Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.086.475

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

დავით არახამია აცხადებს, რომ საქართველოში მის შესახებ არასწორი ინფორმაცია გავრცელდა

„ნაციონალური მოძრობის“ წევრი ეკა ხერხეულიძე უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც არახამია სიცრუეს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას ქართულ პოლიტიკაში მისი შემოსვლის შესახებ. როგორც არახამია აცხადებს, ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. „მივესალმები საქართველოს ყველა მოქალაქეს, მსურს, მნიშვნელოვანი განცხადება გავაკეთო, ერთ-ერთი ნიდერლანდური გაზეთის მიერ გავრცელებულ ჩემს ინტერვიუზე, რომელშიც თითქოს ქართულ პოლიტიკაში მოსვლაზ

ვოლოდიმირ ზელენსკი ზაპოროჟიეში იმყოფებოდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ზაპოროჟიეს რეგიონს სტუმრობდა, სადაც სამხედროების პოზიციები მოინახულა. ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, უკრაინის პირველი პირი გაეცნო ოპერატიულ სიტუაციას და სამხედროებს ჯილდოები გადასცა. "ზაპოროჟიეს ოპერატიული ჯგუფის სამეთაურო პუნქტს ვეწვიე. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის, ეროვნული გვარდიის, ეროვნული პოლიციის, სახელმწიფო საზღვრის დაცვისა და უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლ

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ბჟანია მოსკოვის კლინიკაში გადაიყვანეს

აფხაზური მედიის ცნობით, რუსეთის ფედერაციაში სამუშაო ვიზიტისას აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი, ასლან ბჟანია შეუძლოდ გახდა და სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც  ამჟამად საჭირო კვლევებს უტარებენ. აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობითვე, ბჟანიას სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ნეტგაზეთი

შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები აირჩიეს

საოლქო საარჩევნო კომისიებმა პირველ ოქტომბერს გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური და გურჯაანის მერის რიგგარეშე არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები და ხელმძღვანელი პირები აირჩიეს. ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. მათივე ცნობით, 133 საუბნო საარჩევნო კომისიაში არსებულ 1064 ვაკანტურ ადგილზე 1092 მსურველის განაცხადი დარეგისტრირდა. „საოლქო საარჩევნო კომისიებმა საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების და ხელმძღვანელი პირების შერჩევისას, კანონმდებლობით განს

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატა ჯო ბაიდენის იმპიჩმენტისთვის მოკვლევას იწყებს

წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, რესპუბლიკელ კევინ მაკკარტის განცხადებით, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის იმპიჩმენტისთვის მოკვლევას დაიწყებს, რაც იმპიჩმენტის პროცესის დაწყების ფორმალური საფეხურია. პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის მოკვლევის დაწყების მიზეზი პრეზიდენტის ოჯახის ბიზნეს საქმიანობაა.  მაკკარტის თქმით, წარმომადგენელთა პალატამ პრეზიდენტის ოჯახის საქმიანობაში ,,კორუფციის კულტურა" შეამჩნია. ბრალდებების დიდი ნაწილი ჯო ბაიდენის შვილის, ჰანტერ ბაიდენის ბიზნეს საქმიანო

სომხური მედიის ინფორმაციით, აზერბაიჯანის არმია ყარაბაღში ქალაქ სტეფანაკერტს ბომბავს

სომხური მედიის ინფორმაციით, აზერბაიჯანის არმია ყარაბაღში ქალაქ სტეფანაკერტს ბომბავს. სომხურ მედიასთან საუბარში არაღიარებული ყარაბაღის ადმინისტრაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დაბომბვა უკვე ნახევარი საათია, გრძელდება და არ არის კავშირი რეგიონში. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ აზერბაიჯანმა ყარაბაღში ლოკალური ხასიათის ანტიტერორისტული ღონისძიებები დაიწყო.

