Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.103.212

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

გიორგი გახარია ევროპელი პარტნიორების განცხადებებზე - დიპლომატიური ენიდან გამოვიდა ეს ხალხი და პირდაპირ თქვეს, რომ ამ მთავრობით ევროკავშირში ვერ შეხვალთ - „ქართულმა ოცნებამ” ყველა ხიდი დაწვა

დიპლომატიური ენიდან გამოვიდა ეს ხალხი და პირდაპირ თქვეს, რომ ამ მთავრობით ევროკავშირში ვერ შეხვალთ, რომ დღეს გაწევრიანების პროცესი არის შეჩერებული, რომ ეს მთავრობა ევროკავშირს საქართველოს მტრად მიიჩნევს და ევროკავშირი საქართველოს მტერი არ არის - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ გადაცემა „რეზიუმეში“ ევროპელი პარტნიორების მიერ გაჟღერებული განცხადებების თაობაზე განაცხადა. იხილეთ სრულად: https://palitranews.ge/video/248236-giorgi-gaxaria-evropeli-partniorebi

გამოდის, საგარეო სამინისტრო არ გვყავს – გახარია აფხაზეთში მიმდინარე პროცესებზე

პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ანექსიური პროცესები ოკუპირებულ აფხაზეთში კი არ აჩქარდა, უარესად დამძიმდა. გიორგი გახარია უმოქმედობის გამო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აკრიტიკებს. „ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ამის გამოხატულება იყო 5-6 ნოემბრის ჟენევის მოლაპარაკებები, რომლის შედეგადაც 7 ნოემბერს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სპეციალური განცხადება გაავრცელა და ი

ფსიქოლოგები ომბუდსმენს მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის შესაფასებლად ექიმთა კონსილიუმის შექმნისკენ მოუწოდებენ

საქართველოში მომუშავე ფსიქოლოგები „ბათუმელებისა” და „ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეშფოთებას გამოთქვამენ. ისინი მოუწოდებენ სახალხო დამცველს, უზრუნველყოს კვალიფიციურ ექიმთა კონსილიუმის შექმნა, რათა დაუყოვნებლივ მოხდეს მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება. მიმართვაზე ხელმოწერა შესაძლებელია ამ ბმულზე. დამოუკიდებელი ჟურნალისტი, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი 11-12 იანვრის ღამეს ბათ

ვიკა ფილფანი - დღეს თუ სადმე არაფორმალური მმართველობა არის, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი

დღეს თუ სადმე არაფორმალური მმართველობა არის, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი. ვიკა ფილფანი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.  ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/3518650184932490

ქუთაისის მერიის პრესცენტრიდან "მთავარი არხისა" და "TV პირველის" ტექნიკა მოიპარეს

ქუთაისის მერიის პრესცენტრიდან ტელეკომპანიების, "მთავარი არხისა" და "TV პირველის" ტექნიკა მოიპარეს. ინფორმაცია მედიას ამ არხის ჟურნალისტებმა მიაწოდეს. "მთავარი არხის" კორესპონდენტის, ირაკლი ვაჩიბერაძის თქმით, მედიაცენტრში მისულს აღარ დახვდა ლეპტოპი და ასევე "TV პირველის" კამერა. "შენობის ვიდეოკამერებიდან ამოღებული კადრებით ირკვევა, კაცმა შენობის ფასადზე მდებარე ფანჯარა შეამტვრია დაახლოებით დილის 7:15 საათზე და პირადი კომპიუტერი და ტექნიკა მოიპარა", - ამბობს ირაკლი ვაჩიბერაძე.  

ირაკლი გურჩიანი - ქვეყნიდან და კომპანიებიდან კადრების გადინების გამოწვევის გადაჭრა, მხოლოდ ღირსეული სახელფასო ანაზღაურებითა და სამუშაო პირობებით შეიძლება

„ტოიოტა ცენტრ თბილისის“ და ასევე მესტიაში მოქმედი სასტუმრო „გისტოლას“ დამფუძნებელი ირაკლი გურჩიანი თვლის, რომ ქვეყნიდან და კომპანიებიდან კადრების გადინების გამოწვევის გადაჭრა, მხოლოდ ღირსეული სახელფასო ანაზღაურებითა და სამუშაო პირობებით შეიძლება. ამის შესახებ მან გადაცემა #რედაქტ2-ში ისაუბრა. ირაკლი გურჩიანმა მაგალითად, მის მართვაში არსებული კომპანიები მოიყვანა და აღნიშნა, რომ შემოსავლიან კომპანიებს ღირსეული ხელფასის გაცემის შესაძლებლობა აქვთ. „ტოიოტა ცენტრი თბილისიდან“ კადრების გადინება ს

