რუსეთი აცხადებს, რომ უკრაინამ დროებით იერიში მიიტანა ელექტროსადგურებზე, რომლებიც მოსკოვიდან 2 საათის სავალზეა განთავსებული.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ Telegram-ზე გავრცელებული განცხადებით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ჩამოაგდეს 158 უკრაინული თვითმფრინავი რუსეთის 15 რეგიონში, მათ შორის ცხრა – რუსეთის დედაქალაქსა და მის რეგიონში.
რუსეთის ოფიციალური პირების თქმით, კონაკოვოს ელექტროსადგური და მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა თავდასხმის კონკრეტული სამიზნეები იყვნენ.
რუსული მედიის ცნობით, რუსეთის ცენტრალური სამხედრო ოლქის მეთაური, გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრ ლაპინი თანამდებობიდან გადააყენეს. ინფორმაციას ამის შესახებ Moscow Times რუსეთის თავდაცვის სამინისტროში წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ლაპინის გადაყენებისკენ ვლადიმერ პუტინს ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი და “ვაგნერის” კერძო სამხედრო კომპანიის მფლობელი ევგენი პრიგოჟინი მოუწოდებდნენ. კერძოდ, გამოცემა აღნიშნავს, რომ კადიროვი გენერალ-პოლკოვნიკს ლიმანის “ჩაბარებისთვის” და ე.წ. დონ
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძებნა გამოაცხადა პოლიტოლოგსა და პუბლიცისტ აბას გალიამოვზე, თუმცა საძიებო ბარათში არ არის მითითებული, თუ რა კონკრეტული საქმისთვის იძებნება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ყოფილი სპიჩრაიტერი. გალიამოვმა არაერთხელ გააკეთა ომის საწინააღმდეგო განცხადებები. 2023 წლის თებერვალში რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ის „უცხოური აგენტების“ სიაში შეიყვანა.
გამოცემა „Вот так“-მა სთხოვა გალიამოვს, კომენტარი გაეკეთებინა შს სამინისტროს გადაწვეტილებაზე. პ
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე უკრაინისა და რუსეთის სხვა მეზობლების, მათ შორის, საქართველოს NATO-სა და ევროკავშირში გაწევრების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ზელენსკის თქმით, უსაფრთხოების გარანტიების გარეშე, რუსეთი თავის მეზობელ ქვეყნებს ესხმის თავს და ითრევს განუკითხაობაში, რასაც სხვადასხვა გზით ვხედავთ ბელარუსსა და საქართველოში.
„ჩინელმა ჟურნალისტმა მკითხა: – რატომ NATO? პასუხი კი ძალიან მარტივია: – როცა არ არის უსაფრთხოების გარანტიები, არი
რუსეთის ქალაქ უსურიისკში კაშხალი გაირღვა, დატბორილია რამდენიმე ქუჩა, მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია.
რუსული მედიის ცნობით, დროებით განთავსების ცენტრებში 200-ზე მეტი ადამიანია გადაყვანილი. ქალაქში „როსგვარდიის" ძალები და მაშველები მუშაობენ.
„კაშხალი დაიშალა და უბრალოდ ტალახად და მიწად იქცა, ამჟამად ის შეკეთებას ან აღდგენას არ ექვემდებარება, კონტროლი მასზე დაკარგულია“, - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ კაშხალი წყალმოვარდნის თავიდან აცილებისთვის აიგო.
ipn
რუსეთის ქალაქ კემეროვოში ფეიერვერკების საწყობის ტერიტორიაზე ხანძარია.
რუსული მედიის ცნობით, ხანძრის ადგილზე ფეიერვერკები ფეთქდება, რისი ხმაც მთელ ქალაქში ისმის.
ასევე გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ კონსტრუქციაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად, შენობა ჩამოინგრა.
ასევე ვრცელდება ცნობები იმის შესახებ, რომ საწყობის ტერიტორიაზე ბუნებრივი აირის ავზებიც ინახებოდა.
„ხანძარს სირთულის მეორე ხარისხი მიენიჭა. დაზარებულებზე ინფორმაცია არ არის“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
უკრაინაში ომის დაწყებიდან, დაახლოებით ბოლო 17 თვეში რუსეთის ფედერაციის 2 564 მოქალაქეს მიენიჭა, 3 071 პირს კი აღუდგა საქართველოს მოქალაქეობა. აღნიშნულს მოწმობს პარლამენტის წევრის ლევან ბეჟასვილის სადეპუტატო კითხვის პასუხად პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მიწოდებული ინფორმაცია.
