Jump to content
Planeta.Ge

ქუთაისის მერიის პრესცენტრიდან "მთავარი არხისა" და "TV პირველის" ტექნიკა მოიპარეს


ქუთაისის მერიის პრესცენტრიდან ტელეკომპანიების, "მთავარი არხისა" და "TV პირველის" ტექნიკა მოიპარეს. ინფორმაცია მედიას ამ არხის ჟურნალისტებმა მიაწოდეს.

"მთავარი არხის" კორესპონდენტის, ირაკლი ვაჩიბერაძის თქმით, მედიაცენტრში მისულს აღარ დახვდა ლეპტოპი და ასევე "TV პირველის" კამერა.

"შენობის ვიდეოკამერებიდან ამოღებული კადრებით ირკვევა, კაცმა შენობის ფასადზე მდებარე ფანჯარა შეამტვრია დაახლოებით დილის 7:15 საათზე და პირადი კომპიუტერი და ტექნიკა მოიპარა", - ამბობს ირაკლი ვაჩიბერაძე.

 

როგორც მედიასაშუალებების თანამშრომელბმა რადიო თავისუფლებას უთხრეს, ტექნიკას ისინი მერიის შენობაში არ ტოვებენ ხოლმე.

მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის შენობას დაცვის სამსახური იცავს. ამავე შენობაშია იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაც.

საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე (ქურდობის) მუხლით იძიებს.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...