უკრაინაში დაღუპული ჯამბულატ ხოფერია სამხედრო პატივით დაკრძალეს

უკრაინაში დაღუპული მებრძოლი, ჯამბულატ ხოფერია ლანჩხუთში, სოფელ გვიმბალაურში, სამხედრო პატივით დაკრძალეს. მის ხსოვნას პატივი მიაგეს თანამებრძოლებმა, პოლიტიკოსებმა, სპორტსმენებმა და რიგითმა მოქალაქეებმა. 25 წლის ჯამბულატ ხოფერია საბრძოლო მოქმედებებისას ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა და საავადმყოფოში გარდაიცვალა. ჯამბულატ ხოფერია ბიძის გვერდით დაკრძალეს, რომელიც 25 წლის ასაკში, აფხაზეთის ომში დაიღუპა.   ავტორი - თეა აბსარიძე

სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა სპეციალური წვრთნები გაიარეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის 49 მესაზღვრეს პატრულირებისა და ბადრაგირების უსაფრთხოების საკითხებზე სპეციალური სწავლება ჩაუტარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, წვრთნები სასაზღვრო პოლიციის № 6 სამმართველოს (ბარისახოს) ტერიტორიაზე განხორციელდა. „სასწავლო კურსი მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე, პრაქტიკულ საველე ნაწილს. წვრთნების მონაწილეები დეტალურად გაეცნენ ქვეითად პატრულირების დროს ორი ან მეტი პირის შემადგ

ნათია მეზვრიშვილი ჟურნალისტების მიმართ ხელისუფლების მიერ შეზღუდვების დაწესებას უკიდურესად საშიშად მიიჩნევს

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე ნათიამეზვრიშვილი განმარტავს, თუ რატომ არის ჟურნალისტების მიმართ ხელისუფლების მიერ შეზღუდვების დაწესება უკიდურესად საშიში. მისი თქმით, ევროპული სტანდარტის საფარქვეშ, ავტორიტარული ხელისუფლების პირობებში, შეიძლება მივიღოთ რუსული სტანდარტი. "ხელისუფლება ცდილობს მისი ინიციატივა ჟურნალისტების არაეთიკური ქცევით ახსნას, რაც ლეგიტიმური იქნებოდა (ოღონდ აქაც პროპორციული ზომებით) რომ არა კ ო ნ ტ ე ქ ს ტ ი, რაც ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, როცა ავტორი

შსს-მ ბათუმში, ზღვაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

შინაგან საქემთა სამინისტრო ბათუმში, ზღვაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო. უწყების ცნობით, ადგილზე იმყოფებიან გამნაღმველები და „ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება“. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა შეტყობინება ქალაქ ბათუმში, ზღვაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით. შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე გამოცხადნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფებ

პოლონეთმა უკრაინას პირველი Leopard 2 ტანკები გადასცა

პოლონეთმა უკრაინას პირველი Leopard 2 ტანკები გადასცა. ინფორმაციას ამის შესახებ პოლონეთის მთავრობის სპიკერი პიოტრ მიულერი „ტვიტერის” პირად გვერდზე ავრცელებს. „უკრაინას პოლონეთიდან პირველი Leopard-ები მიეწოდა. პრემიერ-მინისტრ მატეუშ მორავეცკის დღევანდელი ვიზიტი მნიშვნელოვან ხასიათს ატარებს უსაფრთხოებისთვის უკრაინასა და ევროპაში”, - წერს მიულერი. თავად მორავეცკიმაც კიევში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა. „დღეს აქ არა მხოლოდ მხარდაჭერის სიტყვებით ჩამოვედი, არამედ ც

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საქართველოს მოქალაქეებს დემოკრატიის მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვაშინგტონში ვიზიტისას გერმანიის პრეზიდენტთან, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან სატელეფონო საუბარი გამართა. როგორც საქართველოში გერმანიის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი სალომე ზურაბიშვილს საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ესაუბრა. „მადლობელი ვარ, თავისუფლებისა და დემოკრატიის მხარდასაჭერად თქვენი მკაფიო და ძლიერი პოზიციისთვის. საქართველოს მოსახლეობამ ევროპის გზა აირჩია. გერმანია მხარს უჭერს საქა

სოსო გოგაშვილის საქმეზე სასამართლო განაჩენს, სავარაუდოდ, დღეს გამოაცხადებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის საქმეზე სასამართლო განაჩენს, სავარაუდოდ, დღეს, 4 აპრილს გამოაცხადებს. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 15:00 საათზე ჩატარდება. გასულ სხდომაზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა, სიტყვით ისარგებლა თავად ბრალდებულმა ყოფილმა მაღალჩინოსანმაც, თუმცა ის საბოლოო სიტყვას დღევანდელ სხდომაზე წარმოთქვამს. გოგაშვილის ადვოკატის, რამაზ ჩინჩალაძის განცხადებით, გოგაშვილი ყველა წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოა

