Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.665
  • comments
    0
  • views
    804.987

Contributors to this blog

About this blog

Read more  

Entries in this blog

ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტი ნიკუშა კაცია კვლავ პატიმრობაში რჩება

ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტი ნიკუშა კაცია კვლავ პატიმრობაში რჩება. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო თარაშვილმა მიიღო. მისი განმარტებით, საქმეში რაიმე ახალი გარემოება, რაც აღკვეთის ღონისძიების შეცვლის ან გაუქმების საფუძველი იქნებოდა, არ არის წარმოდგენილი. დღევანდელ სასამართლო პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს და მოსამართლემ ყველა მათგანი საქმეს დაურთო. ამასთან, გადაისინჯა დაკავებულისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და ის ძალაში დარჩ

ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ექიმი გიორგი ახობაძე - თავს დამნაშავედ არ ვცნობ - ეგ რაღაც, რასაც მაბრალებენ, ჩემ ჯიბეში მე არ მომითავსებია, მათ მოათავსეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ექიმის, გიორგი ახობაძის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ, ამასთან გადაისინჯება დაკავებულისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და გადაწყდება საქმე არსებითად განსახილველად გადაეცემა თუ არა სასამართლოს. პროცესს ბრალდებული გიორგი ახობაძეც ესწრება. ის თავს დამნაშავედ არ ცნობს. „თავს დამნაშავედ არ ვცნობ. ეგ რაღაც, რასაც მაბრალებენ, ჩემ ჯიბეში მე ა

საიამ ეუთოს ვენის მექანიზმს წერილობითი ინფორმაცია წარუდგინა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაიციამ ეუთოს ვენის მექანიზმს წერილობითი ინფორმაცია წარუდგინა. 2024 წლის 20 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ეუთოს 38-მა სახელმწიფომ საქართველოსთან მიმართებით ვენის მექანიზმი გაააქტიურა. ვენის მექანიზმი საშუალებას აძლევს მონაწილე სახელმწიფოებს, დადგენილი პროცედურების მეშვეობით, კითხვები დასვან ეუთოს სხვა ქვეყანაში ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებზე ვითარებასთან დაკავშირებით. საიას მიერ წარდგენილ დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია მიმ

ISFED ცესკოდან გათავისუფლებულ პირთა ინტერესებს დაიცავს

ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ ცნობით, დაიცავენ ცესკოდან გათავისუფლებულ პირთა ინტერესებს. 2024 წლის 16 დეკემბერს ცესკოში დაიწყო რეორგანიზაცია. ცესკოს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის ბრძანებაში რეორგანიზაციის მიზნად მითითებულია სისტემური და ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფა. ისფედი წერს, რომ ამ მიზეზის მიუხედავად, თანამშრომლები საუბრობენ პოლიტიკურ მოტივებსა და მათი გათავისუფლების კავშირზე ევროინტეგრაციის მხარდამჭერ პოზიციასთან. ისფედის ცნობით,ახალი საშტატო ნუსხის მიხ

ბერდია სიჭინავა - არც ერთი თავდამსხმელი არ დარჩება დაუსჯელი, გიორგი გახარიას  არ აინტერესებს მარიონეტების საკითხი, ამ თავდასხმის დამკვეთთან აქვს საქმე (ვიდეო)

“შერატონ ბათუმი” მომხდარი დანაშაულის, შემდეგ კი მტკიცებულებების განადგურების თანამზრახველია . დაველოდებით გამოძიებას, შეძლებენ თუ არა საკუთარი თავის გადარჩენას და საქმის გამოძიებას. არც ერთი თავდამსხმელი არ დარჩება დაუსჯელი, გიორგი გახარიას  არ აინტერესებს მარიონეტების საკითხი, ამ თავდასხმის დამკვეთთან აქვს საქმე. ბერდია სიჭინავა, პარტია "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1646863152888132

ბექა ლილუაშვილი - თუ აქამდე ვფიქრობდით, რომ სასტუმროს ხელმძღვანელობა იყო ძალოვანი სტრუქტურების ზეწოლის ქვეშ, “შერატონ ბათუმის” ქმედებებით გამოჩნდა, რომ ისინი რეალურად თანამონაწილეობდნენ თავდასხმაში

