Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.107
  • comments
    0
  • views
    733.482

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ევროკავშირის საელჩო - საქართველოსთან ერთად ამ ისტორიულ გამარჯვებას ვზეიმობთ!

საქართველოსთან ერთად ამ ისტორიულ გამარჯვებას ვზეიმობთ! - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მისალოც ტექსტშია ნათქვამი. ევროკავშირის წარმომადგენლობა ეროვნულ ნაკრებს წარმატებას უსურვებს ევროპის ჩემპიონატში. „საქართველოსთან ერთად ამ ისტორიულ გამარჯვებას ვზეიმობთ! ყველას გილოცავთ, ეროვნულ ნაკრებს კი ვუსურვებთ წარმატებას ევროპის ჩემპიონატში“,- აღნიშნავენ ევროკავშირის წარმომადგენლობაში. ცნობისთვის, ისტორიაში პირველად, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ თამაშს დორტმუნდში, თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ 18 ივნისს ჩაატარებს

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ თამაშს დორტმუნდში, თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ 18 ივნისს ჩაატარებს. 22 ივნისს საქართველოს ნაკრები ჰამბურგში ჩეხეთს დაუპირისპირდება, ხოლო 26 ივნისს, გელზენკირხენში, პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს. გერმანიაში ევროპის ჩემპიონატი 14 ივნისს დაიწყება და 14 ივლისს დასრულდება. ისტორიაში პირველად, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში საბე

საქართველომ საბერძნეთი პენალტების სერიაში დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის საგზური ისტორიაში პირველად მოიპოვა #1TVSPORT

საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზეა! საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის საპლეიოფო ფინალში საბერძნეთს უმასპინძლა. მატჩს უდიდესი ღირებულება ჰქონდა – გამარჯვებული ევრო 2024-ზე ითამაშებდა. მეტად დაძაბულ და ხისტ მატჩში საბოლოოდ გამარჯვება საქართველოს დარჩა.     ფაქტები საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი გამარჯვება, 1:0 ხორვატიასთან, 26 მარტს დაფიქსირდა. 1960 წლიდან დღ

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები გერმანიაში გასამართ 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს სძლია. ანგარიშის ბედი პენალტების სერიაში გადაწყდა: საქართველოს ნაკრებმა პენალტების სერიაში 4 გოლი გაიტანა, ხოლო ბერძნებმა საქართველოს ნაკრების კარში მხოლოდ 3 გოლის გატან შეძლო. მატჩი „დინამო არენაზე“ მიმდინარეობდა. იპნ

მოსკოვის ტერაქტის მსხვერპლი 139 ადამიანი გახდა — დასრულდა სამძებრო-გაწმენდითი სამუშაოები

მოსკოვში, „კროკუსის“ საკონცერტო დარბაზის ტერიტორიაზე, სადაც 22 მარტს ბოლო დროის რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტერაქტი მოხდა, სამძებრო-გაწმნედითი სამუშაოები დასრულებულია. როგორც რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა განაცხადა, ტერიტორიას თავდაპირველად შიშველი ხელებით წმენდდნენ, რადგან ხანძრისა და ჭერის ჩამონგრევის შემდეგ ადამიანთა ცოცხლად პოვნის მცირე შანსი მაინც არსებობდა. მოგვიანებით სამუშაოებში მძიმე ტექნიკაც ჩაერთო. ბოლო მონაცემებით, მოსკოვის ტერაქტს 139 ადამიანი ემსხვერპლა, 182

ზარქუა: თუ დედას დედა ვერ დაუძახე და მამას მამა, რა ჯანდაბად გინდა ევროკავშირი

„ქართული ოცნების” წევრი, ირაკლი ზარქუა თავისივე გუნდის მიერ ინიციირებულ ჰომოფობიურ კანონპროექტს მხარს უჭერს და ამბობს, რომ, თუ „სარწმუნოება და ტრადიცია წაგართვეს, რა ჯანდაბად გინდა ევროკავშირი და დანარჩენი გაერთიანებები”. არ არსებობს მეცნიერულად გამყარებული მტკიცებულება, რომ „პროპაგანდა“ ადამიანების სექსუალურ ორიენტაციას ან გენდერულ იდენტობას ცვლის. ასევე, საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის თანახმად, რომელიც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას ეხება, „კონსტიტუციურმა

