Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.107.983

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ანა ბუჩუკური საპარლამენტო უმრავლესობას - ნატო-სთვის საქართველო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი იყო და ამ 2-3 წელში მოახერხეთ, რომ ფაქტობრივად ჩვენი ქვეყნის ხსენება არ არის

ნატო-სთვის საქართველო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი იყო და ამ 2-3 წელში მოახერხეთ, რომ ფაქტობრივად ჩვენი ქვეყნის ხსენება არ არის, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრმა,  დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, ნატო-ს სამიტზე უკრაინისთვის უკვე ორი პოლიტიკური შედეგი სახეზეა, ნატო- უკრაინის კომისია გადაკეთდა ნატო-უკრაინის საბჭოდ, რომლის პირველი სხდომა ხვალ გაიმართება სახელმწიფოს მეთაურების დონეზე და ასევე, მკაფიოდ ცხადდება, რომ უკ

კახაბერ ქემოკლიძე - ჩვენი მიზანია ქართული “ოცნების” ხელისუფლებიდან ისე გაწევა, რომ “ნაც.მოძრაობა” ხელისუფლებაში არ მოვიდეს (ვიდეო)

“ჩვენი მიზანია ქართული “ოცნების” ხელისუფლებიდან ისე გაწევა, რომ “ნაც.მოძრაობა” ხელისუფლებაში არ მოვიდეს, რადგან ეს ორი პარტია ფაქტობრივად ერთმანეთს ასაზრდოებს. მინიმალური რესურსებით ამ მიზანს ნაწილობრივ მივაღწიეთ 2021 წელს და დიახ ეს მიზანი მიღწევადია საპარლამენტო არჩევნებზეც. დღეს ჩვენ პარტიებთან ტექნიკური გაერთიანება არ გვჭირდება, არ გვაქვს ამის ელექტორალური პრობლემა, რომ ბარიერი გადაილახოს.”   კახაბერ ქემოკლიძე, პარტია "საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი 3625

ბექა ლილუაშვილი - პარტია "საქართველოსთვის" წინააღმდეგ გახსნილი ცეცხლი "ქოცების" და "ნაცების" მხრიდან, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ მათ შორის პოლიტიკური თუ კომერციული პარტნიორობა შემდგარი მოცემულობაა

გახარიას და ჩვენი მთლიანი გუნდის, პარტია "საქართველოსთვის" წინააღმდეგ გახსნილი ცეცხლი ქოცების და ნაცების მხრიდან, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ სწორედ ამ ორ პარტიას შორის პოლიტიკური თუ კომერციული პარტნიორობა შემდგარი მოცემულობაა. ეს არაერთხელ დადასტურდა პოლიტიკაშიც და დადასტურდა ბიზნესშიც, მაგალითად ქოლცენტრების მასშტაბური თაღლითური სქემით., - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი, ბექა ლილუაშვილი. ბექა ლილუაშვილის თქმით, პარტიას საქმე აქვს გა

ჯოზეფ ბორელი - უკრაინა, ახალი კანდიდატი, წინ უბიძგებს ძველი კანდიდატების რიგს, რომლებიც, წლებია გველოდებიან - ჩვენ უნდა ავინაზღაუროთ დრო, რომელსაც ვხარჯავდით ევროკავშირში გაწევრიანების დაუსრულებელ პროცესზე

თუ უკრაინა ომს წააგებს, ჩვენც წავაგებთ. უნდა შევინარჩუნოთ ერთიანობა უკრაინის მხარდაჭერაში, - ამის შესახებ ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებზე, ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის ელჩების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ნუ დავივიწყებთ უკრაინას. ისე, როგორც არასდროს, უკრაინა იბრძვის რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ. თუ უკრაინა ომს წააგებს, ჩვენც წავაგებთ. უნდა შევინარჩუნოთ ერთიანობა უკრაინის მხარდაჭერაში. ჩვენ ვართ უკრაინის მხარდაჭერის პირველი მიმ

ანა ბუჩუკური - მიუხედავად დიდი პატივისცემისა, ერთ რამეში ვერ დავეთანხმებით ქალბატონ პრეზიდენტს, ივანიშვილი არ არის ერთადერთი ოლიგარქი, რომელიც არაფორმალურად არის ჩართული ქართულ პოლიტიკაში (ვიდეო)

