ტყუილია, თითქოს, EPP ევროპარლამენტში ე.წ რუსულ კანონს აინიცირებს, - ამი შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" წევრი და პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი ლაშა მარკოზაშვილი წერს.
მისი თქმით, ევროკავშირის დონეზე კანონმდებლობის ინიცირების უფლება თითქმის მთლიანად ევროკომისიას აქვს.
"როგორც საბჭოს, ასევე პარლამენტს აქვს არაპირდაპირი ინიციატივის უფლება, რადგან მათ შეუძლიათ სთხოვონ საკანონმდებლო წინადადების უფლება კომისიას, თუმცა ეს უკანასკნელი არ არის ვალდებული იმოქმედოს
გერმანიაში უკრაინელმა სამხედროებმა ამერიკული „აბრამსის“ ტიპის ტანკებზე მომზადება დაიწყეს. ინფორმაციას „ნიუ იორკ თაიმსი“ პენტაგონის წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.
წვრთნებში სულ 400 უკრაინელი ჯარისკაცი და 31 ტანკი მონაწილეობს. სწავლება ითვალისწინებს ტანკის ტარების სწავლას, მანევრირებას და ტექნიკურ მომსახურებას.
როგორც ამერიკული გამოცემა წერს, სწავლება 10-დან 12 კვირამდე გაგრძელდება, ხოლო „აბრამსის“ ტანკები უკრაინის საბრძოლო ველებზე შეიძლება შემოდგომისთვის გამოჩნდეს.
აშშ-ის მ
პროკურატურის ინფორმაციით, დააკავეს კაცი, რომელიც თავისი შვილის 9 წლის გერზე ფიზიკურად ძალადობდა.
უწყების თქმით, კაცს ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ ძალადობას გულისხმობს.
ძალადობის შესახებ პირველად ორი დღის წინ სოციალურ ქსელში მეზობელმა დაწერა. ქალი იხსენებდა, რომ 9 წლის ბავშვს მამინაცვლიოს მამა ფიზიკურად თვითმხილველების თვალწინ გაუსწორდა.
„ნაცემმა ბავშვმა თავის მეგობრებს უთხრა, 10 წ
„ბათუმელების” ცნობით, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანსა და 3 სტუდენტს პატიმრობა გირაოთი შეეცვალათ – ანრი კაკაბაძე პატიმრობაში რჩება.
ბრალდებულები დარბაზიდან გათავისუფლდნენ. აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობა პროკურორმა საქმეში დაზარალებულის მოთხოვნით დააყენა.
9 დეკემბერს სახვითი, სასცენო და კინო-ტელეხელოვნების ფაკულტეტის დეკანი, მამუკა ჯორბენაძე და 4 სტუდენტი: გურამ მიქელაძე, დავით გვიანიძე, გიორგი დავითაძე და ანდრო კაკაბაძე სისხლის სამართლის კოდექსით, ჯგუფურად ჩადენილი ძ
მართლმადიდებელი ეკლესია 19 იანვარს, ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა ტარდება.
ამ დღეს ტაძრებში წყალკურთხევის წესი სრულდება. მსახურების ბოლოს მორწმუნეებს ნაკურთხი წყლის სახლში წაღება შეუძლიათ.
საეკლესიო სწავლებით, ნაკურთხ წყალს უფლის მიერ კურთხეული მდინარე იორდანეს მადლი ენიჭება და უხრწნელ თვისებებს იძენს. მორწმუნეებს მისი მიღება უზმოზე შეუძლიათ, განსაკუთრებით – ავადმყოფობისა და განსაცდელების დროს.
ნათლისღების დღესასწაული თორმეტ საუფლო დღ
დღეს გვაქვს მოცემულობა, რომ ქართველი ხალხია მთავარი ელჩი ევროპისკენ მიმავალ გზაზე და სახალხო პროტესტი, რომელიც ორი თვეა მიმდინარეობს და არა დე-ფაქტო მთავრობა. ეს არის დასაწყისი. საუბარია დამატებით შეზღუდვებსა და სანქციებზეც
თეონა აქუბარდია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/405710379296257
კრემლის მიერ გავრცელებული ცნობით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ოკუპირებულ მარიუპოლში ჩავიდა.
როგორც კრემლის განცხადებაშია აღნიშნული, პუტინი მარიუპოლში ვერტმფრენით ჩავიდა, ქალაქის რამდენიმე რაიონი მოიარა და ადგილობრივ მცხოვრებლებს ესაუბრა.
რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, მანამდე ვლადიმერ პუტინი ყირიმში იმყოფებოდა.