თემქაზე ბანკთან კაცი დაჭრეს

თემქაზე ლიბერთი ბანკთან კაცი დაჭრეს. ინფორმაცია ,,პუბლიკას” შსს-ში დაუდასტურეს. კაცი უკვე დაკავებულია. როგორც ცნობილია, დაპირისპირება ორ ადამიანს შორის ბანკში დაიწყო, რაც ქუჩაში გაგრძელდა და ერთი პირის დაჭრით დასრულდა. შსს-ში ,,პუბლიკას” უთხრეს, რომ დაიწყეს გამოძიება. პუბლიკა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოლექსი დანილოვი გაათავისუფლა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის თანამდებობიდან ოლექსი დანილოვი გაათავისუფლა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის 26 მარტის განკარგულებაში წერია. განკარგულების თანახმად, უკრაინის პრეზიდენტმა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის მდივნის თანამდებობაზე უკრაინის საგარეო დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი ალექსანდრ ლიტვინენკო დანიშნა. ipn

ბექა ლილუაშვილი - მმართველი პარტია, რომელიც ყოველდღე ატყუებს საზოგადოებას, რომ აქვთ 60%-იანი მხარდაჭერა, მათი შედეგი რეალურად 40%-თან ახლოსაც არ არის (ვიდეო)

ეს ცვლილებები საარჩევნო წესში, ასახავს "ოცნების" სისუსტეს, მათივე ნაბიჯები აჩვენებს, რომ მათ არ აქვთ საზოგადოების მხარდაჭერა. მმართველი პარტია, რომელიც ყოველდღე ატყუებს საზოგადოებას, რომ აქვთ 60%-იანი მხარდაჭერა, მათი შედეგი რეალურად 40%-თან ახლოსაც არ არის.  ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" თავმჯდომარე.   ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/378525641818765/

Რა სჭირდებათ ქართველ მაშველებს და რატომ ახსენდება ისინი სახელმწიფოს მხოლოდ ტრაგედიებისას (ვიდეო)

Რა სჭირდებათ ქართველ მაშველებს და რატომ ახსენდება ისინი სახელმწიფოს მხოლოდ ტრაგედიებისას - პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრები გიორგი ჭანტურია და ვიკა ფილფანი საუბრობენ საქართველოში სამაშველო სისტემის მდგომარეობაზე, მაშველების საჭიროებებზე და იმაზე, თუ რა სჭირდება სახელმწიფოს ამ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესს სამსახურს გამართული მუშაობისათვის. ვიდეო:   

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - საკრებულოს მაჟორიტარის არჩევნების მეორე ტურის გაუქმება უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებით, ხელისუფლება საარჩევნო კანონმდებლობის გაუარესებასა და საკუთარ თავზე მორგებას ხშირად ცდილობს. ორგანიზაცია პარლამენტს მოუწოდებს, ინიცირებული კანონპროექტი არ მიიღოს. „მიმდინარე წლის 20 მარტს „ქართული ოცნების” დეპუტატებმა პარლამენტს მიმართეს საარჩევნო კოდექსში ცვლილების ინიციატივით, რომელიც მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი კანდიდატების ასარჩევად დადგენილი მინიმალური 40%-იანი ბარიერის გაუქმებას ითვალისწინებს. ცვლილების მიღების შემთ

ბათუმის საკრებულოში პარტია "საქართველოსთვის"  წევრმა, აკაკი გვიანიძემ ისაუბრა ქალაქის ჩაბეტონებისა და უპასუხისმგებლო ურბანული პოლიტიკის შესახებ, რამაც "ოცნების" გაღიზიანება გამოიწვია (ვიდეო)

"ეს არის "ოცნების" რეაქცია სიმართლეზე."   დღეს ბათუმის საკრებულოში პარტია "საქართველოსთვის"  წევრმა, აკაკი გვიანიძემ ისაუბრა ქალაქის ჩაბეტონებისა და უპასუხისმგებლო ურბანული პოლიტიკის შესახებ, რამაც "ოცნების" გაღიზიანება გამოიწვია. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1454769975434944/

„ნიდერლანდებიდან მოტყუებით გადმოარიცხინეს 128 ათასი ევრო“ — ბრალდებულია 7 პირი

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, გახსნეს მორიგი ტრანსნაციონალური დანაშაული. შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა უცხო ქვეყნის 5 და საქართველოს 2 მოქალაქის მიმართ დაიწყო. გენერალური პროკურატურის ცნობით, ბრალდებულებმა, უცხოეთში მცხოვრები პირების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების მიზნით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი შექმნეს. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები სოციალურ ქსელებში დარეგისტრირებული ყალბი გვერდების გამოყენ

