“მაშინ, როცა ასეთი მჭირდო ურთიერთობები ყალიბდება უნგრეთთან, გვაინტერესებს იყო თუ არა კრიმინალური ძებნილი პირების ექსტრადირების საკითხზე საუბარი. “ოცნებისთვის” “ნაც.მოძრაობა” ხელოვნურად შექმნილი მტერია, რომელიც საუკეთესო საფრთხობელაა, მაგრამ როცა საქმეს სჭირდება მშვიდად ურთიერთობენ და ძალიან კარგი პარტნიორებიც არიან. ორბანის ვიზიტით ძალიან კარგად ჩანს “ოცნებისა” და “ნაც.მოძრაობის” ბუნება.”
ბერდია სიჭინავა, პარტია “საქართველოსთვის” აღმასრულებელი მდივანი.
387845293_870973128073522_3
"ვაკის პარკის ტრაგედიიდან ერთი წელი გავიდა. ამ ერთ წელიწადში გამოჩნდა, რომ
1. კალა მერს მორალური პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების ნება და გამბედაობა არ აქვს.
2. პოლიტიკური პასუხიმგებლობის საკუთარ თავზე აღების ნება არ აქვს არა მხოლოდ კალა მერს, არამედ მმართველ პარტიასაც, რომლის კისერზეცაა ვაკის პარკის ტრაგედია, რადგან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბატონი კალაძე ამავე დროს სახელისუფლო პარტიის გენერალური მდივანია, იმ პარტიის, რომლის მმართველობის ბოლო სამ წელიწადში გვაქვს საგრძნო
ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებული ირაკლი ბებუას ბიძაშვილის, თამუნა ბებუას განცხადებით, აფხაზეთში გამოცხადებული ამნისტია ირაკლი ბებუას არ შეეხება.
თამუნა ბებუას თქმით, ირაკლი ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია.
„რეალურად, მთავრობა არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქმედითი ნაბიჯები გადადგას ირაკლის გასათავისუფლებლად“, — უთხრა „ნეტგაზეთს“ თამუნა ბებუამ.
თამუნა ბებუას თქმით, სუს-ის ანალიტიკურ სამსახურს ირაკლი ბებუას ოჯახთან აქტიურ კომუნიკაცია აქვს და სამი წელია აიმედებს, თუმცა, უშედეგოდ
უკრაინის პრეზიდენტმა გაერთიანებული საექსპედიციო ძალების ქვეყნების ლიდერებს მიმართა.
ზელენსკიმ რეგიონული თანამშრომლობის ფორმატების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, თუ როგორ ავითარებს უკრაინა თანამშრომლობას შავი ზღვის რეგიონის მეზობლებთან: რუმინეთთან, მოლდოვასთან, ბულგარეთთან, თურქეთთან.
მისი თქმით, ახლა ყველა ისტორიული შემობრუნების მომენტშია, როდესაც ორი არჩევანი აქვს: ან ტერორისტული რუსეთი შეძლებს თავისუფლების დამარცხებას, ან გეოპოლიტიკური არასტაბილურობის ზონა გავრცელდება მთე
ადრეული ქორწინების მსხვერპლის, 14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობის საქმეზე კიდევ 2 პირი დააკავეს.
სამართალდამცველებმა, 14 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული ა.ს.-ს ბიძა – 1972 წელს დაბადებული ა.ა. და ბიძაშვილი 1997 წელს დაბადებული ბ.ა. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.
ამავე საქმეზე უკვე დაკავებულები არიან მოკლული დედა და ბიძა.
ნეტგაზეთი
ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე დაუანონსებელი ვიზიტით ოდესაში ჩავიდა. ამის შესახებ რუტე „ტვიტერის“ პირად გვერდზე წერს.
რუტეს თქმით, ის ოდესაში უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მოწვევით ჩავიდა რათა აჩვენოს, რომ ისრაელსა და ღაზაში საშინელი მოვლენები ყურადღებას არ გადაიტანს უკრაინის მხარდაჭერისგან.
