ამ ხელისუფლების ნაბიჯები, მათ შორის ვენეციის კომისიაში დე-ოლიგარქიზაციისა და მართლმსაჯულების შესახებ კანონის პროექტების გაგზავნა, ეს არის კიდევ ერთი პოლიტიკური თაღლითობა, რომლითაც ხელისუფლება ქმნის აღქმას, რონ თითქოს აინტერესებთ ვენეციის კომისიის მოსაზრებები და რეკომენდაციები, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" წევრი და დეპუტატი ბექა ლილუაშვილი წერს.
მისი თქმით, ქვეყანას ისეთი მიდგომა სჭირდება, რომელიც ყველა ოლიგარქს თუ არაფორმალურ მმართველს - იქნება ეს ივანიშვილ
მას შემდეგ, რაც უარი გვითხრეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე, მოგვცეს ე.წ. გზამკვლევი, 12-პუნქტიანი გეგმა, რომელიც უნდა შესრულდეს. ამ ყველაფერში ჩართული უნდა იყოს ოპოზიცია, თუმცა მე ილუზია თავიდანვე არ მქონდა, რომ ოპოზიცია მონაწილეობას მიიღებდა ამ პროცესში, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლების მხრიდან ყველაფერი გაკეთდება, რათა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მივიღოთ.
„რა თქმა უნდა, ისევ ჩვენი გასაკეთებელია ეს ყველაფერი. თანმიმდევ
ისრაელის მთავრობამ დაამტკიცა ირანულ დრონებთან რადიო-ელექტრონული ბრძოლის (EW) სისტემების საექსპორტო ლიცენზიების გაცემა. ლიცენზიები განკუთვნილია უკრაინისთვის, რომელიც რეგულარულად ექვემდებარება რუსეთის მხრიდან ირანული წარმოების „კამიკაძე“ თვითმფრინავების იერიშებს. ამის შესახებ ისრაელის მედია ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
უკრაინის დელეგაცია ცოტა ხნის წინ ისრაელს ეწვია რადიო-ელექტრონული ბრძოლის სისტემის პრეზენტაციაში მონაწილეობის მისაღებად. აღნიშნული სისტემა წარმოშობს სიხშირეების ჩამხშო
პოლონეთი ნატოს წევრი პირველი ქვეყანაა, რომელიც უკრაინას Mig-29 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს გაუგზავნის. ქვეყნის პრეზიდენტის, ანჟეი დუდას თქმით, კიევი საბჭოთა წარმოების ოთხ თვითმფრინავს უახლოეს დღეებში მიიღებს, დანარჩენებს კი — სამომავლოდ.
როგორც BBC წერს, აღნიშნული მიწოდება ომში გარდამტეხ ცვლილებებს ვერ შეიტანს, თუმცა უკრაინაში მიესალმებიან პოლონეთის გადაწყვეტილებას და იმედოვნებენ, რომ სხვა ქვეყნებიც მიჰყვებიან ვარშავის მაგალითს.
რუსეთის თავდასხმის ქვეშ მყოფი უკრაინისთვის საბჭოთა წარმ
დარწმუნებული ვარ, დეოლიგარქიზაციის ისეთ საკანონმდებლო ბაზას მივიღებთ, რომელიც აღკვეთს კეზერაშვილის პოლიტიკაში მონაწილეობას, ადამიანების ხარჯზე ბიზნესის ამწყობი ბანკირების პოლიტიკაში ჩართვასა და მათ სპეკულაციებს, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. მის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი დიღომში 12 წლის მოზარდის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება და მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
როგორც სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სახალხო დამცველის აპარატი, შეისწავლის ამ უმძიმეს ფაქტს და საკუთარი მანდატის ფარგლებში, იკვლევს პასუხისმგებელი უწყებების მხრიდან განხორციელებულ მოქმედებებს.
