Jump to content
Planeta.Ge

ენტონი ბლინკენი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

საქართველოში აშშ-ის საელჩოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ:

“საქართველოს მოსახლეობას ღრმად ესმის დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და დემოკრატიის ღირებულება. მიუხედავად რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრისა უკრაინაში და საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციისა, ქართველმა ხალხმა აჩვენა ურყევი სწრაფვა ევროატლანტიკური მომავლისაკენ.

ჩვენ ვხედავთ და ვგმობთ რუსეთის აგრესიულ ქცევას, მათ შორის, 2008 წელს რუსეთის შეჭრას საქართველოში და შემდგომ ოკუპაციას. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ჩვენი ორმხრივი ურთიერთობის 31 წლის განმავლობაში, შეერთებული შტატები ამაყობს, რომ მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას, რათა წინ წაიწიოს დემოკრატიული განვითარების კუთხით, იბრძოლოს კორუფციის წინააღმდეგ, გააძლიეროს კანონის უზენაესობა, [შეძლოს] ეკონომიკის დივერსიფიცირება და ააშენოს წარმატებული მომავალი.

ჩვენმა ქვეყნებმა ასევე ერთად იმუშავეს, რათა მოეტანათ სტაბილურობა და მშვიდობა საქართველოსთვის, რეგიონისა და მსოფლიოსთვის”.

სახელმწიფო მდივნის სიტყვებით, კიდევ ერთხელ ადასტურებს შეერთებული შტატების ერთგულებას, დაეხმაროს საქართველოს უსაფრთხო, აყვავებული, ევროპული დემოკრატიის აშენებაში, რომელიც მის მოქალაქეებს სურთ და რომელსაც ისინი იმსახურებენ.

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...