ავტორი - ქეთი ჩოხელი
უკრაინელებმა ომის დაწყების შემდეგ რუსეთის 177 680 -მდე ჯარისკაცი გაანადგურეს, მათ შორის 570 - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
ამასთან, უკრაინაში შეჭრის დღიდან რუსების საერთო დანაკარგები მოიცავს: 3 636 ტანკს, 7 020 ჯავშანტექნიკას, 2 727 ერთეულ საარტილერიო სისტემას, 307 საბრძოლო თვითმფრინავს და 292 ვერტმფრენს, 5 599 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 18 გემს/ნავს, 2 298 უპილოტო საფრენ აპარატს, 304 ერთეულ სპეცტექნიკას
ქალაქ რუსთავში პარტია ,,საქართველოსთვის" ქვემო ქართლის რეგიონული შეხვედრა გაიმართა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" წევრი და დეპუტატი შალვა კერესელიძე წერს.
მისი თქმით, შეხვედრის მიზანი გახლდათ რეგიონში პარტიის სამომავლო სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული მუშაობის განახლება.
"შეხვედრას ესწრებოდნენ, პარტიის აღმასრულებელი მდივანი ბერდია სიჭინავა, პარტიის რეგიონული სამსახურის ხელმძღვანელი - ვახტანგ გენგიური, ქვემო ქართლის რეგიონის კოორდინა
რაჭაში, კურორტ შოვში განვითარებულ სტიქიას გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი. მან სამძიმარი „ტვიტერზე" გამოაქვეყნა.
„შეერთებული შტატები სამძიმარს აცხადებს მათთვის, რომლებიც საქართველოში მეწყერის შედეგად დაზარალდნენ. ჩვენ ვდგავართ ჩვენი მეგობარი საქართველოს გვერდით და პატივისცემას ვადასტურებთ იმ პირველი მაშველების საოცარ თავდადების მიმართ, რომლებიც დაუღალავად მუშაობენ, რომ გადაარჩინონ სიცოცხლე და დახმარება აღმოუჩინონ დაშავებულებს", - წერს ბლინკენი.
უკრაინაში, ბახმუტთან, დაიღუპა კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ნიკოლოზ ახვლედიანი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში უკრაინის საელჩო ავრცელებს.
„ნიკოლოზ ახვლედიანი დაიღუპა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვისას. მარადიული ხსოვნა!" - წერია საელჩოს ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებულ სამძიმრის პოსტში.
მანამდე, ბახმუტთან ქართველი მებრძოლის დაღუპვის შესახებ ინფორმაციას უკრაინაში მყოფი საქართველოს მოქალაქეებიც ავრცელებდნენ. ნიკო
„თბილსერვის ჯგუფში“, რომელსაც დედაქალაქის დასუფთავება ევალება, 2021 წლის მონაცემებით, 4992 ადამიანი მუშაობდა, მათგან მეეზოვე იყო მხოლოდ 2924, დანარჩენი თანამშრომლები კი, ძირითადად, საოფისე საქმეს ასრულებდნენ სხვადასხვა დეპარტმანეტში.
თბილისის მერმა კახა კალაძემ 29 აგვისტოს საღამოს, თბილისში მოსული წვიმის შედეგად ქუჩების დატბორვის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად სანიაღვრე ჭების ნაგვით გავსება დაასახელა.
„იყო კონკრეტული ადგილები, რომლებიც გადავსებული იყო, ნაგვით, არ ვიცი საიდან ამდენი ნაგავი, იყო
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და ცესკოს წევრები სახელმწიფო კომპენსაციას მიიღებენ.
აღნიშნული ინიციატივა ფრაქცია “ქართული ოცნების“ დეპუტატებს ეკუთვნით. პარლამენტში წარდგენილია პროექტი, რომლის მიხედვით, ცესკოს თავმჯდომარეს/წევრს ენიშნება ცესკოს წევრის კომპენსაცია 65 წლის ასაკის მიღწევისას ან არანაკლებ 25 წლის შრომის საერთო სტაჟის შემთხვევაში, თუ ის 5 წლის განმავლობაში უწყვეტად ცესკოს წევრი იყო.
ცესკოს წევრის კომპენსაციის ოდენობად ცესკოს წევრის თანამდებობრივი სარგოს ერთი მესამე
თბილისში სასულიერო პირი დაჭრეს. შემთხვევა დღეს დილით, ნუცუბიძის მე-4 მიკრო რაიონში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, სასულიერო პირს ერთი ადამიანი ეკლესიასთან დახვდა და დაზიანებები მიაყენა.
სასულიერო პირი მიყენებული ჭრილობების გამო კლინიკაში გადაიყვანეს.