„სახალხო დამცველი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს დღეს მომხდარი შემზარავი ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილი ბავშვის ოჯახს, ახლობლებსა დ
20 ივნისს დადგინდა, რომ ძალის გამოყენება იყო ლეგიტიმური, 7-8 მარტის პროტესტი კი იყო მშვიდობიანი - ეს არის მიზეზი, რის გამოც ვაკრიტიკებ პოლიციისა და შსს-ს ამჟამინდელ ქმედებებს, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, ეს ორი პროტესტი სრულიად განსხვავდება ერთმანეთისგან.
„უდიდესი განსხვავებაა ამ ორ პროტესტს შორის. დღეს ეს პროტესტი მშვიდობიანი იყო. 20 ივნისს მომიტინგეები თავს ესხმოდნენ პარლამენტს, ცდილობდნენ პარლამ
ჩვენ მივესალმებით საქართველოს პრინციპულ მხარდაჭერას ჩვენი საერთო მეგობრის, უკრაინის მიმართ, როგორც რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან დაკავშირებით, ისე ძალიან ბევრი უკრაინელი დევნილის მიღებით, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა ოჯახები რუსული აგრესიის გამო, - ამის შესახებ თბილისში ვიზიტით მყოფმა, გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიმს კლევერლიმ ქართველ კოლეგა, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
რაც შეეხება უშუალოდ საქართველოს, ბრიტანელმა პოლიტიკოსმ
დიღომში 12 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, მომხდარზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ დიდ დიღომში დაკარგული 12 წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ბავშვს დაზიანებები ყელის არეში აღენიშნება.
არასრულწლოვან
შალვა პაპუაშვილი არის ყველაზე სამარცხვინო პარლამენტის თავმჯდომარე, რომლის თავმჯდომარეობისას პარლამენტმა რუსული კანონი დააინიცირა და მისი ხელმოწერაა ამ კანონზე, გაბედა და თქვა, თუ სტატუსს მივიღებთ, ამას საქართველოს ხელისუფლება მიიღებსო. როგორც ჩანს, ის უყურებს მხოლოდ „იმედს“ და უმალავენ, რა მოხდა ევროპარლამენტში 2 დღის წინ, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნათია მეზვრიშვილმა „პალიტრანიუსის" გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.
მან გადაცემაში, ე.წ. აგენტების შესახებ კანონზ
გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივანი ჯეიმს კლევერლი საქართველოში იმყოფება.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, თეიმურაზ ჯანჯალია დახვდა.
მხარეებმა ისაუბრეს ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრებისა და ღონისძიებების შესახებ.
ვიზიტის დროს ჯეიმს კლევერლი შეხვდება ქართველ კოლეგას, ილია დარჩიაშვილს და საქართველოს მთავრობის მეთაურს
რუსეთში, ქალაქ დონის როსტოვში, „ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის“ [იგივე „ეფესბე-ს“] შენობა იწვის.
BBC წერს, რომ ამ დროისთვის ცნობილია, სულ მცირე, 1 დაღუპულის შესახებ, არიან დაშავებულებიც. როსტოვის ოლქის ვერსიით, ხანძარი მოკლე ჩართვამ გამოიწვია, რამაც შემდგომ ააფეთქა საწვავის ავზები.
უკრაინულ ტელეგრამ არხებში ვრცელდება ვიდეო, სადაც ხანძრის გაჩენის მომენტში ისმის აფეთქების ხმაც.
გერმანიამ უკრაინის არმიას გადასცა სამხედრო დახმარების მორიგი პარტია, რომელიც მოიცავს ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემისათვის განკუთვნილ საბრძოლო მასალას და საავტომობილო ტექნიკას.
ქვეყნის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, პაკეტში, კერძოდ, შედის 5 ათასი ერთეული 155 მმ-იანი ჭურვი, მაღალი სიზუსტის საბრძოლო მასალა ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემა MARS II-ისთვის და ასევე 25 გენერატორს.
