Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    898.861

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო - ბრიტანეთის საზღვაო ძალების ქვედანაყოფის წარმომადგენლებმა ბალტიის ზღვაში ტერორისტული თავდასხმის დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა მიიღეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბალტიის ზღვაში, ჩრდილოეთის ნაკადის მილსადენებზე მომხდარი აფეთქების დაგეგმვაში ბრიტანეთს ადანაშაულებს. „ბრიტანეთის საზღვაო ძალების ქვედანაყოფის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს მიმდინარე წლის 26 სექტემბერს ბალტიის ზღვაში ტერორისტული თავდასხმის დაგეგმვაში, უზრუნველყოფასა და განხორციელებაში“, – ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. რუსეთის ბრალდებებთან დაკავშირებით კომენტარი გაკეთდა ბრიტანეთშიც. ლონდონი რუსეთს „ეპიკური მასშტაბის ტყუილშ

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა მობილიზაციის დასრულების შესახებ განაცხადა

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ მობილიზაციია დასრულების შესახებ განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული გამოცემა “რია ნოვოსტი” ავრცელებს კერძოდ, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის დროს შოიგუმ მას უთხრა, რომ 300 ათასი ადამიანი უკვე მობილიზებულია, მათი საშუალო ასაკი კი 35 წელია. რუსეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, 82 ათასი მობილიზებული უკვე უკრაინაშია გაგზავნილი, ხოლო დანარჩენი 218 ათასი სამხედრო მომზადებას გადიან. უკრაინაში გაგზავნილთა ნახევარი - 41

რუსეთის თავდასხმების შემდეგ, კიევში "თითქმის სრულად" აღადგინეს ელექტროენერგიის მიწოდება

კიევში "თითქმის სრულად" აღდგენილია ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდება, ისევე, როგორც გათბობა და კომუნიკაციები - აცხადებს ქალაქის სამხედრო ადმინისტრაცია 27 ნოემბერს. ადმინისტრაცია დასძენს, რომ "გათიშვა კვლავ შესაძლებელია, მიწოდების ქსელების გადატვირთვის გამო". რუსეთის ინტენსიური თავდასხმების შემდეგ, კიევში ათი ათასობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე იყო დარჩენილი. 26 ნოემბერს სამხედრო ადმინისტრაცია იუწყებოდა, რომ ელექტროენერგია კვლავ არ მიეწოდებოდა 130,000-მდე ადამიანს, ქალაქში, სადაც

რუსეთის ზოგიერთი მოქალაქე წერს, რომ "საქართველოს ბანკი" ანგარიშს უუქმებს

საქართველოში მცხოვრები რუსეთის არაერთი მოქალაქე აცხადებს, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბანკი, "საქართველოს ბანკი", მათ ანგარიშებს უუქმებს. ინფორმაცია თავდაპირველად ბლოგერმა ნიკოლაი ლევშიცმა გაავრცელა და აღნიშნა, რომ ანგარიშის დახურვაზე შეტყობინება მიიღო მინიმუმ 36-მა ადამიანმა. რადიო თავისუფლებას რუსეთის ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელიც საქართველოში ზაფხულში ჩამოვიდა და ანგარიში დაახლოებით სამი თვის წინ გახსნა, უთხრა, რომ ფულადი გზავნილები მიიღო რუსეთიდან, თუმცა არ იცის, უკავშირდება თუ არა ანგარიშ

რუსეთის ზაპოროჟიეს ატომური სადგურზე თავდასხმისთვის ემზადება — ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთი სავარაუდოდ ემზადება ტერორისტული თავდასხმისთვის ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, რამაც შეიძლება, რადიაციის გავრცელება გამოიწვიოს. „ჩვენ ახლახან მივიღეთ ანგარიში ჩვენი დაზვერვისა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისგან. დაზვერვამ მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთი განიხილავს ტერორისტული თავდასხმის სცენარს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე. მათ ამისთვის ყველაფერი მოამზადეს“, — განაცხადა ზელენსკიმ 22 ივნისს, საგანგებო ვიდეომიმართვისას

რუსეთის ელჩის ინფორმაციით, აშშ ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში მდებარე რუსეთის სავიზო ცენტრებს დახურავს და რუს დიპლომატებს საგადასახადო შეღავათებს გაუუქმებს