„უკრაინის მხარდაჭერას იმდენ ხანს გავაგრძელებთ, რამდენიც საჭირო იქნება. ამ ზამთარს რუსეთი ეცდება უკრაინას რაც შეიძლება დიდი ზიანი მიაყენოს. ამიტომ ნიდერლანდები დამატებით Patriot
ბულგარეთის პარლამენტი მხარს უჭერს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას, - ამის შესახებ საუბარია შესაბამის დეკლარაციაში, რომელიც ბულგარეთის საკანონმდებლო ორგანომ, საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის ქალაქ სოფიაში ვიზიტის ფარგლებში, ხმათა უმრავლესობით მიიღო. (დეკლარაცია დაინიცირდა ორი ყოფილი პრემიერ- მინისტრის მიერ. მას მხარი დაუჭირა კოალიციაში შემავალმა ორივე პარტიამ). ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფო
დღეს მცხეთობა - სვეტიცხოვლობა აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა სრულდება.
დღესასწაულთან დაკავშირებით სადღესასწაულო საღვთო ლიტურგია სვეტიცხოველში აღევლინება.
გადმოცემის თანახმად, უფლის ჯვარცმის შემდეგ მისი კვართი წილად მცხეთაში მცხოვრებ ებრაელებს - ელიოზსა და ლონგინოზს ერგოთ, რომლებმაც სიწმინდე მცხეთაში ჩამოაბრძანეს. ელიოზის დამ, სიდონიამ კი უფლის კვართი გულში ჩაიკრა და სული განუტევა. იგი სიწმინდესთან ერთად დაკრძალეს. სიდონიას საფლავზე კი კვიპაროსის ხე ამოვიდა.
ისრაელის ქმედებები არა სადამსჯელო, არამედ თავდაცვითია, სტატუს-კვოს ვერ დავუბრუნდებით, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„არც ერთ ქვეყანას არ შეუძლია ჰყავდეს ტერორისტული ჯგუფი, რომელიც შემოდის, ყველაზე ზომაგადასული გზით ხოცავს მის ხალხს, და ასე იცხოვროს…
რასაც ისრაელი აკეთებს სამაგიეროს გადახდა არ არის. რასაც ისრაელი აკეთებს, არის საკუთარი ხალხის სიცოცხლის დაცვა და, როგორც ვთქვი, იმაში დარწმუნების მცდელობა, რომ მსგავსი რამ აღარ განმე
ისრაელში საქართველოს ელჩის, ლაშა ჟვანიას განცხადებით, საქართველოს მთავრობას კომპანია „ჯორჯიან ეარვეისთან“ აქვს მოლაპარაკებები, რომ მცირეწლოვანი ბავშვების ოჯახებისთვის ავიაბილეთების ფასი იყოს ფიქსირებული.
როგორც ელჩმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, მთავრობა მუშაობს იმაზე, რომ ბავშვის ბილეთმა 200 ევროს, ხოლო მცირეწლოვანი შვილის მშობლის ბილეთმა 250 ევროს არ გადააჭარბოს.
„მთავრობა მუშაობს „ჯორჯიან ეარვეისთან“, რომ მცირეწლოვანი ბავშვების ოჯახებისთვის იყოს ფიქსირებული თა
ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა ისრაელში ჩავიდნენ.
„ჩამოვედი ისრაელში ევროპარლამენტის პრეზიდენტთან ერთად, რათა გამოვხატოთ ჩვენი სოლიდარობა ისრაელელი ხალხის მიმართ „ჰამასის“ საშინელი ტერაქტის შემდეგ“, - დაწერა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სოციალურ ქსელში.
რობერტა მეცოლას თქმით კი, საჭიროა „ჰამასის შეჩერება.
„ჩვენ აქ ვართ სოლიდარობის გზავნილით მას შემდეგ, რაც ისრაელმა საშინელი ტერორისტული თავდასხმა განიცადა. ტერორი ვერ გაიმარჯვე
სამხრთეთ ლიბანში დაბომბვებს როიტერის ვიდეოოპერატორი ემსხვერპლა.
