Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.652
  • comments
    0
  • views
    797.278

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

უკრაინის საგარეო უწყება - რობერტ ფიცო ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების მზადების შესახებ განცხადებებით საზოგადოების დაშინებას და ამომრჩევლის კონსოლიდაციას ცდილობს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, გეორგი ტიხის თქმით, უკრაინა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს განცხადებას ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების მზადების შესახებ განიხილავს, როგორც სლოვაკეთის საზოგადოების დაშინების და ამომრჩევლის კონსოლიდაციის მცდელობას, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. „ვფიქრობ, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა ყურადღება უნდა მიაქციოს საკუთარ ქმედებებს, რომელიც აღაშფოთებს ხალხს მის ქვეყანაში და გააანალიზოს რატომ ხდება ეს“, - აღნიშნა უკრაინის საგ

ჯაბა ზარქუა - უდებ - უდებ, იჭერ - იჭერ, ხედავ მძიმე პაციენტ დედას თვითონ პატრონობს ექიმი, ციხეში მაინც არ გაუშვა, თუნდაც იქამდე, სანამ დედამისს სჭირდება, რამ გშობა ასე უდედოდ ბატონო მოსამართლე?!

"მწოლიარე დედას უვლიდა ბინაზე (ეს უკვე ცალკე სისტემური ტრაგედია - გმირების საჭიროება ჩნდება იქ, სადაც სისტემებია გაუმართავი), დაიჭირეს და მალევე დედა გარდაიცვალა. რამე დაშავდებოდა რომ სამაჯური შეებათ და ისე მაინც დაეტოვებინათ სახლში? უდებ - უდებ, იჭერ - იჭერ, ხედავ მძიმე პაციენტ დედას თვითონ პატრონობს ექიმი, ციხეში მაინც არ გაუშვა, თუნდაც იქამდე, სანამ დედამისს სჭირდება, რამ გშობა ასე უდედოდ ბატონო მოსამართლე?! პირიქით, ბოდიშს უნდა უხდიდე სახელმწიფოს წარმომადგენელი შენს მოქალაქ

ზაზა თავაძე - დღეს ჩვენ ვხედავთ პოლიციურ სახელმწიფოს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი აყალიბებს - პოლიციურ სახელმწიფოში კონსტიტუციის და კანონმდებლობის მოქმედებას ადგილი არ აქვს

მზია ამაღლობელი იცავდა თავს და პოლიციელი, რომელიც იქცევა პოლიციელის მუნდირისთვის შეუსაბამოდ, მაშინ ის არ არის პოლიციელი და, შესაბამისად, არც მზია ამაღლობელს ჩაუდენია დანაშაული პოლიციელის წინააღმდეგ, - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ, პარტია „გახარია საქართველოსთვის” წარმომადგენელმა ზაზა თავაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში” განაცხადა. თავაძის თქმით, პოლიციურ სახელმწიფოში, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ჩამოაყალიბა, კანონმდებლობის მოქმედებას ადგილი არ

აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ მოქალაქეობის დაბადებით მოპოვების გაუქმების შესახებ დონალდ ტრამპის აღმასრულებელი ბრძანება დაბლოკა

სიეტლის რაიონული სასამართლოს ფედერალურმა მოსამართლემ, ჯონ კუგენურმა დროებით დაბლოკა დონალდ ტრამპის აღმასრულებელი ბრძანება მოქალაქეობის დაბადებით მოპოვების წესის გაუქმების შესახებ, რომელიც თებერვალში უნდა ამოქმედებულიყო, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. მოსამართლის განმარტებით, მოქალაქეობის დაბადებით მოპოვების გაუქმება აშკარად არაკონსტიტუციურია. „სად იყვნენ ადვოკატები აღმასრულებელი ბრძანების ხელმოწერის გადაწყვეტილების მიღებისას?“ - აღნიშნა მოსამართლემ. დონალდ ტრამპი ფედერალური მოსამა

“გავერთიანდეთ და ჩვენ ვიყოთ ჩვენი შვილების ფარი” – ნინო კასრაძის მიმართვა მშობლების თაობას

