საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი საქართველოშია. მისი თვითმფრინავი თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა.
ბორელს აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, ევროკავშირში საქართველოს ელჩი ვახტანგ მახარობლიშვილი და საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი დახვდნენ.
დღესვე, 19:30 საათზე ჯოზეფ ბორელი ევროკავშირის წარმომადგენლობის
პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას განცხადებით, პოლონეთი უკრაინისთვის თავისი MiG-29-ების გადაცემის საკითხს განიხილავს და თუკი უკრაინისთვის F-16 გამანადგურებლების მიწოდების მიზნით კოალიცია შეიქმნება, ის ასეთ კოალიციას შეუერთდება.
ამასთან, დუდამ განაცხადა, რომ F-16-ის გამანადგურებლების გამოყენების მიზნით პილოტების მომზადება ხანგრძლივი პროცესია.
„უკრაინელი მფრინავების მომზადებას ხანგრძლივი, რამდენიმეთვიანი მომზადება სჭირდება, ხოლო რაც შეეხება MiG-29 ან Su ტიპის თვითმფრინავებს, უკრაინელი მ
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის სოფიო გორგოძის განცხადებით, წელს, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის 3 საგნის ფორმატში მცირედი ცვლილება არის შესული და სჯობს, აბიტურიენტები ამ სიახლეებს გაეცნონ.
როგორც გორგოძემ ბრიფინგზე განაცხადა, ცვლილებები ისტორიის, უცხო ენისა და მათემატიკის გამოცდებს შეეხება.
„წელს ფორმატის მცირედი ცვლილება არის მხოლოდ 3 საგანში, ეს გახლავთ ისტორიაში, უცხო ენასა და მათემატიკაში. ფორმატის მნიშვნელოვანი ცვლილებები არ არის, მაგრამ აბიტურიენტებისთვის ა
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, თავდაცვის კოდექსში დაგეგმილი ზოგი ცვლილება დისკრიმინაციულია.
კერძოდ, საია დისკრიმინაციულად მიიჩნევს თავდაცვის კოდექსის იმ ნაწილს, რომლის თანახმად, განურჩევლად ყველა სასულიერო პირს სამხედრო სამსახურის გავლის გადავადების უფლება აღარ ექნება და ამას არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურით ჩაანაცვლებს.
თუმცასაქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებს კვლავ უნარჩუნდებათ სამხედრო ვალდებულების მოხდისგან გათავისუფლების შესაძლებლობა, რად
გერმანელი ევროპარლამენტარის ვიოლა ფონ კრამონის განცხადებით, თუ ევროკავშირი საქართველოს კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს, ეს იმიტომ კი არ მოხდება, რომ „მთავრობამ და მმართველმა პარტიამ ყველა ის პრიორიტეტი განახორციელეს, რაც ევროკავშირმა საქართველოს მისცა, არამედ იმიტომ, რომ მას ქართველი ხალხი იმსახურებს და ამას გეოპოლიტიკური ლოგიკა ითხოვს“.
ამის შესახებ კრამონმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა, სადაც „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას „ტვიტი“ გააზიარა.
ხოშტარიამ აღნიშნულ „ტვიტში“ თბილისის მე
მოქალაქეების ინფორმაციით, შიომღვიმის მონასტერთან კლდის ნაწილი ჩამოიშალა. შესაბამისი კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.
ამ ეტაპზე, უცნობია არიან თუ არა დაშავებულები.
მომხდარის შესახებ ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აზუსტებს.
აქციების გარშემო მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკავებული 18 წლის საბა ჯიქია მოსამართლე ლელა კალიჩენკომ კვლავ პატიმრობაში დატოვა.
2006 წელს დაბადებულ ბიჭს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ბრალდების მიხედვით, საბა ჯიქია 1 დეკემბერს პარლამენტის მიმდებარედ აქციაზე თავს დაესხა გდდ-ის თანამშრომელს, ბექა გოტიაშვილს, კერძოდ, ფეხი დაარტყა.
