Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.085.550

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში „რესპუბლიკელებმა“ 190 ადგილი, „დემოკრატებმა“ კი 167 მანდატი მოიპოვეს

აშშ-ის კონგრესის შუალედური არჩევნების შედეგების თანახმად, წარმომადგენელთა პალატაში „რესპუბლიკელები“ ლიდერობენ. აშშ-ში კონგრესის შუალედური არჩევნების ხმების დათვლის პროცესი მიმდინარეობს. CNN-ის ინფორმაციით, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, წარმომადგენელთა პალატაში „რესპუბლიკელებმა“ 190 ადგილი, „დემოკრატებმა“ კი 167 მანდატი მოიპოვეს. 435-ადგილიან წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლის მოსაპოვებლად პარტიას 218 მანდატი სჭირდება. რაც შეეხება სენატს, სადაც წელს კენჭს უყრიან მანდატების დაახლოებ

პატიმრობაში მყოფი ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი მარია კოლესნიკოვა ჰოსპიტალიზებულია​

პატიმრობაში მყოფი ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი მარია კოლესნიკოვა ჰოსპიტალიზებულია. კოლესნიკოვას დისა და ოპოზიციის ცნობით, კოლესნიკოვას გომელის საავადმყოფოში ოპერაცია ჩაუტარდა და რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. როგორც ოპოზიციონერის, ვიქტორ ბაბარიკოს გუნდში აცხადებენ, ორი კვირის განმავლობაში კოლესნიკოვასთან ადვოკატი არ შეუშვეს. მარია კოლესნიკოვა 2020 წელს ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო გამოსვლების ერთ-ერთი ლიდერი იყო. ის დამნაშავედ ცნეს ექსტრემისტული

პენტაგონმა ხელი მოაწერა კონტრაქტს უკრაინისთვის NASAMS-ის თავდაცვის სისტემების შესყიდვასთან დაკავშირებით

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტრომ ხელი მოაწერა 1,2 მილიარდიან კონტრაქტს უკრაინისთვის NASAMS საზენიტო-სარაკეტო სისტემების შესყიდვასთან დაკავშირებით. აშშ-ს თავდაცვის უწყების ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, პენტაგონმა შეთანხმებას ხელი Raytheon Technologies Co-სთან მოაწერა და უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის ექვსი სისტემა დამზადდება.   "სამუშაო შესრულდება ტეუკსბერიში, მასაჩუსეტსი. სავარაუდო დასრულების თარიღი 2025 წლის 28 ნოემბერია“, - ნათქვამია პენტაგონის

სალომე ზურაბიშვილისა და ჯეიკ სალივანის შეხვედრის შესახებ თეთრი სახლი ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

თეთრი სახლი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის, ჯეიკ სალივანის შეხვედრის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც თეთრი სახლის ინფორმაციაშია აღნიშნული, სალომე ზურაბიშვილმა და ჯეიკ სალივანმა საქართველოში მიმდინარე ბოლო მოვლენები განიხილეს, რა დროსაც ხაზი გაუსვეს მათი ქვეყნების საერთო ინტერესს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში. „ისაუბრეს პრეზიდენტ ზურაბიშვილის მხარდაჭერაზე საქართველოს მხრიდან ევ

პრეზიდენტმა ნანა მალაშხია და ნანა მახარაძე დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნანა მახარაძე და ნანა მალაშხია ღირსების მედლით დააჯილდოვა დღეს, 9 აპრილს გამართულ სეხვედრაზე, რომელსაც სხვადასხვა პროფესიის ქალები ესწრებიან. ნანა მახარაძე არის 9 აპრილის მონაწილე ქალი, რომლის ცნობილი ფოტო დროშით საქართველოსა და მსოფლიოში ცნობილი გახდა, ხოლო ნანა მალაშხია არის წელს რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული აქციების მონაწილე, ქალი ევროკავშირის დროშით. ნანა მალაშხიას პრეზიდენტმა ღირსების მედალი გადასცა საქართველოს ევროპული მომავლისთვ

