Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.103.206

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ბერლინში სალომე ზურაბიშვილისა და ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის შეხვედრა მიმდინარეობს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს ხვდება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტის შეხვედრა ამ წუთებში ბერლინში მიმდინარეობს.   იპნ

დიმიტრი ცქიტიშვილი - “ოცნებამ” არ დატოვა არც ერთი დამოუკოდებელი ინსტიტუტი, რომლის გამოძიებასაც შეიძლება საზოგადოება ენდოს

“ოცნებამ” არ დატოვა არც ერთი დამოუკოდებელი ინსტიტუტი, რომლის გამოძიებასაც შეიძლება საზოგადოება ენდოს. დიმიტრი ცქიტიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/8379633272146884

თეირანის ცნობით, გაშიშვლების შემდეგ დაკავებული ქალი ბრალის გარეშე გაათავისუფლეს

ირანის ხელისუფლების ცნობით, თეირანის უნივერსიტეტში გაშიშვლების შემდეგ დაკავებული სტუდენტი აჰუ დერიაი ბრალის წარდგენის გარეშე გაათავისუფლეს. „იმის გათვალისწინებით, რომ ის საავადმყოფოში გაგზავნეს და დადგინდა, რომ ავად იყო, იგი ოჯახს გადასცეს. მის წინააღმდეგ საქმე არ აღძრულია“, — განაცხადა ირანის იუსტიციის სამსახურის პრესპიკერმა. აჰუ დერიაის დაკავების ვიდეო თავდაპირველად სტუდენტური მოძრაობის ორგანიზაციამ გამოაქვეყნა და იტყობინებოდა, რომ სტუდენტმა ტანსაცმელი გაიხადა მოხალისე პარა-მილ

კრემლი: უკრაინის ანექსირებულ ტერიტორიებს რუსეთის ბირთვული იარაღი იცავს

კრემლმა 18 ოქტომბერს განაცხადა, რომ უკრაინის ოთხ რეგიონს, რომელთა მიერთების შესახებაც რუსეთმა გასულ თვეში გამოაცხადა, რუსეთის ბირთვული არსენალი იცავს, იტყობინება Reuters-ი. არსებული ცნობით, ჟურნალისტების შეკითხვაზე, იცავს თუ არა ამ რეგიონებს რუსეთის ბირთვული ფარი, კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ასე უპასუხა: „ყველა ეს ტერიტორია რუსეთის განუყოფელი ნაწილია და ისინი დაცვის ქვეშ არიან. მათი უსაფრთხოებაც იმ დონეზეა უზრუნველყოფილი, როგორც რუსეთის დანარჩენი ტერიტორია“. რუსეთის პრეზიდენტმ

მერიის ის მაღალჩინოსანი, რომლის სამსახურმაც ვაკის პარკის შადრევანი ჩაიბარა, გადადგა

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი, გიგა გიგაშვილი თანამდებობას ტოვებს. როგორც მერიის პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, მან გადაწყვეტილება თავად მიიღო. მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური იყო უწყება, რომელმაც ვაკის პარკის შადრევნის სამუშაოები ჩაიბარა - შადრევანის გახსნის მეორე დღეს წყალში ჩასულ ბავშვებს დენმა დაარტა, მათგან 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა. სამუშაოების ჩაბარებაში ჩართული გიგა გიგაშვილის მოადგილე გუშინ პოლიციამ დააკავა. "დატრიალ

ვოლოდიმირ ზელენსკი: რომელ მხარეს უნდა იდგეს კულტურა და ხელოვნება? შეიძლება თუ არა ხელოვნება პოლიტიკის მიღმა იყოს?