თუ აქამდე ვფიქრობდით, რომ სასტუმროს ხელმძღვანელობა იყო ძალოვანი სტრუქტურების ზეწოლის ქვეშ, “შერატონ ბათუმის” ქმედებებით გამოჩნდა, რომ ისინი რეალურად თანამონაწილეობდნენ თავდასხმაში. ბექა ლილუაშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/597854116286392

საერთაშორისო მედიებმა Julius Baer-ზე პრესრელიზის გამოქვეყნებაზე უარი თქვეს – ივანიშვილის ადვოკატი

„ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი ლაშა კალანდაძე აცხადებს, რომ საერთაშორისო მედიებმა უარი უთხრეს შვეიცარიული ბანკის, Julius Baer-ის „ქმედებების“ შესახებ პრესრელიზის გამოქვეყნებაზე. Julius Baer არის კიდევ ერთი შვეიცარიული ბანკი, რომელსაც „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი აპირებს, რომ უჩივლოს. როგორც ივანიშვილის ადვოკატი აცხადებს, ინფორმაციის გამოქვეყნებაზე უარი გარკვეულ კითხვებს აჩენს. „დაინტერ

შათირიშვილამდე მე მთავაზობდა ივანიშვილი „გლობალური ომის პარტიაზე“ წერილების გამოქვეყნებას – ბაჩიაშვილი

ბიძინა ივანიშვილის „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებით, თავდაპირველად მას სთავაზობდნენ, რომ „გლობალური ომის პარტიის“ შესახებ წერილები მას გაევრცელებინა. ბაჩიაშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც მან შეთქმულების თეორიებზე წერილების გავრცელებაზე უარი თქვა, მის ნაცვლად ეს საქმე ივანიშვილთან დაახლოებულმა პროპაგანდისტმა ზაზა შათირიშვილმა შეითავსა. „ჩემ თვალწინ ითხზვებოდა „გლობალური ომის პარტიის“ ნარატივი და სანამ [ზაზა] შათირიშვილი გამოაქვეყნებდა მაგას

თსუ-ს საგამოცდო სივრცეში ხმაური იყო

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგამოცდო სივრცეში ხმაური იყო. სტუდენტების ნაწილი და უნივერსიტეტის დაცვის წარმომადგენლები ერთმანეთს მას შემდეგ დაუპირისპირდნენ, როდესაც უნივერსიტეტის დაცვამ „მაისის სტუდენტური მოძრაობის“ მიერ დაკავებულ სივრცეში შესვლა შეძლო. „მაისის სტუდენტურმა მოძრაობამ“ საგამოცდო ცენტრი გუშინ დაიკავა, მათ საგამოცდო სივრცეში შესასვლელი სივრცე სავარძლებით, მაგიდებითა და სხვადასხვა საშუალებებით ჰქონდათ ჩახერგილი. მათივე ინფორმაციით, ეს სივრცე დღეს დაცვამ გაარღვია. „ეს ნ

გაერთიანებული სამეფოს ელჩი ბიძინა ივანიშვილის შესაძლო დასანქცირების შესახებ კითხვაზე - სანქციებზე წინასწარ კომენტარს არ ვაკეთებთ

სანქციებზე წინასწარ კომენტარს არ ვაკეთებთ, თქვენ იცით ის, რაც უკვე გააკეთა გაერთიანებულმა სამეფომ: გამოაცხადა სანქციები გარკვეული რაოდენობის ოფიციალური პირების წინააღმდეგ ადამიანის უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩმა, გარეტ უორდმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, მოსალოდნელია თუ არა, რომ გაერთიანებულმა სამეფომ ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესოს და როგორი სახის იქნება ეს სანქციები. „მთავარია ის, რომ გვსურს ვიხილოთ,

