Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    868.548

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ირაკლი ღარიბაშვილი: ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან, რომელსაც დავუდასტურე ჩვენი ერთგულება მშვიდობისა და სტაბილურობისადმი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტიერეშთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება. როგორც პრემიერი აღნიშნავს, შეხვედრაზე განიხილეს გლობალური პარტნიორობის გაძლიერების და მდგრადი განვითარების მიზნების პოპულარიზაციის გზები. „ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერეშთან, რომელსაც დავუდასტურე ჩვენი ერთგულება მშვიდობისა და სტაბილურობისადმი. კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების იდეის ერთ

პრემიერ მინისტრის განცხადებით, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკაა მსოფლიოში

საქართველო ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკაა მსოფლიოში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მდგრადი განვითარების მიზნების სამიტზე განაცხადა, სადაც ლიდერთა დიალოგის ფორმატში გამართულ დისკუსიაში – „ინტეგრირებული პოლიტიკისა და საჯარო ინსტიტუტების გაძლიერება მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად“  – მიიღო მონაწილეობა. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოში 2021 და 2022 წლებში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, ზრდა კვლავ მაღალია და 2023 წლის იანვარ-ივ

შარლ მიშელი: ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე გავიმეორე ევროკავშირის ერთგულება საქართველოს წევრობის პერსპექტივისადმი, ახლა დროა, შესრულდეს პრიორიტეტები, რომელიც არის გასაღები სტატუსის მისაღებად

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას „ტვიტერის“ გვერდზე ეხმაურება. როგორც შარლ მიშელი წერს, დროა, კონკრეტულად შესრულდეს სტატუსის მისაღებად საჭირო პრიორიტეტები. „მივესალმები ევროკავშირთან დაკავშირებული რეფორმების შესახებ დღევანდელ განცხადებას. კიდევ ერთხელ გავიმეორე ევროკავშირის ერთგულება საქართველოს წევრობის პერსპექტივისადმი. ახლა დროა, შესრულდეს პრიორიტეტები, რომელიც არის გასაღები სტატუსის მისაღებად“, – აღნიშნავს შარლ მ

ილია დარჩიაშვილი: აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უმნიშვნელოვანესი ორმხრივი შეხვედრები გამართა

აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გამართა უმნიშვნელოვანესი ორმხრივი შეხვედრები, –  ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა. საუბრისას ილია დარჩიაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ორმხრივ შეხვედრებზე. „დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ, ნიუ იორკში. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ესწრება გაერო-ს გენერალურ ასამბლეას. პირველი შეხვედრა, პირველი მონაწილეობა პრემიერ

ვოლოდიმირ ზელენსკი: უნდა გავზარდოთ გაერო-ს უნარი, შეაჩეროს და აღკვეთოს აგრესია, ამასთან დაკავშირებით უკრაინა გაერო-ს წევრებს მკაფიო წინადადებას შესთავაზებს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში იმყოფება და მონაწილეობას მიიღებს გაერო-ს გენერალური ასამბლეის ღონისძიებებში, ასევე შეხვდება ამერიკელ ოფიციალურ პირებს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. ზელენსკიმ თავდაპირველად მოინახულა უკრაინელი სამხედროები, რომლებიც რეაბილიტაციასა და მკურნალობას ნიუ იორკის საავადმყოფოში გადიან. უკრაინის პრეზიდენტი გაერო-ს გენერალური ასამბლეის გარდა, მდგრადი განვითარების მიზნების სამიტსა და უშიშროების საბჭოში მიიღებს მონაწილეობას. „მნიშვნელოვა

ოლექსი დანილოვი: რუსეთში ახალი აჯანყება მწიფდება

უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის თქმით, რუსეთში ახალი აჯანყება მწიფდება, რომელიც რუსეთის ფედერაციის დანაწევრებას გამოიწვევს. დანილოვი ამბობს, უკრაინამ იცის ვინ ხელმძღვანელობს აჯანყებას და როგორ მოხდება ის. ,,ვფიქრობ, რომ ეს აღარ იქნება მარში. გაიხსენეთ, როგორ მოხდა 1991 წლის აგვისტოში სსრკ-ს დაშლა. აჯანყება მართლაც მზადდება, როგორც ეს ,,საგანგებო ვითარების სახელმწიფო კომიტეტის ჯგუფთან" 1991 წელს მოხდა. ეს მზადდება და ისინი უკვე იკრიბებიან. ჩვენ ვიც

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტებზე ორი პირი ამხილა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო და ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა ორი პირის მიმართ დაიწყო. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობისათვის საჭირო შესაბამისი გამოცდილების ხელოვნურად დადასტურებ

