Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    12.271
  • comments
    0
  • views
    702.836

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

დაბა ჩაქვში 50 წლამდე მამაკაცი მძიმე ტექნიკის დაცემის შედეგად გარდაიცვალა

დაბა ჩაქვში ერთ-ერთ სახელოსნოში 50 წლამდე მამაკაცი მძიმე ტექნიკის დაცემის შედეგად გარდაიცვალა. ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. შუახნის მამაკაცი ტრაქტორის მძღოლი იყო, რომელიც ამავე სახელოსნოში იყო დასაქმებული. „როგორც გავიგეთ სახელოსნოში მუშაობდა, ტრაქტორიდან ჩამოვარდა და შემდეგ კი ტრაქტორი ამოყირავდა და მძღოლს დაეცა. სასწრაფო დამხმარების ბრიგადა მოვიდა, თუმცა სამწუხაროდ მამაკაცი გარდაიცვალა“, - ამბობენ ადგილობრივები. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იყვნე

აშშ-ის სავაჭრო პალატა საქართველოში სოციალურად დაუცველ სტუდენტებს სტიპენდიას სთავაზობს

„ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში“ (AmCham) სოციალურად დაუცველ 30-მდე სტუდენტს ბაკალავრიატის საფეხურზე სწავლის საფასურსა და ცხოვრების ხარჯებს დაუფინანსებს ოთხი წლის განმავლობაში. 2250 ლარი წელიწადში სწავლის საფასურისთვის, ხოლო – 2 100 ლარი საცხოვრებლის ხარჯებისთვის. ორგანიზაციის განცხადებით, პროგრამა წელს პირველად ხორციელდება და სტიპენდია იმ სტუდენტებისთვის იქნება განკუთვნილი, რომლებიც ეროვნულ გამოცდებზე უმაღლეს ქულებს მიიღებენ. „ჩვენი სტიპენდია უზრუნველყოფს უნივერსიტეტში სწავლის ს

ვოლოდიმირ ზელენსკი - სახლში ახალი პოლიტიკური მხარდაჭერით, ახალი შეთანხმებებით ვბრუნდებით - ბოლო ვიზიტების შედეგად უკრაინა თვითმფრინავებს, დამატებით ჯავშანტექნიკას მიიღებს და საჰაერო თავდაცვას გააძლიერებს

ბოლო ვიზიტების შედეგად უკრაინა თვითმფრინავებს, დამატებით ჯავშანტექნიკას მიიღებს და საჰაერო თავდაცვას გააძლიერებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. „მოკლე ანგარიში ბოლო დღეების ჩვენი აქტიურობის შესახებ. ოთხი ვიზიტი: შვედეთი, ნიდერლანდები, დანია, საბერძნეთი. სამიტი უკრაინა-ბალკანეთი. სამიტის ფარგლებში მოლაპარაკებები ბულგარეთთან, სერბეთთან, ხორვატიასთან, მონტენეგროსთან, ჩრდილოეთ მაკედონიასთან, მოლდოვასთან, ევროკომისიის პრეზიდენტთან. სახლში ახალ

სახლი ჰავაიზე, რომელიც მასშტაბურ ხანძარს გადაურჩა

100 წლის ხის სახლი, რომელიც ჰავაის კუნძულ მაუის ქალაქ ლაჰაინაში მდებარეობს, დაფერფლილ შენობებს შორის ფოტოშოპით ჩასმულს გავს. სახლის მეპატრონეები ვერ ხსნიან როგორ გადარჩა ხის შენობა, რომელიც არანაირი განსაკუთრებული ხანძარსაწინააღმდეგო მასალით არ არის მოპირკეთებული. BBC-ის ინფორმაციით ხანძარმა ქალაქ ლაჰაინას უდიდესი ნაწილი მთლიანად გაანადგურა. კუნძულ მაუიზე ამ დრომდე ეძებენ 850-ზე მეტ ადამიანს, რომლებიც დაკარგულად ითვლებიან. რუსთავი 2