ირაკლი დგებუაძის მიმართ გამოძიება „უფლებამოსილების გადამეტებაზე" მიმდინარეობს

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ირაკლი დგებუაძის მიმართ გამოძიება „სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების” მუხლით მიმდინარეობს. როგორც სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში „პუბლიკას” განუცხადეს, გამოძიება 13 იანვარს დაიწყო. მას შემდეგ, რაც „ბათუმელები/ნეტგაზეთის” დამფუძნებელმა და დირექტორმა, მზია ამაღლობელმა უფლებადამცველებს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მხრიდან არასათანადო მოპყრობის შესახებ მოუყვა, ადვოკატები ითხოვენ, რომ საგამოძიებომ სათანადო კვალიფიკაციით დროულად გამოიძიოს

გიორგი გახარია - თავდასხმა იყო წინასწარ ორგანიზებული, ჩასაფრებით მოწყობილი, პოლიტიკური შურისძიება - თავდასხმის დამკვეთი ბიძინა ივანიშვილია, რომელიც დიდი ხანია მემუქრება მე და ჩემს ოჯახს

თავდასხმა იყო წინასწარ ორგანიზებული, ჩასაფრებით მოწყობილი, პოლიტიკური შურისძიება. თავდასხმის დამკვეთი - ბიძინა ივანიშვილი, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარია აცხადებს. როგორც გახარია აცხადებს, მას არ აინტერესებს შემსრულებლები, რადგან მას საქმე აქვს მასზე „თავდასხმის და მოქალაქეებზე ძალადობის დამკვეთთან“. „მინდა, კიდევ ერთხელ, მადლობა გადაგიხადოთ მხარდაჭერისთვის. დღეიდან მუშაობის ჩვეულ რიტმს ვუბრუნდები. რაც შეეხება თავდასხმას, ეს იყო წინასწარ ორგ

გიორგი გახარიას პარტიის წევრებმა მზია ამაღლობელის პატიმრობა სასამართლოსთან გააპროტესტეს

პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ქალთა ორგანიზაცია გმობს ჟურნალისტ მზია ამაღლობელის პატიმრობას და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას, რაც აშკარად უსამართლო და არაპროპორციულია. ამის შესახებ პარტიის წევრებმა დღეს თბილისში, სააპელაციო სასამართლოსთან გამართულ აქციაზე განაცხადეს. “პოლიციელის მხრიდან მრავალჯერადი სიტყვიერი შეურაცხყოფის და ადგილზე განხორციელებული არაერთი უკანონობის შემდეგ ემოციურ მდგომარეობაში გაწნული ერთჯერადი სილის გამო მზია ამაღლობელისთვის უმძიმესი ბრალდებ

ჟურნალისტები მზია ამაღლობელს სთხოვენ, შეწყვიტოს შიმშილობა

ჟურნალისტები მზია ამაღლობელს სთხოვენ, შეწყვიტოს შიმშილობა. საერთო განცხადებაში ნათქვამია: „ბათუმელების” დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის ხელის დარტყმის გამო 11 იანვარს დააკავეს. ედავებიან პოლიციელზე თავდასხმას. დაკავებისას მზია ამაღლობელს მიაყენეს შეურაცხყოფა, მოექცნენ არაადამიანურად. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. „ბათუმელების” დამფუძნებელს შეფარდებული აქვს წინასწარი პატიმრობა, ამასთან, გამოცხადებული აქვს შიმ

გიორგი გახარია პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება

„გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარია თბილისის პროკურატურაში იმყოფება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გენერალურ პროკურატურაში განუცხადეს, ის უწყებაში გამოკითხვაზეა დაბარებული. გიორგი გახარია საგამოძიებო უწყებაში ბათუმის სასტუმრო „შერატონში“ მომხდარი ინციდენტის გამო იმყოფება. ცნობისთვის, „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ თავს 15 იანვარს დაესხნენ. გახარია კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა საავადმყოფო მოგვიანებით დატოვა. ექიმის განცხა

ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქეს „ჯაშუშობის გამო" 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