ფეხბურთის მატჩის გამო ავტობუსები 02:00 საათამდე იმოძრავებს | სია

საქართველო-საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის 26 მარტს დაგეგმილი საფეხბურთო მატჩის გამო მეტროსა და ავტობუსების გარკვეული მარშრუტების მუშაობის დრო გახანგრძლივდება. თბილისის მერიის ცნობით, მეტრო მუშაობას 00:00-ის ნაცვლად, 27 მარტის 02:00 საათზე დაასრულებს და როგორც „დინამო არენაზე“, ისე პირველი რესპუბლიკის მოედანზე მისულ გულშემატკივრებს მოემსახურება. გარდა ამისა, 26 მარტის 22:00 საათიდან 27 მარტის 02:00 საათამდე იმოძრავებენ შემდეგი ავტობუსები: N301; N306; N308;

32-ე სკოლაში „წიწაკის სპრეის“ გაშვების ფაქტზე გამოძიება დაიწყო - დირექტორი და რამდენიმე პედაგოგი გამოკითხვაზე იმყოფებიან

32-ე სკოლაში „წიწაკის სპრეის“ გაშვების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. დირექტორი და რამდენიმე პედაგოგი გამოკითხვაზე იმყოფებიან. ამასთან, სკოლაში სამართალდამცველები კვლავ რჩებიან. როგორც „ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით. თბილისში, 32-ე სკოლაში სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის მანქანები იყო მობილიზებული. როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების სამინისტროში განუცხადეს, ერთ-ერთმა

თბილისის ერთ-ერთ სკოლაში „წიწაკის სპრეი“ გაუშვეს - მოსწავლეთა ნაწილს დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს, ნაწილი კი პრევენციის მიზნით საავადმყოფოში გადაიყვანეს

თბილისში, 32-ე სკოლაში სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის მანქანები იყო მობილიზებული. როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების სამინისტროში განუცხადეს, ერთ-ერთმა მოსწავლემ ე.წ. წიწაკის სპრეი გაუშვა, რის გამოც ადგილზე სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. სამინისტროს ცნობით, მოსწავლეთა ნაწილს დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს, ნაწილი კი პრევენციის მიზნით საავადმყოფოში გადაიყვანეს. განათლების სამინისტროს განმარტებით, მათი მხრიდან ყველა შესაბამისი რეაგირება ჩატარდა. იპნ

იაშვილის კლინიკა - აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტის მიღებიდან 3 თვის ვადაში, ბავშვების ნაწილში 1-დან 3 სანტიმეტრამდე ზრდა დაფიქსირდა

„იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოში“ განმარტავენ, რომ აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტის მიღებიდან 3 თვის ვადაში, ბავშვების ნაწილში 1-დან 3 სანტიმეტრამდე ზრდა დაფიქსირდა. კერძოდ, როგორც „ინტერპრესნიუსს“ „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოში“ განუცხადეს, მედიკამენტ „ვოსორიდიტს“ ეფექტი ნამდვილად აქვს, ჯამში კი ინექციებს 11 ბავშვი იღებს. რაც შეეხება გვერდით მოვლენებს, სამედიცინო დაწესებულებაში განმარტავენ, რომ ინიექციის მიღების შემდეგ დაფიქსირდა ალერგიუ

26 მარტიდან 27 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4-ბალიანი შტორმული ღელვა

გარემოს ეროვნული საგენტოს ცნობით, 27 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა. სინოპტიკოსების პროგნოზით, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთაში კი ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქია მოსალოდნელი. „26 მარტიდან 27 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შეს

გაერო-ს უშიშროების საბჭომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეზოლუცია მიიღო

გაერო-ს უშიშროების საბჭომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეზოლუცია მიიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. რეზოლუციას მხარი 14-მა წევრმა დაუჭირა, ხოლო აშშ-მა თავი შეიკავა. გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული რეზოლუცია ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას და ყველა მძევლის უპირობო გათავისუფლებას მოითხოვს. ipn

ზაზა თავაძე - გახარიას გუნდი “საქართველოსთვის“ ჩაერთვება საკონსტიტუციო განხილვებში, რომელიც “ოცნებამ” დაანონსა. ჩვენ არ მივცემთ მათ იმის საშუალებას, რომ პოლიტიკურ პროპაგანდად აქციონ ეს თემა

გახარიას გუნდი “საქართველოსთვის“ ჩაერთვება საკონსტიტუციო განხილვებში, რომელიც “ოცნებამ” დაანონსა. ჩვენ არ მივცემთ მათ იმის საშუალებას, რომ პოლიტიკურ პროპაგანდად აქციონ ეს თემა და გამოიყენონ ბავშვებთან მიმართებაში, მათი უფლებების შელახვაში. ზაზა თავაძე, პარტია "საქართველოსთვის" თბილისის საკრებულოს წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/773888138029842/

