Jump to content
Planeta.Ge

ირაკლი კობახიძე: ოპტიმიზმით ველოდები აშშ-ის ახალ ელჩს, იმედი მაქვს, რადიკალურად შეცვლის იმ პოლიტიკას, რომელსაც მისი წინამორბედი აწარმოებდა


ოპტიმიზმით ველოდები ახალ ელჩს, ქალბატონ რობინ დანიგანს. იმედი მაქვს, ის რადიკალურად შეცვლის იმ პოლიტიკას, რომელსაც მისი წინამორბედი, კელი დეგნანი აწარმოებდა, - ამის შესახებ პარტიაქართული ოცნებისთავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში კელი დეგნანის საქმიანობა კონტრპროდუქტიული იყო.

იცით, რომ ყოფილმა ელჩმა ძალიან უარყოფითი როლი შეასრულა ქართულ-ამერიკული ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით. სამწუხაროდ, მისი საქმიანობა კონტრპროდუქტიული იყო. ძალიან დიდი იმედი მაქვს, ახალი ელჩი რადიკალურად შეცვლის ამ დამოკიდებულებას და მისი ელჩობის პირობებში ქართულ-ამერიკული ურთიერთობები მეტად გაღრმავდება. დიდი ინტერესით ველოდები ახალ ელჩთან თანამშრომლობას“, – განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, კობახიძეს კითხვა დაუსვეს, როგორ შეაფასებდა ამერიკის ახალ ელჩთან დაკავშირებით მოძრაობახალხის ძალის განცხადებას, სადაც ნათქვამია: „ელჩი რობინ დანიგანი უშუალოდ იყო ჩართულიმაიდნისრევოლუციის ორგანიზებაში. მას ახლო ურთიერთობები აკავშირებს როგორც ნულანდთან, ისე ერმაკთან და არახამიასთან“.

მათ აქვთ თავისი შიშები. ისინი მიიჩნევენ, რომ არის რისკები, მე მიმაჩნია, რომ ახალი ელჩის პირობებში ოპტიმიზმის საფუძველი გვაქვს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ რობინ დანიგანთან შედგება არაჩვეულებრივი თანამშრომლობა, რამაც ქართულ-ამერიკული ურთიერთობები უნდა გააღრმაოს. მარტივი პრობლემები არ იყო, რაც წინა ელჩმა შექმნა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში. იმედი მაქვს, ახალი ელჩის პირობებში ეს ყველაფერი რადიკალურად შემოტრიალდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...