ხორვატია შენგენის ზონას შეუერთდება

ხორვატიამ თანხმობა მიიღო, შენგენის ზონის ნაწილი გახდეს 2023 წლის იანვრიდან. ამის შესახებ ტვიტერით გაავრცელა ინფორმაცია ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყანამ, ჩეხეთმა.   გადაწყვეტილება მიიღეს ევროკავშირის შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრების სხდომაზე ბრიუსელში. ცნობაში არაფერია ნათქვამი შენგენის ზონის წევრობის სხვა კანდიდატების, რუმინეთის და ბულგარეთის შესახებ. ადრე გავრცელებული ინფორმაციით, შენგენის ზონაში რუმინეთის გაერთიანებას არ ეთანხმებოდა

შოვში ნაპოვნი კიდევ ერთი ცხედარი იდენტიფიცირებულია

შოვში, სტიქიის ზონაში ნაპოვნი კიდევ ერთი ცხედარი იდენტიფიცირებულია. კოტე მაისურაძის გარდაცვალება დადასტურდა. ახალგაზრდა სტიქიას დედასთან და დასთან ერთად ემსხვერპლა. 3 აგვისტოს, შოვის სტიქიის დაღუპულ შორენა ბიჭაშვილს, კოტე მაისურაძეს და მარიამ მაისურაძეს 22 აგვისტოს რუსთავში დაკრძალავენ. ინფორმაციას სოციალურ ქსელში გარდაცვლილების ნათესავი, შოვში მცხოვრები მარიტა გუტაშვილი ავრცელებს, რომელმაც სტიქიის დროს ოჯახის 9 წევრი დაკარგა. „ვაგრძელებთ… შორენა ბიჭაშვილი-მაისურაძისა; კოტე მაისურა

მოქალაქე - დედა სახლში, სამზარეულოში იყო - მაშველები არიან მისული, მაგრამ არ ჩანს

შოვში, მოქალაქე აცხადებს, რომ სტიქიის ზონაში დედამისია ჩარჩენილი და მას მაშველები ვერ პოულობენ. „სახლში, სამზარეულოში იყო. არ ჩანს არსად, მაშველები არიან მისული, მაგრამ არ ჩანს. სახლის სახურავი ჩანს მარტო იმ ადგილზე, სხვა არაფერი“, - აცხადებს მოქალაქე მედიასთან. ცნობისთვის, რაჭაში, შოვში მეწყერი დღეს ჩამოწვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოლო ინფორმაციით, ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების შედეგად, სტიქიის ზონაში მყოფი 70-მდე მოქალაქე უსაფრთხო ტერიტორიაზეა გადაყვანილი.

ალექსეი ნავალნის 19- წლიანი სპეციალური რეჟიმი მიუსაჯეს

მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის ექსტრემისტული საზოგადოების შექმნის საქმეზე 19-წლიანი განსაკუთრებული რეჟიმი მიუსაჯა. პროცესი ვლადიმირის რეგიონის მაღალი უსაფრთხოების კოლონიაში გაიმართა, სადაც პოლიტიკოსი თაღლითობის საქმეზე ცხრაწლიან სასჯელს იხდის. რუსეთის ხელისუფლება ნავალნის მიერ დაარსებულ ანტიკორუფციულ ფონდს და პოლიტიკოსის მხარდამჭერთა რეგიონულ შტაბს ექსტრემისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს. ნავალნი ასევე დამნაშავედ ცნეს სისხლის სამართლის კოდექსის სხვა, კერძოდ, ექსტ

ვერტმფრენების ჩართვას არ ჰქონდა დამატებითი რაციონალური საფუძველი – კობახიძე შოვზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ შოვში სტიქიის ღამეს სამაშველო ვერტმფრენების ჩართვას რაციონალური საფუძველი არ ჰქონდა, რადგან ტერიტორია შესაბამისი დრონებით უკვე დათვალიერებული იყო. ამის შესახებ მან დღეს, 14 აგვისტოს, ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც შს მინისტრ ვახტაგნ გომელაურის კომენტარი განმარტა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ვერავითარი დამატებითი რესურსის ჩართვით მეტი ადამიანის გადარჩენა ვერ მოხერხდებოდა. „არსებობს დრონები, რომლებიც აქვს სამაშველ