21 იანვარს აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ უზენაესმა სასამართლომ საქართველოს მოქალაქე, კახა მურადოვი დამნაშავედ სცნო სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით – „სამშობლო ღალატი“ და „ცეცხლსასროლი იარაღით უკანონო ვაჭრობა“ და 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მაქსიმალური უსაფრთხოების კოლონიაში. აფხაზეთის რეჟიმის ე.წ პროკურატურა აცხადებს, რომ თავად მურადოვმა დანაშაული გამოძიების არც ერთ ეტაპზე არ აღიარა. ე.წ პროკურატურისვე ცნობით, „მურადოვი აფხაზეთის მოქალაქეა. თუმცა, 2024 წელს, დაკავების

ბერდია სიჭინავა - 20 ვინჩესტერის მოცულობის ინფორმაცია წაიღეს „შერატონიდან“, მათ შორის სასტუმროში მცხოვრები სხვა ადამიანების შესახებ - ალბათ, ყავისგან „დაზარალებული“ ზონდერი გვეყოლება - ჩვენ 4-5 პირი უკვე იდენტიფიცირებული გვყავს

უზარმაზარი პერსონალური ინფორმაცია იქნა წაღებული სასტუმრო „შერატონიდან“, მათ შორის სხვა სტუმრების პერსონალური მონაცემების შესახებ ინფორმაცია. ეს მიანიშნებს, რა საფრთხის მატარებელია ამ სასტუმროში გაჩერება. თუ მართლები არიან, თავდამსხმელებს რატომ მალავენ? მოვა დრო და ვისაუბრებთ, რა მოხდა. პარალელურ გამოძიებას ვატარებთ, დაახლოებით 4-5 ადამიანი იდენტიფიცირებული გვყავს, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“

თბილისის საკრებულოს „გახარია საქართველოსთვის“ წევრები კახა კალაძეს მიმართავენ, გმირთა მოედანთან მდებარე 11 - სართულიანი შენობის პრობლემით დაინტერესდეს

თბილისის საკრებულოს „გახარია საქართველოსთვის“ წევრები თბილისის მერს, კახა კალაძეს მიმართავენ, რომ გმირთა მოედანთან მდებარე ე.წ. 11 სართულიანი შენობის პრობლემით დაინტერესდეს. როგორც „გახარია საქართველოსთვის“ თბილისის საკრებულოს წევრმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა, ე.წ. 11 სართულიანის მოსახლეობას აწუხებს საკანალიზაციო სისტემის პრობლემა, რის გამოც ისინი წლებია გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ. შარაშიძის თქმით, 13 ივნისის სტიქიის შემდეგ მცხოვრებელთა მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, როდესაც უხარისხო

აკაკი გვიანიძე - “შერატონი” ჩართულია მტკიცებულებების განადგურების სქემაში, იმ სპეცოპერაციაში, რომელსაც “ოცნება” ატარებს (ვიდეო)

“შერატონი” ჩართულია მტკიცებულებების განადგურების სქემაში, იმ სპეცოპერაციაში, რომელსაც “ოცნება” ატარებს. აკაკი გვიანიძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" - ბათუმი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1063574698859561

რას აცხადებენ ევროპარლამენტარები გიორგი გახარიაზე თავდასხმის შესახებ

ევროპარლამენტარები პარტია “გახარია საქართველოს” ლიდერზე, ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიაზე თავდასხმას ეხმაურებიან. რასა იუკნევიჩიენე, ევროპის სახალხო პარტია: ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერზე, გიორგი გახარიაზე განხორციელდა სასტიკი თავდასხმა. …. ევროპამ უნდა დააწესოს პერსონალური სანქციები პასუხისმგებელ პირებზე, განსაკუთრებით ბიძინა ივანიშვილზე. ტობიას კრემერი, სოცდემოკრატები :  გასულ კვირას საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიაზე განხორციელდა სასტიკი თავდასხმა სამთავრობო ბანდდაჯ

მალგორზატა გოშიევსკა - უნდა მოვითხოვოთ სანქციები ოლიგარქი ივანიშვილის წინააღმდეგ, საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის და პარლამენტის საერთაშორისო იზოლაცია