მსახიობი ნინო კასრაძე ამბობს, რომ ახლაგაზრდებს, რომლებიც თვეებია უწყევტად აპროტესტებენ საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებას, აქვთ ლეგიტიმური ბრაზი. მსახიობმა მიმართა მშობლების თაობას და მოუწოდა, დადგნენ მათი შვილების გვერდით, იყვნენ მათი ფარი. ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის საპროტესტო მანიფესტის წარდგენისას კასრაძემ თქვა, რომ როცა ითხოვენ ამავე თეატრის მსახობის, ანდრო ჭიჭინაძის გათავისუფლებას, ეს ნიშნავს, რომ ითხოვენ პროვეროპული დემონსტრაციების მონაწილე ყველა პირის გათა

ანდრო ჭიჭინაძე: ალბათ ჩვენი ცხოვრების დანიშნულებაც ეს არის, გადავარჩინოთ ადამიანი ადამიანში

„ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრმა“ ანდრო ჭიჭინაძისა და საპროტესტო აქციის ფარგლებში სხვა უკანონოდ დაკავებულების მხარდასაჭერად საპროტესტო მანიფესტი-პერფორმანსი ჩაატარა. მსახიობმა გივიკო ბარათაშვილმა სცენიდან ანდრო ჭიჭინაძის წერილი წაიკითხა: მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე 5 დეკემბერს საპროტესტო აქციების ფარგლებში დააკავეს. 7 დეკემბერს მას პატიმრობა შეუფარდეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ქეთევან ჯაჭვაძემ, 10 იანვარს ანდრო ჭიჭინაძე და კიდევ 10 პირი პატიმრობაში დატოვა. წი

დავით დოიაშვილი - „ახალი თეატრი“ გადის რეგიონებში - ნახავთ რა შეუძლია თეატრს

აქ დგომა ჩვენი არჩევანი არ ყოფილა. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რათა დიალოგი გამოგვენახა პროკურატურასთან, მაგრამ პროკურატურამ ეს არ შეიმჩნია და მეტიც - გვითხრა, რომ ჩვენ არც ვართ, არც ვარსებობთ და საერთოდ, არც ვაინტერესებთ, - ამის შესახებ „ახალი თეატრის“ სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით დოიაშვილმა მსახიობებისა და რეჟისორების საპროტესტო მანიფესტისას განაცხადა. დოიაშვილმა სცენიდან ადამიანებს გვერდით დგომისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ თავადაც ძალიან ეშინია, მაგრამ, აქვე მოიშველია სიტყვები: „ადამიანი,

კახა კინწურაშვილი - ზუსტად არ ვიცი ამ ბრძოლიდან რამდენად დასახიჩრებული გამოვალ, მაგრამ ერთს ვიტყვი - ომგამოვლილი ბავშვები ბოდიშს არ იხდიან

მე ზუსტად არ ვიცი ამ ბრძოლიდან რამდენად დასახიჩრებული გამოვალ, მაგრამ ერთს ვიტყვი: ომგამოვლილი ბავშვები ბოდიშს არ იხდიან, - ამის შესახებ მსახიობმა კახა კინწურაშვილმა „ახალი თეატრის“ წინ, მსახიობებისა და რეჟისორების საპროტესტო მანიფესტის დროს განაცხადა. კახა კინწურაშვილის განცხადებით, დღეს საქართველოს ქუჩებში დგანან ძლიერი და გაუტეხელი ადამიანები და იმ ძალას, რომელიც თავს ხელისუფლებას უწოდებს, „ამ ძლივს გამაგრებული ხერხემლის დალეწვა უნდა და დაუზოგავად წიხლებით დგება იმისთვის, რომ თავი ჩავხარ

„სამართლიანი არჩევნები” ცესკოდან გათავისუფლებულების ინტერესებს დაიცავს

„სამართლიანი არჩევნები“, ცესკოდან რეორგანიზაციის საფუძველზე გათავისუფლებული 6 პირის შრომითი უფლებების დაცვის მიზნით, სასამართლოში სარჩელს წარადგენს. ცესკოში რეორგანიზაცია 2024 წლის 16 დეკემბერს, თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე დაიწყო და ოფიციალურ მიზეზად „ინსტიტუციური განვითარება“ და „ეფექტური მმართველობის უზრუნველყოფა“ დაასახელა, თუმცა გათავისუფლებული თანამშრომლები პოლიტიკურ მოტივებზე მიუთითებენ. რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებულ პირთა შორის მოხვდნენ ისინიც, ვინც ღიად უჭერდნენ მხარს