აშშ რუსეთის სავიზო ცენტრებს ხურავს, - ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ში რუსეთის ელჩი, ანატოლი ანტონოვი ავრცელებს. ანატოლი ანტონოვის ცნობით, აშშ ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში მდებარე რუსეთის სავიზო ცენტრებს დახურავს და რუს დიპლომატებს საგადასახადო შეღავათებს გაუუქმებს. „ჩვენს წინააღმდეგ ყოველდღიური თავდასხმები ხორციელდება და დღეს, სულ რაღაც ერთი საათის წინ, ამერიკელებმა შეტყობინება გამოგვიგზავნეს, რომ სავიზო ცენტრი იხურება. მინდა ვთქვა, რომ ჩვენ მუშაობას გავაგრძელებთ. ჩვენს თანამემამულეებს არ

რუსეთის დუმის სპიკერის განცხადებით, ვაშინგტონმა არ დაუშვა, საქართველო სუვერენული სახელმწიფო გამხდარიყო

რუსეთის დუმის სპიკერის, ვიაჩესლავ ვოლოდინის თქმით, ვაშინგტონმა არ დაუშვა, რომ საქართველო სუვერენული სახელმწიფო გამხდარიყო. ,,ამერიკული ექსკლუზიურობის თეორია არის ის, რომ მხოლოდ შეერთებულ შტატებს აქვს დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების უფლება და ყველა დანარჩენი უნდა არსებობდეს ვაშინგტონის მიერ ნაკარნახევი წესების მიხედვით. ნებისმიერი სახელმწიფო, რომელიც არ ეთანხმება ამას, საპასუხოდ ,,ფერადი რევოლუცია" ემუქრება.“ - წერს ვოლოდინი Telegram-ზე. მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატ

რუსეთის დუმის სპიკერი აცხადებს, რომ საზღვარგარეთ გაქცეული რუსეთის მოქალაქეებისთვის გადასახადებს გაზრდიან

რუსეთში საზღვარგარეთ გაქცეული მოქალაქეებისთვის გადასახადებს გაზრდიან. ამის შესახებ რუსეთის დუმის თავმჯდომარემ, ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა. „ყველასთვის გასაგებია, რატომ გაიქცნენ ეს ადამიანები. ვინც მიხვდა, რომ შეცდომა დაუშვა, უკვე დაბრუნდა. სხვები უნდა ხვდებოდნენ, რომ რუსეთის საზოგადოების უდიდესი ნაწილი მათ საქციელს არ უჭერს მხარს. მათ მიაჩნიათ, რომ საზღვარგარეთ წასულმა მოქალაქეებმა უღალატეს ქვეყანას, ახლობლებს და ნათესავებს“, – წერს ვიაჩესლავ ვოლოდინი „ტელეგრამის“ არხზე. მისი მოსაზრ

რუსეთის დუმის დეპუტატი - რუსეთი და საქართველო პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის, ასევე, ვიზების გაუქმების ზღვარზე არიან

რუსეთი და საქართველო პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის, ისევე როგორც ვიზების გაუქმების ზღვარზე არიან, - ამის შესახებ დღეს რუსეთის დუმის დეპუტატმა, დსთ-ს, ევრაზიული ინტეგრაციასა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარემ ლეონიდ კალაშნიკოვმა განაცხადა. ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ტასი“ ავრცელებს. „მე ვესაუბრე უმაღლესი რანგის ბევრ ოფიციალურ პირს, მათ შორის იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლებსაც შევეხეთ. ძალიან მგრძნობიარე საკითხები, რომლებიც უნდა გადავწ

რუსეთის დუმის დეპუტატების აზრით უკრაინელ პოეტ ლესია უკრაინკას უცხო ქვეყნის აგენტის სახელი უნდა მიენიჭოს, მისი ძეგლი კი პრიგოჟინის ძეგლით ჩანაცვლდეს

რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმამ წამოაყენა იდეა იმის შესახებ, რომ უკრაინელ პოეტ ლესია უკრაინკას  უცხო ქვეყნის აგენტის სტატუსი მიენიჭოს, სხვადასხვა ქალაქში არსებული მისი ყველა ძეგლი კი რუსების ძეგლებით ჩაანაცვლონ. აღნიშნული ინიციატივა ადგილობრივ მედიასთან საუბარში რუსმა დეპუტატმა ანდრეი გურულიოვმა გააჟღერა. მან გააკრიტიკა ის ფაქტი, რომ უკრაინის ბულვარში მდებარე ლესია უკრაინკას ძეგლთან მოქალაქეებს, დნეპრის სარაკეტო დარტმის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ყვავილები და საბავშვო

