Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.108.697

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

რუსებმა ზაპოროჟიე დაბომბეს

რუსებმა ზაპოროჟიე მართვადი საავიაციო ბომბებით დაბომბეს, რის შედეგადაც 11 მშვიდობიანი მოქალაქე დაიჭრა, - ინფორმაციას უკრაინული მედია შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დადასტურდა, რომ რუსებმა ზაპოროჟიეს ტერიტორიას 13 ბომბით დაარტყეს. სამაშველო სამუშაოები დასრულებულია. დაჭრილ 11 მშვიდობიან მოქალაქეს შორის არის ორი მამაკაცი და ცხრა ქალი.   იპნ

ქართველმა მოჭიდავეებმა მონაწილეობა მიიღეს შეჯიბრში, რომელშიც ოკუპირებული რეგიონები დამოუკიდებელ ქვეყნებად წარდგნენ

ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა მონაწილეობა მიიღეს 1-2 ოქტომბერს ვლადიკავკაზში გამართულ შეჯიბრებაში. ტურნირში ასევე მონაწილეობდნენ მოჭიდავეები რუსეთიდან, ასევე, საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან – აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან. აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ტურნირზე დამოუკიდებელ ქვეყნებად იყო წარმოჩენილი. საქართველოს სახელით ტურნირში მონაწილეობდნენ: მელაძე ა. ჯიოევი დ. ელბაქიძე გ. კობახიძე საბა; ბეშიძე ნ. მარსაგიშვილი რ.

რა შემთხვევაშია ბიულეტენი ბათილი | ცესკომ განკარგულება მიიღო

დღეს, 5 ოქტომბერს ცესკომ განკარგულება მიიღო და არჩევნებისთვის კენჭისყრის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების უზრუნველსაყოფად საარჩევნო ბიულეტენის შევსების წესი დაადგინა. გადაწყვეტილების თანახმად, დეტალურად განიმარტა ბიულეტენის შევსების წესი და ბიულეტენის ბათილობის საფუძვლები. წესის მიხედვით, ამომრჩეველმა სპეციალური მარკერით უნდა გააფერადოს ან მონიშნოს მისთვის სასურველი მხოლოდ ერთი პარტიის სახელწოდების წინ არსებული წრის შიდა სივრცე. ბათილია ბიულეტენი თუ: გაფერადე

გახარია - გამოდიხარ და სოხუმის დაცემის დღეს შენ ქვეყანას აბრალებ ომის დაწყებას - ამბობ, ომი ჩვენ დავიწყეთ და ამიტომ გვიპასუხა რუსეთმაო -  ეს არის ღალატი

"გპირდებით, ჩვენ ის ხალხი ვართ, ვინც ამერიკას, ევროპასაც დაელაპარაკება და რუსეთთან დალაპარაკების შესაძლებლობაც გვექნება. ოღონდ ისე კი არა ესენი ("ქართული ოცნება") ბოდიშით რო იწყებენ ლაპარაკს, არაფერი დაგიშავებია, შენ ხარ ოკუპირებული, შენ წაგართვეს ტერიტორიები, შენ მოგიწყეს ეთნიკური წმენდა და ბოდიშით იწყებ. თან არ ხსნი ამ ბოდიშს ვის უხდი და რატომ. მერე გამოდიხარ და სოხუმის დაცემის დღეს შენ ქვეყანას აბრალებ ომის დაწყებას. ამბობ ომი ჩვენ დავიწყეთ და ამიტომ გვიპასუხა რუსეთმაო -  ეს არის ღალატი."

