თბილისში, 9 დეკემბერს, სახალხო მარში იგეგმება. როგორც „ინტერპრესნიუსთან“„დემოკრატიის მცველების“ დირექტორმა გიორგი მშვენიერაძემ განაცხადა, აღნიშნული მარშის მთავარი მიზანია, რომ სტატუსის მონიჭებამდე, ქართველმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ მიაწვდინოს საკუთარი ხმა ევროპას.
გიორგი მშვენიერაძის თქმით, ამ მიზნით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები 27-ვე სახელმწიფოს ელჩს ხვდებიან და მათ 70-ზე მეტი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის სურვილს აწვდიან.
„როცა უკვე ქართველი ხალხის მონდომების ხარჯზე
არასრულწლოვანი შვილის მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედებების და გაუპატიურების ფაქტებზე ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
მათივე ცნობით, სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული სხვადასხვა დროს, არასრულწლოვანი შვილის მიმართ გარყვნილ ქმედებებს ახორციელებდა და სისტემატიურად აუპატიურებდა მას.
„გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებ
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრის დირექტორი სოფო გორგოძე თანამდებობის დატოვების თაობაზე განცხადებას ავრცელებს და გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს.
მის განცხადებას შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრი ავრცელებს.
როგორც გორგოძე აღნიშნავს, გადაწყვეტილება რამდენიმე თვის წინ მიიღო და ამას ცენტრის საქმიანობასთან კავშირი არ აქვს.
„შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ჩემი მუშაობიდან უკვე 5 წელი გავიდა. ეს გახლდათ არაჩვეულებრივი გამოცდილება და ძალიან საინტერესო პერიოდი ჩე
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, სოფო გორგოძე თანამდებობას ტოვებს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრში განუცხადეს, გორგოძე ხელმძღვანელის პოსტიდან პირადი განცხადების საფუძველზე მიდის.
მათივე ინფორმაციით, სოფო გორგოძე ცენტრს 1-ელი იანვრიდან აღარ უხელმძღვანელებს, წასვლის თაობაზე კი განცხადება რამდენიმე დღის წინ დაწერა.
ამასთან, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრში უარყოფენ ინფორმაციას, რომ გორგოძის მიერ თანამდებობის დატოვება P
“ოცნება” და “ნაცები” არიან პოლიტიკური და ბიზნეს პარტნიორები, ამიტომაც არ გვაქმნევინებენ საგამოძიებო კომისიებს...
მიშა დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
407849276_6812626048805515_1298773043742115029_n.mp4
რატომ არ აწყობს “ოცნებას” დაშლილი “ნაც.მოძრაობა”?
მიშა დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
407872180_318748191050262_1453286728745746072_n.mp4
“როგორც კი დასუსტებულ და ფაქტობრივად დაშლილ “ნაც.მოძრაობას” საფრთხობელას სტატუსი გაუქრება, მაშინვე დაკარგავს “ოცნება” აბსოლუტურ უმრავლესობას, ხელისუფლებას.”
ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი.
408748496_318729024392250_3097730718607939596_n.mp4
სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში, ადგილობრივი დროით 23:53 საათზე, მიწისძვრა მოხდა.
ცენტრის ცნობით, ბიძგების სიმძლავრემ 3.6 მაგნიტუდა შეადგინა. მიწისძვრის ეპიცენტრი თბილისიდან 56 კილომეტრში, ქალაქ წალკის სამხრეთ-დასავლეთით 13 კილომეტრში, სოფელ სალამალეიქში იყო.
ნეტგაზეთი
თურქეთში ვაშლზე მოთხოვნამ იმატა. Ani Tarim-ის გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერის მეჰმედ ჩაკმაკის თქმით, განსაკუთრებული მოთხოვნაა „გალაზე“, რომლის მარაგიც მათ თითქმის ამოწურული აქვთ.
მისი თქმით, ძირითად ექსპორტიორ ქვეყანაში, ინდოეთში, ვაშლზე მოთხოვნამ შედარებით იკლო, დიდი ალბათობით ადგილობრივი კარგი მოსავლის გამო, თუმცა გაიზარდა ექსპორტი ვეროპისა და ამერიკის მიმართულებით.
წლევანდელი ვაშლის მოსავალი თურქეთში შარშანდელისას, ცოტა ჩამოუვარდებოდა: 2022 წელს ვაშლის მოსავალმა 4,8 მილიონი ტონ
ეჭვი მეპარება, რომ უკრაინის თემა დაიბლოკოს და ამ დროს გავიდეს საქართველოსა და მოლდოვის თემა - ეს ერთიანი პაკეტია,- ასე განმარტა ევროკავშირში საქართველოს ყოფილმა ელჩმა, საერთაშორისო ურთიერთობების სამეფო ინსტიტუტის უფროსმა მკვლევარმა და გიორგი გახარიას საერთაშორისო მრჩეველმა ნატალი საბანაძემ ის, თუ რა საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს საქართველო 14-15 დეკემბრის ევროკავშირის სამიტზე.
როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში საბანაძემ აღნიშნა, საუბარია იმაზე, რომ თუ უკრაინასთან წევრობის
თოვის და ქარბუქის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, პენსიით უზრუნველყოფილი სესხების რეკლამირება პენსიონერთა ინდივიდუალური თანხმობის გარეშე იკრძალება.
ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნული ცვლილება გავრცელდება იმ პენსიონერებზე, რომელთა შემოსავალიც მხოლოდ პენსიით ან/და სხვა სახელმწიფო სოციალური გასაცემელით განისაზღვრება.
„სებ-ის ახალი გადაწყვეტილებით, კომერციული ბანკები ვერ შეძლებენ პენსიით უზრუნველყოფილი სესხების რეკლამირებას, რომლის შინაარსიც საპენსი
“სანამ ინსტიტუციები არ განვითარდებიან და დამოუკიდებლობის ყველაზე მაღალ სტანდარტს არ დაიცავენ, მანამ შეუძლებელია ელიტური კორუფციის გამოძიება.”
კახაბერ ქემოკლიძე, პარტია "საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი.
408389195_1062204294821698_7069175970555853845_n.mp4
“ოცნების” ყველაზე დიდი პრობლემა და ამავე დროს დანაშაულია ის, რომ პოლიტიკა და ბიზნესი არ გამიჯნა ერთმანეთისგან, რასაც წინა ხელისუფლებას ედავებოდა. დღეს ბიზნესი და კრიმინალი დაინტეგრირდა პოლიტიკაში.
შეიძლება ძალიან დიდი წარმატების პოტენციალი გქონდეს, მაგრამ ქვეყნის შიგნით განვითარების შესაძლებლობას ვერ პოულობდე, რადგან იცოდნენ, რომ “ოცნების” მხარდამჭერი არ ხარ. გეცნობათ ვითარება? 2012 წლამდე იგივე ვითარება არ იყო ? თუ “ნაც.მოძრაობას” მხარს არ უჭერდი “სხვისიანი” იყავი, იგივე ხდება დღესაც.”
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული ხვიჩა კორინთელი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.
უწყების განცხადებით, ხვიჩა კორინთელის უკანონო პატიმრობიდან დაუყოვნებელი გათავისუფლების მიზნით აქტიურად გამოიყენებოდა როგორც „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ასევე, ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა სხვა ინსტრუმენტი.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კამპანიის „შენი ხმა ევროპას“ ფარგლებში ორბელიანების სასახლეში მოხალისეებს უმასპინძლა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მოხალისეობა სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოვლენაა, რაც ერთ-ერთი ფუნდამენტური ევროპული ღირებულებაა:
„მოხალისეობა ეს არის პირველ რიგში მოქალაქეობის გამოვლენა.საზოგადოება, ქვეყანა ეყრდნობა პირად ინიციატივას. ეს ნიშნავს ამავე დროს პასუხისმგებლობის შეგრძნებას, რომ ჩვენ ყველანი ვართ ამ ქვეყნის და მისი მოსახლეობის წინაშე ერთნაირად პასუხისმგე
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შოვში დაღუპულ და-ძმას, სოფი და გიორგი ყარალაშვილებს და დავით ბერიაშვილს ღირსების მედალი მიანიჭა.
როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, დავით ბერიაშვილი და სოფი და გიორგი ყარალაშვილები, რომლებიც „ცოდნის კაფეს“ თანადამფუძნებლები იყვნენ, პრეზიდენტმა მოხალისეობის განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის, ამ მიზნით გამოვლენილი მტკიცე და აქტიური სამოქალაქო პოზიციისათვის დააჯილდოვა.
3 აგვისტოს, რაჭაში, შოვ
“ჩვენ გვაინტერესებს ის უბედური გარემო, რომელიც სისტემური კორუფციით ყვავის ქვეყანაში და ამის არაერთი ფაქტი ყოფილა ცხადი საზოგადოებისთვის, დაწყებული პრემიერის მამის კონტრიბუციით და გაგრძელებული ღვინის კომპანიების დაფინანსებით.