ასევე ცნობილია, რომ გერმანია ემზადება უკრაინას გადასცეს 5330-ი ერთეული 155 მმ-იანი ჭურვები და Iris-t SL
ევროკავშირის დროშის ჩმოგლეჯვისა და დაწვისთვის შსს-მ რამდენიმე პირი 1000-ლარით დააჯარიმა. მათი თქმით, დაჯარიმებულთა რიცხვი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს.
„პუბლიკის” ინფორმაციით, უწყებამ ჯამში 5 პირი დააჯარიმა, მათ შორის არის ზურაბ მახარაძე.
ის პრორუსული მოძრაობა „ალტ-ინფოს” ერთ-ერთი ლიდერი და 2021 წლის 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების ერთ-ერთი წინამძღოლია.
ძალადობრივი, პრორუსული პარტიის „ალტ-ინფოს” წევრებმა პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა 14 მარტს ჩამოგლიჯეს და შემდეგ დაწვეს.
პუ
13 მარტს მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლომ გაკოტრებულად გამოაცხადა „რადიო თავისუფალი ევროპა“ / „რადიო თავისუფლების“ ადგილობრივი წარმომადგენელი. საჩივრით სასამართლოს ფედერალურმა საგადასახადო სამსახურმა მიმართა, დაწყებულია გაკოტრების საქმის წარმოება.
გაკოტრების მიზეზი გახდა RFE/RL-ის უარი, გადაეხადა ჯარიმა, რომელიც მილიარდ რუბლს აჭარბებდა (13.3 მილიონი აშშ დოლარი). ეს ჯარიმა ორგანიზაციას „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის შეუსრულებლობის გამო ეკისრებოდა.
საერთაშორისო ორგანიზაცია „ჟურნალის
2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 8 თებერვლამდე საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა 3 375 მოქალაქეს, მათგან რუსეთის – 3 297 და უკრაინის – 78 მოქალაქეს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა BM.GE ავრცელებს.
BM.GE-ის ინფორმაციით, სტატისტიკური მაჩვენებლები იუსტიციის სამინისტროდან საქართველოს პარლამენტის წევრს, ოპოზიციონერ დეპუტატ პაატა მანჯგალაძეს მიაწოდეს.
რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, 2022 წელს მოქალაქეობის მინიჭებაზე უარი უთხრეს რუსეთის 2 638 მოქალაქეს,
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 17 მარტისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.5832 ლარი ეღირება, ევრო – 2.7397 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.1130 ლარი.
დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.5867 ლარი ღირდა, ევრო – 2.7520 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.1234 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 17 მარტს ამოქმედდება.
ავტორი - მარიამ ბერძენიშვილი
მოლდოვასა და საქართველოში საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯეიმს კლევერლის ვიზიტი მათ კარზე არსებული საფრთხის წინააღმდეგ ახალი მხარდაჭერის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად, – ამის შესახებ აღნიშნულია ბრიტანეთის მთავრობის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.
ბრიტანეთის მთავრობის ინფორმაციით, ჯეიმს კლევერლი გამოაცხადებს ახალ ფინანსურ დახმარებას, რომ გაზარდოს რეგიონული მდგრადობა რუსეთის მავნებლური ჩარევის წინააღმდეგ. ბრიტანეთის საგარეო უწყების ინფორმაციით, ჯეიმს კლევერლი საქართველოში წარადგენს ახა
საქართველოს პარლამენტის კანცელარიის დანიშნულება არ არის ცენზურა, წერილების გახსნა, კითხვა, შემდეგ დახურვა და ისე მიტანა ადრესატამდე. ასეთი სისტემები არსებობდა საბჭოთა კავშირში, როდესაც კორესპონდენციას ამოწმებდნენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
შალვა პაპუაშვილმა გუშინ წიგნის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ყალბი ინფორმაციის გავრცელების მაგალითი უწოდა.
