სცენარია

პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, რასაც ახლა ოცნება კობახიძის პირით ცდილობს, უკიდურესად სახიფათო რუსული სცენარია. მისი თქმით, ამჯერად, ნაცებად და ქოცებად ყოფენ  სტუდენტებსა და ახალგაზრდებს. "სტუდენტების დაპირისპირება, ახალგაზრდების გახლეჩა, საბჭოთა პროპაგანდისტული მეთოდებით მათი დისკრედიტაცია, დემონიზება - უკიდურესად სახიფათო რუსული სცენარია. ნაცებად და ქოცებად ყოფენ ამჯერად სტუდენტებს, ახალგაზრდებს. ეს უკვე ნანახი გვაქვს უმძიმესი შედეგები

უბისა-შორაპანის გზის მე-10 კმ-ზე ფერდის ზედაპირი ჩამოიშალა – საავტომობილო გზების დეპარტამენტი

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის კომენტარს აკეთებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალურ გზაზე ერთ-ერთი მონაკვეთზე ფერდის ჩამოშლასთან დაკავშირებით. როგორც უწყებაში ამბობენ, გზის მშენებლობისას, „გზის უბისა-შორაპანის მონაკვეთზე, მე-10 კმ-ზე არსებულ მეწყერულ ფერდზე, პროექტით გათვალისწინებულია ფერდის გამაგრების (დაანკერების) კომპლექსური სამუშაოების ჩატარება“. როგორც დეპარტამენტში ამბობენ, ჩამოწმენდის სამუშაოების ჩატარების შემდეგ პროექტი დაგეგმილი სამუშაოები გაგრძელდება. „ანაზღაუ
×
×
  • შექმენი...