საბა ჯიქია წარ
„კლუნის ფონდი სამართლიანობისთვის“ „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს დააკვირდება, - ინფორმაციას ფონდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„ქართველი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი დღეს გრძელდება, სასამართლო გადაწყვეტს, დატოვოს თუ არა იგი წინასწარ პატიმრობაში. სასამართლო პროცესს TrialWatch-ი დააკვირდება“, - აღნიშნულია განცხადებაში.
კლუნების ფონდი აღნიშნავს, რომ დღეს დილით „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ მისი საქმე ადამია
„უკეთესი დაცვა არ შეგიძლიათ, გარდა ქალის გარეგნობის შეურაცხყოფისა”, – ასე ეხმაურება NDI-ის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელი, ლორა თორნტონი „ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას.
მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, დღეს შეურაცხმყოფელად მოიხსენა ის ადამიანები, რომლებიც პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელი განცხადება კრიტიკულად შეაფასა და თქვა, რომ ისინი „გლობალური ომის პარტიის აგენტები არიან“.
„გამოაგორეს ძველი, ნაფთალინიდან ამოღებული აგენტები
ტურისტული კომპანია OceanGate Expeditions-ის ცნობით, დაკარგული წყალქვეშა ნავის პილოტი და ოთხივე მგზავრი დაიღუპნენ. ინფორმაციას აშშ-ის სანაპირო დაცვაც ავრცელებს.
იქამდე ცნობილი გახდა, რომ მაშველებმა დაკარგული წყალქვეშა ნავის „ნამსხვრევების ველი“ აღმოაჩინეს.
ვინ იმყოფება წყალქვეშა ნავში
წყალქვეშა ნავში 5 ადამიანი იმყოფება. მიუხედავად იმისა, რომ ბორტზე მყოფთა ვინაობას ხელისუფლება არ აცხადებს, CNN-ის ინფორმაციით, დადასტურებულია, რომ წყალქვეშა ნავში ბრიტანელი ბიზნესმენი ჰამიშ ჰარდინგი,
სანაძლეოს ვდებ, რომ პრეზიდენტს ვერ გადააყენებენ - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისი თქმით, კენჭისყრაზე დასწრებას გეგმავს, თუმცა მასში მონაწილეობას არ აპირებს და მხოლოდ კოლეგებს დააკვირდება.
,,ამ პროცესს რომ ჩემთვის ინტერესი მიეცეს, ვაპირებ სანაძლეო დავდო, რომ პრეზიდენტს ვერ გადააყენებენ და დავდო მილიონი ქართული დოლარი - ესა ,,გირჩის" ვალუტა, ვინც დამენიძლავება. შესაბამისად, დარბაზში უნდა ვიყო, რომ საკუთარ მოგებას თვალებში ჩავხედო. გადაბირების რ
ჭიათურის მაღაროში დასაქმებულებმა, პარლამენტის შენობის წინ კარვები გაშალეს, სადაც ღამის გათენებას აპირებენ.
აქციის მონაწილეების თქმით, ისინი დარჩებიან პარლამენტის წინ იქამდე, მათი მოთხოვნები არ შესრულდება.
მაღაროელების მთავარი მოთხოვნაა, სამუშაო პირობების გაუმჯობესებაა.
აქციის მონაწილეების ინფორმაციით, აქცია 20 ივნისს, 18:00 საათზე, განახლდება.
ასევე, მაღაროელები და მათი მხარდამჭერები, 20 ივნისს,16:00 საათზე, პარლამენტის შენობიდან “ჯორჯიან მანგანეზის” ოფისამდე მსვლელობას გამარ
შოვში ერთ-ერთი დაღუპული სოფო ბაკურაძეა. ინფორმაცია ფორმულას ოჯახმა დაუდასტურა.
სოფო ბაკურაძე 23 წლის მარტოხელა დედა იყო სოფელ გლოლადან. ის შოვში, კოტეჯებში მუშაობდა. მას 4 წლის შვილი, ლუსი დარჩა. ლუსის დასახმარებლად არასამთავრობო ორგანიზაციას რაჭის ახალგაზრდულ ასამბლეას ანგარიში აქვს გახსნილი:
599700499 — ანი
59821195 — ლამარა
TBC #GE67TB7993945064300064 — მიმღები ლამარა ბოჭორიშვილი
Bank of Georgia #GE27BG0000000565975342 — მიმღები ნინო (ნანა) სოხაძე
3 აგ
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია პროკურატურამ დაზარალებულად ცნო. ინფორმაცია ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარტიის პრესსამსახურში დაუდასტურეს.
