Jump to content
Planeta.Ge

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატა ჯო ბაიდენის იმპიჩმენტისთვის მოკვლევას იწყებს


წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, რესპუბლიკელ კევინ მაკკარტის განცხადებით, აშშ- წარმომადგენელთა პალატა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის იმპიჩმენტისთვის მოკვლევას დაიწყებს, რაც იმპიჩმენტის პროცესის დაწყების ფორმალური საფეხურია.

პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის მოკვლევის დაწყების მიზეზი პრეზიდენტის ოჯახის ბიზნეს საქმიანობაა

მაკკარტის თქმით, წარმომადგენელთა პალატამ პრეზიდენტის ოჯახის საქმიანობაში ,,კორუფციის კულტურა" შეამჩნია. ბრალდებების დიდი ნაწილი ჯო ბაიდენის შვილის, ჰანტერ ბაიდენის ბიზნეს საქმიანობას შეეხება.

რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯეიმს კომერმა 9 აგვისტოს ბაიდენის ოჯახის საგარეო ბიზნესის შესახებ საბანკო ჩანაწერების მესამე ნაწილი გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის შვილი, ჰანტერ ბაიდენი და მისი ბიზნესპარტნიორები რუსი და ყაზახი ოლიგარქებისგან მილიონობით დოლარს იღებდნენ მაშინ, როდესაც ჯო ბაიდენი ამერიკის შეერთებული შტატების ვიცეპრეზიდენტი იყო.

,,მაშინდელი ვიცეპრეზიდენტი ბაიდენი პირადად, მნიშვნელოვანი დროის განმავლობაში ხვდებოდა ამ პირებს ან მათ წარმომადგენლებს. მან (ჯო ბაიდენმა) ჰანტერ ბაიდენის უცხოელ ბიზნესპარტნიორებთან დაახლოებით 20 სატელეფონო ზარი განახორციელა და უცხოელ ოლიგარქებთან ერთად ვაშხმებს ესწრებოდა - ისინი იყვნენ პირები, რომლებმაც ჰანტერ ბაიდენს უზარმაზარი თანხები გადაუხადეს". - წერია ანგარიშში.

ამას გარდა, გამოძიების სხვა ნაწილი ჰანტერ ბაიდენის მიერ 2017 და 2018 წლებში განსაზღვრულ ვადაში გადასახადების დაუფარობასაც ეხება

ჰანტერ ბაიდენის პრობლემურ ბიზნესსაქმიანობასთან მრავალ სხვადასხვა ეტაპზე იკვეთება ჯო ბაიდენის ინტერვენცია, როდესაც ის ვიცეპრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა

 

Edited by ირმა-იტი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...