Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    12.154
  • comments
    0
  • views
    693.265

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

 გმირთა მოედანზე ორი ცათამბჯენი აშენდება - საკრებულომ პროექტს მხარი დაუჭირა

გმირთა მოედანზე ორი ცათამბჯენი აშენდება - საკრებულომ პროექტს მხარი დაუჭირა.  პროექტის თანახმად, თბილისის ცენტრალურ ნაწილში, სადაც ყოველდღიურად ათასობით ავტომანქანა გადაადგილდება და მუდმივად საცობია, ორი ცათამბჯენი აშენდება.  კომპლექსის 52 და 40-სართულიან შენობებში 1000-1000 საცხოვრებელი ბინა და კომერციული ფართი იქნება, ჯამში, პროექტი 155 599 კვადრატულ მეტრს მოიცავს. რადიო თავისუფლება

ახმეტაში სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა

უბედური შემთხვევა კახეთში. სტიქიას ხანდაზმული ემსხვერპლა. ფაქტი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურში მოხდა. ადგილობრივების თქმით, ძლიერი ქარმა ცენტრალურ გზაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების რკინის კონსტრუქცია მოგლიჯა და კაცს დაეცა. 79 წლის მამაკაცი ადგილზე, სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. იპნ

მიშა დაუშვილი - აფხაზეთში მიმდინარე პროცესები არის ანექსიის კიდევ ერთი გამოვლინება. რუსეთის იმპერიალისტური პოლიტიკის შესაკავებლად ხელისუფლებამ მთავარი, რაც უნდა გააკეთოს, არის ჩვენს პარტნიორებთან მჭიდრო ურთიერთობა (ვიდეო)

"აფხაზეთში მიმდინარე პროცესები არის ანექსიის კიდევ ერთი გამოვლინება. რუსეთის იმპერიალისტური პოლიტიკის შესაკავებლად ხელისუფლებამ მთავარი, რაც უნდა გააკეთოს, არის ჩვენს პარტნიორებთან მჭიდრო ურთიერთობა. მათი მხარდაჭერის გარეშე, ძალიან რთული იქნება რუსეთის საოკუპაციო მიზნებისთის ხელის შეშლა." მიშა დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წვერი, დეპუტატი.  GPrjvBitDpk2ec0DALQcV5rYhUgwbmdjAAAF.mp4

თბილისის საკრებულოში ხმაურია

თბილისის საკრებულოს დღევანდელი სხდომა ხმაურის ფონზე დაიწყო. ერთმანეთს საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე, რევაზ სოხაძე და საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, ლილე ლიპარტელიანი დაუპირისპირდნენ. მათ შორის კამათი მას შემდეგ დაიწყო, რაც ლილე ლიპარტელიანი რეპლიკებით პასუხობდა რევაზ სოხაძეს, როდესაც ის „ლაგუნა ვერეს“ საკითხზე სიტყვით გამოდიოდა. „გიშლი ხოლმე ხელს? რა გჭირს მართლა?! უზრდელი ხარ, რას ლაპარაკობ! არასდროს ჩაგჩრივარ სიტყვაშ

1-ელი იანვრიდან, ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი მთელი ქვეყნის მასშტაბით მცირდება

1-ელი იანვრიდან, ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი მთელი ქვეყნის მასშტაბით მცირდება. უფრო კონკრეტულად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ მიმდინარე სხდომაზე მხარი დაუჭირა “ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში შესატან ცვლილებს, რომლის თანახმადაც, დედაქალაქისა და რეგიონების მოსახლეობისთვის, ელექტროენერგიის როგორც საყოფაცხოვრებო, ისე

საქართველოში წყალმომარაგების ტარიფი მოსახლეობისთვის უცვლელი რჩება - კომერციული მომხმარებლებისთვის კი მცხეთაში, თბილისსა და რუსთავში წყლის ფასი გაიზრდება

საქართველოში წყალმომარაგების ტარიფი მოსახლეობისთვის უცვლელი რჩება - კომერციული მომხმარებლებისთვის კი მცხეთაში, თბილისსა და რუსთავში წყლის ფასი გაიზრდება. უფრო კონკრეტულად, მცხეთასა და თბილისში 1 კუბურ მეტრზე წყლის ტარიფი 2 ლარითა და 30 თეთრით იზრდება, რუსთავში კი 2 ლარითა და 80 თეთრით. სემეკ-ის გადაწყვეტილებით, თბილისსა და მცხეთაში ახალი არასაყოფაცხოვრებო ტარიფი განისაზღვრა კუბურ მეტრზე 8.807 ლარით, ხოლო რუსთავში კუბურ მეტრზე 6.500 ლარით. დადგენილი ტარიფები ძალაში 2024 წლის 1-ელი იანვრ