რუსული კოსმოსური ხომალდი Luna-25 მთვარეს შეეჯახა და განადგურდა

რუსული კოსმოსური ხომალდი Luna-25 მთვარეს შეეჯახა და არსებობა შეწყვიტა, - ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის კოსმოსურ სააგენტო "როსკოსმოსის" პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. „აპარატი არაპროგნოზირებად ორბიტაზე გადავიდა და მთვარის ზედაპირთან შეჯახების შედეგად არსებობა შეწყვიტა", - ნათქვამია "როსკოსმოსის" განცხადებაში. მათი ინფორმაციით, მისიის ჩაშლის მიზეზებს სპეციალური კომისია შეისწავლის. უპილოტო ხომალდი Luna-25 11 აგვისტოს რუსეთის ამურის რეგიონიდან, "ვოსტოჩნი კოსმოდრომიდან" გაუშვე

“აფხაზეთში არ აქვთ რუსეთთან შეერთების სურვილი”- შამბა მედვედევს პასუხობს

“აფხაზეთი რუსეთთან ახლო და სამოკავშირეო ურთიერთობების მომხრეა, თუმცა რესპუბლიკაში არ არსებობს პოლიტიკური ძალა, რომელიც რუსეთის შემადგენლობაში შესვლის სურვილს გამოხატავდა”, – ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ დიმიტრი მედვედევის საპასუხოდ განაცხადა. “რაც შეეხება აფხაზეთს, ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს. ჩვენ არასოდეს მიგვიმართავს რუსეთის ფედერაციასთან შეერთებაზე, და ვერ ვხედავ აფხაზეთში ვერც პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთოებების ასეთ ფორმა

დიდია უსამართლობის განცდა - დირექტორთა კონკურსის მონაწილეები მინისტრს მიმართავენ

სერტიფიცირებულ დირექტორთა საინიციატივო ჯგუფის ექვსი წევრი განათლების მინისტრის სახელზე მიმართვას ავრცელებს. განცხადების ავტორები წერენ, რომ საჯარო სკოლებისთვის დირექტორების წარდგენაზე სამინისტროს გადაწყვეტილებამ უკმაყოფილება გამოიწვია და მწვავეა უსამართლობის განცდა. „სოციალურ ქსელებში საუბარი მიდის იმაზეც რომ კანდიდატები შეირჩნენ პარტიული ნიშნით და რომ საკმარისი არ იყო ზეპარტიულობა ან არცერთი პარტიის წევრობა და საჭირო იყო მმართველი წევრობა. რომ, წარდგენილი და დატოვებული დირექტორები იქნ

სამხრეთ ლიბანში დაბომბვას როიტერის ვიდეოოპერატორი ემსხვერპლა

სამხრთეთ ლიბანში დაბომბვებს როიტერის ვიდეოოპერატორი ემსხვერპლა. როიტერის განცხადებით, ისინი დამატებით ცნობებს ელიან ოფიციალური უწყებებისგან და ღრმა მწუხარებას გამოხატავენ ისამ აბდალას დაღუპვის გამო. ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაჭრილია სხვა რამდენიმე ჟურნალისტიც. სამხრეთ ლიბანი ისრაელს ესაზღვრება. ლიბანში ოპერირებს ჰეზბოლა. ჰამასის მიერ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმის პარალელურად, ადგილობრივი მედიის ცნობით, ისრაელს ცეცხლით უტევენ ჰეზბოლას მებრძოლებიც. ჰეზბოლას პოზიციებს ბომბავს ისრაე