პაველ ჰერჩინსკი - ჩემი ფუნქცია არ არის ვუთხრა ქართველებს, რომელ პარტიას დაუჭირონ მხარი და რომელს არა, ეს იქნება აშკარა ჩარევა, მაგრამ ჩემი როლია, ვუთხრა ყველას ხმამაღლა, რა ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას და ეს არის ის, რასაც მე ვაკე

ჩემი ფუნქცია არ არის, ვუთხრა ქართველებს, რომელ პარტიას დაუჭირონ მხარი და რომელს არა - ეს იქნება აშკარა ჩარევა. ეს არის ის, რასაც მე არ ვაკეთებ, მაგრამ ჩემი, როგორც ევროკავშირის ელჩის როლია ვუთხრა ყველას ხმამაღლა და გარკვევით, რა ეხმარება საქართველოს მიაღწიოს პროგრესს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და რეალურად რა ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას და ეს არის ის, რასაც მე ვაკეთებ, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც

იუსტიციის სამინისტრო „პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საარჩევნო შტაბის გახსნის“ თაობაზე სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში კანონმდებლობის დარღვევის ნიშნებს ხედავს, რის გამოც მის წარმომადგენელს უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე იბარებს

იუსტიციის სამინისტრო საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული განცხადების გამო, ადმინისტრაციისგან განმარტებას ითხოვს, რის გამოც ქვეყნის პირველი პირის წარმომადგენელს უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე იბარებს. როგორც ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განუცხადა, კომისიამ სხდომა დღეს გამართა, თუმცა პრეზიდენტის წარმომადგენელი სხდომაზე არ გამოცხადდა, რის გამოც ქვეყნის პირველი პირის ადმინისტრაციაში, მორიგ სხდომაზე დასწრების მოთხოვნით კიდევ ერთი წერილი გაიგზავნება.

USAID-მა კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამაში „აწარმოე საქართველოსთან“ თანამშრომლობა შეაჩერა

USAID-მა კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამაში „აწარმოე საქართველოსთან“ თანამშრომლობა შეაჩერა. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ USAID-ში განუცხადეს. USAID-ში განმარტავენ, რომ აღნიშნული ამერიკის მხრიდან საქართველოს მთავრობისთვის შეჩერებული 95 მლნ დოლარზე მეტი დახმარების ნაწილი იყო. „საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებისა და დეზინფორმაციის საპასუხოდ, აშშ-ს მთავრობამ შეაჩერა 95 მილიონ დოლარზე მეტი დახმარება, რომელიც პირდაპირ სარგებელს მოუტანდა საქართველ

ივანიშვილს როდის იბარებთ სახელმწიფოს წინააღმდეგ ღალატზე? – მეზვრიშვილი პროკურატურას

პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრი ნათია მეზვრიშვილი ეხმაურება ცესკოს მიმართვის საფუძველზე პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყებას. გამოძიების ფარგლებში პროკურატურამ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოკითხვაზე დაიბარა. ნათია მეზვრიშვილის თქმით, ეს გამოძიება და პრეზიდენტის დაბარება ისტორიას დარჩება, როგორც ყველაზე სამარცხვინო ფაქტი. „რას დაემსგავსეთ, რას? ივანიშვილს როდის იბარებთ სახელმწიფოს წინააღმდეგ ღალატზე? პაპუაშვილს როდის იბარებთ მუქარაზე? ადამიანებზე თავდა

ზაზა თავაძე - დღევანდელი მონაცემებით, არჩევნების მასიურად დარღვევების მიმდინარეობის გამო, 24 ერთეულ საოლქო საარჩევნო კომისიაში წარდგენილი არც ერთი საჩივარი, ხმის მიცემის ფარულობასთან დაკავშირებით, არც ერთმა საოლქო საარჩევნო კომისიამ არ დააკმაყოფილა

"ქართულმა ოცნებამ” რომ ქვეყნის ძირითადი კანონის 24-ე მუხლით გარანტირებული არჩევნების კონსტიტუციური უფლება და, შესაბამისად, საქართველოს ცივილიზებული ევროპული მომავალი მოპარა თითოეულ ჩვენთაგანს, ფაქტია, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი ზაზა თავაძე წერს. მისივე თქმით, დღევანდელი მონაცემებით, არჩევნების მასიურად დარღვევების მიმდინარეობის გამო, 24 ერთეულ საოლქო საარჩევნო კომისიაში წარდგენილი არც ერთი საჩივარი, ხ

იზოლატორში რიგებია, დაკავებულები არიან ნაცემები, აღენიშნებათ სხვადასხვა ფიზიკური დაზიანებები - ადვოკატი