დამნაშავე პოლიციას სავარაუდოდ, იდენტიფიცირებული ჰყავს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულის
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი საქართველოშია. მისი თვითმფრინავი თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა.
ბორელს აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, ევროკავშირში საქართველოს ელჩი ვახტანგ მახარობლიშვილი და საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი დახვდნენ.
დღესვე, 19:30 საათზე ჯოზეფ ბორელი ევროკავშირის წარმომადგენლობის
გერმანელი ევროპარლამენტარის ვიოლა ფონ კრამონის განცხადებით, თუ ევროკავშირი საქართველოს კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს, ეს იმიტომ კი არ მოხდება, რომ „მთავრობამ და მმართველმა პარტიამ ყველა ის პრიორიტეტი განახორციელეს, რაც ევროკავშირმა საქართველოს მისცა, არამედ იმიტომ, რომ მას ქართველი ხალხი იმსახურებს და ამას გეოპოლიტიკური ლოგიკა ითხოვს“.
ამის შესახებ კრამონმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა, სადაც „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას „ტვიტი“ გააზიარა.
ხოშტარიამ აღნიშნულ „ტვიტში“ თბილისის მე
„უკეთესი დაცვა არ შეგიძლიათ, გარდა ქალის გარეგნობის შეურაცხყოფისა”, – ასე ეხმაურება NDI-ის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელი, ლორა თორნტონი „ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას.
მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, დღეს შეურაცხმყოფელად მოიხსენა ის ადამიანები, რომლებიც პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელი განცხადება კრიტიკულად შეაფასა და თქვა, რომ ისინი „გლობალური ომის პარტიის აგენტები არიან“.
„გამოაგორეს ძველი, ნაფთალინიდან ამოღებული აგენტები
მოქალაქეების ინფორმაციით, შიომღვიმის მონასტერთან კლდის ნაწილი ჩამოიშალა. შესაბამისი კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.
ამ ეტაპზე, უცნობია არიან თუ არა დაშავებულები.
მომხდარის შესახებ ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აზუსტებს.
მზია არის ჟურნალისტი, რომელიც „ქართული ოცნების“ დე ფაქტო ხელისუფლებამ გაყალბებული ბრალდებით დააკავა, - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი დემოკრატიული პარტიიდან, სტივ კოენი „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის შესახებ სოციალურ ქსელ X-ში წერს.
მისი თქმით, ამაღლობელი დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ.
„მე, როგორც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი პოლიტპატიმრების საკითხებში, ყურადღებით ვაკვირდები მზია ამაღლობელის საქმეს საქართველო
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, თავდაცვის კოდექსში დაგეგმილი ზოგი ცვლილება დისკრიმინაციულია.
კერძოდ, საია დისკრიმინაციულად მიიჩნევს თავდაცვის კოდექსის იმ ნაწილს, რომლის თანახმად, განურჩევლად ყველა სასულიერო პირს სამხედრო სამსახურის გავლის გადავადების უფლება აღარ ექნება და ამას არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურით ჩაანაცვლებს.
თუმცასაქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებს კვლავ უნარჩუნდებათ სამხედრო ვალდებულების მოხდისგან გათავისუფლების შესაძლებლობა, რად
„კლუნის ფონდი სამართლიანობისთვის“ „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს დააკვირდება, - ინფორმაციას ფონდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„ქართველი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი დღეს გრძელდება, სასამართლო გადაწყვეტს, დატოვოს თუ არა იგი წინასწარ პატიმრობაში. სასამართლო პროცესს TrialWatch-ი დააკვირდება“, - აღნიშნულია განცხადებაში.
კლუნების ფონდი აღნიშნავს, რომ დღეს დილით „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ მისი საქმე ადამია
17 წლის ლუკა რამიშვილს Google-მა კიბერგუნდში მუშაობა შესთავაზა.
„ახლახან ჩამოვედი ამერიკაში და გადავწყვიტე Google-ს რაღაცა დაზიანებების გამოსწორებაში დავხმარებოდი. ეს არის ჰაკერული დაზიანებები რის გამოც შეიძლება Google კიბერშეტევის მსხვერპლი გახდეს და ძალიან რთულია ამ დაზიანებების ნახვა. მივიღე Google-ის Bug Bounty-ში მონაწილეობა და როგორც ჩანს ჩემი ნაპოვნი დაზიანებით ძალიან დავეხმარე, რის გამოც Google-მა Honorable სიაში შემიყვანა სადაც მხოლოდ 1500 ადამიანია.
ეს სია წლებია არ