კახაბერ ქემოკლიძე ბიჭვინთის ინფრასტრუქტურის რუსეთისთვის უკანონოდ გადაცემის შესახებ (ვიდეო)

კახაბერ ქემოკლიძე ბიჭვინთის ინფრასტრუქტურის რუსეთისთვის უკანონოდ გადაცემის შესახებ: GMGtnBgENrH139AEAE2SvODcT_xNbmdjAAAF.mp4

უფლებები საქართველო: პასუხისმგებლობით მოეკიდეთ ფოტორობოტის საფუძველზე დადანაშაულებას

ორგანიზაცია „უფლებები საქართველო”, რომელიც დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგოს დედის, ნატო ხუტაშვილის უფლებებს იცავს, მოქალაქეებს სთხოვს, დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდოს ფოტორობოტის საფუძველზე ამა თუ იმ კონკრეტული ადამიანის დამნაშავედ გამოცხადებას. 12 წლის გოგოს, ანა იანუშაიტიტეს გარდაცვალების საქმეზე, საქმის მოწმეების მიერ აღწერილი სიტყვიერი პორტრეტის საფუძველზე, შეიქმნა სავარაუდო დამნაშავის რამდენიმე ფოტორობოტი. ფოტორობოტი ნატო ხუტაშვილმა 26 დეკემბერს გაავრცელა. „უფლებები საქარ

იოსელიანი: ფსიქიკური პრობლემების მქონე პატიმრებისთვის ციხეების გარემო შეუსაბამოა

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის თქმით, ფსიქიკური და მენტალური პრობლემების მქონე პატიმრებისთვის სასჯელაღსრულების დაწესებულებების გარემო შეუსაბამოა. „ინტერპრესნიუსთან” ინტერვიუში ლევან იოსელიანმა თქვა, რომ მათ განსხვავებული მიდგომა, სკრინინგი და ეფექტიანი მკურნალობა სჭირდებათ. გარდა ამისა, მისი თქმით, პრობლემაა დიდი ზომის დაწესებულებები, სადაც 1000-1500 პატიმარია, ადამიანის უფლებების ეფექტიანად დაცვისთვის პატარა დაწესებულებებია დაცული – 500-700 პატიმრისთვის. publika

კარასინის თქმით, ბიჭვინთის აგარაკის გასხვისებაზე პროტესტი „გარედანაა წახალისებული“

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელის, გრიგორი კარასინის თქმით, ბიჭვინთის აგარაკის გამო აფხაზეთში ოპოზიციის მიერ გამოწვეული არეულობები ხელოვნურად არის წახალისებული გარედან. მისი აზრით, რუსეთი ამ სიტუაციას მშვიდად უნდა მიუდგეს. „რუსეთსა და აფხაზეთს შორის ხელი მოეწერა მთავრობათაშორის შეთანხმებას, ჩვენ არ გვჭირდება რატიფიცირება, მაგრამ ისინი აკეთებენ“, — განაცხადა კარასინმა. კარასინის თქმით, ძველი, სტალინური სახელმწიფო აგარაკი მთავრობათაშორისი შეთანხმებით რუს

ანაკლიის პორტის განვითარების სააგენტო 2,85 მილიონს გამოყოფს ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევების განახლებისთვის

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტო აცხადებს გამარტივებული წესის ტენდერს პორტის პროექტის ახალი ტენდერის მოსამზადებისთვის. ტენდერის აღწერაში ვკითხულობთ, რომ 2 850 000 ლარი გამოყოფილია კონსულტანტებისთვის, „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის ახალი ტენდერის მოსამზადებლად შესაბამისი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევების განახლებისთვის, შერჩევის პროცესის დოკუმენტაციის შემუშავებისთვის, შერჩევის პროცესის წარმართვისთვის და სხვა [სამუშაოებისთვის]“. მსგავსი სახის მომსახურების

ბიძინა ივანიშვილის ქონებამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია – „ბლუმბერგი“

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ქონებამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, ნათქვამია ბიზნეს-გამოცემა „ბლუმბერგის“ სტატისტიკაში. კერძოდ, 24 დეკემბერს განახლებული მონაცემით, ივანიშვილის ქონება 6,55 მილიარდ დოლარადაა შეფასებული, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მას შემდეგ, რაც 2013 წელს „ბლუმბერგმა“ ივანიშვილის ქონების სტატისტიკის გამოქვეყნება დაიწყო. გამოცემის ცნობითვე, 2023 წელს ივანიშვილის ქონების ღირებულება 17 პროცენტით, ანუ 950 მილიარ

პრეზიდენტი - მკაცრად ვგმობ რუსების მიერ საქართველოს მიწების მორიგ მიტაცებას და მცოცავი ანექსიის პოლიტიკას - საერთაშორისო საზოგადოებას მოვუწოდებ ძლიერი და სასწრაფო რეაგირებისკენ