როიტერის განცხადებით, ისინი დამატებით ცნობებს ელიან ოფიციალური უწყებებისგან და ღრმა მწუხარებას გამოხატავენ ისამ აბდალას დაღუპვის გამო. ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაჭრილია სხვა რამდენიმე ჟურნალისტიც.
სამხრეთ ლიბანი ისრაელს ესაზღვრება. ლიბანში ოპერირებს ჰეზბოლა. ჰამასის მიერ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმის პარალელურად, ადგილობრივი მედიის ცნობით, ისრაელს ცეცხლით უტევენ ჰეზბოლას მებრძოლებიც. ჰეზბოლას პოზიციებს ბომბავს ისრაე
პარტია "საქარტველოსთვის" პოლიტიკური მდივანი კახაბერ ქემოკლიძე ახლო აღმოსავლეთში ისრაელ-პალესტინას შორის მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებაზე:
387869365_333796972661631_1457776529060569442_n.mp4
ისრაელი და პალესტინა დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ახალ ცნობებს ავრცელებენ.
ბოლო მონაცემებით, ისრაელში 1 300 ადამიანია დაღუპული, ღაზაში - 1 900.
ისრაელში, ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებული ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია 1 300 ადამიანი, ხოლო დაშავებულია 3 418.
პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ცნობებით, ღაზაში 1 900 ადამიანია დაღუპული, მათ შორის 256 ბოლო 24 საათში და დაშავებულია 7 696.
იპნ
რუსულმა ძალებმა, დღეს დილით ხარკოვზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, არიან დაშავებულები. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ხარკოვის საოლქო-სამხედრო ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, თავდასხმის შედეგად 9 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა, მათ შორის 11 თვის ბავშვი.
„ახლა მაშველები ახორციელებენ დარტყმის შედეგების ლიკვიდირებას და შენობების ნანგრევებს ასუფთავებენ“, - ხარკოვის გუბერნატორმა.
შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა გუშინ ხარკოვის ოლქის კუპიანსკის რაიონის სოფელი გრო
14 წლის აითაჯ შახმაროვა მისმა გამტაცებელმა, 28 წლის მამაკაცმა 6 ოქტომბერს მოკლა. გოგონა დმანისის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სკოლის მე-9 კლასში ირიცხებოდა, თუმცა მას მიმდინარე სასწავლო წლიდან სკოლაში არ უვლია. როგორც განათლების ადგილობრივი რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, სკოლამ მოსწავლის მშობელი დაიბარა და ახსნა-განმარტება მოსთხოვა. დედა 5 ოქტომბერს გამოცხადდა მათთან და თქვა, რომ მისი შვილი კახეთში დასასვენებლად იყო წასული და მეორე დღეს დაბრუნდებოდა.
მეორე დღეს აითაჯი მოკლეს... პატარა გოგო
ეგვიპტე, ისრაელი და აშშ შეთანხმდნენ, რომ ღაზაში მყოფი აშშ-ის მოქალაქეები რაფაჰის გადასასვლელის გავლით ეგვიპტეში შესვლას შეძლებენ.
ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამერიკელი ოფიციალური პირის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გადასასვლელი ადგილობრივი დროით 12 საათიდან 17 საათამდე იქნება ღია.
ჯერჯერობით არ არის ცნობილი, მისცემს თუ არა „ჰამასი“ ამერიკელებს ღაზას დატოვების უფლებას.
იპნ
განმარტება სტატუს შეჩერებული სტუდენტებისთვის და მათი მშობლებისთვის.
რუსუდან თევზაძე, განათლების ექსპერტი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი.
387869390_1778374435950731_9179329575182995582_n.mp4
მცირეწლოვანი ბავშვების ოჯახებისთვის ავიაბილეთზე ფიქსირებული თანხაო, დანარჩენებმა ჩაუჩხრიალეთ ფული გაიაშვილს ჯიბეში, რამდენსაც მოგთხოვთო!
აი, ესაა ბიზნესთან კორუფციულად შეზრდილი მთავრობის პოზიცია!
საქართველოს მთავრობა ჩარტერი დაიდოს!
ბერდია სიჭინავა, პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი.