,,დღეს რუსეთს უკრაინაში ბერლინის კედლის აშენება სურს. სურს, ააშენოს კედელი ჩვენსა და ევროპას შორის იმისთვის, რომ უკრაინა საკუთარი არჩევანისა და საკუთარი მომავლისგან გამოყოს,“ - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბერლინის 73-ე საერთაშორისო კინოფესტივალის მონაწილეებსა და სტუმრებთან სიტყვით მიმართვისას განაცხადა. მისი თქმით, ეს არის კედელი თავისუფლებასა და მონობას შორის, სიცოცხლის უფლებასა და სარაკეტო თავდასხმებს შორის, პროგრესსა და ნანგრევებს შორის, რომელსაც რუსეთი ტოვებს,

თელავში ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

თელავში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, მათ შორის ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის თანამშრომელია. ახალგაზრდები მსუბუქი ავტომობილით თელავი-გურჯაანის დამაკავშირებელ გზაზე გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც მანქანა მოცურდა და ხეს შეეჯახა. შედეგად ორივე პირ ადგილზე დაიღუპა. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

მარგარიტა სიმონიანი: 2008 წლის აგვისტოს გამეორების მცდელობის შემთხვევაში, რუსეთი პირდაპირ დაარტყამს თბილისს

თბილისში საპროტესტო გამოსვლები უპირველესად მიმართული იყო რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნისკენ. - ამის შესახებ სოციალურ ქსელში გამოცემა ,,Россия сегодня“- ს და ტელეარხ RT-ს მთავარი რედაქტორი, რუსეთის პროპაგანდისტი ჟურნალისტი მარგარიტა სიმონიანი წერს. მისი აზრით, 2008 წლის აგვისტოს გამეორების მცდელობის შემთხვევაში, რუსეთი  საქართველოში ჯარს კი არ გაგზავნის, დაუყონებლივ დაარტყამს თბილისს. „ჩემი დაუვიწყარი მეგობრის, სტივენ კოენის (რომელმაც, სხვათა შორის, 15 წლის წინ მითხრა, რომ შეიძ

შუა დერეფანი | საქართველოს პერსპექტივა და გამოწვევები

საქართველოზე ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი ერთ-ერთი სატრანსპორტო მარშრუტი – შუა დერეფანი გადის. მიჩნეულია, რომ ქვეყანა ადრიდანვე იყო „აბრეშუმის გზის“ ნაწილი, მაგრამ ბოლო წლების განმავლობაში კავკასიაზე გამავალი მარშრუტი ბევრად ნაკლებ ტვირთს ატარებდა, ვიდრე ჩრდილოეთის მარშრუტი, რომელიც ჩინეთს ევროპასთან რუსეთის მეშვეობით აკავშირებს. უკრაინაში რუსეთის შეჭრამ საერთაშორისო გადაზიდვის სისტემაშიც დაიწყო ძირეული ცვლილებები. რატომ ვერ უწევდა შუა დერეფანი ჩრდილოეთის მიმართულებას კონკურენ

მიხეილ სარჯველაძე - ჩვენი ამოცანაა დავიცვათ სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა მიუხედავად იმისა, იქ ცალკეული მოსამართლეები კარგები არიან თუ ცუდებ

ჩვენი ამოცანაა დავიცვათ სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა მიუხედავად იმისა, იქ ცალკეული მოსამართლეები კარგები არიან თუ ცუდები, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ სასამართლოსთან დაკავშირებულ საგამოძიებო კომისიის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, ამ საკითხზე მმართველი გუნდის პოზიცია ურყევია. „ოპოზიციას აქვს შეხედულება, რომ ისინი, პოლიტიკოსები წყვეტენ, რომელი მოსამართლე კარგია, რომელი არა და აპირებენ ხელში აიღონ მართვის სადავეები

ვოლოდიმირ ზელენსკი - ომი ბრუნდება რუსეთის ტერიტორიაზე - ეს გარდაუვალი, ბუნებრივი და აბსოლუტურად სამართლიანი პროცესია

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომი რუსეთის ტერიტორიაზე ბრუნდება. „თანდათან ომი ბრუნდება რუსეთის ტერიტორიაზე - მის სიმბოლურ ცენტრებსა და სამხედრო ბაზებზე და ეს გარდაუვალი, ბუნებრივი და აბსოლუტურად სამართლიანი პროცესია”, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. მისი თქმით, „უკრაინა ძლიერდება“, ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ქვეყანა ზამთარში ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ახალი თავდასხმებისთვის უნდა მოემზადოს. ”მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ, ისევე, როგო