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის თაობაზე საერთაშორისო საზოგადოებას „ძლიერი და სასწრაფო რეაგირებისკენ“ მოუწოდებს. პრეზიდენტი „რუსების მიერ საქართველოს მიწების მორიგ მიტაცებას“ გმობს. „მკაცრად ვგმობ რუსების მიერ საქართველოს მიწების მორიგ მიტაცებას და მცოცავი ანექსიის პოლიტიკას. ხალხის ძლიერი რეაქცია, რომელსაც ჩვენ ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის გარშემო ვხედავთ, ოკუპაციის პირდაპირი შედეგია. მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას ძლიერ

ორთაჭალაში მსუბუქი ავტომანქანისა და მიკროავტობუსის შეჯახების შედეგად 11 ადამიანი დაშავდა

თბილისში, ორთაჭალაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და მიკროავტობუსი შეეჯახნენ. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 11 ადამიანი დაშავდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. იპნ

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემა დაამტკიცა

დღეს დილით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. ამის შესახებ ე.წ. პარლამენტის სპიკერმა, ლაშა აშუბამ შენობის წინ შეკრებილ მომიტინგეებს განუცხადა. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტში სულ 35 „დეპუტატია“, გადაწყვეტილებას მხარი 28-დან 25-მა დაუჭირა. შეხვედრაზე დასწრების უფლება მხოლოდ ოკუპირებული რეგიონის ტელევიზიის ჟურნალისტებს მიეცათ. რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის მოწინააღმდეგეებმა ე.წ. პარლამენტის

გიორგი გახარია რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემაზე - მსგავს "გადაწყვეტილებებს" იურიდიული ძალა არ აქვს. ჩვენს აფხაზ თანამემამულეებთან ერთად დავიბრუნებთ ჩვენს სამშობლოს

“ქართული ოცნების” ანტი-პრაგმატული დუმილის პოლიტიკის ფონზე რუსეთმა მორიგი ნაბიჯი გადადგა ოკუპირებული აფხაზეთის ანექსიისკენ. სოხუმის საოკუპაციო რეჟიმმა შეასრულა ოკუპანტი სახელმწიფოს დაკვეთა და ქართველი და აფხაზი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, ბიჭვინთის ინფრასტრუქტურა რუსეთს გადასცა. მსგავს "გადაწყვეტილებებს" იურიდიული ძალა არ აქვს. ჩვენს აფხაზ თანამემამულეებთან ერთად დავიბრუნებთ ჩვენს სამშობლოს. " გიორგი გახარია, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე.     

ოლექსი დანილოვი - რუსეთის ფლოტის 20% აღარ არსებობს

უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის განცხადებით, რუსეთის ფლოტის 20 პროცენტი განადგურებულია. „რა თქმა უნდა, გვინდა, რომ ჩვენი ტერიტორიების გათავისუფლებისთვის ბევრად უკეთესი მდგომარეობა გვქონდეს. მაგრამ ამ პროცესის პარალელურად შავ ზღვაში ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი მოვლენები ხდებოდა. ამ ვითარებასთან დაკავშირებით, რუსეთის ფედერაციის ფლოტის 20% აღარ არის“, - აღნიშნა დანილოვმა. უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის განცხადებით, უკრაინელი სამხედროებ

ჯანდაცვის სამინისტრომ, „როშესგან“, პირდაპირი შესყიდვით, ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები შეიძინა

ინოვაციური ონკოლოგიური მედიკამენტები, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტრომ, მსოფლიოს წამყვანი ფარმაცევტული კომპანია „როშესგან“, პირდაპირი შესყიდვის გზით შეიძინა, საქართველოშია. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უწყებამ მწარმოებლისგან 13 დასახელების ონკოლოგიური მედიკამენტი „ავასტინი“, „ალეცენზა“, „გაზივა“, „ზელბორაფი“, „კადსილა“, „მაბტერა“, „პერჯეტა“, „პოლივი“, „როზლიტრეკი“, „ტარცევა“, „ტეცენტრიკი“, „ფესგო“, „ჰერცეპტინი“ მნიშვნელოვანდ დაბალ ფასად შეიძინა. 2024 წლის იანვრიდან, პაციენტები, აღნიშნულ

სინოპტიკოსების პროგნოზით, ახალი წლის დღეებში საქართველოში უნალექო ამინდი იქნება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27 დეკემბერს საქართველოში შედარებით გამოიდარებს და დათბება. 28 დეკემბერს კვლავ მოსალოდნელია ძლიერი ქარი, მთიან და მაღალმთიან რეგიონებში ზოგან ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი. 29-31 დეკემბერს და ახალი წლის დღეებში საქართველოში უნალექო ამინდი იქნება. სააგენტოს ცნობით, თბილისში 28 დეკემბერს წვიმა და ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარია მოსალოდნელი, ხოლო 29-31 დეკემბერს და 2024 წლის 1-2 იანვარს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა წლის ბოლომდე დ