მათივე ცნობით, საქმის მასალებს ადვოკატი გაეცნობა.
„ისედაც განადგურებულია მნიშვნელოვანი მტკიცებულებები და გვაინტერესებს, რა დევს საქმეში. ადვოკატი გაეცნობა საქმის მასალებს,“ - აცხადებენ პრესსამსახურში.
საქმე ეხება გახარიაზე ბათუმში განხორციელებულ თავდასხმას. მას თავს 15 იანვარს, სასტუმრო „შერატონში დაესხნენ. გახარია კლინ
16 თებერვალს ბაკურიანში, კოხტას მთაზე, არეალსის დისციპლინაში ქალებსა და კაცებში პირველი ოფიციალური ვარჯიში შედგა.
Aerials-ი სათხილამურო ფრისტაილის ერთ-ერთი სახეობაა, რომლის დროსაც სპორტსმენები 15 მეტრამდე ნახტომს ფერდობიდან ჰაერში ასრულებენ.
ბაკურიანის მსოფლიო ჩემპიონატზე დასწრება უფასოა.
19 თებერვალს Aerials-ის გუნდური შეჯიბრების ფინალი, ხოლო 22 თებერვალს Aerials-ის ფინალი გაიმართება.
ბოლო 24 საათის განმავლობაში მაშველებმა, მიწისძვრიდან 10 დღის შემდეგ, თურქეთში ნანგრევებიდან რამდენიმე გადარჩენილი კიდევ ამოიყვანეს, მათ შორის არის 17 წლის გოგონა, რომელმაც ნანგრევების ქვეშ 258 საათი გაატარა.
ოფიციალური მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად ქვეყანაში უკვე 38 000-ზე მეტი ადამიანია დაღუპული, ხოლო დაშავებულია - 105 000-ზე მეტი.
მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი სირიაში, ამ დროისთვის, 6 ათასს აჭარბებს.
ჯანმო-ს შეფასებით, ჰუმანიტარული დახმარება თურქეთსა და სირიაში, დაახლოებით, 2
ბულგარეთის დედაქალაქ სოფიის მახლობლად სატვირთო ავტომანქანაში ნახეს 18 გვამი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, პირველადი დასკვნით, სატვირთოს არალეგალური მიგრანტები გადაჰყავდა.
შეშით დატვირთულ ავტომანქანას მალულად გადაჰყავდა სულ 40 ადამიანი. რატომ გარდაცვალა 18 მათგანი, ჯერ არ არის დადგენილი.
ცნობით, გადარჩენილები საავადმყოფოში მოათავსეს შესამოწმებლად. ავტომანქანის მძღოლი გაქცეულია და იძებნება.
რადიო თავისუფლება
რუსული ბიზნესი აფხაზეთში აქტიურ მოქმედებას იწყებს, ინვესტორები რუსეთის ფედერაციიდან ამჟამად მუშაობენ პროექტზე, რომელიც ბიჭვინთაში სასტუმრო კომპექს Москва Резорт - ის მშენებლობას თვალისწინებს.
ამის შესახებ РИА Новости-ს ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებულმა ელჩმა რუსეთში, ალხას კვიწინიამ განუცხადა.
რუსული გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში მან ასევე ისაუბრა, თუ რა აფერხებს რუსეთის ფედერაციასთან სავაჭრო ურთიერთობების პროცესს და როგორ ვითარდება დღეს დიალოგი სოხუმსა და თბილისს შორის.
მი
ნიუ-იორკში, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენაზე „Vinexpo New York“ ქართული ღვინის მწარმოებელმა 26-მა კომპანიამ საკუთარი პროდუქცია ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით წარადგინა.
როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, „Vinexpo New York“-ის მასშტაბის საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობა ღვინის ბაზრების დივერსიფიცირებისა და ექსპორტის ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა.