პრიგოჟინი ადასტურებს, რომ „ამბოხს“ აჩერებს და უკან ბრუნდება

ევგენი პრიგოჟინმა დაადასტურა, რომ დათანხმდა თავისი ძალების შეჩერებას. რამდენიმე წუთის წინ ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს პრესამსახურმა განაცხადა, რომ პრიგოჟინი „ვაგნერელების“ შეჩერებას და დეესკალაციას დათანხმდა. პრიგოჟინის თქმით, „ვაგნერს“ მოსკოვამდე 200 კილომეტრი დააკლდა და ამ გზაზე „ერთი წვეთი სისხლიც კი არ დაღვარა“, მაგრამ ახლა „რუსული სისხლის“ დაღვრა არ სურს და „უკან აბრუნებს კოლონებს“.

2-3 ოქტომბერს ამინდი გაუარესდება — გარემოს სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 2-3 ოქტომბერს ამინდის მოსალოდნელ გაუარესებაზე აფრთხილებს. სააგენტოს ცნობით, 2 ოქტომბერს, ღამის საათებში, აღმოსავლეთ საქართველოს აღმოსავლეთ რაიონებში, ხოლო დღისით საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე, მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. 3 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოსა აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში შენარჩუნდება წვიმა, ზოგან ძლიერი, ხოლო შავი ზღვის სანაპირო რაიონებში და კოლხეთის დაბლობზე შესაძლებელია ძალი

საქართველოს სასამართლო რეფორმაზე ვენეციის კომისიის დასკვნა გამოქვეყნდა

ვენეციის კომისია საქართველოს სასამართლო რეფორმის შესახებ დასკვნას აქვეყნებს, რომელშიც მიმოიხილავს შეუსრულებელ, ნაწილობრივ შესრულებულ ან ბოლომდე შესრულებულ რეკომენდაციებს. კომისია აღნიშნავს, რომ 2023 წელს გამოქვეყნებულ მოსაზრებაში 5 ძირითად რეკომენდაციაზე მიუთითა. ის ხაზს უსვამს პირველი რეკომენდაციის პრიორიტეტულობას, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოვლისმომცველ რეფორმას ეხება. კომისიის შეფასებით, ხსენებული რეკომენდაცია არც “საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში შეტანილ ცვლილებებშია

„შაშვი შაშვი მაყვალს” ნიუ-იორკში აჩვენებენ

13 და 14 აპრილს ელენე ნავერიანის მესამე სრულმეტრაჟიან ფილმს „შაშვი შაშვი მაყვალი” აჩვენებენ ნიუ-იორკში. ჩვენებები გაიმართება თანამედროვე ხელოვნების მუზეუმსა (MoMa) და „ლინკოლნ ცენტრში”: ელენე ნავერიანის მიერ თამთა მელაშვილის რომანის მიხედვით გადაღებული ფილმის აღწერა ამგვარია: ელენე ნავერიანის მესამე სრულმეტრაჟიანი ფილმის პრემიერა გაიმართა წლევანდელ კანის კინოფესტივალზე დამოუკიდებელ სექციაში – „Quinzaine des cinéastes“. სარაევოს ფესტივალზე ფილმმა მოიპოვა მთავარი პრიზი,

შესაძლებელია თუ არა, რუსული კანონის განხილვისთვის პლენარული ორშაბათს ჩანიშნონ

პარლამენტში რუსული კანონის განხილვა 29 აპრილს, იურიდიულ კომიტეტზე მეორე მოსმენით განახლდება. კომიტეტი 09:00-ზე დაიწყება. მეორე მოსმენის დროს კანონპროექტს მუხლობრივად განიხილავენ. კომიტეტზე განხილვის შემდეგ კანონპროექტი, შესაბამისი დასკვნებით, გადაეცემა ბიუროს პლენარული სხდომის დღის წესრიგში შესატანად. პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, პლენარული სხდომები, გარდა საგანგებო და საომარი მდგომარეობებისა, იმართება, როგორც წესი, პლენარული სხდომების კვირის სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათსა და პარ