ქუთაისის აეროპორტთან ავტოსაგზაო შემთხვევას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ქუთაისის აეროპორტთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რასაც 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. „რუსთავი 2-ის“ ცნობით, როგორც თვითმხილველები ამბობენ, ავტომანქანა გზიდან გადავარდა და აფეთქდა. შემთხვევა გამთენიისას მოხდა. publika

"ჩემი ბიძაშვილის ბავშვებს ვეძებდი, ვერ ვიპოვე... მერე ხრამში ჩავვარდი და ძლივს ამოვედი" - რას ჰყვება კაცი, რომლის ფოტომ ინტერნეტი მოიცვა

3 აგ­ვის­ტოს მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ სტი­ქი­ის ზო­ნა­ში გა­და­ღე­ბულ­მა ფო­ტომ, რო­მე­ლიც "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის“ ფო­ტო­კო­რეს­პონ­დენ­ტმა გი­ორ­გი ნი­კო­ლიშ­ვილ­მა გა­და­ი­ღო, სრუ­ლი­ად ინ­ტერ­ნე­ტი მო­ი­ა­რა. კადრში ასა­ხუ­ლია შუა ხნის მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც მე­წყრის ად­გილ­ზე სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ებ­შია ჩარ­თუ­ლი. ფო­ტო­ზე სო­ფელ გლო­ლას მკვიდ­რი ელ­გუ­ჯა გუ­ტაშ­ვი­ლია, რო­მე­ლიც ბი­ძაშ­ვი­ლის, გელა გუ­ტაშ­ვი­ლის ოჯა­ხის წევ­რებს ეძებ­და. რო­გორც ამ­ბობს, როცა ტრა­გე­დი

გუბერნატორი - გვიან ღამით, მდინარე ბუბის კალაპოტში ქვათაცვენის ფაქტი დაფიქსირდა - სამძებრო სამუშაოები დილიდან განახლდა

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორის, პაპუნა მარგველიძის განცხადებით, მდინარე ბუბის კალაპოტში ქვათაცვენის გამო სამძებრო სამუშაოები ღამით შეჩერებული იყო, თუმცა ტერიტორიის დათვალიერების შემდეგ, სამძებრო ღონისძიება დილიდან განახლდა. როგორც მარგველიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ეტაპზე დაკარგულ 9 ადამიანს ეძებენ. „24 ადამიანია ამოყვანილი, ვეძებთ 9 დაკარგულ პიროვნებას. ამის გარდა გაიზარდა სამძებრო სამუშაოების არეალი. დილიდან კვლავ განახლდა მძიმე ტექნიკის მუშაობა. გუშინ, გვიან ღამით, მდინ

გიორგი შარაშიძე - "ნაციონალური მოძრაობის" მიერ პროკურატურაში დღეს შეტანილი განცხადება კენჭისყრის პროცედურის დარღვევით ჩატარებაზე, "ოცნებას" პასუხისმგებლობიდან გაქცევაში დაეხმარება

"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 25 აგვისტოს თბილისის საკრებულოს სხდომის დაწყებამდე პროკურატურას მასტაბურ სამშენებლო პროექტებზე პოლიტიკური კორუფციის ნიშნით გამოძიების დაწყებისკენ მოვუწოდეთ!  რაც შეეხება ნაციონალური მოძრაობის მიერ პროკურატურაში დღეს შეტანილ განცხადებას კენჭისყრის პროცედურის დარღვევით ჩატარებაზე, მიგვაჩნია, რომ მაშინ, როცა ოცნებას დაწყებული აქვს არჩევნების გაყალბების კომპლექსური კამპანია, რომლის შემადგენელ ნაწილს თბილისში დაგეგმილი სამშენებლო პროექტებიდან უკანონ