“მიუხედავად დიდი პატივისცემისა, ერთ რამეში ვერ დავეთანხმებით ქალბატონ პრეზიდენტს, ივანიშვილი არ არის ერთადერთი ოლიგარქი, რომელიც არაფორმალურად არის ჩართული ქართულ პოლიტიკაში. ოლიგარქები, სამწუხაროდ, ქართულ პოლიტიკურ რეალობაში ოპოზიციურ პარტიებში არა ერთია.”      ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. 402621249_658542959685309_9031246872889962720_n.mp4

ბექა ლილუაშვილი - ოცნებას” და “ნაც.მოძრაობას” ერთმანეთთან პარტნიორული ინტერესები აქვთ. პოლიტიკის მიღმა აქვთ ბიზნესში ინტერესები, მაგალითად ქოლ-ცენტრები... (ვიდეო)

“ოცნებას” და “ნაც.მოძრაობას” ერთმანეთთან პარტნიორული ინტერესები აქვთ. პოლიტიკის მიღმა აქვთ ბიზნესში ინტერესები, მაგალითად ქოლ-ცენტრები ავიღოთ, კეზერაშვილისა და ფარცხალაძის დუეტი ავიღოთ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლეთა არჩევა ავიღოთ. ეს არის კონკრეტული ფაქტები და კონკრეტულ ფაქტებზე დაფუძნებული მსჯელობა.”  ბექა ლილუაშვილი, საპრლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე. 403613129_860216335885294_5603548272029863798_n.mp4

მიშა დაუშვილი - რა ხდება რუსთავში?! 2024 წლის არჩევნები მოდის და “ოცნება” ცდილობს ადგილობრივი ბიუჯეტი ისე გაანაწილოს, როგორც მის პარტიულ ორგანიზაციას აწყობს , რის შესაძლებლობასაც ჩვენ არ ვაძლევთ (ვიდეო)

“რა ხდება რუსთავში?! 2024 წლის არჩევნები მოდის და “ოცნება” ცდილობს ადგილობრივი ბიუჯეტი ისე გაანაწილოს, როგორც მის პარტიულ ორგანიზაციას აწყობს , რის შესაძლებლობასაც ჩვენ არ ვაძლევთ. ჩვენი მიზანია რუსთაველების ინტერესები იყოს მაქსიმალურად გათვალისწინებული.”  მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. 403634281_6834038469998840_5940438598290942100_n.mp4

ნავალნი რუსეთის საპატიმროდან გაქრა, ამბობს მისი გუნდი

რუსი ოპოზიციონერი დეპუტატი ალექსეი ნავალნი გაიყვანეს საპატიმრო დაწესებულებიდან, სადაც გასული წლიდან იხდიდა სასჯელს და ამჟამად მისი ადგილსამყოფელი უცნობია, აცხადებენ მისი წარმომადგენლები.  ინფორმაციას როიტერსი და სხვა საერთაშორისო მედიებიც ავრცელებენ.  ნავალნის წარმომადგენლები  მოელიან, რომ მას გადაიყვანენ “მკაცრი რეჟიმის” კოლონიაში, მას შემდეგ, რაც აგვისტოში დამატებით 19- წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.  როგორც როიტერსი აღნიშნავს, რუსეთის უზარმაზარ ტერიტორიაზე პატიმრების მატარებლით გად

პრეზიდენტი - მადლობები არ მჭირდება, მადლობა არის ხალხის განწყობა - მე მიხარია, ის, რაც აქ, ხალხში ხდება, ამ მხიარულს ვერავინ ვერაფრით შემიცვლის

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თავისუფლების მოედანი, სადაც სახალხო ზეიმი მიმდინარეობს, დატოვა. სალომე ზურაბიშვილს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან სცენაზე ასვლისა და ხალხისთვის მიმართვის შესაძლებლობა არ მიეცა. შეკრებილებს მხოლოდ „ქართული ოცნების“ ლიდერებმა და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ მიმართეს. პრეზიდენტის თქმით, მას იმ სიხარულს, რაც ახლა აქვს, ვერაფერი შეუცვლის. „მე ვიტყოდი ერთ რამეს, მადლობები არ მჭირდება, მადლობა არის ხალხის განწყობა, ხა

თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელ ორ კონტრაქტორ კომპანიასთან ხელშეკრულება გაწყვიტა

თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელ ორ კონტრაქტორ კომპანიასთან ხელშეკრულება გაწყვიტა. არსებული ინფორმაციით, შესაბამისი ბრძანება დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გუშინ გამოსცა. როგორც საკითხთან დაკავშირებით დედაქალაქის მერიაში განმარტავენ, კონტრაქტორ კომპანიასთან ხელშეკრულების გაწყვეტა არ იმოქმედებს ვადებზე და წერეთლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგება დათქმულ ვადაში. „თბილისის მერიას, უშუალოდ თბილისის მერს არაერთხელ გაუკეთებია განცხადება კონტრ

ბაღში ბავშვის ცემის საქმეზე სახელმწიფოს ოჯახისთვის 15 ათასი ლარის კომპენსაცია დაეკისრა

ორგანიზაციი „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლეილა ფოლადიშვილმა სახელმწიფოს ბავშვის მიმართ 15 000 ლარის ოდენობით კომპენსაციის გადახდა დაავალა. PHR წერს, რომ საქმე შეეხება საბავშვო ბაღში ბავშვის ცემის ფაქტს, სადაც სახელმწიფომ ეფექტურად არ გამოიძია ბავშვზე ძალადობის შემთხვევა. შემთხვევა 2017 წელს მოხდა. „2017 წლის იანვარში საჯარო ბაღში 3.5 წლის ბავშვმა ღმზრდელის დავალება ვერ შეასრულა – სახლი კარგად ვერ დახატა. გაბრაზებულმა აღმზ

მიშა დაუშვილი - მინისტრობის კანდიდატებს არ გააჩნიათ დამოუკიდებლობის განცდა, რომ თვითონ უნდა მიიღონ გადაწყვეტილებები (ვიდეო)

"მინისტრობის კანდიდატებს არ გააჩნიათ დამოუკიდებლობის განცდა, რომ თვითონ უნდა მიიღონ გადაწყვეტილებები."  მიშა დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1044517843619875/

მიშა დაუშვილი - არ შეიძლება სასამართლო რეფორმაზე ვილაპარაკოთ “ნაც.მოძრაობასთან” ერთად, როცა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს “ოცნებასთან” ერთა მათ დაუჭირეს მხარი

არ შეიძლება სასამართლო რეფორმაზე ვილაპარაკოთ “ნაც.მოძრაობასთან” ერთად, როცა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს “ოცნებასთან” ერთა მათ დაუჭირეს მხარი.    საქართველოში მართლმსაჯულების რეფორმა ჩვენი განსახორციელებელია, ჩვენს პასუხისმგებლობას უცხოელი ჩვენს ნაცვლად ვერ აიღებს.    მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი.   ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1211966523523326/

გიორგი შარაშიძე - “ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” რომ ჩავტოვოთ 50%-ს ქვემოთ, ამის გასაღები მხოლოდ გახარიას პარტიას უჭირავს

“ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” რომ ჩავტოვოთ 50%-ს ქვემოთ, ამის გასაღები მხოლოდ გახარიას პარტიას უჭირავს.” გიორგი შარაშიძე, თბილისის საკრებულოს წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/370335359222478/

ოდესაზე საჰაერო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა, 3 მარტი გლოვის დღედ გამოცხადდა

3 მარტი ოდესაში გლოვის დღედ გამოაცხადეს. შესაბამისი გადაწყვეტილება ოდესის ოლქის ადმინისტრაციამ რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმის გამო მიიღო, რომელსაც ბოლო ინფორმაციით, ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულებს შორის არის სამი წლის ბავშვი. დაშავდა სულ მცირე რვა ადამიანი. რუსეთმა ქალაქზე თავდასხმა დღეს დილით განახორციელა. უკრაინის ტერიტორიაზე შესული დრონი ოდესაში საცხოვრებელ კორპუსს დაეჯახა, შედეგად სახლის ნაწილი ჩამოინგრა. მაშველები ამ დრომდე ეძებენ ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებს.