ჯო ბაიდენის შვილი, მისი საგადასახადო ინფორმაციის უკანონოდ გასაჯაროების გამო, აშშ-ის შემოსავლების სამსახურს უჩივის

ჯო ბაიდენის შვილი, ჰანთერ ბაიდენი, მისი საგადასახადო ინფორმაციის უკანონოდ გასაჯაროების გამო, აშშ-ის შემოსავლების სამსახურს უჩივის. სარჩელი ორი ოფიცრის მიმართ არის შედგენილი, რომლებმაც კონგრესს ჩვენება მისცეს ჰანთერ ბაიდენის ბიზნესგარიგებების შესახებ მიმდინარე გამოძიების დეტალებთან დაკავშირებით. სარჩელში ბაიდენის ადვოკატები ირწმუნებიან, რომ ამით მათი კლიენტის პირადი ცხოვრების კონფიდენციალურობა დაირღვა. ჰანთერ ბაიდენი კომპენსაციის სახით 1000 დოლარის ოდენობით თანხას, ასევე იურიდიული ხარჯე

სომხური მედიის ინფორმაციით, აზერბაიჯანის არმია ყარაბაღში ქალაქ სტეფანაკერტს ბომბავს

სომხური მედიის ინფორმაციით, აზერბაიჯანის არმია ყარაბაღში ქალაქ სტეფანაკერტს ბომბავს. სომხურ მედიასთან საუბარში არაღიარებული ყარაბაღის ადმინისტრაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დაბომბვა უკვე ნახევარი საათია, გრძელდება და არ არის კავშირი რეგიონში. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ აზერბაიჯანმა ყარაბაღში ლოკალური ხასიათის ანტიტერორისტული ღონისძიებები დაიწყო.

კახა კალაძე - მინდა, მივმართო თბილისის მოსახლეობას, ოჯახებს, რომლებიც ავარიულ კორპუსებში ცხოვრობენ, იაქტიურეთ, მიმართეთ თქვენივე რაიონის გამგეობას

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოადგილესთან, ირაკლი ბენდელიანთან ერთად „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში დაწყებულ მორიგ პროექტს გაეცნო. სამგორის რაიონში, კერძოდ, კალოუბნის N18-ში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლის დემონტაჟი უკვე დაწყებულია და 30 თვეში ამჟამად ქირით უზრუნველყოფილი 29 ოჯახი ახალაშენებულ სახლში, გარემონტებული საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდება. „დედაქალაქში, სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ავარიული შენობა-ნაგებობა გვაქვს, რომელთაც ავარიულობის სხვადასხვა კატეგ

აზერბაიჯანული მედიის ცნობით თურქეთი მათ მხარდაჭერას უცხადებს

თურქეთი დღეს, როგორც ყოველთვის, აზერბაიჯანის გვერდით დგას, - აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა იაშარ გიულერმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან, გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა. მათივე ცნობით, სატელეფონო საუბრის დროს თურქეთის თავდაცვის მინისტრმა აზერბაიჯანს მხარდაჭერა გამოუცხადა.

სომხეთის მხარე აცხადებს, რომ მთიან ყარაბაღში მათ არმია არ ჰყავთ

აზერბაიჯანის მიერ ყარაბაღის ,,ტერიტორიიდან სომხეთის შეიარაღებული ძალების ფორმირებების განიარაღებისა და გაყვანისთვის" დაწყებული ,,ანტიტერორისტული" ღონისძიებების პასუხად სომხეთი ამბობს, რომ ყარაბაღში ჯარები არ ჰყავს. ერევანი ამტკიცებს, რომ აზერბაიჯანის ოფიციალური უწყებებისა და მასმედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მთიან ყარაბაღში სომხეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო აღჭურვილობა და პერსონალია განთავსებული სიცრუეა. ,,სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრომ არაერთხელ

ირაკლი კობახიძე - რადიკალურ ოპოზიციას სურს, არ მივიღოთ სტატუსი, რათა შემდეგ სცადონ ქვეყანაში ვითარების არევა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, რადიკალურ ოპოზიციას არ სურს, ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს და ამაზე მიუთითებს მათი მოქმედებები. „ერთადერთი, რაც უნდა რადიკალურ ოპოზიციას, არის, როგორმე ჩვენ არ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. გახსოვთ ამასთან დაკავშირებით გუშინდელი წამოცდენებიც. მათ აქვთ ერთადერთი თვითმიზანი, რომ ქვეყანამ დეკემბერში არ მიღოს კანდიდატის სტატუსი, რათა შემდეგ დეკემბერში – ან მანამდე, ოქტომბრიდან – სცადონ რაღაცნაირად ქვეყანაში ვითარების არევა.