ამასთან ერთად, „Vinexpo New York“-ში
რუსი პროპაგანდისტი ჟურნალისტი ვლადიმირ სოლოვიოვი თავის ტელეგრამის არხზე აზიარებს ტელეგრამის რუსული FRONTовые Zаметки-ს ტექსტს - „საქართველოს პრემიერი კაცია, მას კვერცხები აქვს“.
FRONTовые Zаметки საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს ციტირებს ტელეკომპანია „იმედისთვის“ მიცემული ინტერვიუდან და წერს, რომ „საქართველოს მთავრობის მეთაურმა, ირაკლი ღარიბაშვილმა [უკრაინის პრეზიდენტს] ვლადიმირ ზელენსკის თბილისში გამართული საპროტესტო აქციების მხარდაჭერის გამო უსაყვედურა“.
ტელეგრამის არხ
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დამოუკიდებელი ინსპექტორის პოსტზე საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრი შოთა ქადაგიძე აირჩია.
აღნიშნულ პოზიციას ის 5 წლის ვადით დაიკავებს.
დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობა სასამართლო სისტემაში 2017 წლიდან არსებობს. იგი უფლებამოსილია მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოება დაიწყოს. წინასწარი შემოწმებისა და მოკვლევის შედეგებს დამოუკიდებელი ინსპექტორი წარუდგენს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, რომელიც სრული შემადგენლობის 2/3-ით იღებს გადაწყვეტილებას დისც
რევაზ ლაღიძის #12 ახლა მაღალი, დახურული, ხის ფაქტურის ღობითა და რკინის ჭიშკრითაა დაგმანული. ჭიშკარი შიგნიდანაა ჩარაზული, მის თავზე კი სარეკლამო ბანერია გამოკრული - "იყიდება ბინები 45 კვ მეტრიდან".
სარეკლამო ბანერი ლაღიძის 12 ნომერში
ჭიშკრის ქვეშიდან ან ჭიშკარსა და ღობეს შორის დარჩენილი ღრიჭოდან თუ შეიხედავ, ახლად მოსუფთავებულ ტერიტორიას, ე.წ. სამშენებლო ობიექტს დაინახავ. მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა აქ ჯერ არ დაწყე
ბავშვთა მიმართ ძალადობა საქართველოში კვლავ ერთ-ერთ პრობლემად რჩება. "ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ანგარიშში, ბავშვთა უფლებების შესახებ ნათქვამია, რომ 2024 წლის იანვარ-თებერვალში, სექსუალური ხასიათის დანაშაულის ფაქტებზე პროკურატურამ დაზარალებულად 24 ბავშვი ცნო.
ამასტან ორგანიზაცია წერს, რომ ბავშვების მიმართ ჩადენილი სექსუალური ძალადობის ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს .
"წინა წლის მსგავსად კვლავ პრობლემად რჩება ბავშვთა მიმართ ძალადობის, მათ შორის, ფიზიკური დასჯის მეთოდების არსებობა. ხოლო,
შინაგან საქმესთა სამინისტროს ინფორმაციით, შესწავლის შედეგად გამოკვეთილია, რომ ვაკის პარკში შადრევანთან მიმართებაში როგორც სამშენებლო ნორმებისა და წესების დარღვევას, ისე ინსპექტირების ნაწილში ყალბი დოკუმენტის შედგენას ჰქონდა ადგილი.
ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმესთან დაკავშირებულ დეტალებზე შსს-ში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის და ვაკე- საბურთალოს პ
ევროკავშირმა 2024 წლისთვის გადადო მოგზაურობის შესახებ ინფორმირებისა და ავტორიზაციის სისტემის (ETIAS) ამოქმედება. გადაწყვეტილება თებერვლის ბოლოს მიიღეს.
მანამდე ცნობილი იყო, რომ ახალი ელექტრონული სისტემა 2023 წლის ნოემბრიდან უნდა ამუშავებულიყო მოქალაქეებისთვის იმ ქვეყნებიდან, რომლებსაც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა აქვთ.
სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებმა, რომლებსაც ევროპის ქვეყნებში უვიზოდ ჩასვლა შეუძლიათ, გამგზავრების წინ უნდა შეავსონ ელექტრონული ანკეტა, რომე