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი - რომის სტატუტის ყველა ხელმომწერმა უნდა შეასრულოს ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი

რომის სტატუტის ყველა ხელმომწერმა უნდა შეასრულოს ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი, – ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ვერა იუროვამ ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც რუსი სამხედროების მიერ უკრაინელი ბავშვების იძულებით დეპორტაციას უკავშირდებოდა. იუროვამ აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ უკრაინელი ბავშვების დეპორტაციის მიმდინარე ქმედებები ადასტურებს რუსეთის განზრახვას, სამუდამოდ გაიყვანოს ეს ბავშვები უკრაინიდან. ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის

პაპუაშვილის თქმით, ბარიერის 2%-მდე დაწევა არ განიხილება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საარჩევნო ბარიერის დაწევის საკითხი არ განიხილება. ამის შესახებ პაპუაშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა. წამყვანმა მას ჰკითხა, წლის ბოლოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შემთხვევაში, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება თუ არა 2%-იანი ბარიერით, როგორც ეს თავის დროზე ირაკლი კობახიძემ დააანონსა. პაპუაშვილის თქმით, კობახიძის პირობა გასული წლის ივნისში კანდიდატის სტატუსის მოლოდინში იყო დადებული და „მომავალთან კავშირი

2023 წლის პირველი სამი თვის მონაცემებით, საქართველოში შემოწმებული 1241 ადამიანიდან, ნარკოტიკული თრობა 928-ს დაუდასტურდა

2023 წლის პირველი სამი თვის მონაცემების მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო - კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურმა, ქვეყნის მასშტაბით, ნარკოტიკულ ზემოქმედებაზე 1241 ადამიანი შეამოწმა, საიდანაც 928-ს ნარკოტიკული თრობა დაუდასტურდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ საჯარო ინფორმაციაშია აღნიშნული, 2023 წლის პირველ კვარტალში ნარკოტიკულ ზემოქმედებაზე შემოწმებულ პირთაგან არცერთი არ იყო არასრულწლოვანი, ხოლო 32 მათგანი ქალია.

„მოლოდინები, რომ რუსები ქართულ ტურიზმს ააშენებდნენ, რეალობასთან შეუსაბამო აღმოჩნდა“ - Kolkhida Resort & Spa

რუსი ტურისტების მოსალოდნელი ბუმის შესახებ მოლოდინი არ გამართლდა. ჰორეკა სექტორმა უკვე აქტიურად დაიწყო საუბარი იმაზე, რომ რუსეთიდან ძირითადად მიგრანტების მატებაა და არა ტურისტების, რის გამოც, სასტუმროების და რესტორნების სექტორში ეს თანხები არ აკუმულირდება.   სასტუმრო „კოლხიდას“ მფლობელი ხათუნა ლაგაზიძე „კომერსანტთან“ ამბობს, რომ ზოგიერთი ბიზნესის მოლოდინები, რომ რუსები ქართულ ტურიზმს და სტუმარმასპინძლობის სფეროს ააშენებდნენ, რეალობასთან შეუსაბამო აღმოჩნდა. „ჩვენ სასტუმროში რუსი ტურისტ

ლატვიის საგარეო უწყება - ლატვია გმობს რუსეთის მიერ საქართველოზე თავდასხმით საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას - მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას

ლატვია გმობს რუსეთის მიერ 15 წლის წინ საქართველოზე თავდასხმით საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას, - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული. „მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და მის გზას ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ“, - აცხადებენ ლატვიის საგარეო უწყებაში. აგვისტოს 5-დღიანი ომიდან 15 წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან ს

დევიდ კრამერი საოკუპაციო ხაზთან - ჩემს უკან არის საქართველოს და არა რუსეთის ტერიტორია - საერთაშორისო საზოგადოებას აქვს პასუხისმგებლობა, რომ ზეწოლა მოახდინოს მოსკოვზე

