აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტში განიხილეს კანონპროექტი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ, რომელიც “სტუმრებისა და აფხაზეთის მცხოვრებლებისთვის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში შეუსაბამოდ ჩაცმის აკრძალვას” ითვალისწინებს.
კონკრეტულად, რა მიიჩნევა “შეუსაბამო” ჩაცმულობაში, კანონპროექტის განხილვის შესახებ გავრცელებულ ცნობაში მითითებული არ არის.
“განხილვის შემდეგ კომიტეტის წევრებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რეკომენდაციით მიმართონ პარლამენტს, შემდეგ სესიაზე მ
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პარლამენტის კვოტით ასარჩევ ორ კანდიდატთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების პროცესი ორი კვირით გადაიდო.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, მეორე ტურის კენჭისყრა ფორმალურად ჩატარდა და შედეგად, ოთხივე კანდიდატი ჩავარდა.
როგორც უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ კენჭისყრის პროცედურის წინ განმარტა, საკითხს ორ კვირაში დაუბრუნდებიან, მანამდე კი გაიმართება კონსულტაციები მეორე ტურში გადასული კანდიდატების არჩევასთან დაკავშირებით.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი ვა
მნიშვნელოვანი კითხვაა, რა საფასურის გადახდა მოუწევს საქართველოს პირდაპირი ფრენების აღდგენის, სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და რკინიგზის აღდგენის გამო, რომელიც საქართველოს რუსეთთან აფხაზეთის გავლით დააკავშირებს, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.
„ქვეყანამ, რომლის ტერიტორიის 20 პროცენტი აქვს რუსეთს ოკუპირებული, როცა რუსეთს დაკავებული ჰყავს საქართველოს მოქალაქეები სამხრეთ ოსეთში, ქვეყანა, რომელიც რუსეთის წნეხის ქვეშ იმყოფება ძალიან დიდი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს, რ
1-ელი ივნისიდან დამსაქმებელი ვალდებული გახდება დასაქმებული მძიმე ტვირთის ხელით აწევისგან დაიცვას.
კერძოდ, როგორც „ინტერპრესნიუსს“ შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელმა, ბექა ფერაძემ განუცხადა, საქართველოს მთავრობამ „ტვირთის ხელით აწევისას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტი დაამტკიცა, რომლის თანახმადაც, დამსაქმებელი ვალდებული გახდება სათანადო ზომები მიიღოს, ან გამოიყენოს მექანიკური მოწყობილობები, რათა თავიდან აიცილოს დასაქმებულთა მი
19 მაისს პარლამენტი განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, გიორგი ამილახვარს და შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს ინტერპელაციის წესით მოუსმენს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
რაც შეეხება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ლევან დავითაშვილს, მას პარლამენტი ინტერპელაციის წესით, სექტემბრის ბოლოს მოუსმენს.
„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ვერ შეძლებს ინტერპელაციაზე
"
ოპოზიციონერი დეპუტატი რომ გქვია, ქვეყნის მომავალი რომ სასწორზე დევს, პარლამენტში ოლიგარქის ,,ოცნება" არაკონსტიტუციურად, ხელის გადაგრეხვის პრინციპით რომ საგამოძიებო კომისიებს არ გაქმნევინებს და ამ დროს, ფარულად ისევ ,,ოცნება"-ს ურიგდები დასანქცირებული ჩინჩალაძე-მურუსიძის კორუფციული სინდიკატისთვის დამატებით სამი არამოსამართლე წევრით გამდიდრებაზე, ნაცვლად შენსავე დასაცავად, გამზადებულ საკონსტიტუციო სარჩელზე ხელმოწერისა, რა უნდა გიწოდოს ამ შემთხვევაში ხალხმა?!
P.S. არადა უკვირთ ხო
კიევის ოფიციალური მონაცემებით, 20 000-მდე უკრაინელი ბავშვი დაადეპორტეს რუსეთში, თუმცა რეალური რიცხვი, შესაძლოა, გაცილებით მეტი იყოს. საერთაშორისო სამართალი ერთი ჯგუფიდან მეორეში ბავშვების ძალადობით გადაცემას გენოციდად განიხილავს.