თემურ ქათამაძის თქმით, დაკავების შემდეგ მასზე ირაკლი დგებუაძემ 10 პოლიციელთან ერთად იძალადა

„ბათუმელების“ ცნობით, თემურ ქათამაძისგან მიიღეს წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ მასზე დაკავების შემდეგ ბათუმის პოლიციის უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ 10 პოლიციელთან ერთად იძალადა. „11 იანვარს ბათუმის სამმართველოს წინ მიმდინარე აქციაზე უკანონო დაკავების შემდეგ, ირაკლი დგებუაძე და 10 პოლიციელი 10 წუთის განმავლობაში ფიზიკურად მისწორდებოდნენ მის კაბინეტში. გაშლილი ხელებით ხელის შიდა არეს მირტყამდნენ თავზე, სახეზე. დივანზე 2 პოლიციელი ხელებს მიჭერდა. ამ ცემის შემდეგ ოფიცერი თენგიზ კვირკველია დამემუქ

პრესის თავისუფლების, ჟურნალისტებისა და ადამიანის უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები - მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს მზია ამაღლობელი

პრესის თავისუფლების, ჟურნალისტებისა და ადამიანის უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ონლაინ გამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი, - ამის შესახებ ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული. „მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს ამაღლობელი და დაასრულოს მედიის მიმართ ეს უპრეცედენტო დარბევა. გარდა ამისა, ჩვენ ვითხოვთ საფუძვლიან გა

ბაჩიაშვილი: ივანიშვილი მთავაზობდა, რომ „რუსთავი 2“ გამეფორმებინა

„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი დირექტორი, გიორგი ბაჩიაშვილი ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი მას სთავაზობდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“ გაეფორმებინა. ბაჩიაშვილის თქმით, მან რამდენიმე კვირით ადრე იცოდა სასამართლოში „რუსთავი 2-ის“ საქმის დასრულების შესახებ, რადგან ივანიშვილი უკვე ეძებდა, ვისზე გაეფორმებინა ტელევიზია. ბაჩიაშვილმა თქვა, რომ ივანიშვილთან სხვადასხვა პერიოდში პროკურორები და მოსამართლეები დადიოდნენ, მათ შორის მაშინ, როცა სასამართლო სისტემაში რეფორმა მიმდ

ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტი ნიკუშა კაცია კვლავ პატიმრობაში რჩება

ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტი ნიკუშა კაცია კვლავ პატიმრობაში რჩება. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო თარაშვილმა მიიღო. მისი განმარტებით, საქმეში რაიმე ახალი გარემოება, რაც აღკვეთის ღონისძიების შეცვლის ან გაუქმების საფუძველი იქნებოდა, არ არის წარმოდგენილი. დღევანდელ სასამართლო პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს და მოსამართლემ ყველა მათგანი საქმეს დაურთო. ამასთან, გადაისინჯა დაკავებულისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და ის ძალაში დარჩ

ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ექიმი გიორგი ახობაძე - თავს დამნაშავედ არ ვცნობ - ეგ რაღაც, რასაც მაბრალებენ, ჩემ ჯიბეში მე არ მომითავსებია, მათ მოათავსეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ექიმის, გიორგი ახობაძის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ, ამასთან გადაისინჯება დაკავებულისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და გადაწყდება საქმე არსებითად განსახილველად გადაეცემა თუ არა სასამართლოს. პროცესს ბრალდებული გიორგი ახობაძეც ესწრება. ის თავს დამნაშავედ არ ცნობს. „თავს დამნაშავედ არ ვცნობ. ეგ რაღაც, რასაც მაბრალებენ, ჩემ ჯიბეში მე ა

საიამ ეუთოს ვენის მექანიზმს წერილობითი ინფორმაცია წარუდგინა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაიციამ ეუთოს ვენის მექანიზმს წერილობითი ინფორმაცია წარუდგინა. 2024 წლის 20 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ეუთოს 38-მა სახელმწიფომ საქართველოსთან მიმართებით ვენის მექანიზმი გაააქტიურა. ვენის მექანიზმი საშუალებას აძლევს მონაწილე სახელმწიფოებს, დადგენილი პროცედურების მეშვეობით, კითხვები დასვან ეუთოს სხვა ქვეყანაში ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებზე ვითარებასთან დაკავშირებით. საიას მიერ წარდგენილ დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია მიმ