ჯანდაცვის სამინისტრო - შაქრიანი დიაბეტის ტიპი 1 დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის, უახლესი CGM სისტემებისა და მათ გამოსაყენებლად, სმარტფონების უფასოდ გაცემა დაიწყო

შაქრიანი დიაბეტის ტიპი 1 დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის სისხლში გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის (CGM) უახლესი სისტემებისა და მათ გამოსაყენებლად, მობილური ტელეფონების უფასოდ გაცემა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, კომპანია Medtronic-ის უახლესი, მე-4 თაობის მოწყობილობა - Guardian 4 მონაცემების ასახვისათვის კალიბრაციას არ ითხოვს. „ეს არის დიაბეტის კონტროლის თანამედროვე ტექნოლოგია. როგორც მე-3, ისე მე-4 თაობის მოწყობილობა მუდმივ რეჟიმში ზომავს გ

სახელმწიფო რწმუნებულის განაცხადებით, სტიქიის ზონაში ნაპოვნი 29 გარდაცვლილიდან 27 იდენტიფიცირებულია

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის, პაპუნა მარგველიძის განაცხადებით, შოვში, სტიქიის ზონიდან ამოსვენებული 29 მოქალაქიდან 27 იდენტიფიცირებულია. მისივე ინფორმაციით, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს 4 დაკარგული მოქალაქის საძიებო სამუშაოები. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, გარემოს ეროვნული სააგენტოს და გეოლოგთა ჯგუფის მიერ პერიოდულად მიმდინარეობს მთების, მწვერვალების მონიტორინგი. „უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები, როგორც კურორტ შოვის ტერიტორიაზე ან

"შოვი იყო მისი ბედისწერა, აქ გაიცნო მეუღლე... გიომ სიცოცხლე უნდა გააგრძელოს, მის ანგელოზებს ყველაზე მეტად ეს ენდომებათ"

შოვის ტრაგედიის ექო სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვება ბევრ ჩვენგანს. ამ დროისთვის 29 გარდაცვლილია ნაპოვნი, 4-ს ეძებენ. შოვში რჩება გიო დუდაშვილი, რომელშიც თითქოს ყველას ტკივილი გაერთიანდა. მას სტიქიამ მთელი ოჯახი წაართვა (მეუღლე ნატო ჭელიძე, შვილები: ლუკა, ანდრია და ანასტასია) და მხოლოდ შვილის თოჯინა დაუტოვა. საზოგადოება შეძრა კადრებმა სტიქიის ზონიდან, სადაც ამ თოჯინით ხელში მაშველებს ესაუბრება. სოფელ ღარის რწმუნებული ონში, ლევან არჩვაძე: - ნატო ჩვენს სოფელში გაზრდილი გოგონა იყო,

დიმიტრი მედვედევი - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების იდეა ჯერ კიდევ პოპულარულია და სრულიად შესაძლებელია, განხორციელდეს

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების იდეა შეიძლება განხორციელდეს, თუ დასავლეთი საქართველოში სიტუაციის გამწვავებას გააგრძელებს. „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების იდეა ჯერ კიდევ პოპულარულია და სრულიად შესაძლებელია, განხორციელდეს, თუ ამის საფუძვლიანი მიზეზები იარსებებს“, - განაცხადა მედვედევმა. მისი თქმით, დასავლეთმა უნდა გაითავისოს, რომ 2008 წელს რუსეთმა შეაჩერა თბილისზე

ლიეტუვის პრეზიდენტი - დავბრუნდი კიევში, რათა მოძმე უკრაინელ ხალხთან ერთად ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე აღვნიშნო - უკრაინის გამარჯვება ახლოს არის!

ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა კიევში ჩავიდა, სადაც უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას. განცხადებას ლიეტუვის პრეზიდენტი Twitter-ზე აქვეყნებს. „დავბრუნდი კიევში, რათა მოძმე უკრაინელ ხალხთან ერთად უკრაინის დამოუკიდებლობის დღე აღვნიშნო. უკრაინის გამარჯვება ახლოს არის! ლიეტუვა მხარს დაუჭერს უკრაინას იმდენს ხანს, რამდენიც საჭირო იქნება!" – წერს ნაუსედა. ლიეტუვის პრეზიდენტი ასევე ყირიმის პლატფორმის სამიტში მიიღებს მონაწილეობას. ასევე დაგეგ

თბილისის ზღვაზე ბარიერების მოწყობის მოთხოვნით HRC დავას უზენაესში აგრძელებს

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ თბილისის წყალმომმარაგებელი კომპანია GWP-ისა და თბილისის მერიის წინააღმდეგ დავას უზენაეს სასამართლოსი გააგრძელებს. კერძოდ, ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი ალეკო ცქიტიშვილი 2017 წლიდან ადმინისტრაციული საჩივრით მოითხოვს, დაევალოს ქალაქ თბილისის მერიას გამაფრთხილებელი და ბანაობის ამკრძალავი ბანერების განთავსება, ასევე – კაპიტალური ბარიერები მოწყობა ე. წ. ჩანჩქერთან, თბილისის ზღვის ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო ადგილას, სადაც 2017 წლამდე რამდენიმე არასრულწლოვანი დაიხრჩო, მ

მედვედევი: საქართველოსთვის რუსოფობია მძიმე ავადმყოფობაა, საბედნიეროდ, ის სრულად განკურნებადია

„აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების იდეა კვლავ პოპულარულია და სრულიად შესაძლებელია, ის განხორციელდეს”, – ამის შესახებ დიმიტრი მედვედევი რუსულ გამოცემა „არგუმენტი ი ფაქტიში“ გამოქვეყნებულ სტატიაში საუბრობს. მისი თქმით, „მოვლენების ასეთი განვითარება დასავლეთისთვის იქნება მორიგი სამარცხვინო ფიასკო და გავლენის კატასტროფულად დაკარგვის კიდევ ერთი სიმბოლო”. მედვედევი საქართველოსთან დაკავშირებით ამბობს, რომ „მზად არიან, პრობლემები გადაწყვიტონ მოლაპარაკების მაგიდასთან, გაეროს წესდების ს

„ქალთა ორგანიზაცია საქართველოსთვის“ - სახელმწიფოსთვის პრიორიტეტს აღარ წარმოადგენს გენდერული ნიშნით ქალთა მიმართ ძალადობისა და ფემიციდის შემთხვევების პრევენცია

„ქალთა ორგანიზაცია საქართველოსთვის“ ეხმაურება ბოლო ორი დღის განმავლობაში მომხდარი ფემიციდის შემთხვევებს კასპსა და მარნეულში:   "მწუხარებას გამოვთქვამთ აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით და ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს. მიგვაჩნია, რომ დღეს არსებული პრობლემა არის კანონმდებლობის არაეფექტიან აღსრულებაში. არსებული გამოწვევების წინააღმდეგ სისტემური ბრძოლის ნაცვლად, ხელისუფლების მხრიდან ხორციელდება მხოლოდ ფრაგმენტული ქმედებები. ბოლო პერიოდში ფემიციდის შემთხვ

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს - სუს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბნის მიმდებარედ, უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. publika

იტალიელი მომღერალი ტოტო კუტუნიო გარდაიცვალა

იტალიელი მომღერალი ტოტო კუტუნიო 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური გამოცემა ANSA მუსიკოსის მენეჯერზე დაყრდნობით ავრცელებს. მომღერალი მილანში, სან რაფაელეს ჰოსპიტალში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ამ მომენტისთვის უცნობია. მომღერლის მენეჯერის ინფორმაციით, „ჯანმრთელობის პრობლემების გამო, ბოლო თვეებში მომღერლის მდგომარეობა უარესდებოდა“. 7 ივლისს ტოტო კუტუნიოს 80 წელი შეუსრულდა.   ipn

კირილ ბუდანოვი - ყირიმში ოკუპანტების განადგურების ახალ შემთხვევებს ამ დღეებში ნახავთ

