საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიუნხენში, სადაც ის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობს, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, საქართველოს პრეზიდენტმა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს პირადად გადაუხადა მადლობა ევროკომისიის მიერ საქართველოსათვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებისას გამოხატული მხარდაჭერისა და რეკომენდაციების შესახებ გაკეთებული მკაფიო განცხადებისათ
არ ვფიქრობ, რომ შედარება შეგვიძლია, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი Bloomberg-თან ინტერვიუში ალექსეი ნავალნისა და მიხეილ სააკაშვილის შედარებას.
ზურაბიშვილს ჟურნალისტმა ალექსეი ნავალნის გარდაცვალებასთან დაკავშირებით დაუსვა კითხვა და იქვე დასძინა, რომ საქართველოს ჰყავს „მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვს“.
რის საპასუხოდაც პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „შედარების მიზეზი არ არსებობს“, აღნიშნულთან დაკავშირებით ჟურნალისტმა მას დაუკონკრეტა
ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენ და საქართველოს მოსახლეობამ, რაც შეეძლო ყველაფერი გააკეთა ევროკავშირის გზაზე წინ წასაწევად, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა.
როგორც პრეზიდენტი განმარტავს, ყოველ ჯერზე, როდესაც ეჭვი არსებობს, თუ საით უნდა წავიდეს საქართველო, ქართული საზოგადოება ამას აჩვენებს.
„ჩვენ წინ მივდივართ ევროკავშირის კანდიდატობის გზაზე, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, უკრაინის წყალობით, რადგან მთლიანი პროცესის აჩქარება არ მოხ
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების ყოველწლიურ კონფერენციას ესწრება. ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად ის ოფიციალური მიწვევით, საქართველოს მთავრობის ნებართვის გარეშე და თავისი პერსონალური ხარჯებით გაემგზავრა.
18 თებერვალს ის პანელურ დისკუსიაშიც მიიღებს მონაწილეობას. თემა ევროკავშირის გაფართოებაა.
ზურაბიშვილთან ერთად პანელის მონაწილეები არიან:
ოლჰა სტეფანიშინა – უკრაინის ვიცე-პრემიერი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში;
UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა UFC 298-ზე ჰენრი სეხუდო მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა. ეს მისთვის ორგანიზაციაში ზედიზედ მეათე გამარჯვებაა.
სუპერმსუბუქი წონის დაპირისპირება სამრაუნდიანი იყო. პირველი რაუნდი თანაბარი გამოვიდა. მეორე რაუნდიდან დვალიშვილმა ტემპს მოუმატა, მეტოქე რამდენჯერმე მიწაზეც გადაიყვანა. მესამე რაუნდში ქართველი მებრძოლი კიდევ უფრო გააქტიურდა და ჰენრი სეხუდომ მას ვერაფერი დაუპირისპირა.
სეხუდო UFC-ის მესამე ყოფილი ჩემპიონია, რომელიც მერაბ დვალიშვ
ილია თოფურია UFC-ის ქვემსუბუქი წონის ახალი ჩემპიონია. ქამრისთვის ბრძოლაში 27 წლის ქართველმა მებრძოლმა ავსტრალიელი ალექსანდერ ვოლკანოვსკი დაამარცხა.
საჩემპიონო ბრძოლის პირველი რაუნდი დაძაბული და თანაბარი გამოვიდა, ორივე მებრძოლი თავის შანსს ელოდებოდა და არ რისკავდა. მეორე რაუნდში თოფურიამ ტემპს მოუმატა და რაუნდის შუაში ვოლკანოვსკის ნოკაუტით მოუგო.
ილია თოფურიასთვის ეს MMA-ში ზედიზედ მე-15 გამარჯვება იყო, მას ჯერ კარიერაში არ წაუგია. რაც შეეხება ვოლკანოვსკის, ავსტრალიელს ქვემსუბუქ
ერთმნიშვნელოვნად ვაცხადებ, რომ ევთანაზიის არანაირი ახალი რეგულაცია არ შემოგვაქვს, უფრო მეტიც მოქმედი კანონმდებლობა ბევრად ჰუმანურია, მათ შორის ვიდრე ევროკავშირის კანონმდებლობა და ევთანაზიას ექვემდებარება მხოლოდ იმ ცხოველზე საეჭვო შემთხვევა, რომელიც დაკვირვების საშუალებას არ იძლევა და მიმკედლებელი ან მეპატრონე უარს ამბობს დაკვირვებაზე 45 დღის ან 6 თვის განმავლობაში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, მაია ბითაძემ კანონპროექტზე „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ" საუბრისას განაცხადა.
ბითა
დანიამ მიიღო გადაწყვეტილება, მთელი თავისი არტილერია უკრაინას გადასცეს, - ამის შესახებ დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა მიუნხენში განაცხადა, სადაც უსაფრთხოების საკითხებზე კონფერენცია მიმდინარეობს.