ISFED ცესკოდან გათავისუფლებულ პირთა ინტერესებს დაიცავს

ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ ცნობით, დაიცავენ ცესკოდან გათავისუფლებულ პირთა ინტერესებს. 2024 წლის 16 დეკემბერს ცესკოში დაიწყო რეორგანიზაცია. ცესკოს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის ბრძანებაში რეორგანიზაციის მიზნად მითითებულია სისტემური და ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფა. ისფედი წერს, რომ ამ მიზეზის მიუხედავად, თანამშრომლები საუბრობენ პოლიტიკურ მოტივებსა და მათი გათავისუფლების კავშირზე ევროინტეგრაციის მხარდამჭერ პოზიციასთან. ისფედის ცნობით,ახალი საშტატო ნუსხის მიხ

ბერდია სიჭინავა - არც ერთი თავდამსხმელი არ დარჩება დაუსჯელი, გიორგი გახარიას  არ აინტერესებს მარიონეტების საკითხი, ამ თავდასხმის დამკვეთთან აქვს საქმე (ვიდეო)

“შერატონ ბათუმი” მომხდარი დანაშაულის, შემდეგ კი მტკიცებულებების განადგურების თანამზრახველია . დაველოდებით გამოძიებას, შეძლებენ თუ არა საკუთარი თავის გადარჩენას და საქმის გამოძიებას. არც ერთი თავდამსხმელი არ დარჩება დაუსჯელი, გიორგი გახარიას  არ აინტერესებს მარიონეტების საკითხი, ამ თავდასხმის დამკვეთთან აქვს საქმე. ბერდია სიჭინავა, პარტია "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1646863152888132

ბექა ლილუაშვილი - თუ აქამდე ვფიქრობდით, რომ სასტუმროს ხელმძღვანელობა იყო ძალოვანი სტრუქტურების ზეწოლის ქვეშ, “შერატონ ბათუმის” ქმედებებით გამოჩნდა, რომ ისინი რეალურად თანამონაწილეობდნენ თავდასხმაში

თუ აქამდე ვფიქრობდით, რომ სასტუმროს ხელმძღვანელობა იყო ძალოვანი სტრუქტურების ზეწოლის ქვეშ, “შერატონ ბათუმის” ქმედებებით გამოჩნდა, რომ ისინი რეალურად თანამონაწილეობდნენ თავდასხმაში. ბექა ლილუაშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/597854116286392

საერთაშორისო მედიებმა Julius Baer-ზე პრესრელიზის გამოქვეყნებაზე უარი თქვეს – ივანიშვილის ადვოკატი

„ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი ლაშა კალანდაძე აცხადებს, რომ საერთაშორისო მედიებმა უარი უთხრეს შვეიცარიული ბანკის, Julius Baer-ის „ქმედებების“ შესახებ პრესრელიზის გამოქვეყნებაზე. Julius Baer არის კიდევ ერთი შვეიცარიული ბანკი, რომელსაც „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი აპირებს, რომ უჩივლოს. როგორც ივანიშვილის ადვოკატი აცხადებს, ინფორმაციის გამოქვეყნებაზე უარი გარკვეულ კითხვებს აჩენს. „დაინტერ

შათირიშვილამდე მე მთავაზობდა ივანიშვილი „გლობალური ომის პარტიაზე“ წერილების გამოქვეყნებას – ბაჩიაშვილი

ბიძინა ივანიშვილის „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებით, თავდაპირველად მას სთავაზობდნენ, რომ „გლობალური ომის პარტიის“ შესახებ წერილები მას გაევრცელებინა. ბაჩიაშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც მან შეთქმულების თეორიებზე წერილების გავრცელებაზე უარი თქვა, მის ნაცვლად ეს საქმე ივანიშვილთან დაახლოებულმა პროპაგანდისტმა ზაზა შათირიშვილმა შეითავსა. „ჩემ თვალწინ ითხზვებოდა „გლობალური ომის პარტიის“ ნარატივი და სანამ [ზაზა] შათირიშვილი გამოაქვეყნებდა მაგას

