Jump to content
Planeta.Ge

რუსეთის დარტყმებმა მიზანში ამოიღო ენერგეტიკის ინფრასტრუქტურა მთელს უკრაინაში


22 ოქტომბერს რუსეთის იერიშების მორიგმა ტალღამ მიზანში ამოიღო ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა მთელი უკრაინის მასშტაბით, კიევის საჰაერო თავდაცვამ რამდენიმე რაკეტა ჩამოაგდო უკრაინის დედაქალაქის თავზე.

ადგილობრივი ოფიციალური პირების თქმით, დარტყმები განხორციელდა ელექტროსადგურებზე ოდესის, კივოგრადისა და ლუტსკის რეგიონებში, ელექტროენერგიასთან დაკავშირებულ პრობლემებზე სხვა რეგიონებიც იუწყებიან.

"[ეს იყო] მორიგი სარაკეტო თავდასხმა ტერორისტებისგან, რომლებიც ებრძვიან სამოქალაქო ინფრასტრუქტურას და ხალხს" - წერს ტელეგრამით ანდრი იერმაკი, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო რამდენიმე რაკეტა, რომლებიც დედაქალაქის მიმართულებით მოფრინავდა.

პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიჰალმა სამთავრობო სხდომის მონაწილეებს აცნობა, რომ 10 ოქტომბრიდან 20 ოქტომბრამდე რუსეთის იერიშებმა უკრაინის 16 რეგიონში დააზიანა 400-ზე მეტი სამიზნე, და მათ შორისაა ათობით ენერგეტიკული ობიექტი.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...