კანადა რუსული ალუმინის და ფოლადის პროდუქტების იმპორტს კრძალავს

კანადის ხელისუფლებამ ქვეყანაში რუსული ალუმინის და ფოლადის პროდუქტების იმპორტის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო. მათი განმარტებით, ამ გადაწყვეტილებით, კანადა უარს ამბობს რუსეთისთვის შემოსავლის მიწოდებაზე, რომელსაც ის უკრაინაში ომის დასაფინანსებლად იყენებს. „კანადამ და ჩვენმა პარტნიორებმა უკვე დაუწესეს სანქციები რუსეთის ცენტრალურ ბანკს და დააწესეს რუსული ნავთობისა და გაზის ფასის ზედა ზღვარი. ახლა კი ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ პუტინმა ვერ დააფინანსოს ომი კანადაში ალუმინისა და ფოლადის გაყიდვით

ბათუმში ნაპოვნი ჩვილი კლინიკაშია მოთავსებული

ბათუმში ქუთაისის ქუჩაზე მდებარე მთავარ მეჩეთთან ორი დღის წინ კალათში ჩასმული ჩვილი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბავშვი ამ დროისთვის ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება. კლინიკაში აცხადებენ, რომ ბავშვის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. საქმეში ჩართულია სოციალური მუშაკი. შსს-მ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 127-ე მუხლით, რაც გულისხმობს "სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში იმის ჩაყენებას, ვისაც შესაძლებლობა არა აქვს, მიიღოს ზომები თავის დასაცავად". rad

„გაიწვიეთ კანონპროექტი“ - ჩუბინაშვილის ეროვნული ცენტრი

გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი შეშფოთებას გამოთქვამს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გამო. ამის შესახებ ცენტრი განცხადებას ავრცელებს. ცენტრი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, გაიწვიოს აღნიშნული კანონპროექტი და უარი თქვას მის შემდგომ განხილვაზე, რათა საფრთხე არ შეექმნას საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას და კონსტიტუციურად დადასტურებულ ევროატლანტიკურ კურსს. პარლამენტმა გუშინ, 7 მარტს დაუგეგ

"ლაგუნა ვერესთან" "ქართუ ჯგუფის" პროექტი მერიამ დაახარვეზა

ავტორი:ანუკა ჯოხაძე თბილისის ცენტრში, გმირთა მოედანზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი უძრავი ქონების პროექტის განხორციელება იგეგმება. ტრანსპორტისა და ურბანულ სააგენტოს, “ქართუ ჯგუფში” შემავალმა კომპანია “კოსტავას 69”-მა პროექტი გასული წლის 31 დეკემბერს წარუდგინა, რომლითაც აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მოწყობას გულისხმობდა. ამონაწერის მიხედვით, "კოსტავას 69" საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" შვილობილია. პროექტს საზოგადოების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა, რადგან აღნიშნულ ტერიტორიაზ

შავი კამპანიის მიზანია, გააჩუმონ პროფესიონალი — „საფარი“ თეა გოდოლაძეზე

ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაცია „საფარი“ აცხადებს, რომ თეა გოდოლაძის წინააღმდეგ გავრცელებული ცნობები შავი კამპანიის ნაწილია. მისი საბოლოო მიზანი კი პროფესიონალი ქალის ღირსების შელახვა და გაჩუმებაა. საქმე ეხება დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის ხელმძღვანელს, თეა გოდოლაძეს. ტელეკომპანია „რუსთავი 2-მა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, თეა გოდოლაძე ოჯახში ძალადობაშია ბრალდებული. ორგანიზაცია მოუწოდებს მედიას თავი, შეიკავოს ინფორმაციის დამახინჯებულად და ცალმხრივად გავრც
×
×
  • შექმენი...