თსუ-ს საგამოცდო სივრცეში ხმაური იყო

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგამოცდო სივრცეში ხმაური იყო. სტუდენტების ნაწილი და უნივერსიტეტის დაცვის წარმომადგენლები ერთმანეთს მას შემდეგ დაუპირისპირდნენ, როდესაც უნივერსიტეტის დაცვამ „მაისის სტუდენტური მოძრაობის“ მიერ დაკავებულ სივრცეში შესვლა შეძლო. „მაისის სტუდენტურმა მოძრაობამ“ საგამოცდო ცენტრი გუშინ დაიკავა, მათ საგამოცდო სივრცეში შესასვლელი სივრცე სავარძლებით, მაგიდებითა და სხვადასხვა საშუალებებით ჰქონდათ ჩახერგილი. მათივე ინფორმაციით, ეს სივრცე დღეს დაცვამ გაარღვია. „ეს ნ

გაერთიანებული სამეფოს ელჩი ბიძინა ივანიშვილის შესაძლო დასანქცირების შესახებ კითხვაზე - სანქციებზე წინასწარ კომენტარს არ ვაკეთებთ

სანქციებზე წინასწარ კომენტარს არ ვაკეთებთ, თქვენ იცით ის, რაც უკვე გააკეთა გაერთიანებულმა სამეფომ: გამოაცხადა სანქციები გარკვეული რაოდენობის ოფიციალური პირების წინააღმდეგ ადამიანის უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩმა, გარეტ უორდმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, მოსალოდნელია თუ არა, რომ გაერთიანებულმა სამეფომ ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესოს და როგორი სახის იქნება ეს სანქციები. „მთავარია ის, რომ გვსურს ვიხილოთ,

ირაკლი დგებუაძის მიმართ გამოძიება „უფლებამოსილების გადამეტებაზე" მიმდინარეობს

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ირაკლი დგებუაძის მიმართ გამოძიება „სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების” მუხლით მიმდინარეობს. როგორც სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში „პუბლიკას” განუცხადეს, გამოძიება 13 იანვარს დაიწყო. მას შემდეგ, რაც „ბათუმელები/ნეტგაზეთის” დამფუძნებელმა და დირექტორმა, მზია ამაღლობელმა უფლებადამცველებს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მხრიდან არასათანადო მოპყრობის შესახებ მოუყვა, ადვოკატები ითხოვენ, რომ საგამოძიებომ სათანადო კვალიფიკაციით დროულად გამოიძიოს

გიორგი გახარია - თავდასხმა იყო წინასწარ ორგანიზებული, ჩასაფრებით მოწყობილი, პოლიტიკური შურისძიება - თავდასხმის დამკვეთი ბიძინა ივანიშვილია, რომელიც დიდი ხანია მემუქრება მე და ჩემს ოჯახს

თავდასხმა იყო წინასწარ ორგანიზებული, ჩასაფრებით მოწყობილი, პოლიტიკური შურისძიება. თავდასხმის დამკვეთი - ბიძინა ივანიშვილი, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარია აცხადებს. როგორც გახარია აცხადებს, მას არ აინტერესებს შემსრულებლები, რადგან მას საქმე აქვს მასზე „თავდასხმის და მოქალაქეებზე ძალადობის დამკვეთთან“. „მინდა, კიდევ ერთხელ, მადლობა გადაგიხადოთ მხარდაჭერისთვის. დღეიდან მუშაობის ჩვეულ რიტმს ვუბრუნდები. რაც შეეხება თავდასხმას, ეს იყო წინასწარ ორგ

გიორგი გახარიას პარტიის წევრებმა მზია ამაღლობელის პატიმრობა სასამართლოსთან გააპროტესტეს

პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ქალთა ორგანიზაცია გმობს ჟურნალისტ მზია ამაღლობელის პატიმრობას და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას, რაც აშკარად უსამართლო და არაპროპორციულია. ამის შესახებ პარტიის წევრებმა დღეს თბილისში, სააპელაციო სასამართლოსთან გამართულ აქციაზე განაცხადეს. “პოლიციელის მხრიდან მრავალჯერადი სიტყვიერი შეურაცხყოფის და ადგილზე განხორციელებული არაერთი უკანონობის შემდეგ ემოციურ მდგომარეობაში გაწნული ერთჯერადი სილის გამო მზია ამაღლობელისთვის უმძიმესი ბრალდებ
×
×
  • შექმენი...