რუსეთის დუმამ ოკუპირებული აფხაზეთის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის დოკუმენტი დაამტკიცა

რუსეთის სახელმწიფო დუმამ ოკუპირებული აფხაზეთის 2022-2025 წლების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს პრესცენტრის ინფორმაციით, მთავრობამ დოკუმენტი რატიფიკაციისთვის 10 ნოემბერს წარადგინა, მხარეებმა შეთანხმებას 4 აგვისტოს მოაწერეს ხელი. ის რუსეთის მიერ აფხაზეთის სოციალური და ეკონომიკური განვითარებისთვის სახელმწიფო პროგრამის განხორციელების ფინანსური დახმარების საკითხებს არეგულირებს. შეთანხმების განხორციელება

რუსეთის დუმამ მძიმე დანაშაულებისთვის მსჯავრდადებულთა მობილიზება დაუშვა

რუსეთის სახელმწიფო დუმამ მესამე მოსმენით მიიღო კანონი, რომელიც უშვებს მძიმე დანაშაულებისთვის მსჯავრდადებულების გაწვევას სამხედრო სამსახურში მობილიზაციის ფარგლებში. რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, მძიმე დანაშაულთა კატეგორიას განეკუთვნება დანაშაულები, რომლებიც 5 წელზე მეტი ხნით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დუმის დეპუტატებმა, ამ გადაწყვეტილებით, ომში წასვლის ნება დართეს ქურდობასა და ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციისთვის ნასამართლევ პირებს. ახალმიღებული კანონით, კვლ

რუსეთის დუმამ მიიღო კანონი, რომელიც წვევამდელებს საზღვარგარეთის პასპორტების გადაცემას ავალდებულებს

რუსეთის დუმამ „რუსეთის ფედერაციიდან გასვლისა და რუსეთის ფედერაციაში შესვლის წესის შესახებ“ კანონში ცვლილება მიიღო. ქვეყნის პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით დაამტკიცა კანონი, რომლის მიხედვითაც წვევამდელები საზღვარგარეთის პასპორტებს პოლიციის მიგრაციის დეპარტამენტს გადასცემენ. ცვლილებების თანახმად, სამხედრო სამსახურში გაწვეულმა ან ალტერნატიულ სამოქალაქო სამსახურში გაგზავნილმა მოქალაქეებმა პასპორტები შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს უნდა ჩააბარონ. კანონი გავრცელდება

რუსეთის დუმამ კანონში ცვლილებები მიიღო, რომლითაც „უცხოელ აგენტებს“ არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობა ეკრძალებათ

რუსეთის დუმამ „საარჩევნო უფლებების ძირითადი გარანტიების შესახებ“ კანონში ცვლილებები შეიტანა, რომელიც „უცხოელ აგენტებს“ არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობას უკრძალავს, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ი ავრცელებს. რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმამ პლენარულ სხდომაზე კანონში „საარჩევნო უფლებების ძირითადი გარანტიების შესახებ“ ცვლილებები მეორე და მესამე მოსმენით დაამტკიცა. კანონის მიხედვით, უცხოელი აგენტის სტატუსის მქონე პირებს კანდიდატად დარეგისტრირება არჩ

რუსეთის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერზე უკრაინულმა მხარემ დრონებით იერიში მიიტანა

შავ ზღვაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერზე უკრაინულმა მხარემ დრონებით იერიში მიიტანა. რუსული მედიის ცნობით, შემთხვევა ქერჩის სრუტეში მოხდა. მათივე ცნობით, დაზიანებულია ტანკერის სამანქანე განყოფილება, თუმცა ეპიკაჟის 11 წევრიდან არავინ დაშავებულა. მომხდართან დაკავშირებით უკრაინულ მხარეს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია. ipn