„ვიზიტორი ვალდებულია, ატაროს შესაბამისი ჩაცმულობა“ – პარლამენტის შენობაში შესვლის წესი მკაცრდება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში უსაფრთხოების დაცვის ახალი წესი დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც, დაუშებელია პარლამენტში სადემონსტრაციოდ გაკუთვნილი ნივთების, ბანერების, სასტვენების შეტანა. ასევე, პარლამენტის ვიზიტორს ეკრძალება ჟურნალისტებთან კომუნიკაცია, პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანხმობის გარეშე. პარლამენტში ქცევის წესები შალვა პაპუაშვილმა თავის Facebook-გვერდზე გამოაქვეყნა. როგორია ახალი ქცევის წესი პარლამენტის ვიზიტორთათვის: 

ანჯეი დუდა - პოლონეთმა უკრაინული მარცვლეულისთვის სატრანზიტო დერეფნები მოამზადა

მსოფლიო პოლონეთმა მოამზადა სატრანზიტო დერეფნები უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის იმ ქვეყნებში, რომლებსაც ეს სჭირდებათ, - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ განაცხადა. "ჩვენი ფერმერების მუშაობის წყალობით, პოლონეთი თვიკმარია. ჩვენ არ გვჭირდება მარცვლეული უკრაინიდან. ომის დროს მათი შესანიშნავი მოსავლიდან ძალიან ცოტა მიდიოდა იმ ქვეყნებში, რომლებსაც ეს ნამდვილად სჭირდებოდათ. პოლონეთმა მოამზადა სატრანზიტო დერეფნები, რომლის წყალობითაც უკრაინულმა მარცვლეულმა შეიძლება გაიაროს პოლონეთ

პარტიამ „საქართველოსთვის” დიპლომატიურ კორპუსს დემოკრატიული რეფორმების ხედვა წარუდგინა

პარტიამ „საქართველოსთვის” დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს დემოკრატიული რეფორმების ხედვა წარუდგინა. რეფორმები მოიცავს ფუნდამენტურ სტრუქტურულ და შინაარსობრივ ცვლილებებს დემოკრატიული მმართველობის, კანონის უზენაესობის, დამოუკიდებელი მართლმსაჯულების, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, დეპოლიტიზირებული საჯარო სამსახურის, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით.  რეფორმების მიზანია კონსტიტუციური მმართველობის სისტემის აღდგენის, ძალაუფლების ქმედითი დანაწილების, სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლო

2 ბინა დუბაიში, 130 კვმ ბინა პარიზში — რა ქონებას ფლობს „ოცნების" დეპუტატი ობოლაშვილი

„ოცნების” დეპუტატმა ანტონ ობოლაშვილმა 22 თებერვალს დეკლარაცია განაახლა. დოკუმენტის თანახმად, 2023 წელს კუთვნილი ფარმაცევტული კომპანიიდან შემოსავლის სახით 4 357 225 ლარი მიიღო. ობოლაშვილი წამლების იმპორტიორი კომპანია „გლობალფარმის” 100%-იანი წილის მფლობელია. მისივე დეკლარაციის თანახმად, ამ კომპანიიდან მან 2020 წელს – 1 187 918 მილიონი, 2021 წელს – 94 715, ხოლო 2022 წელს 348 439 ლარი მიიღო. უახლესი დეკლარაციის მიხედვით, „ოცნების” დეპუტატს საკუთარ სახელზე რეგისტრირებული 2 ბინა აქვს დ

შვედეთი NATO-ს წევრი გახდა

შვედეთი NATO-ს 32-ე ოფიციალური წევრი გახდა. აღნიშნულ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. პროტოკოლის მიხედვით, დოკუმენტი ძალაში 2024 წლის 7 მარტიდან შევიდა. NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი „ტვიტერის“ პირად გვერდზე ეხმიანება შვედეთის ორგანიზაციაში გაწევრიანებას და აღნიშნავს, რომ „შვედეთის გაწევრიანება ნატოს უფრო ძლიერს, შვედეთს უფრო უსაფრთხოს და მთლიან ალიანსს უფრო დაცულს ხდის“.   უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, მაისში ფინეთმა და შვედეთმა ნ