კერძოდ, ადმინისტრაციის ცნობით, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 17 ივლისის ჩათვლით პერიოდში საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით მიანიჭა 2 564 რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს.
2022 წლის სამ თვეში, ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით, რუსეთის მოქალაქეები ყველაზე მეტჯერ ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდნენ. რუსული გამოცემა РБК რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ ამ პერიოდში აფხაზეთში ჩასვლის რაოდენობა თითქმის 2.5 მილიონია. მეორე ადგილზეა თურქეთი - დაახლოებით 2.1 მილიონი. თურქეთს მოსდევენ ყაზახეთი, საქართველო და ფინეთი.
რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სტატისტიკაში საქართველო აფხაზეთის გარეშეა, რადგან საქართველოს ეს რეგიონ
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარე, ვიაჩესლავ ვოლოდინი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ამ კანონის მოწინააღმდეგეები „სხვა სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ“.
„ნებისმიერი ქვეყანა, თუ მას სურს გახდეს სუვერენული სახელმწიფო, სადაც ხალხს აქვს უფლება დამოუკიდებლად განსაზღვროს თავისი მომავალი, ვალდებულია მიიღოს კანონი უცხოური აგენტების შესახებ, რომლის არსი მდგომარეობს იმა
რუსეთის საერთო იურისდიქციის საკასაციო სასამართლომ 18 ოქტომბერს უარყო რუსეთის ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის საჩივარი განაჩენის თაობაზე, რომლის მიხედვითაც მას ცხრა წლით მკაცრი რეჟიმის კოლონიაში პატიმრობა მიესაჯა თაღლითობისა და სასამართლოს უპატივცემულობის ბრალდებით. ამის შესახებ „ინტერფაქსი“ იტყობინება.
ნავალნი და მისი დაცვა აცხადებდნენ, რომ განაჩენი უკანონოა. ისინი საკასაციო სასამართლოსგან ითხოვდნენ მის გაუქმებას და ახალი, გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.
ნავალნის განაჩენ
რუსეთის ფედერაციის სასამართლომ „ქართული ლეგიონი“ ტერორისტულ ორგანიზაციად ცნო და ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა, - ინფორმაციას რუსული მედია უშიშროების ფედერალური სამსახურის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ეფ-ეს-ბე“-ს მიერ შეგროვებული მტკიცებულებების საფუძველზე, სამხედრო სასამართლომ გასამხედროებული დაჯგუფება „ქართული ეროვნული ლეგიონი“ ტერორისტულ ორგანიზაციად ცნო. ამ გადაწყვეტილების და "ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" ფედერალური კანონის საფუძველზე, ფორმირება შეტანილი იქ
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევა მოითხოვა. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკი „ტვიტერში“ წერს.
მისი თქმით, შესაბამისი განკარგულება გაერო-ში უკრაინის ელჩს უკვე გადასცა.
როგორც უკრაინის პრეზიდენტი წერს, საგანგებო შეხვედრის გამართვას რუსეთის მიერ უკრაინის ენერგოსისტემებზე განხორციელებული დღევანდელი სარაკეტო თავდასხმების გამო ითხოვს.
„მე დავავალე გაერო-ში ჩვენს ელჩს, მოითხოვოს გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს დაუყოვნებლივი მოწვევა დ
რუსეთის ფედერაციის საბჭომ საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 17 მარტს დანიშნა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შესაბამისი დადგენილება პალატამ ხუთშაბათს გამართულ სხდომაზე მიიღო.
„დადგენილება ძალაში შედის ოფიციალური გამოქვეყნების დღიდან“, - ნათქვამია საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ დადგენილებაში.
ფედერაციის საბჭოს საკონსტიტუციო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ვლადიმერ პოლეტაევის განმარტებით, დადგენილების ძალაში შესვლიდან, ანუ ოფიციალური გა
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბნის მიმდებარედ, უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
publika
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს.
ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.
„აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული თეიმურაზ ხომასურიძე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.
ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
„თეიმურაზ ხომასურიხის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) მიერ ოპერირებადი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელის
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებულ სოფელ ბალთას მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ზურაბ ლობჟანიძე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, ზურაბ ლობჟანიძის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) მიერ ოპერირებადი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტუ
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გუშინ, 22 აგვისტოს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბნის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეები, თამაზ ფსიტიძე და ზურაბ პეტრიაშვილ,ი თავისუფალი არიან და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან.