ფრედერიკსენმა ასევე მოუწოდა ევროპის სხვა ქვეყნებს, გადასცენ თავიანთი საჰაერო თავდაცვის სისტემები და საბრძოლო მასალები უკრაინას, რადგან ახლა მათ უფრო სჭირდებათ.
დანიის პრემიერ-მინისტრის თქმით, ევროპელი ლიდერები ხშირად საუბრობენ იარაღის წარმოებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე და აცხადებ
ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა შერეული ორთაბრძოლების ყველაზე გავლენიან ორგანიზაციაში, UFC-ში ზედიზედ მეათე გამარჯვება მოიპოვა, მან ანაჰეიმში გამართულ UFC 298-ზე სუპერმსუბუქ წონაში ჰენრი სეხუდო მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა.
UFC-ის ორი წონის ყოფილი ჩემპიონის, თავისუფალ ჭიდაობაში ოლიმპიური ოქროს მედლის მფლობელის წინააღმდეგ მერაბ დვალიშვილი დამაჯერებლად გამოიყურებოდა და ბრძოლას მთლიანად აკონტროლებდა. დღეს UFC-ში კიდევ ერთმა ქართველმა მოიგო, ილია თოფურიამ ქვემსუბუქი წონის საჩემპ
UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი ჰყავს. MMA-ის ყველაზე გავლენიანი ორგანიზაციის ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ქამრისთვის გამართულ ბრძოლაში ილია თოფურიამ ალექსანდერ ვოლკანოვსკი ნოკაუტით დაამარცხა.
ბრძოლის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე თოფურიამ განაცხადა, რომ კარიერის დასაწყისიდანვე მისი მიზანი UFC-ის ჩემპიონობა იყო. მან ასევე ქართველ გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„თავს შესანიშნავად ვგრძნობ, ძალიან ბედნიერი ვარ. ახლა მაქვს დრო, ეს წარმატება ჩემი ოჯახის წევრებთ
საქართველოსთვის, ჩვენი უსაფრთხოებისთვის, ევროპასთან ჩვენი კავშირის უდიდეს ინტერესშია, რომ რუსეთი ექსკლუზიური ძალა არ იყოს შავ ზღვაში, რასაც ის ცდილობს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელზე: „უფრო ღრმა, ფართო და უნარიანი ევროკავშირი“ განაცხადა.
კითხვაზე, რატომ არის მნიშვნელოვანი საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანება, პრეზიდენტმა უპასუხა, რომ უპირველეს ყოვლისა, უსაფრთხოების გამო.
„ეს არის აუცილებლობ
ავტორი
გიორგი ჭანტურია
Aa
როგორც მოგეხსენებათ, UFC 298-ზე ორი უდიდესი ქართული ბრძოლა შედგება.
სუპერმსუბუქი წონის მებრძოლი მერაბ დვალიშვილი ჰენრი სეხუდოს დაუპირისპირდება.
სატიტულო ბრძოლაში კი ილია თოფურია ავსტრალიელ ალექსანდერ ვოლკანოვსკის შეხვდება.
ცნობილმა ქართველმა ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ აღნიშნული ბრძოლების წინ ბიჭებს წარმატებები უსურვა.
იხილეთ ფოტო:
თბილისში, ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე ახალგაზრდა კაცი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, კაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. დაჭრილი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
შემთხვევა წუხელ მოხდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარებას გულისხმობს.
მომხდარის სხვა დე
„საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების თაობაზე საკანონმდებლო ინიციატივა ნიშნავს, რომ ცესკო-ს იქვემდებარებენ. ბარემ წავიდნენ და რეესტრში გადაიფორმონ, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" დეპუტატმა, მიხეილ დაუშვილმა ჟურნალისტებთან საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა, რომელიც ცესკო-ს ფორმირების წესს ეხება.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, მისთვის გაუგებარია, რისთვის გადააგზავნეს ვენეციის კომისიაში კანონპროექტები, „რატომ აბრაზებენ და აღიზიანებენ ხალხს“, თუ მაინც უნდა დაამტ
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მკვლელია და უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება მეტი საბრძოლო მასალა.
„პუტინი მკვლელია. მან მოკლა ერთი ადამიანი, რომელიც თავისუფლებისთვის და დემოკრატიისთვის იბრძოდა და სწორედ ამიტომ უნდა გავაგრძელოთ ის, რასაც ვაკეთებთ. ბოლო ორი დღის განმავლობაში ბევრჯერ მკითხეს, რა არის ჩვენი პასუხი [ნავალნის სიკვდილზე], მაგრამ საუკეთესო პასუხი და ყველაზე მკაფიო პასუხი იქნება ეს: ბოლომდე გავაკეთოთ ჩვენი საქმე. ჩვენ
ერთადერთი, რაც შეიძლება საქართველო - რუსეთი ურთიერთობაში შეიცვალოს, არის ის, რომ რუსეთის გავიდეს ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან, - ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „დოიჩე ველეს“ ჟურნალისტის შეკითხვას: შეიცვლება თუ არა საქართველო - რუსეთის ურთიერთობა, თუკი დონალდ ტრამპი კვლავ აშშ-ის პრეზიდენტი გახდება.