ბექა ლილუაშვილი - როგორ ეფარება სააკაშვილის საფრთხობელა ფარს "ოცნება" (ვიდეო)

როგორ ეფარება სააკაშვილის საფრთხობელა ფარს "ოცნება"      ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" თავმჯდომარე. GICWmAAMlikwllQCALrjbKRrJ2NmbmdjAAAF.mp4

ახალი წლის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა გახანგრძლივდება

ახალი წლის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახანგრძლივებულ რეჟიმში იმოძრავებს. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, როგორც მეტროპოლიტენი, ისე ავტობუსები და რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა მგზავრებს 1-ელი იანვრის 03:00 საათამდე მოემსახურება. „31 დეკემბერს, ახალი წლის ღამეს, თბილისის მუნიციპალიტეტის მერია პირველი რესპუბლიკის მოედანზე საახალწლო ღონისძიებას გეგმავს. მინდა, ტრანსპორტთან დაკავშირებით მოგაწოდოთ ინფორმაცია: მეტროპოლიტენის მომსახურება 31

ოკუპირებული აფხაზეთის „პარლამენტში“ რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის საკითხის განხილვის პარალელურად, საპროტესტო აქცია იგეგმება

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის საკითხი შესაძლოა, 27 დეკემბერს განიხილოს, - ინფორმაციას გამოცემა „ეხო-კავკაზა“ ავრცელებს. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ე.წ. პარლამენტი საკითხის განხილვას 28 დეკემბერს გეგმავდა. საინიციატივო ჯგუფმა, „ҲАРАҲПИЦУНДА“-ს ("ჩვენი ბიჭვინთა) საზოგადოებას მოუწოდა, შეუერთდნენ ე.წ. პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციას: „გადავარჩინოთ ბიჭვინთა! სხვა შანსი არ იქნება!“ ე.წ. საკანონმდებლო შენობის მი

ბერდია სიჭინავა - ამ ხელისუფლებისთვის ბუნებრივად თავსებადი არ არის ევროკავშირი, რადგან ხელისუფლების მიზანია დიდხანს შეინარჩუნოს ძალაუფლება, რაც მხოლოს ინსტიტუტების მიტაცებითა და მათი სრული დაუფლებით არის შესაძლებელი (ვიდეო)

ამ ხელისუფლებისთვის ბუნებრივად თავსებადი არ არის ევროკავშირი, რადგან ხელისუფლების მიზანია დიდხანს შეინარჩუნოს ძალაუფლება, რაც მხოლოს ინსტიტუტების მიტაცებითა და მათი სრული დაუფლებით არის შესაძლებელი, სხვაგვარად წარმოუდგენელია. სწორედ ამიტომ არის შეუთავსებელი ევროპულ ღირებულებებთან და დემოკრატიასთან.  “ოცნების” ხელისუფლება დაინტერესებულია “ნაც.მოძრაობა” ასეთი დანაკუწებული, დაშლილი არ იყოს, ამიტომ ეძლევა სააკაშვილს უფლება სასამართლო დარბაზიდან აწარმოოს კამპანია და მართოს პარტია.

ანა ბუჩუკური - “ოცნების” მიერ წარმოდგენილი სამოქმედო გეგმა არის უსუსტესი. რეფორმების განხორციელების ნულოვანი სურვილი ჩანს ამ გეგმაში და ალბათ, სწორედ ამიტომ მალავდნენ ამ დრომდე (ვიდეო)

“ოცნების” მიერ წარმოდგენილი სამოქმედო გეგმა არის უსუსტესი. რეფორმების განხორციელების ნულოვანი სურვილი ჩანს ამ გეგმაში და ალბათ, სწორედ ამიტომ მალავდნენ ამ დრომდე. ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  GC4InRgSWglcXFoBAA8-oyg1j-wZbmdjAAAF.mp4

გახარიას გუნდი - ეს არის უსუსტესი გეგმა, რაც მეტ პასუხისმგებლობას გვაკისრებს, რომ მივიღოთ სამუშაო ფორმატებში მონაწილეობა

პარტია "საქართველოსთვის", განცხადება:    ევროკომისიის და ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებების გამოქვეყნებისთანავე, ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ ოცნებას 9 რეკომენდაციის შესრულებაზე მუშაობის დაწყებისკენ და გამოვხატეთ მზადყოფნა სამუშაო ჯგუფებში ჩართვაზე. კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილების დღიდან ოცნება გეგმას მალავს. ხელისუფლებას ამ პერიოდში არ გამოუხატავს მზაობა რეკომენდაციების რეალურ შესრულებაზე.  გუშინ სადღესასწაულო დღეებში, როცა თითქმის არც ერთი საერთაშორისო პარტნიორი ქვეყანაში
×
×
  • შექმენი...