როგორ დაიდეს ბინა ევროპელმა ძროხებმა კახეთში

ზურა მასურაშვილი, ახალგაზრდა ფერმერია კახეთიდან. დედოფლისწყაროში წლების წინ, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ დაბრუნდა და ბებია-პაპის მეურნეობის სრულად გადახალისება გადაწყვიტა. ზურას უნდოდა, ოჯახის ტრადიციულ მეურნეობაში სიახლე შეეტანა. თავიდან 2014 წელს, ფერმაში გერმანულ-შვეიცარიული შვიცბრაუნები ჩამოიყვანა. მაგრამ მიხვდა, რომ უფრო მეტი რძის წარმოებისთვის ჰოლანდიური ჰოლშტეინი უკეთესი იქნებოდა. ეს ორივე ძროხების მაღალპროდუქტიული ჯიშებია. ახლაც კარგად ახსოვს, რამხელა წინააღმდეგობა და სკეპ

თბილისის საქალაქო სასამართლოში პარტია "საქართველოსთვის" წევრის კოკა კობალაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილის, კოკა კობალაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.  სამართალი მალე იზეიმებს! , - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" სოციალურ ქსელში წერს.  350650114_800183301333390_8202375985725727347_n.mp4

ხარაგაულში, სოფელ მარელისში კაცს ეძებენ, რომელიც მეწყერში მოყვა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, სოფელ მარელისში, გაწმენდითი სამუშაოების პარალელურად, სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, გუშინ ჩამოშლილ მეწყერში მამაკაცი მოჰყვა, რომელიც ადგილობრივია და დარაჯად მუშაობდა. ადგილზე იმყოფება პოლიცია და საპატრულო პოლიცია. სტიქიის გამო სარკინიგზო მიმოსვლა შეწყვეტილია, დაზიანებულია ინფრასტრუქტურაც. ინტერპრესნიუსი

არაოფიციალური ინფორმაციით, თბილისის ზღვაში ლუკა ლაცაბიძის ცხედარი იპოვეს

თბილისის ზღვაზე მაშველებმა ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს, რომელიც არაოფიციალური ინფორმაციით, 22 წლის ლუკა ლაცაბიძეა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ოჯახის ნათესავებიც ადასტურებენ. ლუკა ლაცაბიძეს ოჯახი ბოლო რამდენიმე დღეა ეძებდა. როგორც „პუბლიკას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მიმდინარეობს ცხედრის ექსპერტიზა. პუბლიკა

გახარია - ე.წ. ქოლცენტრების საქმე, არის იდეალური მაგალითი, როგორ შოულობენ ქართული სახელმწიფოს რეპუტაციის ხარჯზე მილიარდებს "ნაცებიც" და "ქოცებიც" (ვიდეო)

- ე.წ. ქოლცენტრების საქმე, არის იდეალური მაგალითი, როგორ შოულობენ ქართული სახელმწიფოს რეპუტაციის ხარჯზე მილიარდებს "ნაცებიც" და "ქოცებიც". - აი, ზუსტად ამიტომ, ამ ორმა ქვეყნისთვის სახიფათო, დესტრუქციულმა ძალამ, ერთად 50% ვერ უნდა აიღოს. -  ერთი - ფიზიკური მოძალადეა, ხოლო მეორე - ფსიქოლოგიურად ძალადობს ხალხზე.   პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის გიორგი გახარია-ს კომენტარი პარტიის წევრებთან შეხვედრაზე  წყალტუბოში. 363312993_285974534017843_569188933663166599_n.mp4

რუსებმა ლვოვში სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს

ლვოვში დღეს დილით საჰაერო განგაში გამოცხადდა და აფეთქებების ხმები გაისმა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, რუსები საცხოვრებელ სახლებს დაესხნენ თავს. ლვოვის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მაქსიმ კოზიცკის განცხადებით, რუსულმა ძალებმა ბევრი რაკეტა ჩამოაგდეს. დაზიანებულია კერძო სახლები და სხვა ნაგებობები. ასევე, ლვოვის მერმა, ანდრეი სადოვიმ განაცხადა, რომ სარაკეტო თავდასხმის შედეგად საცხოვრებელი კორპუსის ზედა სართულებზე ხანძარი გაჩნდა. იპნ

ბერდია სიჭინავა - ჩვენ დავინახეთ, რომ პირველი წუთებიდან ხელისუფლებამ ვერ გაიაზრა კატასროფის ის მასშტაბი, რაც შოვში ხდებოდა, შესაბამისად,  როდესაც კატასტროფის მასშტაბს ვერ იაზრებ, იქ კოორდინაციასაც აგვიანებ (ვიდეო)