„გუშინ წიგნთან დაკავშირებული საკითხი, თუ რატომ მიუვიდათ დეპუტატებს ესა თუ ის გამოცემა,
მოლდოვამ „გაზპრომისგან“ ბუნებრივი აირის მიღება სრულიად შეწყვიტა. ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრის, ვიქტორ პარლიკოვის განცხადებით, მოლდოვის ხელისუფლება რუსეთს საშუალებას არ მისცემს ბუნებრივი აირის მიწოდება ზეწოლისთვის გამოიყენოს.
მისივე თქმით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან მოლდოვამ რუსულ ბუნებრივ რესურსებზე დამოკიდებულება შეამცირა და 2022 წლის დეკემბრიდან დღემდე რუსული ბუნებრივი აირი მოლდოვის გავლით მხოლოდ ოკუპირებულ დნესტრისპირეთს მიეწოდებოდა.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მოლდოვა ახლა ბუ
ენმ-ს წევრი ბაჩო დოლიძე ვანო მერაბიშვილის სკანდალური ინტერვიუთი აღშფოთებულია და ყოფილ მინისტრს ტყუილშა ადანაშაულებს.
დოლიძე ამბობს, რომ მერაბიშვილს უნდა შერცხვეს, რადგან მისი საქციელები არაფერში აღარ ჯდება.
დოლიძე პირდაპირ ამბობს, რომ მერაბიშვილს დესტრუქციის მეტი არაფერი არ მოაქვს საერთო საქმეში.
ვანო მერაბიშვილმა პოლიტიკური აღსარება უკრაინულ მედიას ჩააბარა. შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ფაქტობრივად აღიარა, რომ ნიკა მელიას განეიტრალების სპეცოპერაციას სათავეში თავა
ლევან მურუსიძე ვენეციის კომისიას პოლიტიკურად ანგაჟირებული დასკვნების მოზმადებაში ადანაშაულებს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე, ფაქტობრივად, ამბობს, რომ კომისიის დასკვნა მისთვის არაფერს ნიშნავს.
მურუსიძე "პირველებთან" ამტკიცებს, რომ სასამართლო დამოუკიდებელია და კლანი არ არსებობს.
ვენეციის კომისია შეშფოთებას გამოთქვამს, რომ "ქართული ოცნების" მიერ გაგზავნილ კანონპროექტში სასამართლო პროცესების წინმსწრები გარანტიები არ არსებობს.
ვენეციის კომისიის დასკვნაში პირდაპირ წერია,
გამოვიდნენ და პირდაპირ თქვან რა მიზანი აქვთ, მიკიბვ-მოკიბვით გვეუბნებიან, ევროპული კურსის და ორიენტაციის შეცვლა გვინდაო და პირდაპირ დაარქვან სახელი ყველაფერს! - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „საქართველოსთვის" წევრმა, დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნება" საქართველოს მარტოს, დაუცველს ტოვებს რუსული ოკუპაციის წინაშე.
„როცა კობახიძე და ღარიბაშვილი ჩვენს პარტნიორებს აკრიტიკებენ და ჯანსაღად კი არ აკრიტიკებენ, ლანძღვა-გინება ჰქვია ამას, ამით გვაშორებე
მერაბიშვილი ოცნების უბრალო საჩუქარი კი არ არის, ეჭვგარეშეა, კობახიძე, ღარიბაშვილი და მერაბიშვილი ერთი ოთახიდან იღებს ინსტრუქციებს., - წერს სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი.
მისი თქმით, მერაბიშვილი ოცნების პროპაგანდას კვებავს.
"მან ჯერ ღარიბაშვილს მისცა ბანი, ახლა კობახიძეს. ოცნება პროტესტის დისკრედიტაციას ცდილობს, მერაბიშვილი საპროტესტო მუხტის მიტაცებას.", - აღნიშნავს ნათია მეზვრიშვილი.