ჩემს უკან არის საქართველოს და არა რუსეთის ტერიტორია - საერთაშორისო საზოგადოებას აქვს პასუხისმგებლობა, რომ ზეწოლა მოახდინოს მოსკოვზე, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა და ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის გლობალური პოლიტიკის დირექტორმა, დევიდ კრამერმა ოძისში, საოკუპაციო ხაზთან განაცხადა. „არაჩვეულებრივია ის, რომ საქართველოში დავბრუნდი, თუმცა სამწუხაროა, რომ კვლავ აქ (საოკუპაციო ხაზთან) დგომა გვიწევს. მას შემდეგ რაც რუსეთი შემოიჭრა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია განახო

შალვა კერესელიძე - პარტია „საქართველოსთვის“ საპარლამენტო გუნდი შოვთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს დავუჭერთ, თუმცა ჩვენ კომისიის წევრები არ ვიქნებით

„ოცნებისა“ და „ნაცმოძრაობის“ პირობებში, მაშინ, როდესაც ეს ორი დესტრუქციული ძალა შოვის ტრაგედიის ერთმანეთის დასაზიანებლად და პოლიტიკური დივიდენდების მოსაღებად გამოყენებას ცდილობს, საგამოძიებო კომისია ვერ იქნება ეფექტიანი მექანიზმი ჭეშმარიტების დასადგენად, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, შალვა კერესელიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, პარტია „საქართველოსთვის“ საპარლამენტო გუნდი არ გახდება ბარიერი და შოვთან დაკავშირებით კომისიის შექმნას მხარს დაუჭერს, თუმცა კომი

ცესკოს თავმჯდომარემ შუალედური და რიგგარეშე არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგი წარადგინა

ცესკოს თავმჯდომარემ პირველი ოქტომბრის შუალედური/რიგგარეშე არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგი წარადგინა. როგორც ცესკოში გამართულ ბრიფინგზე გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა, საარჩევნო ადმინისტრაციამ არჩევნების მოდერნიზების კიდევ ერთი ეტაპი დაასრულა წარმატებით. "არჩევნებმა, რომელიც დღეს გორში, კასპში და გურჯაანში გაიმართა, დაადასტურა როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის, ასევე სხვა ჩართული მხარეების, ამომრჩევლებისა და საზოგადოების მზადყოფნა ელექტრონული არჩევნებისთვის. საარჩევნო ელექტრონული

ვლადიმერ პუტინი - საქართველო და უკრაინა დსთ-ს ფორმატში აღარ მუშაობენ და მოლდოვამ, პრაქტიკულად, დაკარგა იდენტობა, მაგრამ ეს მათი არჩევანია

საქართველო და უკრაინა დსთ-ს ფორმატში აღარ მუშაობენ და მოლდოვამ, პრაქტიკულად, დაკარგა იდენტობა, მაგრამ ეს მათი არჩევანია, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დსთ-ს სამიტზე განაცხადა. „ზოგიერთი ქვეყანა, რომელიც ადრე დსთ-ს შემადგენლობაში შედიოდა და შესაძლოა, დღესაც შედის, ამ ფორმატში არ მუშაობს, მაგრამ ეს მათი არჩევანია. საქართველოსთან ყველაფერი დაიწყო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ შიდა პრობლემები ძალის გამოყენებით და სამხრეთ ოსეთზე თავდასხმებით

ჩვენი თავდაცვის წყალობით საქართველოს გაეხსნება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივა — ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა გაერთიანებული საექსპედიციო ძალების ქვეყნების ლიდერებს მიმართა. ზელენსკიმ რეგიონული თანამშრომლობის ფორმატების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, თუ როგორ ავითარებს უკრაინა თანამშრომლობას შავი ზღვის რეგიონის მეზობლებთან: რუმინეთთან, მოლდოვასთან, ბულგარეთთან, თურქეთთან. მისი თქმით, ახლა ყველა ისტორიული შემობრუნების მომენტშია, როდესაც ორი არჩევანი აქვს: ან ტერორისტული რუსეთი შეძლებს თავისუფლების დამარცხებას, ან გეოპოლიტიკური არასტაბილურობის ზონა გავრცელდება მთე