სწორედ ბავშვების დეპორტაცია დაედო საფუძვლად ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ისტორიულ გადაწყვეტილებას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერის გამოცემის შესახებ. დაკავების ორდერი გამოიცა მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზეც. ამ უკანასკნელს რ
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ გორში, სავარაუდოდ, ჩუტყვავილას გართულების შედეგად გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის საქმის შესწავლა დაიწყო.
ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოში განუცხადეს.
ცნობისთვის, გუშინ, გორში, 4 წლის ბავშვი, სავარაუდოდ, ჩუტყვავილას გართულების შედეგად გარდაიცვალა. გარდაცვლილი ბავშვის ახლობლების თქმით, 4 წლის თომა წიქარიძეს ექიმის მიერ ინფექციის არასწორი მართვის გამო, სეფსისი განუვითარ
ანსამბლი „მართვე“ აცხადებს, რომ აშშ-ში ივლისში დაგეგმილი გასტროლზე ვერ მიდის. ანსამბლის ხელმძღვანელების თქმით მიზეზი აშშ-ის საელჩოს მიერ ვიზების დროულად არგაცემაა.
„მართვეს“ წევრებისთვის აშშ-ის ვიზების დროულად არგაცემაზე ინფორმაცია თავდაპირველად „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გაავრცელა. ამის შესახებ კობახიძემ 16 მაისს საზოგადოებრივ მაუწყებელთან აშშ-ის საელჩოს სავიზო პოლიტიკის კრიტიკისას ისაუბრა.
კობახიძის თქმით, საქართველოში აშშ-ის მიერ სავიზო განაცხადების დაკმაყოფილები
დეპუტატები, როსტომ ჩხეიძე, ნატო ჩხეიძე და ნიკა მაჭუტაძე ფრაქცია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებენ.
როგორც დეპუტატმა, ნიკა მაჭუტაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, გავრცელებული ინფორმაცია, „ქართულ ოცნებასთან“ გარიგების შესახებ, არის ტყუილი.
„დეპუტატები: როსტომ ჩხეიძე, ნატო ჩხეიძე და მე, ნიკა მაჭუტაძე, რომლებიც საქართველოს პარლამენტში არჩეული ვართ მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის პარტიული სიით, ვაცხადებთ, რომ ვტოვებთ ფრაქციას სახელწოდებით, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაო
ორგანიზაცია „სასამართლოს გუშაგი“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახლადარჩეულ არამოსამართლე წევრებზე ინფორმაციას ავრცელებს.
ზურაბ გურასპაშვილი
კანდიდატი სამოქალაქო განვითარების საზოგადოებამ წარადგინა.
დაბადების თარიღი: 1984 წლის 14 ივლისი.
უმაღლესი განათლება: 1999-2004 წლები, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესხიას ფილიალი, იურისტის კვალიფიკაცია.
სამუშაო გამოცდილება: 2006 წელს გახდა სტაჟიორი საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, შემდგომ 2010 წლამდე იყო პროკურ
ის, რაც შეიძლება თურქეთისთვის, სომხეთისთვის, აზერბაიჯანისთვის, ისრაელისთვის და ასე შემდეგ, რატომ შეიძლება, დარტყმის საფუძველი გახდეს საქართველოს წინააღმდეგ და რატომ არ შეიძლება საქართველოსთვის? – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
შალვა პაპუაშვილმა კომენტარი გააკეთა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილის, ვედანტ პატელის განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა: „ჩვენ მკაფიოდ გავაჟღერეთ შეშფოთება რუსეთთან პირდაპირ
გასული წლის ნოემბერში, ხაშურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მოქმედ დედათა მონასტერში მომხდარ ყაჩაღობასა და მონაზვნის ჯგუფურად გაუპატიურებაში ბრალდებულ 2 პირს ხაშურის რაიონულმა სასამართლომ 20-20 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
გადაწყვეტილება მოსამართლე მევლუდ ხათაშვილმა გამოაცხადა.