საქართველო კრიტიკულ ეტაპზეა: ევროპული ღირებულებები, ან კრემლის კრიმინალური რეჟიმის ტრიუმფი, - ამის შესახებ პოლონელმა ევროპარლამენტარმა, მალგორზატა გოშიევსკამ ევროპარლამენტში, საქართველოს საკითხზე მიმდინარე დებატებისას განაცხადა. მისი თქმით, ორი თვეა საქართველოში ანტიდემოკრატიული ხელისუფლების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, რომელსაც ხელისუფლება სასტიკი რეპრესიებით პასუხობს. „ორი თვეა საქართველო ჩაფლულია მასობრივ პროტესტში სასტიკი, ანტიდემოკრატიული ხელისუფლების წინააღმდეგ, რო

ნათია მეზვრიშვილი - იცით რაზე მეღიმება? პროკურატურას რომ ჰგონია, ჭკუაში მოგვატყუებს...  მართლა ვერ ხვდებით რამხელა სირცხვილი გელოდებათ ყოფილ პრემიერზე თავდასხმის საქმის ჩაფარცხვისთვის?

"იცით რაზე მეღიმება? პროკურატურას რომ ჰგონია, ჭკუაში მოგვატყუებს.  მართლა ვერ ხვდებით რამხელა სირცხვილი გელოდებათ ყოფილ პრემიერზე თავდასხმის საქმის ჩაფარცხვისთვის? ნუ რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ დანაშაულის ჩაფარცხვა დანაშაულია. ხომ იცით მაინც ვაჩვენებთ სიმართლეს და სერიოზულ პრობლემებს რატომ იქმნით? მრჩეველიც აღარავინ დაგრჩათ?" ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. Facebook 

შერატონში თქვეს, რომ ვიდეოჩანაწერების ასლი აღარ აქვთ – მეზვრიშვილი გახარიაზე თავდასხმაზე

როგორც პარტია გახარია საქართველოსთვის თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი წერს, სასტუმრო შერატონში უთხრეს, რომ გახარიაზე თავდასხმის კადრების ასლი აღარ აქვთ, გამოძიებას სერვერებიანად გაატანეს. მეზვრიშვილის შეფასებით, სასტუმრომ მტკიცებულებების განადგურების "რეკორდი მოხსნა".  "შერატონმა გახარიაზე თავდასხმაში თანამონაწილეობის და მტკიცებულებების განადგურების ახალი რეკორდი მოხსნა. ამ დრომდე არ გვაძლევდნენ კადრებს. მენეჯერი ირწმუნებოდა, რომ არსებობს და ასლი მათთან შენახული იქნებოდა მაშინაც კი

ზურაბიშვილი: მზია ამაღლობელს ვერ დააშინებენ, ის ძალიან ძლიერია

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის აზრით, „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელისთვის შესაძლებელი იყო ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება. როგორც ზურაბიშვილმა Atlantic Council-ის ორგანიზებულ დისკუსიაში Fire Side Chat განაცხადა, მიზეზი, რის გამოც ხელისუფლება მიმართავს სისხლის სამართლებრივ და არა ადმინისტრაციულ კოდექსს, მოსახლეობის დაშინებაა. „[მზია ამაღლობელის] პატიმრობა სიგიჟეა. ეს შეიძლება ყოფილიყო ადმინისტრაციული სახდელი. ისინი უმეტეს შემთხვევ

რაინიე ვან ლანშოტი - ევროკომისია, რას ელოდებით? - საქართველოს ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება

ევროკომისია, რას ელოდებით? საქართველოს ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება - თბილისში გამგზავრება, პრეზიდენტ ზურაბიშვილის მხარდაჭერა და მსურველთა კოალიციით რეალური სანქციების ამოქმედება, - ამის შესახებ ნიდერლანდელმა ევროპარლამენტარმა, რაინიე ვან ლანშოტმა ევროპარლამენტში, საქართველოს საკითხზე მიმდინარე დებატებისას განაცხადა. „დღეს გარეთ ცივა. წარმოიდგინეთ, გადიხართ გარეთ და იქ 6 საათის განმავლობაში დგახართ. სიცივისგან კანკალებ და გეშინია, რომ შესაძლოა, პოლიციამ გცემოს უმიზეზოდ. სახლში დივანზე ოჯახთან
×
×
  • შექმენი...