უწყების განცხადებით, აღნიშნული პირების უკანონო დაკავების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე დაუყოვნებლივ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული
რუსეთის სამხედრო ძალებმა ხერსონი დაბომბეს. პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ კირილ ტიმოშენკომ განაცხადა, რომ თავდასხმების შედეგად სამი ადამიანი დაიჭრა.
როგორც მედია აღნშნავს, ხერსონი და მიმდებარე რეგიონი რუსული ძლაბეის უკან დახევის შემდეგ ხშირი თავდასხმის ქვეშ არიან.
ოკუპირებულ აფხაზეთს 9 ივნისს ,,სამუშაო ვიზიტით“ რუსეთის ფედერაციის სამთავრობო დელეგაცია ეწვია, რომლის შემადგენლობაში არიან: რუსეთის ვიცე-პრემიერი ალექსანდრე ნოვაკი; რეგიონთაშორის და უცხო ქვეყნებთან კულტურული ურთიერთობის საკითხებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი იგორ მასლოვი; ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე დიმიტრი ვოლვაჩი; ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ევგენი გრაბჩაკი და სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ფედერალური სამსახურის დირექტორის მოადგილე მიხეილ ბაბიჩი.
რუსეთის სამართალდამცავი ორგანოების პროფკავშირების ასოციაციის ხელმძღვანელი და საერთაშორისო თანამშრომლობის კომისარი, ალექსეი ლობარევი წერს, რომ თბილისში „კოლეგების მოწვევით“ იმყოფებოდა. ის საუბრობს საქართველოში მიმდინარე აქციებზე, იწონებს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობას და პოლიციელებთან ერთად ფოტოებს აქვეყნებს.
ის ამტკიცებს, რომ „პროფკავშირები პოლიტიკის მიღმაა“ და მისი მთავარი მიზანია, პოლიტიკური ვითარების მიუხედავად, მუშათა უფლებებისა და ინტერესების დაცვა.
პუბლიკა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ გალუზინმა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ მოსკოვის პრინციპული პოზიცია აცნობა. ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო მედია იუწყება.
რუსული მედიის ცნობით, პოზიცია შეეხება მოლაპარაკებების ფორმატის მრავალთვიანი შეფერხების მიუღებლობას. უწყების აზრით, მოლაპარაკებები არამოტივირებულად გაუქმდა და გადაიდო.
როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნეს, რუსულმა მხარემ კიდე
ჟენევაში გამართულ საერთაშორისო მოლაპარაკებების 57-ე რაუნდზე რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია ჟენევის დისკუსიების პოლიტიზების თავიდან აცილება, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
უწყების ინფორმაციით, 4-5 აპრილს გამართულ მოლაპარაკებებზე, რომელზეც რუსულ მხარეს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ გალუზინი წარმოადგენდა, ხაზი გაესვა „კოლექტიური დასავლეთის“ მცდელობებს, კონფრონტაცია უკრაინიდან სამხრეთ კავკასიაში გადაიტანონ.
„აქცენტი გაკეთდა „კოლ
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გერმანიის ელჩი, ალექსანდრე ლამბსდორფი უწყებაში დაიბარა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
„გერმანიის ელჩი დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროშია დაბარებული“, – განაცხადა წყარომ „რია ნოვოსტისთან“ საუბარში, თუმცა დეტალები არ დაუზუსტებია.
ელჩის რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარება, სავარაუდოდ, რუსული სახელმწიფო მედიის მიერ პარასკევს გავრცელებულ აუდიოჩანაწერს უკავშირდება, სადაც, რუსული მედიის ცნობით, გერმანელი სამხედრო ოფიცრები უკრაინის მხარდაჭე
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო,სერგეი ლავროვის ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.
„აქ სერგეი ლავროვთან ერთად, ინდონეზიაში ვკითხულობთ ამბებს და თვალებს არ ვუჯერებთ: თურმე ჰოსპიტალშია, ეს, რა თქმა უნდა, ყალბი ამბების უმაღლესი პილოტაჟია“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ.
მანამდე, დასავლურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინდონეზიაში „დიდი ოცეულის“ სამიტზე ჩასვლის შემდეგ, რუსეთის საგარეო ს