ყველაზე ბედნიერი ქვეყანა Gen Z-სა და მილენიალებისთვის

2024 წლის მსოფლიო ბედნიერების ანგარიშის მიხედვით, Gen Z თაობისთვის და მილენიალებისთვის საუკეთესო ქვეყანად ლიეტუვა დასახელდა. ოქსფორდის უნივერსიტეტის კეთილდღეობის კვლევის ცენტრმა გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც შემდეგი ფაქტებია გათვალისწინებული: მშპ ერთ სულ მოსახლეზე სოციალური მხარდაჭერა ჯანსაღი სიცოცხლის ხანგრძლივობა თავისუფლება კორუფციის თავისუფლება  

ბილეთების გაყიდვის ექსკლუზივი და დაზარალებული მომხმარებლები - სად ირღვევა უფლებები

ქვეყნის მასშტაბით გამართულ სპორტულ, გასართობ, თუ კულტურულ ღონისძიებებზე, რიგ შემთხვევებში, ბილეთების გაყიდვის ექსკლუზივს მხოლოდ Tkt.ge ფლობს. ასე მოხდა, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების თამაშებზეც, არ არსებობდა ალტერნატიული პლატფორმა, სადაც ბილეთების შეძენა იქნებოდა შესაძლებელი. შედეგად, კიდევ უფრო გააქტიურდა, ბილეთების ე.წ შავი ბაზარი, სადაც 10-ლარიანი ბილეთები 100 ლარადაც კი იყიდებოდა. ონლაინ ბილეთების რეალიზატორი კომპანიების მხრიდან კონკურენციის პირობების დარღვევა კონკურენციისა დ

ბექა ლილუაშვილი - გასაკვირი და უცნაურია, როცა „ქართული ოცნება“ ყოველ დღე იმეორებს, რომ 60%-იანი მხარდაჭერა აქვს, 40%-იანი ბარიერის გაუქმება რა მიზანს ემსახურება?!

გასაკვირი და უცნაურია, როცა „ქართული ოცნება“ ყოველ დღე იმეორებს, რომ 60%-იანი მხარდაჭერა აქვს, 40%-იანი ბარიერის გაუქმება რა მიზანს ემსახურება?! - ეს მმართველი პარტიის პოზიციებს ძლიერად ვერ წარმოაჩენს, რადგან მცირდება სტანდარტი და ლეგიტიმაცია! - აღნიშნული განცხადება პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის განხილვისას გააკეთა. როგორც ლილუაშვილმა განმარტა, 2014 წელს, საკრებულოს მაჟორიტარების არჩე

ბექა ლილუაშვილი - „ოცნებას“, რომელიც ყოველდღე გვატყუებს, თითქოს 60% რეიტინგი აქვს, სინამდვილეში 35%-ის იმედიც კი არ აქვს - მიხედონ ხალხის გასაჭირს და არა საკუთარი გასაჭირის კანონების ჭრა-კერვით მოგვარებას

„ოცნებას“, რომელიც ყოველდღე გვატყუებს, თითქოს 60% რეიტინგი აქვს, სინამდვილეში 35%-ის იმედიც კი არა აქვს, ამ კანონის მიღება ამას ნიშნავს - ტყუილებში ჩაკარგული “ოცნება” ერთს ამბობს, მეორეს კი აკეთებს, - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “საქართველოსთვის” თავმჯდომარე ბექა ლილუაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე, საარჩევნო კოდექსში შესატან ახალ ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, “ქართული ოცნების” მხარდაჭერა ისტორიულ მინიმუმზეა და ამას საკუთარი ქმედებებითაც ადასტურებენ

ბექა ლილუაშვილი - საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში ჩავერთვებით, რათა პროპაგანდა არ გახდეს “ქართული ოცნების” პოლიტიკური იარაღი - არავის მივცემთ საშუალებას, რომ ბავშვები პროპაგანდის ინსტრუმენტად გამოიყენონ

საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელების ჩანაფიქრი მიმართულია ამ საკითხის კიდევ უფრო მეტ პროპაგანდაზე - პროცესში ჩავერთვებით, რათა პროპაგანდა არ გახდეს “ქართული ოცნების” პოლიტიკური იარაღი, - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “საქართველოსთვის” თავმჯდომარე ბექა ლილუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ოჯახურ ღირებულებათა შესახებ “ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებას გამოეხმაურა. როგორც ლილუაშვილმა აღნიშნა, არავის მისცემენ საშუალებას, რომ ბავშვები პოლ
×
×
  • შექმენი...