ისრაელი ღაზას სექტორში „მნიშვნელოვანი სახმელეთო ოპერაციისთვის” მზადებას ასრულებს.
ამის შესახებ განცხადებას ისრაელის თავდაცვის ძალების ავრცელებს.
განცხადების თანახმად, ისრაელის თავდაცვის ძალები „შეტევითი ოპერატიული გეგმების ფართო სპექტრის” განხორციელებით „შეტევის გაფართოებისთვის” ემზადება, რომლებიც, მათივე ცნობით, „ჰაერიდან, ზღვიდან და ხმელეთიდან ერთიან და კოორდინირებულ შეტევას” მოიცავს.
ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ისინი ასობით ათასი რეზერვისტის გაწვევას ასრულებენ და ახ
ვერსალის სასახლეში ბომბის საფრთხე დაფიქსირდა, მიმდინარეობს ევაკუაცია.
ამის შესახებ ინფორმაციაც გამოცემა AFP საფრანგეთის პოლიციის წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყარომ აღნიშნა, რომ გაფრთხილება ონლაინ ანონიმური მესიჯით მივიდა და სასახლე, საფრანგეთის ერთ-ერთი მთავარი ტურისტული ღირსშესანიშნაობა, როგორც მინიმუმ დღის ბოლომდე იქნება დახურული.
ცნობისთვის, აქამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მუქარების ფონზე ლუვრის მუზეუმი დაიხურა.
იპნ
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა კანონმდებლები გააფრთხილა, რომ უახლოეს კვირებში აზერბაიჯანი შესაძლოა სომხეთში შეიჭრას.
ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Politico აღნიშნულ საუბარში მონაწილე ორ ადამიანზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროების ინფორმაციით, 3 ოქტომბერს გამართულ სატელეფონო საუბარში, ამერიკელმა კანონმდებლებმა ბლინკენს მოსთხოვეს აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის წინააღმდეგ ზომები მიეღო სექტემბერში მთიან ყარაბაღში შეჭრასთან დაკავშირებით.
ბლინკენმა მათ უპასუხა, რო
რომის პაპი ფრანცისკე ღაზას სექტორში ჰუმანიტარული დერეფნების შექმნისა და „ჰამასის“ მიერ აყვანილი მძევლების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.
„ვფიქრობ უამრავ ადამიანზე, რომლებიც იტანჯებიან, ახალგაზრდებსა და მოხუცებზე და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ტყვეების გათავისუფლებისკენ. გთხოვთ, პატივი სცეთ ჰუმანიტარულ ვითარებას ღაზაში, რათა უზრუნველყოთ ჰუმანიტარული დერეფნების შექმნა მთელი მოსახლეობის დასახმარებლად“, - განაცხადა პაპმა წმინდა პეტრეს მოედანზე გამოსვლისას.
მისი თქმით, „დიდი მწუხარებით ადევნებს თვ
"ეს სასამართლო „ნაციონალური რეჟიმის'' შექმნილი სისტემაა, რომელიც მერე „ოცნებამ" გადაიბარა, გააძლიერა და ახლა სატელეფონო მესიჯებით იმართება.
„ოცნების" მთავარი მიზანი, არა კონკრეტულად სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტია, არამედ მთლიანად პრეზიდენტის ინსტიტუტის. მათ სურთ, რომ ეს ინსტიტუტი სრულად დაიქვემდებარონ."
ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
393397014_1783850432030313_4811924964380784359_n.mp4
"ამ პროცესის საბოლოო მიზანი, პრეზიდენტის ინსტიტუტის საბოლოო პარტიული დაქვემდებარებაა,
რითაც გამოუსწორებელი ზიანი ადგება ქვეყნის ევროპულ მომავალს.
ჩვენი მთავარი პოლიტიკური ამოცანა, ინსტიტუტის დაცვა და იმ შეთანხმების ჩაშლაა, რომელიც ნაცებმა და ქოცებამ შეიძლება მიაღწიონ და ერთობლივად დააიმპიჩმენტონ ქვეყნის მომავალი. ჩვენ ყველა საშუალების გამოყენებით, შევეწინააღმდეგებით იმპიჩმენტის პროცესს."
ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.