რუსეთის დარტყმის შედეგად ოდესაში 50-მდე შენობა დაზიანდა, მათ შორის საბერძნეთის საკონსულო - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად ოდესაში 50-მდე შენობა დაზიანდა, მათ შორის – საბერძნეთის საკონსულო. რუსეთის ძალების მიერ უკრაინის ქალაქ ოდესაზე სარაკეტო დარტყმების შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა, დაიჭრა – 22. რეგიონის გუბერნატორმა ოლეჰ კიპერმა განაცხადა, რომ აფეთქებების შედეგად დაშავებულთა შორის ოთხი ბავშვია. თავდასხმამ სერიოზულად დააზიანა ფერისცვალების ისტორიული ტაძარი. მედიის ცნობით, რუსეთი მუდმივ თავდასხმე

რუსეთის დარტყმებმა მიზანში ამოიღო ენერგეტიკის ინფრასტრუქტურა მთელს უკრაინაში

22 ოქტომბერს რუსეთის იერიშების მორიგმა ტალღამ მიზანში ამოიღო ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა მთელი უკრაინის მასშტაბით, კიევის საჰაერო თავდაცვამ რამდენიმე რაკეტა ჩამოაგდო უკრაინის დედაქალაქის თავზე. ადგილობრივი ოფიციალური პირების თქმით, დარტყმები განხორციელდა ელექტროსადგურებზე ოდესის, კივოგრადისა და ლუტსკის რეგიონებში, ელექტროენერგიასთან დაკავშირებულ პრობლემებზე სხვა რეგიონებიც იუწყებიან. "[ეს იყო] მორიგი სარაკეტო თავდასხმა ტერორისტებისგან, რომლებიც ებრძვიან სამოქალაქო ინფრასტრუქტურას და ხა

რუსეთის დაბომბვას ხარკოვის ოლქში 2 თვის ბავშვი ემსხვერპლა

მაშველებმა ხარკოვის ოლქის სოფელ ზოლოჩოვში, ნანგრევებში, ორი თვის ჩვილის ცხედარი აღმოაჩინეს, იტყობინება „უკრაინსკა პრავდა“. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, 6 თებერვლის ღამეს რუსულმა ჯარმა სოფელი ორი C-300 ტიპის რაკეტით დაბომბა, რის შედეგადაც დაზიანდა შვიდი სახლი, 19 სამოქალაქო ობიექტი, ორი ადმინისტრაციული შენობა და ხუთი ავტომობილი. ნანგრევების ქვეშ ასევე მოყვა სამი ახალგაზრდა ქალი. მათ შორისაა დაღუპული ჩვილის დედა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ხარკოვის სამხედრო ადმინი

რუსეთის გუბერნია არ ვიქნებით! - სტუდენტები აქციაზე მისასვლელად ემზადებიან

აქციის დაწყებამდე ორი საათი რჩება.  რუსული კანონს  ხალხი ისევ პარლამენტთან გააპროტესტებს, პროტესტის ავანგარდში კი სტუდენტები დგებიან. დარბეული ღამის შემდეგ ახალაგზრდები უხსნიან ხელისუფლებას, რომ  ეს არცერთი რომელიმე პარტიის აქცია იყო. მათი თქმით,  გუშინ თბილისისს ცენტრალურრ გამზირზე იდგნენ გაბრაზებული ადამიანები, მოქალაქეეები, რომლებსაც საერთო იდეა აერთაინდებდათ. შეგახსენებთ, რომ რუსული კანონის საწინააღნმდეგო აქცია პარლამენტთან დღეს 15:00 საათზეა დაანონსებული.   ტვ პირველი

რუსეთის ბელგოროდის ოლქის დასავლეთ ნაწილში მდებარე კრასნოიარუჟსკის რაიონში მოსახლეობის ევაკუაცია გამოცხადდა

რუსეთის ბელგოროდის ოლქის დასავლეთ ნაწილში მდებარე კრასნოიარუჟსკის რაიონში მოსახლეობის ევაკუაცია გამოცხადდა, - ამის შესახებ ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა. „განგაშის დილა გვაქვს. მტრის აქტიურობა კრასნოიარუჟსკის რაიონის საზღვარზე. ვიწყებთ კრასნოიარუჟსკის რაიონში მცხოვრები ადამიანების უსაფრთხო ადგილებში გადაყვანას,” - აღნიშნა გუბერნატორმა. მისი თქმით, ევაკუაციისთვის ტრანსპორტი უკვე გაგზავნილია. მანამდე გუბერნატორმა დაწერა, რომ კრასნოიარუჟსკის რაიონის სოფელი ვიაზოვო

რუსეთის არმიის რიგებში დაღუპული და დაჭრილი ცხინვალელი ჯარისკაცების ოჯახები შეღავათებით ისარგებლებენ

