Jump to content
Planeta.Ge

ქუთაისში ორი კაცი დააკავეს სკოლის მოსწავლეების მიმართ ჩადენილი დანაშაულის ბრალდებით


ქუთაისში ორი კაცი დააკავეს სკოლის მოსწავლეების მიმართ ჩადენილი დანაშაულის ბრალდებით. ერთს პოლიცია სექსუალური ქმედების ჩადენას, მეორეს კი, ბავშვის იძულებას ედავება. სასამართლოს მათ საქმეზე ჯერ არ უმსჯელია.

როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, კაცმა, რომელიც ახლა დაკავებულია, მეექვსეკლასელი გოგო მანქანაში მოტყუებით ჩაისვა და სკოლიდან სახლში წაყვანა შესთავაზა. სკოლის დირექტორი ამბობს, რომ კაცმა სახლისკენ მიმავალი გზიდან გადაუხვია.

მეორე კაცი ქუთაისის პირველი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ის ბავშვებს თანხის სანაცვლოდ გაყოლას სთავაზობდა. კაცი სკოლის მანდატურის სამსახურის თანამშრომელმა შენიშნა და პოლიციამ ადგილზე დააკავა.

"ეჭვი გაუჩნდათ მამაკაცის საუბრის მანერის გამო. მანდატურმა ბავშვებს გამოჰკითხა, რაზე ესაუბრებოდა მათ უცნობი კაცი - მათ თქვეს, რომ 10 ლარის სანაცვლოდ გაყოლას სთავაზობდა. მანდატური კაცთან მივიდა, ის კი გაიქცა. მას დაედევნნენ და პოლიციამ დააკავა", - ამბობს ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი მაია ცქიტიშვილი.

უცხო კაცების მხრიდან ბავშვებთან საეჭვო კომუნიკაციაზე ინფორმაცია სოციალურ ქსელებში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. მშობლები ამბობდნენ, რომ მასწავლებლებმა გააფრთხილეს გაკვეთილების დასრულების შემდეგ ბავშვები უყურადღებოდ არ დაეტოვებინათ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ორი კაცის შემთხვევაში გამოძიებას სხვადასხვა მუხლით ატარებს: "სისხლის სამართლის კოდექსის" 138-ე მუხლით პასუხისმგებლობა სექსუალური ხასიათის ქმედებისთვის დგება, ამავე კოდექსის 150-ე მუხლით კი არასრულწლოვანის იძულებისთვის.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...