ადვოკატ ლაშა ტყეშელაძის თქმით, იზოლატორებში გუშინ აქციისას დაკავებულთა რიგებია. მისივე თქმით დაკავებულები ნაცემები არიან და აღენიშნებათ სხვადასხვა დაზიანებები. ადვოკატები ამბობენ, რომ მათი ინფორმაციით, თბილისის იზოლატორებში არსებული რიგების გამო, დაკავებულები, სიღნაღის, საგარეჯოსა და თელავის დროებითი მოთავსების იზოლატორებში გადაჰყავთ. შსს-ს ცნობით, 29-30 ნოემბრის საპროტესტო აქციაზე დაკავებულია 107 პირი. გუშინ, 29 ნოემბრის საღამოს დაწყებული აქცია დღეს დილის 6 საათზე პოლიციური ძალ

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი - ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე სპექტაკლები გადადებულია

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე 30 ნოემბრის და 1-ელი დეკემბრის სპექტაკლები "დაისი" გადადებულია, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი ავრცელებს. მათივე ცნობით, განახლებულ თარიღებთან დაკავშირებულ ინფორმაციას უახლოეს პერიოდში დააანონსებენ. „გაცნობებთ რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე 30 ნოემბრის და 1-ელი დეკემბრის სპექტაკლები "დაისი" გადადებულია. ბილეთების მფლობელების საყურადღებოდ - განახლებულ თარიღებთან დაკავშირებულ ინფორმაციას და

შსს-ს აკადემიის ტაქტიკური მომზადების სამსახურის უფროსი თანამდებობას ტოვებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ტაქტიკური მომზადების სამსახურის უფროსი ინსტრუქტორის, გიორგი გაბეხაძის თქმით, თანამდებობას ტოვებს. გაბეხაძის განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და მას პირველი მერცხალი უწოდა. ზურაბიშვილის თქმით, ეს ფაქტი „რეპრესიული აპარატის ნგრევის უტყუარი წინამორბედი ნიშანია“. პუბლიკა

„გახარია საქართველოსთვის“ - რასაც ახლა ხელისუფლება აკეთებს, ჩვეულებრივი რეპრესიებია - მოვუწოდებთ საერთაშორისო პარტნიორებს, იმოქმედეთ დროულად საქართველოს მოქალაქეების დასაცავად!

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს რეპრესიებს უწოდებს დ მოუწოდებს საერთაშორისო პარტნიორებს, დროულად იმოქმედონ. აღნიშნულის შესახებ განცხადებას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს. „ის, რასაც ახლა ხელისუფლება აკეთებს, არის ჩვეულებრივი რეპრესიები უბრალოდ განსხვავებული აზრის წინააღმდეგ! კიდევ ერთხელ, მოვუწოდებთ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს - იმოქმედეთ დროულად საქართველოს მოქალაქეების დასაცავად!“,- ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, დღეს აქტივისტებ

ჟურნალისტებმა საქმე ძალადობის შიშის გარეშე, თავისუფლად უნდა აკეთონ | ინტერვიუ გულნოზა საიდთან

გულნოზა საიდი – ნიუ იორკში ბაზირებული ორგანიზაცია “ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის” (The Committee to Protect Journalists, CPJ) ევროპის, ევრაზიისა და ცენტრალური აზიის პროგრამების ხელმძღვანელი. “ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი” ღრმად შეშფოთებულია საქართველოში არსებული ვითარებით. საქართველო დიდი ხანია ცნობილია იმით, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის იქ ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი მედია გარემოა. სამწუხაროდ, ამჟამად არსებობს დიდი საფრთხე იმისა, რომ სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს. ამა წლის გაზაფხ

ნათია მეზვრიშვილი - ჩვენი გამოძიება ადასტურებს, რომ გახარიაზე თავდასხმა იყო შეკვეთილი და ორგანიზებული, განხორციელებული თვალთვალით და ჩასაფრებით (ვიდეო)