ანალენა ბერბოკი - კანდიდატი ქვეყნები ევროკავშირის მოსაცდელ ოთახში წლების განმავლობაში არ უნდა ისხდნენ

კანდიდატი ქვეყნები ევროკავშირის მოსაცდელ ოთახში წლების განმავლობაში არ უნდა ისხდნენ, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა ბერლინში ევროკავშირის გაფართოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ჩვენ საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ, თუ როგორ შეგვიძლია გაწევრიანების პროცესის ორგანიზება ისე, რომ თაობებმა ცხოვრება ევროკავშირის მოსაცდელ ოთახში არ გაატარონ“, - განაცხადა ბერბოკმა. ბერლინში გამართულ კონფერენციაზე ბერბოკმა ევროკავშირის შიდა რეფორმის აუცილებლობი

მიშა დაუშვილი - "ოცნების" მხარდაჭერა ისტორიულ მინიმუმზეა და ამ დროს ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომლის რეიტინგიც მზარდია არის გახარია და მისი გუნდი, ამიტომაც არიან ძალიან გაღიზიანებული (ვიდეო)

“პარტიულ ორგანიზაციას რაღაც კვლევას ატარებინებენ და გამოაქვთ რაღაც ფეიკ მონაცემები გარეთ, მაგრამ რეალობა რა არის ზუსტად იციან და ხედავენ. რეალობაა, რომ მათი მხარდაჭერა ისტორიულ მინიმუმზეა და ამ დროს ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომლის რეიტინგიც მზარდია არის გახარია და მისი გუნდი, ამიტომაც არიან ძალიან გაღიზიანებული. ერთის მხრივ “ოცნება” ცდილობს გახარიას დისკრედიტაციას, მეორეს მხრივ, კი აძლიერებს “ნაც.მოძრაობას”. ამას აკეთებენ იმიტომ, რომ მათთვის მთავარი კომფორტული ოპონენტი “ნაც.მოძრაობაა”

"ახალგაზრდები საქართველოსთვის" - რატომ მიიღებს საქართველო კანდიდატის სტატუსს (ვიდეო)

"ახალგაზრდები საქართველოსთვის" - რატომ მიიღებს საქართველო კანდიდატის სტატუსს: 402393292_1044812596847325_7871569501515960024_n.mp4

„ქართული ლეგიონის“ ინფორმაციით, უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა, 9 კი დაიჭრა

„ქართული ლეგიონის“ ინფორმაციით, უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა, 9 კი დაიჭრა. როგორც „ქართული ლეგიონის“ „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დაჭრილ მებრძოლთაგან სამის მდგომარეობა მძიმეა. „დონეცკის მიმართულებაზე შეტევითი ოპერაციის დროს ქართული ლეგიონის ორი მებრძოლი, რამაზ ფეტელავა და ბექა ლომაშვილი დაიღუპა. დაჭრილია ცხრა მებრძოლი, მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა. ქართული ლეგიონი სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს. დიდება გმირებს!“,- ნათქვამია გ

სალომე ზურაბიშვილი - შემდეგი წელი იქნება კიდევ უფრო გადამწყვეტი, რომ დავეწიოთ ორ პარტნიორს „ასოცირებული ტრიოდან“ - უკრაინას და მოლდოვას

შემდეგი წელი იქნება კიდევ უფრო გადამწყვეტი იმისთვის, რომ დავეწიოთ ჩვენს ორ პარტნიორს „ასოცირებული ტრიოდან“ - უკრაინას და მოლდოვას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "ჩვენი ხმა ევროპას" კამპანიის ფარგლებში ქართულ მედიასთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, საქართველომ უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად უნდა მიაღწიოს იმას, რომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე სამივე ქვეყანასთან მოლაპარაკებები გაიხსნას. ამასთან, საკუთარ გამოსვლაში პრეზიდენტმა