შეგახსენებთ, შემთხვევა 2022 წლის 25 ნოემბერს მოხდა, მონასტრის საცხოვრებელ კელიაში ორი პირი თავს დაესხა მონაზონს, რომლებმაც ძალადობის მუქარით მოსთხოვეს ფული და ძვირფასეულობა, უარის მიღების შემდეგ კ
კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ უარყოფითად აფასებს მმართველი პარტიისა და ოპოზიციის ზოგიერთი წევრის მიერ 17 მაისს იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებად ტრისტან ბენაშვილის, გიორგი გზობავას და ზურაბ გურასპაშვილის არჩევას.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა აღნიშნულ საკითხზე დღეს საგანგებო პრესკონფერენცია გამართეს.
მათი შეფასებით, დღევანდელმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ, ნათლად წარმოაჩინა, რომ მმართველი პარტია კვლავ განაგრძობს “კლანის” მხარდაჭერას და ხე
გავრცელებული ინფორმაციით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევის პროცესში სამ კანდიდატს მხარი დაუჭირეს ბლოკი „ენმ – ძალა ერთობაშიას“ ფრაქციის დეპუტატებმა, ბაჩუკი ქარდავამ, ნატო ჩხეიძემ, როსტომ ჩხეიძემ და ნიკა მაჭუტაძემ, ასევე დილარ ხაბულიანმა და „ევროპელი სოციალისტების“ ოთხმა წევრმა.
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა მედიასთან ადასტურებს ინფორმაციას, რომ მათი ფრაქციის წევრებმა, ჩხეიძეებმა, ქარდავამ და მაჭუტაძემ მიიღეს კენჭისყრაში მონაწილეობა და აცხადებს,
პრორუსული და ძალადობრივი პარტიის „ალტ-ინფოს“ ლიდერმა, კონსტანტინე მორგოშიამ „TV პირველთან“ თქვა, რომ რუსეთიდან პირდაპირი ფრენების აღდგენასა და სავიზო რეჟიმის გაუქმებაში მათი დიდ წვლილიცაა.
პრორუსული და ძალადობრივი „ალტ-ინფოს“ ლიდერი დღეს საპატრიარქოს მიერ დანიშნული, ე.წ. ოჯახის სიწმინდის დღის მსვლელობაში იღებდა მონაწილეობას.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ რუსულ „აზიმუტსა“ და „ჯორჯია ეარლაინს“ ფრენების ნებართვა მისცა. ამ გადაწყვეტილებას და რუსეთიდან პირდაპირი
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამართული კენჭისყრის შედეგად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოში არსებული 5 არამოსამართლე წევრის ვაკანსიიდან მხოლოდ სამი ვაკანსია შეივსო.
კენჭისყრაზე წარდგენილი დანარჩენი კანდიდატებიდან (კენჭი სულ 29 კანდიდატს ეყარა) ასარჩევად საჭირო 90 ხმა ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოაგროვა. ორი ვაკანტური ადგილის შესავსებად კი მეორე ტური გაიმართება, სადაც ოთხი - სხვებთან შედარებით მეტი მხარდაჭერის მქონე კანდიდატები გადავიდნენ. ეს კანდიდატები არიან რუსუდან კვინიკაძე (89 ხმა), გოგა კიკა
მე მადლობას გადავუხდი, სახელების დასახელების გარეშე, იმ ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს შესაბამის კანდიდატურებს - ეს დეპუტატები არიან გარიგებული არა ვინმესთან, არამედ კანდიდატის სტატუსთან, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს.
„ჩვენ მოხარული ვართ, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უკვე აირჩა სამი წევრი და მათ დააგროვეს 90
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „საქართველოსთვის“ ოფიციალურად მიმართავს საქართველოს პარლამენტის აპარატს, გასაჯაროვდეს ჩვენი დეპუტატების მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების ფარული კენჭისყრისას დაფიქსირებული ხმები, - ამის შესახებ ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პარტია "საქართველოსთვის" მოუწოდებს სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც, მიმართონ საქართველოს პარლამენტის აპარატს და გაასაჯაროონ კენჭისყრისას მათი დაფიქსირებული პოზიცია.