მიხეილ სააკაშვილი: პროკურორი, რომელმაც ჩემზე საქმეები აღძრა, „ეფესბეს” პირდაპირი აგენტი აღმოჩნდა

ფარცხალაძე, პროკურორი, რომელმაც ჩემზე საქმეები აღძრა, „ეფესბეს” პირდაპირი აგენტი აღმოჩნდა, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც ის აღნიშნავს, პუტინი საქართველოს ყველა ხელისუფლებას სთხოვდა ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელის დანიშვნას, რაზეც მიხეილ სააკაშვილისგან უარი მიიღო. „ფარცხალაძე, პროკურორი, რომელმაც ჩემზე საქმეები აღძრა, “ეფესბეს” პირდაპირი აგენტი აღმოჩნდა. მინდა ვკითხო ტელევიზიით გამოსულ პოლიტიკოსებს - თუნდაც ეს ფაქტი არ ა

ირაკლი კობახიძის თქმით მმართველმა პარტიამ პარტნიორების წინაშე დეტალური გეგმა წარადგინეს და ყველაფერს 100 პროცენტით ასრულებენ

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტი დღეს დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტს მესამე მოსმენით განიხილავს და, შეთანხმების შესაბამისად, საპარლამენტო უმრავლესობა კენჭისყრაზე მას მხარს არ დაუჭერს. ასევე, მისი თქმით, ყველა პუნქტთან დაკავშირებით შესრულდება ევროკომისიის რჩევა. „მესამე მოსმენაა და მარტივია მისი განხილვა, წესით, გავა და დღესვე დადგება კენჭისყრაზე, შესაბამისად, უმრავლესობა მას მხარს არ დაუჭერს ამ შეთანხმების შესაბამისად. რაც შეეხება დანარჩ

მიხეილ დაუშვილი: თუ მართლა გინდათ პოლიტიკურ კორუფციას ებრძოლოთ, ნუ უშლით ხელს „ქოლცენტრებთან“ დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას

იმისათვის, რომ ქვეყანა რეალურად განვითარდეს და მოქალაქეებმა მეტი სარგებელი და კეთილდღეობა მიიღონ, ამას ევროინტეგრაცია სჭირდება - ევროინტეგრაციას კი სჭირდება კონკრეტული რეკომენდაციების შესრულება, - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „საქართველოსთვის“ წევრმა მიხეილ დაუშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ერთ-ერთი პირველი შესასრულებელი რეკომენდაცია დეოლიგარქიზაციაა. „დეოლიგარქიზაციის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტებით

ირაკლი კობახიძე: ოპტიმიზმით ველოდები აშშ-ის ახალ ელჩს, იმედი მაქვს, რადიკალურად შეცვლის იმ პოლიტიკას, რომელსაც მისი წინამორბედი აწარმოებდა

ოპტიმიზმით ველოდები ახალ ელჩს, ქალბატონ რობინ დანიგანს. იმედი მაქვს, ის რადიკალურად შეცვლის იმ პოლიტიკას, რომელსაც მისი წინამორბედი, კელი დეგნანი აწარმოებდა, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოში კელი დეგნანის საქმიანობა კონტრპროდუქტიული იყო. „იცით, რომ ყოფილმა ელჩმა ძალიან უარყოფითი როლი შეასრულა ქართულ-ამერიკული ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით. სამწუხაროდ, მისი საქმიანობა კონტრპროდუქტიული იყო. ძალიან დიდი

ირაკლი ზარქუა: ხაბე არ მოგწონთ და ვაშაძე დაისვით თავზე, ადგილიც წაურთმევია, ხაბეს ადგილას იჯდა

დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პაატა მანჯგალაძესა და უმრავლესობის წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. კამათი ოთარ ფარცხალაძისთვის სანქციების დაწესების საკითხზე მანჯგალაძის რეპლიკას მოჰყვა. ,,პატივცემული ზარქუა იქამდე მივიდა, რომ ფარცხალაძეზე თქვა კაცური კაციაო. თურმე ფარცხალაძე ყოფილა მაგარი კაცი. მე ახლა ვსვამ კითხვას: ადამიანი, რომელიც მხილებულია ჯაშუშობაში, რომელიც წინა ცხოვრებაში იყო ,,ბოტასების" ქურდი, რომელი თქვენგანისთვის არის მაგარი კაცი, თუ შეიძლება ხელი აწიეთ. თქვენის

დიმიტრი ხუნდაძის თქმით, 2024 წლის არჩევნებზე ხალხს არჩევანის გაკეთება მოუწევს ქვეყნის რეალურ სუვერენიტეტსა და იმ უსიტყვო მორჩილებას შორის, რითაც დღემდე ცხოვრობდა