„არ მგონია, რომ საქართველო - რუსეთის ურთიერთობაში რაიმე შეიცვალოს. ერთადერთი, რაც შეიძლება შეიცვალოს, არის ის, რომ რუსეთის გავიდეს ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან, იქნებ
DDT-ს სოლისტმა იური შევჩუკმა ასტანაში გამართულ კონცერტზე ალექსეი ნავალნის მიუძღვნა სიმღერა „თავისუფლება”.
სიმღერის შესრულებამდე, შევჩუკმა სცენიდან საზოგადოებას მიმართა.
რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 16 თებერვალს ციხეში დაიღუპა. რუსეთის სასჯელაღსრულების უწყების განცხადებით, ნავალნი „გასეირნების შემდეგ ცუდად გახდა და გონება დაკარგა”.
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ ნავალნი პუტინმა მოკლა და ამაზე პა
პარტიამ „საქართველოსთვის” დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს დემოკრატიული რეფორმების ხედვა წარუდგინა. რეფორმები მოიცავს ფუნდამენტურ სტრუქტურულ და შინაარსობრივ ცვლილებებს დემოკრატიული მმართველობის, კანონის უზენაესობის, დამოუკიდებელი მართლმსაჯულების, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, დეპოლიტიზირებული საჯარო სამსახურის, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით.
რეფორმების მიზანია კონსტიტუციური მმართველობის სისტემის აღდგენის, ძალაუფლების ქმედითი დანაწილების, სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლო
ცხოველთა მოყვარული საზოგადოება და ცხოველთა უფლებადამცველები წლებია ელოდებიან შინაურ, კომპანიონ ცხოველებთან დაკავშირებულ კანონს, რომელიც ქუჩის მიუსაფარი ცხოველების ყოფის გაუმჯობესებასაც შეუწყობს ხელს, მათ მიმკედლებელ ადამიანებსაც დაეხმარება და ჯიშიანი ცხოველების პატრონთა პასუხისმგებობებსაც გაზრდის, ვინაიდან მათი მხრიდან ცხოველების მიტოვების ფაქტები ხშირია.
გასულ კვირას პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა საზოგადოებას მათ მიერ მომზადებული კანონპროექტი გააცნო, რომლის შინაარსმაც
"ფაქტობრივად კვირა არ გადის ისე, რომ ერთი ან რამდენიმე ჩვენი თანამოქალაქე არ დაიღუპოს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების გამო. ეს ფაქტობრივად უკვე ტენდენცია, მოცემულობა გახდა, რომ ვიღაცის მეგობარი, ვიღაცის ახლობელი, შვილი, ყოველ კვირას ვიღაც ერთი მაინც იღუპება აი ამ უმძიმესი საკითხის გამო.
ყველაზე სამწუხარო არის ის, რომ ჩვენ ვერანაირ რეაგირებას ვერ ვხედავთ ხელისუფლების მხრიდან, სხვადასხვა მიზეზის გამო, ისინი ერიდებიან, რომ რაღაც აქტიური ბრძოლა გამოუცხადონ აი ამ უმძიმეს დანაშაულს.
“თუ ასეთი დიდი მხარდაჭერა აქვს “ოცნებას”, მაშინ რატომ ერევა ამ დოზით საარჩევნო კომისიის საქმიანობაში? რეალურად, ეს იმის მაჩვენებელია, რომ “ოცნების” რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზეა და სხვაგვარად ვერ გაიხანგრძლივებენ ძალაუფლებას.”
მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი.
“რეალურად “ოცნება” ამ ცვლილებების შემდგომ აპირებს, რომ სრულად დაიქვემდებაროს, ბოლომდე გააკონტროლოს ცენტრალური საარჩევნო კომისiა. თვინონ გააკონტროლოს ვინ იქნება თავმჯდომარე, ვინ იქნებიან წევრები, რითიც ფაქტობრივად იქვემდებარებს ცესკოს.
ერთი მხრივ “ოცნება” გვიმტკიცებს, რომ მას აქვს უპირობო მხარდაჭერა, გვიმტკიცებენ, რომ აპირებენ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებას და მეორე მხარეს ისეთ მძიმე ჩარევას აკეთებენ ცესკოში, რომ ამცირებენ ნდობას ცესკოს და არჩევნების მიმართ.
მარტივი კითხვა