Jump to content
Planeta.Ge

ირაკლი ზარქუა: ხაბე არ მოგწონთ და ვაშაძე დაისვით თავზე, ადგილიც წაურთმევია, ხაბეს ადგილას იჯდა


დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პაატა მანჯგალაძესა და უმრავლესობის წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. კამათი ოთარ ფარცხალაძისთვის სანქციების დაწესების საკითხზე მანჯგალაძის რეპლიკას მოჰყვა.

,,პატივცემული ზარქუა იქამდე მივიდა, რომ ფარცხალაძეზე თქვა კაცური კაციაო. თურმე ფარცხალაძე ყოფილა მაგარი კაცი. მე ახლა ვსვამ კითხვას: ადამიანი, რომელიც მხილებულია ჯაშუშობაში, რომელიც წინა ცხოვრებაში იყო ,,ბოტასების" ქურდი, რომელი თქვენგანისთვის არის მაგარი კაცი, თუ შეიძლება ხელი აწიეთ. თქვენისთანა ხალხის ადგილი არის პოლიტიკურ სანაგვეზე და ნახავთ ამ პერიოდს თქვენ", - განაცხადა ,,რეფორმების ჯგუფის" წევრმა პაატა მანჯგალაძემ.

მმართველ გუნდიდან მას დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ უპასუხა და აღნიშნა, რომ გიორგი ვაშაძე პარლამენტში 5 კაცით შევიდა, თუმცა ერთადერთი პაატა მანჯგალაძეღა შერჩა.

,,ხაბე არ მოგწონთ და ვაშაძე მოიყვანეთ და ვაშაძე დაისვით თავზე. ადგილიც წაურთმევია, დღეს იჯდა ხაბეს ადგილას და ის კიდევ, მსხვერპლი რომ ჰყავს გვერდზე - მანჯგალაძე. ასე უბერავენ ჯიგრები ერთად იმიტომ, რომ მოასკუპდნენ ,,ნაციონალურ მოძრაობას" ერთად. მკვდარი მკვდარს აეკიდაო მაგათზეა ნათქვამი. ვაშაძე 5 კაცით შემოვიდა პარლამენტში და ერთი შემორჩა, ის მანჯგალაძე. მსხვერპლია, იმასაც გავათავისუფლებთ მალე. პოპულისტი, მატყუარა, ყველაფერზე რომ წავა ისეთი ადამიანი გყავთ გვერდში და ამით გინდათ თქვენ ხელისუფლებაში მოხვიდეთ", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...