ფაქტობრივად დაიწყო წინასაარჩევნო წელი და 2024 წლის შემოდგომაზე ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ უმნიშვნელოვანესი არჩევანის წინაშე დადგება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე „ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა. მისი თქმით, ხალხს არჩევანის გაკეთება მოუწევს ქვეყნის რეალურ სუვერენიტეტსა და იმ უსიტყვო მორჩილებას შორის, რითაც დღემდე ცხოვრობდა საქართველო. „ახალ უმკაცრეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში, როდესაც პროცესები ჯერ მხოლოდ ირევა და

პროკურატურის ცნობით ოთარ ფარცხალაძეს მიხეილ სააკაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეებთან არანაირი შეხება არ ჰქონია

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ყოფილ გენერალურ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს მიხეილ სააკაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეებთან არანაირი შეხება არ ჰქონია. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ოთარ ფარცხალაძემ თანამდებობა 2013 წელს დატოვა, ხოლო პირველად სისხლისსამართლებრივი დევნა მიხეილ სააკაშვილის მიმართ 2014 წლის 28 ივლისს დაიწყო. „ამ ცილისმწამებლური კამპანიის მთავარი ხაზი სწორედ ოთარ ფარცხალაძის ამ საქმესთან დაკავშირებაა, რაც მარტივად გარკვევად

შარლ მიშელი: აზერბაიჯანის სამხედრო მოქმედებები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აცხადებს, რომ აზერბაიჯანის სამხედრო მოქმედებები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. ამის შესახებ მიშელი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს. „დღეს გამანადგურებელი ამბები მოდის ყოფილი მთიანი ყარაბაღის ოლქიდან. აზერბაიჯანის სამხედრო მოქმედებები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, რათა შესაძლებელი გახდეს ნამდვილი დიალოგი ბაქოსა და ყარაბაღელ სომხებს შორის“, – წერს მიშელი. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ ყარაბაღში „ანტიტერორისტული ღონისძიებების“ დაწყების შესახებ გან

მარია ზახაროვა: შეერთებულმა შტატებმა სომხეთი გეოპოლიტიკური თამაშების მსხვერპლად აირჩია

შეერთებულმა შტატებმა სომხეთი გეოპოლიტიკური ნულოვანი ჯამის თამაშების მსხვერპლად აირჩია, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხდა. „ჩვენ არ გვქონია ილუზია ვაშინგტონის რეალურ მიზნებზე პოსტსაბჭოთა სივრცეში და განსაკუთრებით ამიერკავკასიაში. ამაზე არ გვილაპარაკია? – მაქსიმალური ზიანი მიაყენოს რუსეთის პოზიციას და მის კავშირებს თავის უახლოეს მოკავშირეებთან. და აქ აღარ აქვს მნიშვნელობა შედეგებს, მიზნებს, ამოცანებს, თანმდევ ხარჯებს. დაარ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებისთვის საერთო საცხოვრებლის მშენებლობას იწყებს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებისთვის საერთო საცხოვრებლის მშენებლობას იწყებს. სამშენებლო სამუშაოების განხორციელებაზე ტენდერი უკვე გამოცხადდა. 300-მდე სტუდენტზე გათვლილი საერთო საცხოვრებელი, მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის ტერიტორიაზე განთავსდება.  

ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების საკითხის შესწავლა მოკვლევის ეტაპიდან გამოძიების ეტაპზე გადავიდა

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების საკითხის შესწავლა მოკვლევის ეტაპიდან გამოძიების ეტაპზე გადავიდა. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მოპოვებულ, მათ შორის უცხოეთის შესაბამისი კომპეტენტური ორგანოებიდან გამოთხოვილ მტკიცებულებებს, მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება და მასზე მოხდება ეფექტიანი სამართლებრივი რეაგირება. „რაც შეეხება ამერიკის შეერთებული შ

დრანდის ციხიდან გაქცეული პატიმარი დააკავეს

ოკუპირებულ აფხაზეთში ციხიდან გაქცეული მამაკაცი დააკავეს. ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, ძებნილი 18 სექტემბერს, დილის 7 საათზე, სოფელ კამანის მახლობლად დააკავეს. სოფელ იაშთუხის მკვიდრი, 35 წლის გურგენ კირაკოსიანი დრანდის ციხიდან 13 აგვისტოს გაიქცა. ის ,,მკვლელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების" ბრალდებით იყო დაკავებული. ამჟამად კირაკოსიანი დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.
×
×
  • შექმენი...