Jump to content
Planeta.Ge

უკეთესი დაცვა არ შეგიძლიათ, გარდა ქალის გარეგნობის შეურაცხყოფისა - თორნტონი კობახიძეს


„უკეთესი დაცვა არ შეგიძლიათ, გარდა ქალის გარეგნობის შეურაცხყოფისა”, – ასე ეხმაურება NDI-ის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელი, ლორა თორნტონი „ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას.

„ქართული ოცნების” ხელმძღვანელმა კობახიძემ, მე მიწოდა „დაობებული” და „ნაფტალინიდან” ამოღებული. უკეთესი დაცვა არ შეგიძლიათ, გარდა ქალის გარეგნობის შეურაცხყოფისა. მე შეიძლება ძველი და მახინჯი ვარ, მაგრამ მაინც ჩემი მორალური ტაქტიკა მაქვს. სლავა უკრაინა! – წერს ლორა თორნტონი.


მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, დღეს შეურაცხმყოფელად მოიხსენა ის ადამიანები, რომლებიც პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელი განცხადება კრიტიკულად შეაფასა და თქვა, რომ ისინი „გლობალური ომის პარტიის აგენტები არიან“.

„გამოაგორეს ძველი, ნაფთალინიდან ამოღებული აგენტები, სცენაზე… ლორა თორნტონი საერთოდ არ გვახსოვდა და უცებ გამოაგორეს. NDI-ის ყოფილი ხელმძღვანელია, საერთოდ არ ახსოვდა არავის და უცებ ესეც კი გამოაგორეს სცენაზე”, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...