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პარლამენტი რუსეთ-უკრაინის ომში, რუსეთის არმიის რიგებში დაღუპული და დაჭრილი მეომრების ოჯახებისთვის შეღავათების დაწესების საკითხს განიხილავს. ამასთან, დახმარება იგეგმება რუსეთ-საქართველოს ომში დაჭრილი და დაღუპულებისთვის. დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის ე.წ. ვიცე-სპიკერმა დეპუტატებს ამ საკითხის შემუშავება შესთავაზა. მისი აზრით, ცხინვალის რეგიონიდან უკრაინის ომში დაღუპულ და დაჭრილ ჯარისკაცთა, ასევე, მოხალისეების ოჯახებს კომუნალური გადასახადების 50 პროცენ

რუსეთის „ეფესბემ“ ხევსურეთისა და თუშეთის მოსაზღვრე ადგილები სასაზღვრო ზონიდან ამოიღო

რუსეთის უშიშროების სამსახურმა სასაზღვრო ზონიდან ამოიღო რუსეთ-საქართველოს საზღვართან მდებარე, ჩეჩნეთის რესპუბლიკის ითუმ-კალის და შაროის მაღალმთიანი რაიონების რამდენიმე სოფელი და ნასოფლარი, მათ შორის, ცოი-პედე, რომელიც „მკვდართა ქალაქის“ სახელით არის ცნობილი. ამ ტერიტორიაზე ფეხით და სატრანსპორტო საშუალებით შესვლა კონტროლის გავლისა და „ეფესბეს“ ნებართვის გარეშე გახდა შესაძლებელი. „ჩეჩნეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე სასაზღვრო ზონის საზღვრების შესახებ“ FSB-ს განკარგულების მიხედვით, რომელიც ძა

რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების ოდენობა 8-ჯერ გაიზარდა

2022 წლის მარტთან შედარებით, 2023 წლის მარტში 8.3-ჯერ გაიზარდა ფულადი გზავნილების ოდენობა რუსეთიდან საქართველოში და შეადგინა 224 მილიონი ამერიკული დოლარი, იუწყება საქართველოს ეროვნული ბანკი. 40.4%-ით გაიზარდა აშშ-დან გადმორიცხული თანხის ოდენობა, ასევე ზრდაა დაფიქსირებული ყაზახეთიდან და ყირგიზეთიდან გადმორიცხული თანხის მოცულობაში. სებ-ის ინფორმაციით, მარტში ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს რუსეთი (51.0%), ევროკავშირის ქვეყნები (24.6%) და აშშ (8.2%) წარმოადგენდა. ევროკავშირის ქვეყნებიდა

რუსეთიდან ვიზიტორების რაოდენობა წელს 257,7%-ით გაიზარდა

2023 წლის 1-ელ კვარტალში საქართველოში რუსეთიდან ვიზიტორების რიცხვი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.6-ჯერ გაიზარდა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, გასულ 3 თვეში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რუსეთიდან საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 257.7%-ით არის გაზრდილი. უფრო კონკრეტულად, 2023 წლის 1-ელ კვარტალში რუსეთიდან საქართველოს 256 787 ვიზიტორი ეწვია, მაშინ როცა 2022 წლის ამავე პერიოდში ეს მაჩვენებელი 71 793 იყო. აღსანიშნავია ისიც, რომ

რუსეთიდან გამოძევებული უკრაინელთა ჯგუფი თვეზე მეტია საქართველოს საზღვარზეა გაჭედილი — მედია

17 უკრაინელი, რომელიც რუსეთიდან არის დეპორტირებული, საქართველოსთან საზღვარზე დარიალის ხეობაში საგუშაგოზეა გაჭედილი. მიზეზად დოკუმენტების არქონა სახელდება. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს. Ukrainska Pravda-ს ცნობით, რუსეთიდან დეპორტირებული უკრაინელები დაახლოებით ერთი თვეა სარდაფში, შიშველ კედლებში ცხოვრობენ ზემო ლარსის საგუშაგოზე და სანამ მათი საკითხი გაირკვევა, გარეთ გასვლის საშუალებაც არ აქვთ. დეპორტირებული უკრაინელების ნაწილი რუსეთის სასჯელაღსრულების კოლონიებიდან მ
×
×
  • შექმენი...