ფსკოვის აეროპორტზე, რომელიც უკრაინისგან 700 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს და რომელშიც რუსეთის 334-ე სამხედრო-სატრანსპორტო პოლკია დისლოცირებული, დრონებით განხორციელდა შეტევა.
რუსული სამთავრობო მედიის ცნობით, დაზიანებულია ოთხი სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავი „ილ-76“.
„ფსკოვსკაია გუბერნია“, ერთ-ერთი პირველი გამოცემა, რომელმაც აეროპორტის რაიონში აფეთქებების შესახებ დაწერა, იტყობინება, რომ ადგილობრივებმა გაიგეს აფეთქების და ავტომატის ჯერის ხმა. სხვადასხვა მონაცემით, აეროპორტზე იერიში მიიტა
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე დაშავებულების შესახებ შეტყობინება არ შესულა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუმარტეს, მეხანძრე-მაშველები ძირითადად ამოტუმბვით სამუშაოებს აწარმოებენ.
ცნობისთვის, ძლიერმა წვიმამ დედაქალაქში პრობლემები შექმნა. მოქალაქეების ინფორმაციით, უხვი ნალექის გამო, დატბორილია საავტომობილო გზები და ტროტუარები.
იპნ
რუსები ბახმუტში ხაფანგში აღმოჩნდნენ და ქალაქის დატოვება არ შეუძლიათ, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა.
მისი თქმით, რუსებს თავად ქალაქშიც არ შეუძლიათ სრულფასოვნად გადაადგილება.
„აღმოსავლეთზე თუ ვისაუბრებთ - ახალი ამბები - იქ საკმაოდ კარგად მივიწევთ წინ ბახმუტის მიმართულებაზე. ეს არის ის, რაც მტერს ყველაზე მეტად აწუხებს. ამიტომ ისინი ცდილობენ ჩვენი ძალისხმევა სხვა მიმართულებებზე გადაიტანონ,” - განაცხადა მალიარმა.
მან აღნიშნა, რომ უკრაინელი
იტალიაში ბინების ძარცვის ბრალდებით საქართველოს რვა მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია და იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრი მატეო პიანტედოსი ავრცელებენ.
პიანტედოსის თქმით, იტალიის ქალაქ სალერნოში საქართველოს რვა მოქალაქე დააკავეს, რომელთაგან უმრავლესობა ქვეყნის ტერიტორიაზე არალეგალურად იმყოფებოდა. იტალიის პოლიციამ მათგან 100 000 ევროზე მეტი ღირებულების საიუველირო ნაკეთობებისა და ძვირადღირებული საათების კონფისკაცია მოახდინა.
„კმაყოფილებას და მადლიერებას ვგრძნობ დღე
"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 25 აგვისტოს თბილისის საკრებულოს სხდომის დაწყებამდე პროკურატურას მასტაბურ სამშენებლო პროექტებზე პოლიტიკური კორუფციის ნიშნით გამოძიების დაწყებისკენ მოვუწოდეთ!
რაც შეეხება ნაციონალური მოძრაობის მიერ პროკურატურაში დღეს შეტანილ განცხადებას კენჭისყრის პროცედურის დარღვევით ჩატარებაზე, მიგვაჩნია, რომ მაშინ, როცა ოცნებას დაწყებული აქვს არჩევნების გაყალბების კომპლექსური კამპანია, რომლის შემადგენელ ნაწილს თბილისში დაგეგმილი სამშენებლო პროექტებიდან უკანონ
ძლიერი წვომა თბილისში - დატბორილია ქუჩები, ავტომანქანებს გადაადგილება უჭირთ. ვიდეო გადაღებულია გლდანში, სადაც წყალმა ავტობუსშიც შეაღწია.