აუდიტის ანგარიში - დაბალი ქულის მქონე დევნილებისთვის ე.წ. ადმინისტრაციული დაპირების მექანიზმის გამოყენება ბინების არასამართლიანი განაწილების რისკს წარმოშობს - ფართების შესყიდვისას არაეკონომიური ხარჯვა გამოვლინდა

თბილისში დევნილთა საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფის მიზნით საცხოვრებელი ფართების შესყიდვისას, დაუსაბუთებლად გაიზარდა სახელშეკრულებო ღირებულება, რამაც გამოიწვია 302.9 ათასი ლარის საბიუჯეტო სახსრების არაეკონომიური ხარჯვა. ამის შესახებ დევნილთა საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფის სახელმწიფო აუდიტის ანგარიშშია ნათქვამი, რომელმაც 2020 წლის 1-ელი იანვრიდან 2022 წლის 1-ელ იანვრამდე პერიოდი მოიცვა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, მოქმედ კანონმდებლობასთან, დევნილთა საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყ

მსხილაძე: საარჩევნო კოდექსის პარლამენტის ვერსიით მივიღებთ ერთპარტიულ ცესკოს

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, გიორგი მსხილაძის განცხადებით, თუ პარლამენტი “საარჩევნო კოდექსში” დაგეგმილ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს და მმართველი პარტიის ვერსისას დაამტკიცებს, მივიღებთ ერთპარტიულად დაკომპლექტებულ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. დღეს, 18 მარტს პარლამენტმა საარჩევნო კანონმდებლობასა და რეგლამენტში შეტანილი ცვლილებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოს – მოტივირებული შენიშვნების განხილვა დაიწყო. გიორგი მსხილაძემ მოტივირებული შენიშვნები იურიდიულ საკითხთა

პარლამენტში, ბექა ლილუაშვილმა "რუსული კანონის" ალტერნატივად "ანტირუსული" კანონპროექტი წარადგინა, რომელსაც "ოცნებამ" მხარი არ დაუჭირა

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „საქართველოსთვის“ თავმდჯომარე ბექა ლილუაშვილის განცხადება საპარლაენტო ტრიბუნაზე ალტერნატიულ ინიციატივებთან დაკავშირებით.   „მივესალმები ყველა იმ ადამიანს, ყველა ახალგაზრდას, ვინც გუშინ აქციიდან, სახლიდან, სოციალური ქსელებიდან იცავდა ქვეყნის ევროპულ მომავალს და მომავალშიც დაიცავს. ჩვენ გუშინ ოცნებას შევთავაზეთ მათი გასასვლელი რომ არ მომხდარიყო საზოგადოების დაყოფა, არ მომხდარიყო დაპირისპირება, არ მომხდარიყო სახელდება უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარი და ძალი

ბექა ლილუაშვილი -  ქვეყანა უნდა დაუბრუნდეს დემოკრატიული განვითარების გზას და ქვეყანა უნდა დაუბრუნდეს ევროპული მომავლის გზას, რისთვისაც ამ ხელისუფლებას ფაქტი და შემდგარი მოცემულობაა, რომ რესურსი არ გააჩნია (ვიდეო)

"ქვეყანა უნდა დაუბრუნდეს დემოკრატიული განვითარების გზას და ქვეყანა უნდა დაუბრუნდეს ევროპული მომავლის გზას, რისთვისაც ამ ხელისუფლებას ფაქტი და შემდგარი მოცემულობაა, რომ რესურსი არ გააჩნია. ის არის გადამგდები, უნდობი ხელისუფალი, რომელსაც პარტნიორი აღარ შემორჩა ჩვენს მეგობრებს შორის და მათ აღარავინ აღარ ენდობა. ამიტომ, ამა წლის 26 ოქტომბერს, ეს საკუთარ ხალხთან დამარცხებული ხელისუფლება, ჩვენ, საკუთარ ხალხთან ერთად უნდა გავაფორმოთ საბოლოოდ დამარცხებულად." ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო

"გახარია საქართველოსთვის" - ივანიშვილმა უკვე დაიწყო მუქარის შესრულება - ძალადობა რუსული კანონის გასაპროტესტებლად შეკრებილ მშვიდობიან მოქალაქეებზე... სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ ივანიშვილსა და მმართველ პარტიას