სად და როგორ აჩვენა სისტემამ, რომ იგი გაუმართავი და ჩავარდნილია.   რისი გაკეთება შეიძლებოდა, რაც ხელისუფლებამ ვერ ან არ გააკეთა. - ჩვენ დავინახეთ, რომ პირველი წუთებიდან ხელისუფლებამ ვერ გაიაზრა კატასროფის ის მასშტაბი, რაც შოვში ხდებოდა, შესაბამისად,  როდესაც კატასტროფის მასშტაბს ვერ იაზრებ, იქ კოორდინაციასაც აგვიანებ.  ბერდია სიჭინავა, პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი. 368291654_507921568195128_8082084884234827057_n.mp4

CNN: უკრაინამ, როგორც ჩანს, სამხრეთის ფრონტზე რუსების თავდაცვის პირველი ხაზი გაარღვია

სულ უფრო მეტი რამ მიანიშნებს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სამხრეთის ფრონტზე, ზაპოროჟიეში, რუსული თავდაცვის პირველი ხაზი გაარღვიეს, წერს „სი-ენ-ენი“ და მიუთითებს, რომ ამის მთავარი ინდიკატორი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ტოკმაკის მიმართულებით წინსვლაა. უკრაინის პროგრესზე საუბრობს აშშ-ის გაერთიანებული შტაბის კომიტეტის თავმჯდომარე მარკ მილიც. ამერიკული ტელეარხი აგრეთვე ციტირებს რუს სამხედრო ბლოგერებს, რომლებიც ფრონტის ამ მონაკვეთზე რთული ვითარების შესახებ წერენ. მათ შორის ერთ-ერთი იმასა

ბერდია სიჭინავა - „ოცნება“ პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ მეთოდებს იყენებს, თუმცა ისევე როგორც 2012 წელს, 2024 წლის არჩევნებზეც ამას საზოგადოება აუცილებლად გასცემს საკადრის პასუხს (ვიდეო)

“დღეიდან, „ოცნების“ ხელისუფლებამ დაიწყო პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წინააღმდეგ რეპრესიულ ინსტრუმენტად ქცევა და ეს ფუნქცია აუდიტის სამსახურისგან უშუალოდ მის დაქვემდებარებაში არსებულ, ახლადშექმნილ ანტიკორუფციულ ბიუროს გადასცა, - ამის შესახებ ბრიფინგზე პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ განაცხადა. მისი თქმით,  „ოცნება“ პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ სწორედ „ნაციონალ რასაც ური მოძრაობის“ მეთოდებს იყენებს, რასა

ძლიერი ქარი, სეტყვა, შტორმი, თოვლჭყაპი - საქართველოს რეგიონებში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტო იუწყება, რომ დღეიდან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი: ზოგან სეტყვა, ზოგან ქარი, მაღალმთიან რეგიონებში კი თოვლჭყაპი. მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი: 7 სექტემბერს, დღის მეორე ნახევრიდან აჭარის, რაჭა-ლეჩხუმის, გურიის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის რეგიონებში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ელჭექი, ზოგან სეტყვა; 8 სექტემბერს, დღისით ნალექების ინტენსივობა შედარებით შესუსტდება, ხოლო 9 სექტემბრიდან 10 სექტე

სროლა კავკასიის საერთაშორისო უნივერსტეტთან — დაწყებულია გამოძიება

თბილისში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან, ერთმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰაერში გაისროლა. როგორც „ნეტგაზეთს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სროლის შედეგად არავინ დაშავებულა. მომხდარზე გამოძიება უწყებამ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა/შენახვა/ტარებას გულისხმობს. ნეტგაზეთი

„ალტ-ინფოს" ხელმძღვანელები გამოკითხვაზე ჯერ არ დაგვიბარებია - ლილუაშვილი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, „ალტ-ინფოს” წარმომადგენლები ე.წ. ანტიმაიდანის საქმეზე ამ დრომდე გამოკითხვაზე არ დაუბარებიათ. ამის შესახებ ლილუაშვილმა გუშინ, 19 ოქტომბერს პარლამენტში განაცხადა. ძალადობრივმა, პრორუსულმა „ალტ-ინფომ” მოძრაობა „ანტიმაიდანი” ჩამოაყალიბა, რის ფარგლებშიც ისინი საქართველოს რეგიონებში შეხვედრებს მართავენ და მოქალაქეთა ქსელს ქმნიან. მათი ლიდერები დეზინფორმაციულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, საქართველოში არეულობის განვ
×
×
  • შექმენი...