ნეტგაზეთი
372905440_269844422486267_8479632896927238246_n.mp4
მინდა გამოვეხმაურო უშუქო სოფლების პრობლემებს ხევსურეთში. მართლაც, ძალიან ძნელია ადამიანებისთვის ასეთ ყოფაში ცხოვრება. თუმცა, ლეგიტიმური კითხვა მიჩნდება ხელისუფლებასთან, საინტერესოა, რატომ გააჩერეთ 2019 წელს დაწყებული ხევსურეთის ელექტოენერგიით უზრუნველყოფის 3-წლიანი პროგრამა, რომელიც გასულ წელს პრაქტიკულად უნდა დასრულებულიყო და ხევსურეთის ელექტროენერგიით უზრუნველყოფა სრულად უნდა მოგვარებულიყო?, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი, შალვა კერესელიძე წერს.
ელექტრონული ხმის მიცემა არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების გარანტი ვერ იქნება - არჩევნები არჩევნების დღეს დიდი ხანია არ ყალბდება, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი წერს.
მისი განცხადებით, ირაკლი კობახიძემ ახლახანს დაადასტურა, რომ არ გადაუდგამთ არც ერთი ნაბიჯი არჩევნებზე „შავი ფულის“, ანუ პოლიტიკური კორუფციის და ამომრჩევლის მოსყიდვის კონტროლისთვის. ასევე, "ჩვეული მანიპულაციით" აუდიტის სამსახურის ანტი-კორ
29 აგვისტოს არაოფიციალური მონაცემებით, შოვის სტიქიის შემდეგ რაჭაში ამ დრომდე ნაპოვნი 31 ცხედრიდან ყველა იდენტიფიცირებულია.
როგორც ერთ-ერთი დაღუპულის, ზაზა მესხის დის ქმარი, რაფაელ გოგიტიძე ფესიბუკზე წერს, “დნმ” ანალიზმა დაადასტურა, რომ ბოლოს ნაპოვნი კაცი სწორედ ზაზა მესხია. რაც შეეხება იდენტიფიცირებულ ბავშვს, ის ზაზა მესხის დაკარგული შვილი არაა.
„დარჩენილია 2 პიროვნება და ეს ჩვენი 2 ბიჭია. მათ ჯერ კიდევ ეძებენ. ისინი ცელქად დახტუნავენ სადღაც ტყეში – ტყეში, ჩვენს გულებში“, — წერს რაფაელ
სამხრეთ კორეის პრეზიდენტი იუნ სუკ იოლი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. APA (AP Photo/Jae C. Hong)
სამხრეთ კორეამ უკრაინისთვის გამოყოფილი 394 მილიონი დოლარის (520 მილიარდი კორეული ვონი) ღირებულების ფინანსური დახმარების პაკეტი დაამტკიცა, რაც 2023 წელს გამოყოფილ ფინანსურ დახმარებაზე 8-ჯერ მეტია. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters ავრცელებს.
ფინანსური დახმარებიდან 98 მილიონი დოლარი გამოყოფილია უკრაინის რეკონსტრუქციისთვის, 197 მილიარდი ჰუმანიტარული დახმარებისთვ
ჯანდაცვის სამინისტრო ონში, სტიქიის ზონაში მიმდინარე სამუშაოებისას, სავარაუდოდ, გულის შეტევით, სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც უწყებაში განმარტავენ, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ბრიგადა, შემთხვევის ადგილზე, შეტყობინების მიღებიდან 10 წუთში გამოცხადდა, თუმცა ექიმებს, სამხედრო მოსამსახურე, გარდაცვლილი დახვდათ.
„ონში, სტიქიის ზონაში მიმდინარე სამუშაოებისას, სავარაუდოდ, გულის შეტევით, სამხედრო მოსამსახ
აღტაცებული ვარ იმ ყველაფრით, რაც ქართველმა ხალხმა გააკეთეთ და რასაც მომავალში გააკეთებთ თქვენი ქვეყნის უსაზღვრო სიყვარულისა და შეუპოვრობის გამო, რომ საქართველომ მიაღწიოს ნათელ, დემოკრატიულ მომავალს, რომელიც ქართველებს გსურთ და ასე უხვად იმსახურებთ, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი, სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ის ამბობს, „ძალა ერთობაშია" ზედგამოჭრილი დევიზია საქართველოსა და ამერიკისთვის.