პარტია "გახარია საქართველოსთვის" სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, რომელსაც planeta.ge უცვლელად გთავაზობთ: "ივანიშვილმა უკვე დაიწყო მუქარის შესრულება - ძალადობა რუსული კანონის გასაპროტესტებლად შეკრებილ მშვიდობიან მოქალაქეებზე, სტუდენტებსა და ახალგაზრდებზე. ეს არის საკუთარი მოქალაქების მიმართ ძალის დემონსტრირების მცდელობა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო მართლწესრიგის დაცვასთან. გამოყენებული ძალა იყო არალეგიტიმური იმ ფონზე, როცა აქცია ატარებდა მშვიდობიან ხასიათს და არ გასცდე

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაუბრუნდეს ევროინტეგრაციის კურსს და არ გადაჩეხოს ქვეყანა უფსკრულში - დვალი და ოსმანოვი

ფიზიკოსები გია დვალი და ზაზა ოსმანოვი მშვიდობიანი აქციის დარბევის და სამართალდამცველების ქმედების შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ: „დღეს ჩვენ ვდგავართ ახალი თაობის, ჩვენი შვილების თაობის გვერდით, რომელიც მასიურად ჩაერთო მშვიდობიან პროტესტში “რუსული კანონის” წინააღმდეგ. მათ შესანიშნავად ესმით, თუ რისთვის იბრძვიან. ეს არ არის უკმაყოფილება რაიმე ერთი მორიგი კანონით, არამედ მიმართულების განმსაზღვრელი ნიშნული: შევდგებით ჩვენ საბოლოოდ როგორც დემოკრატიული საზოგადოება, სადაც ადამიანის

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული - 15-ზე მეტი სოფელი გარე სამყაროს მოწყვეტილია - ღამით დაიწყო მოსახლეობის ევაკუაცია

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი დოხტურიშვილის ინფორმაციით, უხვი ნალექის შედეგად 15-ზე მეტი სოფელი არის გარე სამყაროს მოწყვეტილი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ რწმუნებულმა განუცხადა, პრევენციის მიზნით, ღამით მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. „მთელი ღამის განმავლობაში უხვი ნალექი იყო. განსაკუთრებით მარნეულის, თეთრიწყაროს, ბოლნისის და დმანისის მუნიციპალიტეტში გვაქვს მძიმე შედეგები. 15-ზე მეტი სოფელი არის გარე სამყაროს მოწყვეტილი. ხიდებია ჩანგრეული, სამაშველო სამსახური მუშაობს 24 ს

ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანის პარლამენტი დაითხოვა და რიგგარეშე არჩევნები დანიშნა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა ბრძანებას აზერბაიჯანის რესპუბლიკის მე-6 მოწვევის მილი მეჯლისის (პარლამენტის) დაშლისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შესახებ, - ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის რიგგარეშე არჩევნები 2024 წლის 1-ელ სექტემბერს არის დანიშნული. იპნ

მონიტორინგის კომიტეტი: ქვეყნის ყველა პოლიტიკური ძალა ჩაერთოს ინკლუზიურ დიალოგში

ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის მონიტორინგის კომიტეტი რუსული კანონის დამტკიცებას და საქართველოში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება. მის განცხადებაში ნათქვამია, რომ: მონიტორინგის კომიტეტი ადასტურებს სრულ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მაშინ როცა საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ამავდროულად, მონიტორინგის კომიტეტი ღრმად არის შეშფოთებული ქართულ

პრეზიდენტი - ამ რთულ ვითარებაში ჩვენ თქვენთან ერთად უნდა დავიცვათ უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობების მომავალი განვითარება, ანუ ჩვენი ევროპული და დასავლური გზა

ორბელიანების სასახლეში ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროს წარმომადგენლების მიღება და დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ღონისძიების მონაწილეებს საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროს მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და ამ სფეროში უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობაზე ისაუბრა. ,,მოხარული ვარ, რომ აქ, ამ ფორმატში შეხვედრის შესაძლებლობა გვაქვს. თქვენი დარგი, თქვენი წა
×
×
  • შექმენი...