ჩვენი მოტივი არ არის მეტი პასუხისმგებლობას არიდებული ფარცხალაძეები მივიღოთ საზოგადოებაში. სახელებისა და გვარების დასახელებას მაშინ აქვს აზრი, როცა ეს ხალხი ძალაუფლებას დაკარგავს. ამის დროც მოვა, ამ ხალხმა ის ნაძარცვი, ნაქურდალი, ნაპარავი, კორუფციით ნაშოვნი ფული უნდა
როგორ წარმოგიდგენიათ ელდარ (ლუკა) კურტანიძის გაგდება? თავად მისი მეგობრებიც იქ იყვნენ და ერთი კითხვა რომელიმეს რომ დაესვა, გაიგებდა რა ხდებოდა. ნუ, ალბათ, ასე იყო საჭირო, ასე უნდოდა ვიღაცას და ჭორებს აყვნენ,- ამის შესახებ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონის, ლუკა კურტანიძის განცხადებას გამოეხმაურა რის მიხედვითაც, მას საქართველოს ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციაში, ყრილობაზე დასწრების უფლება არ მისცეს და „კარისკენ მიუთითეს“.
“სააკაშვილი, როგორც ჯოკერი ისე სჭირდება “ოცნებას”, შიგნით ან გარეთ, ეს პოლიტტექნოლოგიის საკითხია რომელს გადაწყვეტენ. მაგრამ ის, რომ სააკაშვილი “ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნას ასაზრდოებს შემდგარი ფაქტია.”
კახაბერ ქემოკლიძე, პარტია "საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი.
407817764_1323104088321241_1968869103899210246_n.mp4
ევროპის გულში რუსეთის იმპერიალიზმის ფონზე, ევროკავშირმა არ შეიძლება რაიმე ნაცრისფერი ზონები დაუშვას, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა სლოვენიაში ვიზიტის წინ განაცხადა.
„მსოფლიოში, სადაც ევროპის უშუალო სამეზობლო კრიზისებითა და კონფლიქტებითაა მოცული, გვჭირდება ევროკავშირი, რომელიც იმოქმედებს სწრაფად და გადამწყვეტად და ყველა ჩვენგანისთვის ევროპაში უსაფრთხოების საყრდენის როლს შეასრულებს. გერმანია და სლოვენია გაერთიანებული არიან ჩვენი საერთო ევროპის გაძლიერები
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე ხმაური იყო. დაპირისპირება ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონის, ლუკა კურტანიძის განცხადებას მოჰყვა.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილმა აღნიშნა, სპორტული ოჯახი დიდია და თუ რაიმე სირთულე წარმოიშვება, სოციალური ქსელებით ამ საკითხების გარჩევა სწორი არ არის.
„ერთი ამბავია ატეხილი ამ ფედერაციასთან დაკავშირებით. მინდა გაგახსენო ყველას, ვინც ამ არასასიამოვნო სიტუაციაში ჩაბმული, რომ ჩვენ ვართ დიდი სპორტული ოჯახი, ბევრი სახეობა შედის, როგ
აგრარულ საკითხთა კომიტეტის თემატური მოკვლევის - „ფინანსებზე ხელმისაწვდომობა სოფლის მეურნეობის დარგში (კერძო ფინანსური ინსტიტუტების ჭრილში)“ - ფარგლებში პირველი ზეპირი მოსმენა გაიმართა.
მოსმენაზე მოწვეული იყვნენ ფერმერთა და ქალ ფერმერთა ასოციაციების, საბანკო ასოციაციისა და სხვადასხვა ბანკის წარმომადგენლები.
ფერმერთა და ქალ ფერმერთა ასოციაციების წარმომადგენლებმა იმ პრობლემებზე გაამახვილეს ყურადღება, რომლებიც აგრარულ სექტორში ფინანსებზე ხელმისაწვდომობას ეხება. მათი შეფასებით, დაფინანსებას
სარწყავი სისტემის განვითარებისთვის საქართველომ შესაძლოა, 70 მლნ ევროს სესხი აიღოს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სარატიფიკაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტი აგრარულ საკითხთა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე განიხილეს.
დოკუმენტები ძირითადად საქართველოში სარწყავი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის და კლიმატგონივრული ირიგაციის სექტორის განვითარების პროგრამებს ეხება.
მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმ
“ოცნება” კარგად ხვდება, რომ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეუძლია გადატეხოს ეს ნაც-ქოცური 20 წლიანი მმართველობა, რომელსაც არანაირი კავშირი საქართველოს კეთილდღეობასთან, მის ბედნიერ მომავალთან, ევროპულ, დემოკრატიულ მომავალთან არ აქვს, ეს არის გახარიას გუნდი, ამიტომაც ვექცევით სერიოზული დარტყმების ქვეშ. მაგრამ, ამისთვის რა თქმა უნდა მზად ვართ, როგორც გიორგი გახარიამ თქვა, რაც უფრო გაძლიერდება ეს ზეწოლა, მით უფრო ახლოს ვიქნებით მიზანთან.”
გიორგი შარაშიძე, თბილისის ს