ჩვენი გამოძიება ადასტურებს, რომ გახარიაზე თავდასხმა იყო შეკვეთილი და ორგანიზებული, განხორციელებული თვალთვალით და ჩასაფრებით. ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/9456497911068833

ქუთაისში ორი კაცი დააკავეს სკოლის მოსწავლეების მიმართ ჩადენილი დანაშაულის ბრალდებით

ქუთაისში ორი კაცი დააკავეს სკოლის მოსწავლეების მიმართ ჩადენილი დანაშაულის ბრალდებით. ერთს პოლიცია სექსუალური ქმედების ჩადენას, მეორეს კი, ბავშვის იძულებას ედავება. სასამართლოს მათ საქმეზე ჯერ არ უმსჯელია. როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, კაცმა, რომელიც ახლა დაკავებულია, მეექვსეკლასელი გოგო მანქანაში მოტყუებით ჩაისვა და სკოლიდან სახლში წაყვანა შესთავაზა. სკოლის დირექტორი ამბობს, რომ კაცმა სახლისკენ მიმავალი გზიდან გადაუხვია. მეორე კაცი ქუთაისის პირველი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავე

"შესაძლოა, გამოუსწორებელი შედეგი მოიტანოს" - ომბუდსმენი საკონსტიტუციოს მიმართავს

საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს, მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში განიხილოს წარდგენილი სარჩელები, რადგან მიაჩნია, რომ შესაძლოა, გამოუსწორებელი შედეგი დადგეს. ეს საქმეებია: გარკვეული კატეგორიის ადამიანებისთვის C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით თანასწორად სარგებლობის უფლების შეზღუდვა; 23 ივნისს საქართველოს პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებითაც ბათუმში შესაძლებელი გახდა მშენებლობების განხორციელებ

ევროკავშირის ლიდერები ჩინეთზე დამოკიდებულების თავიდან ასაცილებლად გაერთიანებას ცდილობენ

Reuters-ის ცნობით, ევროკავშირის ლიდერებმა 21 ოქტომბერს მზარდი შეშფოთება გამოხატეს ჩინეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების საკითხზე, იხსენებენ რა დამოკიდებულებას რუსეთის გაზზე და განაცხადეს, რომ პეკინის მიმართ საჭიროა ერთიანი პოზიციის შემუშავება. ევროპის კავშირი ჩინეთს 2019 წლიდან განიხილავს როგორც პარტნიორს, ეკონომიკურ კონკურენტს და სისტემურ მეტოქეს. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის სამსახურების ლიდერთა სამიტისთვის მომზადებულ დოკუმენტში წერია, რომ პეკინი ახლა პირველ რიგში უნდა განიხილებოდეს ეკონო

ესპანეთი ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის გასაძლიერებლად ბულგარეთსა და რუმინეთში გამანადგურებელ თვითმფრინავებს გაგზავნის

ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის გასაძლიერებლად, ესპანეთი ბულგარეთსა და რუმინეთში 14 გამანადგურებელ თვითმფრინავს გააგზავნის. როგორც მედია ესპანეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, ოფიციალური მადრიდი ექვს Eurofighter-ის თვითმფრინავსა და 130 ჯარისკაცს ბულგარეთში, ადგილობრივი ძალების საწვრთნელად, ნოემბრის შუა რიცხვებისა და დეკემბრის დასაწყისის პერიოდში გააგზავნის. 2023 წლის დეკემბრიდან მარტამდე, ესპანეთის რვა F18M საბრძოლო თვითმფრინავსა და საჰაერო ძალების 130 პერსონალს რუმინეთში ნატო-ს „

ვიდრე ხელისუფლება დუშეთში მთაბარობას ზეიმობს, ხევსურეთის სოფლებიდან შველას იხვეწებიან

ვიდრე დუშეთში ახალმოგონილ მთაბარობას ზეიმობენ და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ათასობით ლარს ხარჯავენ ქეიფისა და დროსტარებისთვის, არხოტის ხეობას, საქართველო-რუსეთის საზღვრისპირა ზოლს, იქ შემორჩენილი თუ ახალდაბრუნებული ადამიანები ტოვებენ. დიდი ხნის განმავლობაში პირველად, წელს ამღა აღარ გათიბულა - სანდუაც მიდის! „ახიელიდან ომარი და გიორგი ნაროზაულები წავიდნენ. ეს ძალიან მძიმეა არხოტისთვის! სამი ადამიანიღა ვრჩებით - მე ჭიმღას და შიო და გურამი ახიელს! ასიათას ჰექტარ მიწაზე და იცით, ეს სად ხდება?