“საქართველოში სამწლინახევრის წინ ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მოვალეობის შეს
ბაღდათის მუნიციპალიტეტში, ქვევრში ორი ადამიანი გაიგუდა. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ, სოფელ დიმში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ ადგილობრივს ქვევრში „ჭაჭა“ ჰქონდა, რომლის გამოსახდელად მეზობლები ეხმარებოდნენ.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ქვევრში ჩასული 40 წლამდე მამაკაცი შეუძლოდ გახდა, უგონო მდგომარეობაში მყოფის დასახმარებლად კი ქვევრში მეზობელი ჩავიდა, თუმცა ორივე მათგანი გარდაიცვალა.
სავარაუდოდ, მამაკაცების გარდაცვალება ჭაჭისგან დაგროვილმა აირმა გამოიწვია.
იპნ
„ცოცხალი ადამიანების დასახმარებლად და გადასარჩენად მეგონა, რომ მივდიოდი, და მერე რომ ვნახე იქ სიტუაცია და მივხვდი, რომ ხელით ვერაფერს ვიზამდი და ტრაქტორის სათხრელი იყო იქაურობა, წამოვედი”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას თორნიკე მაცაბერიძე, რომელიც შოვში 3 აგვისტოს ძმასთან ერთად ავიდა.
თორნიკე პროფესიონალი სამთო გიდია და იცის, როგორ შეიძლება დაეხმარო ექსტრემალურ პირობებში ადამიანებს. მან და მისმა ძმამ შოვში გაატარეს 3 აგვისტოს ღამე და მთელი 4 აგვისტო.
ახლა, როცა შოვის ღვარცოფის თითქმის ყვ
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შოვში სამაშველო სამუშაოებში ჩართული მათი თანამშრომელი გარდაიცვალა. სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა 50 წლის თემურ ხარჩილავა.
უწყების ინფორმაციით, გარდაცვლილი თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-10 ტერიტორიული ბრიგადის უფროსი ინსტრუქტორი იყო.
"2023 წლის 29 აგვისტოს სასწავლო ცენტრი “სორტას“ მე-2 სასწავლო კურსის ინსტრუქტორი ონის მუნიციპალიტეტში, შოვში სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა და მიმდინარე სამაშველო სამუშაოების დროს, სავარაუდოდ, გულის შე
რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, გრიგორი კარასინის განცხადებით, რუსეთი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ „სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის სუვერენიტეტი სხვა ქვეყნებმაც აღიარონ, მათ შორის ინდოეთმა და ჩინეთმა“. აღნიშნული განცხადება კარასინმა Sputnik Южная Осетия-ისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
მისივე თქმით, ეს რთული საკითხია, რადგან ამ იდეასთან დაკავშირებით დასავლეთს ნეგატიური დამოკიდებულება აქვს, მაგრამ ადრე თუ გვიან ეს აღიარება მოხდება.
„რუსეთი სამხრეთ ოსეთ
ის, რომ ევროკავშირის გაფართოებაზე საუბრისას მხოლოდ უკრაინა-მოლდოვას ახსენებენ და საქართველო ჯერ კიდევ კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია, მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის კრახს ადასტურებს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი, ანა ბუჩუკური წერს.
მისი თქმით, ოცნების წარმომადგენლების მტკიცება, რომ უკრაინამ კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ომში ყოფნის გამო მიიღო, არის მორიგი უსუსური მცდელობა ამით პასუხისმგე
შეიძლება ითქვას, რომ ბურთი ჩვენს მოედანზეა და ჩვენ თუ ვიქნებით მზად, მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება ის კარი ღია - რაღაც უნდა შევცვალოთ და ეს ცვლილება არა ზედაპირული, არამედ საფუძვლიანი უნდა იყოს, - ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტმა, ზურაბ ბატიაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, რითაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადებას გამოეხმაურა.
როგორც ზურაბ ბატიაშვილმა აღნიშნა, საქართველომ თუ არ შეასრულა ის მოთხოვნები, რომელიც დასავლეთს ბუნებრივად გააჩნია, ძალი
ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, გიორგი ნოდარიშვილის განცხადებით, რაჭაში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები კვლავ აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, ამჟამად 2 დაღუპულის იდენტიფიცირება მიმდინარეობს და 2 ადამიანს ისევ ეძებენ.