ჩვენს ყირიმში ოკუპანტების განადგურების ახალ შემთხვევებს ამ დღეებში ნახავთ, - ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა. მისი თქმით, უკრაინაში არის ხალხი, რომელსაც ყირიმის დეოკუპაციის ეშინია, მაგრამ არის ბევრი ისეთიც, ვინც რუსებისგან გათავისუფლებას ელის და მათთვის იმედის მიცემა არის საჭირო. „სწორედ ამისთვის უნდა ვატარებდეთ ისეთ ღონისძიებებს როგორიცაა ყირიმის პლატფორმა, ასე ვთქვათ, დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე წინააღმდეგობის მოძრაობებ

ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც ამჟამად ერევანს სტუმრობს, სომხეთიდან საქართველოს ეწვევა

ბელგიის საგარეო საქმეთა, ევროპის საქმეთა, საგარეო ვაჭრობის და ფედერალური კულტურული ინსტიტუტების მინისტრი, ჰაჯა ლაბიბი, რომელიც ამჟამად ერევანს სტუმრობს, სომხეთიდან საქართველოს ეწვევა. ინფორმაციას ვიზიტის შესახებ თავად მინისტრი ჰაჯა ლაბიბი „ტვიტერზე“ ავრცელებს. „მივემგზავრები ერევანში, თბილისსა და ბაქოში ოთხდღიანი ვიზიტით, რომელიც სავსეა მნიშვნელოვანი შეხვედრებით. [ვიზიტის] მიზანია: ბელგიის სახელით და ევროკავშირის პოზიციის შესაბამისად, რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის ხელშეწყობა და იმ კავშირე

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანდაკში კაცმა ცოლი მოკლა

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანდაკში კაცმა ცოლი მოკლა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი. მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ipn

პირდაპირ არ უკავშირდება აღმოსავლეთ პარტნიორობას — მიქანაძე ათენის შეხვედრაზე

„ქართული ოცნების“ წევრი, პარლამენტარი გივი მიქანაძე განმარტავს, რატომ არ იმყოფებოდა საქართველოს წარმომადგენელი ათენში 21 აგვისტოს გამართულ არაფორმალურ შეხვედრაზე, სადაც ევროკავშირის გაფართოება განიხილებოდა. საუბარია „სალონიკის დეკლარაციის“ 20 წლის იუბილის ფარგლებში გამართულ არაფორმალურ შეხვედრაზე, რომელსაც ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტებთან ერთად ესწრებოდნენ უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტები, ასევე დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოების ლიდერები. მიქანაძის თქმით, ათენში

უკრაინის ეროვნული დროშის დღესთან დაკავშირებით ხვალ თბილისში 32-მეტრიან დროშას გაშლიან

უკრაინის ეროვნული დროშის დღის ფარგლებში თბილისში, მშვიდობის ხიდთან უკრაინის 32-მეტრიან დროშას გაშლიან. ამის შესახებ ინფორმაცია ქართულ-უკრაინულმა პლატფორმამ გაავრცელა. ორგანიზაციის თანახმად, დროშის გაშლის ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ომის შედეგად საქართველოში გადაადგილებული უკრაინელები, ქართველი და უკრაინელი აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები, ბავშვები და რიგითი მოქალაქეები. ქართულ-უკრაინული პლატფორმის ინფორმაციით, 32 სიმბოლური რიცხვია და ის უკრაინის დამოუკიდებლობის

შოვში, სტიქიის ზონაში ნაპოვნი 29-ე გარდაცვლილი ბავშვია

შოვში, სტიქიის ზონაში ნაპოვნი 29-ე გარდაცვლილი ბავშვია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ადგილზე განუცხადეს. ამ დროისთვის, მაშველები სტიქიის შედეგად დაკარგულ კიდევ ოთხ ადამიანს, კერძოდ კი, 3 ბავშვს და 1 ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ. ipn

