Jump to content
Planeta.Ge

ჩვენი თავდაცვის წყალობით საქართველოს გაეხსნება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივა — ზელენსკი


უკრაინის პრეზიდენტმა გაერთიანებული საექსპედიციო ძალების ქვეყნების ლიდერებს მიმართა.

ზელენსკიმ რეგიონული თანამშრომლობის ფორმატების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, თუ როგორ ავითარებს უკრაინა თანამშრომლობას შავი ზღვის რეგიონის მეზობლებთან: რუმინეთთან, მოლდოვასთან, ბულგარეთთან, თურქეთთან.

„ჩვენ ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ერთობლივი უსაფრთხოება და ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის განვითარება შავი ზღვის რეგიონში არის მთელი ევროპის გეოპოლიტიკური სტაბილურობის ერთ-ერთი გასაღები. უსაფრთხოების ახალი პერსპექტივები ასევე გაჩნდება შავი ზღვის მეზობელ სამხრეთ კავკასიის რეგიონში ცვლილებების გამო. ეს შემატებს პოტენციალს ჩვენს ერთობლივ უსაფრთხოებას აქ, ევროპის ჩვენს ნაწილში. მით უმეტეს, როცა რუსული აგრესიისგან ჩვენი თავდაცვის წყალობით, საქართველოს გაეხსნება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის  ახალი პერსპექტივები “, — განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ახლა ყველა ისტორიული შემობრუნების მომენტშია, როდესაც ორი არჩევანი აქვს: ან ტერორისტული რუსეთი შეძლებს თავისუფლების დამარცხებას, ან გეოპოლიტიკური არასტაბილურობის ზონა გავრცელდება მთელ კონტინენტზე, ან მრავალი დონისა და ფორმატის, განსაკუთრებით რეგიონული თანამშრომლობის წყალობით, რუსეთი წააგებს ამ დაპირისპირებაში.

ნეტგაზეთი

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...