„საზოგადოება იმსახურებს, იცოდეს სიმართ
„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ანა წითლიძის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 არამოსამართლე წევრის არჩევას ხმა ოპოზიციიდან „ნაციონალური მოძრაობის“ სიით გასულმა დეპუტატმა ნიკა მაჭუტაძემ მისცა, თუმცა დანარჩენი დეპუტატების შესახებ ინფორმაციას აზუსტებს.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ნიკა მაჭუტაძემ კენჭისყრაში მონაწილეობა თავადაც მასთან საუბრისას დაადასტურა და ეს 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების ხელშეწყობით ახსნა.
რაც შეეხება ჟურნალისტების შეკითხვას, ბლოკიდან „ძალა ერთობაშია“
ხმის მიმცემებმა აიღონ პასუხისმგებლობა ამომრჩევლის წინაშე და ან ახსნან რატომ მისცეს ხმა ხელისუფლებისადმი ლოიალურ კანდიდატებს ან თქვან რამდენად გაიყიდნენ, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათი მეზვრიშვილი წერს.
მისი თქმით, სამართლიანობა მოითხოვს ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც ამ და სხვა ფორმებით მუდმივად ოცნებას ეხმარება, დაერქვას „ოცნების ოპოზიცია“.
"ჯერ კიდევ 2 წლის წინ ვთქვი, რომ არსებობდა 5 წევრზე გარიგების რისკები, რაც ჩვენთვის იყო
წარმოუდგენელია, რაც ხდებოდა სხდომათა დარბაზში, ამას ჰქვია მანდატით ვაჭრობა ვიწრო ინტერესებისთვის - ფაქტია, ოპოზიციის ზოგიერთმა წარმომადგენელმა ივაჭრა ქვეყნის ევროპული მომავლით, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ანა ბუჩუკურმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატების კენჭისყრასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, მას შემდეგ, რაც ცხადი გახდა, რომ ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელმა ივაჭრა, მათ დარბაზი დატოვეს.
„რაც ვნახეთ დარბაზში, ეს არის ვაჭრობა და ხალხის
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის კანდიდატების კენჭისყრის პროცესში პარლამენტის სხდომათა დარბაზი ოპოზიციამ დატოვა.
კანდიდატების კენჭისყრა შეწყდა და პლენარულ სხდომაზე ტექნიკური შესვენება გამოცხადდა. საპარლამენტო ოპოზიციის პროტესტი იმ ფაქტს მოჰყვა, რომ კენჭისყრის დროს კვალიფიციური უმრავლესობით იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სამი არამოსამართლე წევრის არჩევა მოხდა.
არამოსამართლე წევრების ასარჩევად 90-ხმიანი უმრავლესობა იყო საჭირო, რაც იმას ნიშნავს, რომ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას
შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს შიდა ქართლში, ქარელის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, რამაც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი იმსხვერპლა.
1993 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი გ. ლ. დიდი სიჩქარით მოძრაობდა ქარელის მუნიციპალიტეტში და საავტომობილო გზის გვერდულზე მდგომ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს დაეჯახა, რის შედეგადაც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალნენ ავტომანქანაში მსხდომი საპატრულო პოლიციის თანამშრომლ
გახარია: სანამ ქართველი პოლიტიკოსები არ ისწავლიან, რომ დემოკრატია, პირველ რიგში, კომპრომისია, არაფერი არ იქნება. სანამ ქართული პარტიები არ ისწავლიან, რომ
შენი გამარჯვება სხვის განადგურებას არ ნიშნავს არაფერი არ იქნება. სანამ საქართველოს მოქალაქე არ მიხვდება, რომ ვიღაცას ხმას რომ აძლევს, ის ღმერთი არ უნდა გახადოს.
ერთხელ გახადეს, მეორედ გახადეს, მესამედ გახადეს. და მერე ზემოდან რომ ჩამოვარდება, დაენარცხება, მერე ეზიზღებათ თავისივე შექმნილი კერპი. მერე ამ ზიზღით და თავგანწირვით ანა