ჩეხეთმა უკრაინისთვის საბრძოლო მასალის შესაძენად დამატებითი თანხა გამოყო

ჩეხეთის მთავრობამ დაამტკიცა ქვეყნის შემდგომი წვლილის შეტანა ინიციატივაში, რომელიც უკრაინის მხარდასაჭერად ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან საბრძოლო მასალის შესყიდვას ითვალისწინებს. გამოცემა Ceske Noviny წერს, რომ ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტრ ფიალამ თანხა არ დაასახელა. ამასთან, პეტრ ფიალას თქმით, ინიციატივას 20 ქვეყანა შეუერთდა. მან მადლობა გადაუხადა იმ ქვეყნებს, რომლებიც შეუერთდნენ შესყიდვების გეგმას და განაცხადა, რომ საბრძოლო მასალა უკრაინაში რამდენიმე კვირაში ან თვეში ჩავა. ა

ოხანაშვილი ონლაინმედიების პარლამენტში არშეშვებაზე დეზინფორმაციას ავრცელებს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი ონლაინმედიების პარლამენტში არშეშვებაზე დეზინფორმაციას ავრცელებს და ამბობს, რომ „ტყულია” ინფორმაცია კომიტეტზე მედიასაშუალებების ჟურნალისტების არ დაშვებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ მან საპარლამენტო ჯგუფის „ევროოპტიმისტების“ წევრის, ხატია დეკანოიძის კითხვის საპასუხოდ თქვა. „დღეს ამ სხდომაზე დასწრების უფლება არ მიეცა ძალიან ბევრი მედიასაშუალების ჟურნალისტს”, – განაცხადა დეკანოიძემ, რის შემდეგაც ოხანაშვილმა მას მიკროფო

ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში იაპონური ჩაის ცერემონიალი გაიმართება

4 ივნისს ბოტანიკურ ბაღში საქართველოში იაპონიის საელჩოს ორგანიზებით ჩაის ცერემონიალი გაიმართება. ღონისძიებას გაუძღვებიან საგანგებოდ მოწვეული ჩაის ოსტატები და შემსრულებლები - იუ კომაკი და ტოშიკო ონერი.    იაპონური ჩაის ცერემონია რომელიც ასევე ცნობილია, როგორც ჩაის გზა, ანუ ჩადო ან სადო, წარმოადგენს სტუმრების წინაშე დაფქული მწვანე ჩაის რიტუალურ მომზადებას.      ღონისძიებას საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორი ირინე დანელია და იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი

1-ელი ივლისიდან, სრული დატვირთვის პირობებში, მასწავლებლების ხელფასი, სტატუსის მიუხედავად, საშუალოდ 500 ლარით გაიზრდება

საქართველოს განათლების მინისტრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, 2024 წლის 1-ელი ივლისიდან სრული დატვირთვის პირობებში, მასწავლებლების ხელფასი, სტატუსის მიუხედავად, საშუალოდ 500 ლარით გაიზრდება. როგორც მინისტრმა პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, მასწავლებლის პროფესიის დაფასება სამინისტროს ერთ-ერთ უმთავრეს საზრუნავს წარმოადგენს. „საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მინისტრის საათის ფორმატში დეპუტატებ

მხოლოდ კვარასთვის - Adidas-მა სპეციალურად ხვიჩასთვის ახალი ბუცები დაამზადა

მოგეხსენებათ, საქართველოს ეროვნული ნაკრების და იტალიური ნაპოლის შემტევი ხვიჩა კვარაცხელია ადიდასის სახეა. სოციალურ ქსელში, გავრცელდა ვიდეო, სადაც ნაჩვენებია, თუ როგორ უმზადებს კომპანია ფეხბურთელებს სპეციალურ ბუცებს - მათ შორისაა ხვიჩა კვარაცხელიაც. იხილეთ ვიდეო: https://sportline.ge/index.php/?newsid=15010&fbclid=IwZXh0bgNhZW0CMTEAAR0imGmQE-kGEuvr6M9-yjzl6EbryY1KY03arFIoXp8Wsm1-sJn7CiZSEBg_aem_dsxaMX-G1kyn1JquiZLv3A   / 
×
×
  • შექმენი...