ტანზანიაში სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფას სულ მცირე 19 ადამიანი ემსხვერპლა

ტანზანიაში სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფას სულ მცირე 19 ადამიანი ემსხვერპლა. მედიის ცნობით, თვითმფრინავი ტბა ვიქტორიაში იმ დროს ჩავარდა, როდესაც ტბის მახლობლად მდებარე აეროპორტში დაჯდომას ცდილობდა. ავიაკატასტროფის დროს ქარიშხალი და ძლიერი წვიმა იყო. მაშველები მგზავრების გამოსაყვანად ტბაში ნავებით შევიდნენ, რადგან წყალში ჩავარდნის შემდეგ, თვითმფრინავის ნაწილები თითქმის მთლიანად ჩაიძირა. თვითმფრინავის ბორტზე 39 მგზავრი და ეკიპაჟის ოთხი წევრი იმყოფებოდა.  

საგარეო უწყება - სტამბოლში, გენერალურ საკონსულოში საქართველოს მოქალაქეების შესახებ ოფიციალური შეტყობინება არ შესულა - საკონსულო მუდმივ კომუნიკაციაშია ადგილობრივ სამართალდამცავებთან

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სტამბოლის ცენტრში აფეთქებისას დაშავებულებსა და გარდაცვლილების თაობაზე სტამბოლში, საქართველოს გენერალურ საკონსულოში, ოფიციალური შეტყობინება საქართველოს მოქალაქეების შესახებ არ შესულა. მათივე ცნობით, საკონსულო მუდმივ კომუნიკაციაში რჩება ადგილობრივ სამართალდამცავებთან. „ამ დროის მონაცემებით, სტამბოლში საქართველოს გენერალურ საკონსულოში, ოფიციალური შეტყობინება საქართველოს მოქალქეების შესახებ არ შესულა. საკონსულო მუდმივ კომუნიკაციაში რჩება ადგილობრივ სამარ

რუსეთის მიერ კიევზე მიტანილი სარაკეტო დარტყმების შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა

რუსეთის მიერ კიევზე მიტანილი სარაკეტო დარტყმების შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის დედაქალაქის მერი ვიტალი კლიჩკო ავრცელებს. მისი თქმით, მაშველებმა დაღუპულის ცხედარი პეჩერსკის რაიონში მდებარე ერთ-ერთ სახლში იპოვეს, რომელსაც რუსული რაკეტა მოხვდა. ამჟამად გრძელდება სამაშველო ოპერაცია. მანამდე, კლიჩკომ განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად რაკეტა ორ საცხოვრებელ სახლს მოხვდა. განახლებული ინფორმაციის მიხედვით, კიევის გარდა სარაკეტო დარტყმა

„ტელეიმედის“ ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ლალიაშვილი ყაზახეთში საქართველოს ელჩად დაინიშნა.

„ტელეიმედის“ ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ლალიაშვილი ყაზახეთში საქართველოს ელჩად დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

რუსეთის სარაკეტო თავდასხმების გამო, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევა მოითხოვა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევა მოითხოვა. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკი „ტვიტერში“ წერს. მისი თქმით, შესაბამისი განკარგულება გაერო-ში უკრაინის ელჩს უკვე გადასცა. როგორც უკრაინის პრეზიდენტი წერს, საგანგებო შეხვედრის გამართვას რუსეთის მიერ უკრაინის ენერგოსისტემებზე განხორციელებული დღევანდელი სარაკეტო თავდასხმების გამო ითხოვს. „მე დავავალე გაერო-ში ჩვენს ელჩს, მოითხოვოს გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს დაუყოვნებლივი მოწვევა დ
×
×
  • შექმენი...