„სამძებრო სამუშაოები კვლავ აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს უშუალოდ სტიქიის ზონაშიც და მდინარეების, ჭანჭახისა და რიონის კალაპოტებში. დღეისთვის 31 გარდაცვლილია ნაპოვნი, მათ შორის 2-ის იდენტიფიცირება მიმდინარეობს. ასევე, 2 ადამიანს ვეძებთ
ონის მერის, სერგო ხიდეშელის თქმით, შოვში, სტიქიის ზონაში ამ დრომდე ეძებენ 2 მცირეწლოვანს.
ჟურნალისტებთან საუბარში ხიდეშელმა თქვა, რომ სამუშაოები კვლავ აქტიურ რეჟიმში გრძელდება, როგორც უშუალოდ სტიქიის ზონაში, ასევე მდინარე ჭანჭახისა და მდინარე რიონის კალაპოტებში. მისივე ცნობით, ამ დროისთვის მაშველებმა იპოვეს 31 დაღუპული, რომელთაგან 29-ის უკვე იდენტიფიცირებულია.
ხიდეშელი დასძენს, რომ სამძებრო სამუშაოები გაგრძელდება.
3 აგვისტოს შოვში მეწყერი ჩამოწვა, რომელსაც სულ მცირე 31 ადამიანი
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადებით, ევროკავშირი 2030 წლისთვის გაფართოებისთვის მზად უნდა იყოს. „ევროკავშირის გაფართოება აღარ არის ოცნება“ ,- განაცხადა მან სლოვენიის ქალაქ ბლედში გამართულ საერთაშორისო სტრატეგიულ ფორუმზე.
„გასულ ივნისში ჩვენ მივანიჭეთ კანდიდატის სტატუსი (ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით) უკრაინასა და მოლდოვას. იგივე სტატუსი ელის საქართველოს, როცა საჭირო ნაბიჯებს გადადგამს. ასე რომ, ახლა გაფართოება აღარ არის ოცნება. დროა წინ წავიწიოთ“, - აღნიშნა მიშელმა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახური ანგარიშს აქვეყნებს:
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა სსიპ − აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მომსახურების სააგენტოს პროგრამების შესრულებისა და საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის შესაბამისობის აუდიტი.
აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:
უკრაინის მოქალაქეები, რომლებიც ლარსის გამშვებ პუნქტთან, ნეიტრალურ ზონაში 16-17 აგვისტოდან იცდიდნენ, საქართველოში შემოუშვეს. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
“როგორც ცნობილია, საქართველოს საზღვართან მყოფი უკრაინის მოქალაქეებთან დაკავშირებით ქართულმა მხარემ დაუყოვნებლივ შეატყობინა საქართველოში უკრაინის მისიას, რომელმაც განმარტა, რომ უკრაინის მხრიდან საკითხის გადასაჭრელად საჭირო არის შესაბამისი ხანგრძლივი პროცედურები.
ქართული მხარე ამ ხნის განმავლობაში ე
გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგის, შოთა ლობჟანიძის განცხადებით, 27 აგვისტოს შიომღვიმეში გამოფიტული მასალა ჩამოიშალა. გეოლოგმა, რომელიც დეტალების შესასწავლად ადგილზე სხვა სპეციალისტებთან ერთად ჩავიდა, ორშაბათს ჟურნალისტებს უთხრა, რომ ახლა იქ ყოფნა უსაფრთხოა, თუმცა პროცესს დაკვირვება სჭირდება.
“საქმე გვაქვს გამოფიტული მასის ჩამოქცევასთან. ძალიან დიდი ენერგეტიკული პოტენციალი აქვს ამ ფერდს. რა რაოდენობის მასალაა ჩამოსული, ეს ყველაფერი ანალიზის შედეგად დადგინდება. ასეთი საფრთხე ყოველთვის არსებ