შავი კამპანიის მიზანია, გააჩუმონ პროფესიონალი — „საფარი“ თეა გოდოლაძეზე

ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაცია „საფარი“ აცხადებს, რომ თეა გოდოლაძის წინააღმდეგ გავრცელებული ცნობები შავი კამპანიის ნაწილია. მისი საბოლოო მიზანი კი პროფესიონალი ქალის ღირსების შელახვა და გაჩუმებაა. საქმე ეხება დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის ხელმძღვანელს, თეა გოდოლაძეს. ტელეკომპანია „რუსთავი 2-მა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, თეა გოდოლაძე ოჯახში ძალადობაშია ბრალდებული. ორგანიზაცია მოუწოდებს მედიას თავი, შეიკავოს ინფორმაციის დამახინჯებულად და ცალმხრივად გავრც

ბერდია სიჭინავა - „ნაციონალური მოძრაობა'' მხოლოდ იმიტომ არის ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია, რომ ივანიშვილს სურს ასე (ვიდეო)

რატომ ვთქვით ამ ეტაპზე უარი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე. „ნაციონალური მოძრაობა'' მხოლოდ იმიტომ არის ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია, რომ ივანიშვილს სურს ასე. ბერდია სიჭინავა, პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი.  368211457_1369955350256182_2394799288400054037_n.mp4

ბერდია სიჭინავა - ჩვენ დავინახეთ, რომ პირველი წუთებიდან ხელისუფლებამ ვერ გაიაზრა კატასროფის ის მასშტაბი, რაც შოვში ხდებოდა, შესაბამისად,  როდესაც კატასტროფის მასშტაბს ვერ იაზრებ, იქ კოორდინაციასაც აგვიანებ (ვიდეო)

სად და როგორ აჩვენა სისტემამ, რომ იგი გაუმართავი და ჩავარდნილია.   რისი გაკეთება შეიძლებოდა, რაც ხელისუფლებამ ვერ ან არ გააკეთა. - ჩვენ დავინახეთ, რომ პირველი წუთებიდან ხელისუფლებამ ვერ გაიაზრა კატასროფის ის მასშტაბი, რაც შოვში ხდებოდა, შესაბამისად,  როდესაც კატასტროფის მასშტაბს ვერ იაზრებ, იქ კოორდინაციასაც აგვიანებ.  ბერდია სიჭინავა, პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი. 368291654_507921568195128_8082084884234827057_n.mp4

"საქართველოსთვის" - ხელისუფლება, „ხალხის ძალის“ პირით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების სანდო სადამკვირვებლო მისიების გარეშე ჩასატარებლად ემზადება

ხელისუფლება, „ხალხის ძალის“ პირით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების სანდო სადამკვირვებლო მისიების გარეშე ჩასატარებლად ემზადება, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" განცხადებაშია ღნიშნული.   მათივე თქმით, "ოცნებას" არჩევნების გაყალბებისთვის კომპლექსური პროცესი უკვე დაწყებული აქვს. "ამ პროცესში ხელისუფლებისთვის პრობლემას წარმოადგენს ყველა, ვინც შესაძლოა არჩევნების შედეგები ობიექტურად შეაფასოს. შესაბამისად, საკანონმდებლო დონეზე ცესკოს დაქვემდებარების შემდეგ, ოცნებამ

გიორგი შარაშიძე - თბილისში მიმდინარე 5 პროექტი, რომელთაც ერთი საერთო ნიშანი აქვთ - პილიტიკური კორუფცია (ვიდეო)

“თბილისში მიმდინარე 5 ურთულესი პრობლემური პროექტი, რომელთაც ერთი საერთო ნიშანი აქვთ- პილიტიკური კორუფცია.   “ხალხის ძალის “ განცხადება, რომელიც, რა თქმა უნდა, “ოცნების” გზავნილებს აცნობს ქართულ საზოგადოებას, უკავშირდება არჩევნების გაყალბების უკვე დაწყებულ მტკივნეულ პროცესს. ვხედავთ, რომ სერიოზული შეტევა მიმდინარეობს არასამთავრობო ორგანიზაციებზე, სადამკვირვებლო მისიებზე, ყველა იმ ორგანიზაციაზე, რომელსაც აქვს შესაძლებლობა დაიცვას ქართველი ხალხის არჩევანი. ხოლო არჩევნების გაყალბებას სჭი
×
×
  • შექმენი...