ბათუმში ავტობუსში რადიატორი გასკდა და ბავშვს ფეხები დაეწვა - „ბათუმელები“

გამოცემა „ბათუმელები“ წერს, რომ ბათუმში, 6 ნომერ ავტობუსში, რადიატორი გასკდა და ბავშვი დაიწვა. ამის შესახებ გამოცემას ბავშვის დედამ მიაწოდა ინფორმაცია. შემთხვევა შაბათს, 25 ნოემბერს მოხდა. გამოცემას ბათუმის ავტოტრანსპორტის ხელმძღვანელმა, ლევან ლაზარიაშვილმა უთხრა, რომ ასეთი შემთხვევა არ ყოფილა. publika

შრომითი ბინადრობის ნებართვა საქართველოში რუსეთის 4 964 მოქალაქემ მოითხოვა, 1 530 უკვე დაკმაყოფილდა

შრომითი ბინადრობის ნებართვა საქართველოში 4 964 რუსეთის მოქალაქემ მოითხოვა, 1 530 უკვე დაკმაყოფილდა. ასეთია იუსტიციის სამინისტროს მიერ პარლამენტის წევრის თინა ბოკუჩავას სადეპუტატო კითხვის პასუხად გაგზავნილ ინფორმაციაში. უწყების ცნობით, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 11 ნოემბრამდე პერიოდში საქართველოში ბინადრობის ნებართვა რუსეთის ჯამში, 15 506 მოქალაქემ მოითხოვა. აქედან, 4 964 პირმა ითხოვა შრომითი ბინადრობის ნებართვა, საიდანაც 1 530 დაკმაყოფილდა, 2 881 - პირის თხოვნა არ დაკმაყ

სახელმწიფომ “ქართუს” “გაკოტრების საქმის” საკომპენსაციოდ 7 მლნ-ის ქონება 1 ლარად გადასცა – BM.GE

ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულ ბანკ ქართუს თბილისში ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე უძრავი ქონება სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადასცა, რის სანაცვლოდაც ამ უკანასკნელმა უარი თქვა სახელმწიფოსთან ყოველგვარ დავაზე ბანკის გაკოტრების საქმის ფარგლებში. ამის შესახებ ცნობილი გახდა BM.GE-ის მხრიდან ქონების სააგენტოდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციიდან, რომელიც  2023 წელს სიმბოლურ ფასად – 1 ლარად გასხვისებულ სახელმწიფო ქონებებს ეხება. ირკვევა, რომ ქონების სააგენტომ “ქართუს” 1 ლარად 7 მილიონი ლარი

პაველ ჰერჩინსკი - ევროკავშირმა საქართველოს კარი გაუღო, ახლა თქვენ თავად უნდა გაიაროთ ეს კარი, რამდენად სწრაფად გააკეთებთ ამას, თქვენი გადასაწყვეტია - კარი ღიაა, გელოდებით!

ევროკავშირმა საქართველოს კარი გაუღო. ახლა ქართველებმა უნდა გაიარონ ეს კარი. კარი ღიაა, მაგრამ თქვენ თავად უნდა გაიაროთ ეს კარი ერთად, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. მისი თქმით, მოხარულია იმით, რომ საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით განაცხადი გააკეთა და კიდევ უფრო მოხარულია იმით, რომ ევროკავშირმა მას, კანდიდატის სტატუსის მინიჭებით, კარი გაუღო. „საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ახლა ქართველებმა უნდა გაია

ბექა ლილუაშვილი - ერთადერთი გზა, რაც “ოცნებას” დარჩენილი აქვს, ეს არის- ისევ რადიკალიზაციის გაღრმავება, მიხეილ სააკაშვილისთვის მთელი ეთერების დათმობა და ამის გამოყენებას შეეცდებიან მთელი საარჩევნო ციკლის განმავლობაში

“ერთადერთი გზა, რაც “ოცნებას” დარჩენილი აქვს, ეს არის- ისევ რადიკალიზაციის გაღრმავება, მიხეილ სააკაშვილისთვის მთელი ეთერების დათმობა და ამის გამოყენებას შეეცდებიან მთელი საარჩევნო ციკლის განმავლობაში.” ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/965644628465540/
×
×
  • შექმენი...