Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.101.417

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

სირიაში მიწისძვრით დაზარალებული მოსახლეობა თავს მიტოვებულად გრძნობს

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მუდმივად იზრდება და უკვე 8 ათასს აჭარბებს. ბოლო მონაცემებით, თურქეთში 5900-მდე ადამიანი დაიღუპა, დაახლოებით 35 ათასი კი დაშავდა. მეზობელ სირიაში, მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, მსხვერპლთა რიცხვი 812 -მდე გაიზარდა, დაახლოებით 1400 ადამიანი კი დაშავდა. სირიის ჩრდილო-დასავლეთით, აჯანყებულთა მიერ კონტროლირებად რაიონებში 1000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 2300-ზე მეტი დაშავდა. თურქეთის სამხრეთ ნაწილსა და სირიის ჩრდილოეთით სამაშველო სა

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, 17 თებერვალს, კრწანისის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, წყალსადენის ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაოები ჩატარდება. კომპანიის ცნობით, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე ევროსტანდარტის შესაბამისი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები დამონტაჟდება. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, სამუშაოები 17 თებერვალს, დილის 10:00 საათზე დაიწყება და მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება. „სამუშოების მიმდინარეობისას აუცი

რატი ბრეგაძე: ჩვენი და სააკაშვილის სურვილები ერთმანეთს არ ემთხვევა, ჩვენი სურვილია, ის იყოს ჯანმრთელად

საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვაზე პასუხობს, რომ მათი (იუსტიციის სამინისტროს) და მიხეილ სააკაშვილის სურვილები ერთმანეთს არ ემთხვევა, ექს-პრეზიდენტის მიზანი საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის „ხელოვნურად დაზიანებაა,“ რათა მან პენიტენციური დაწესებულება დატოვოს. „თუკი ვინმეს აქვს კითხვა მიხეილ სააკაშვილის როგორც ჯანმრთელობის, ისე უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით, ჩვენ ყოველთვის ვაწვდით მათ ინ

ივნისიდან, ტრანსპორტის გამონაბოლქვის შემადგენლობის კონტროლი დაიწყება

ივნისიდან, ტრანსპორტის გამონაბოლქვის შემადგენლობის კონტროლი დაიწყება. როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ტარიელ ირემაძემ აღნიშნა, პირველ ეტაპზე კანონი 4 ქალაქში ამოქმედდება - თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში; სანქციები კი შემდეგნაირად განისაზღვრება: დამრღვევი ფიზიკური პირი პირველ ჯერზე დაჯარიმდება 100 ლარით, განმეორების შემთხვევაში კი - 300 ლარით. „გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, 2023 წლის ივნისიდან გეგმავს

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია გრიგორიანულ კალენდარზე გადასვლას განიხილავს

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია [არ ექვემდებარება რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას] განიხილავს ახალ, გრიგორიანულ კალენდარზე გადასვლას. ასეთ შემთხვევაში, მაგალითად, შობა 7 იანვრის ნაცვლად 25 დეკემბერს აღინიშნება. როგორც ეკლესიის ხელმძღვანელმა, მიტროპოლოტმა ეპიფანემ უკრაინულ „გაზეტა.უა“-ს უთხრა, გადაწყვეტილება  ამ თვეში იქნება მიღებული. მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება გადასვლის შესახებ მიღებული არაა, მიტროპოლიტი ამბობს, რომ ეკლესიამ უკვე დაიწყო მუშაობა მრევლისთვის ლ

არძინბა აფხაზეთში გაეროს პროექტებს ისევ დახურვით ემუქრება

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს პროგრამებს გამჭვირვალობის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო, დახურვით ემუქრება. როგორ უწყების განცხადებაშია ნათქვამი, პროექტების შესახებ ინფორმაციის კონტროლის მიზნით აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აფხაზეთში UNDP-ის ოფისის ხელმძღვანელთან შეხვედრა მოითხოვა. 2021 წელს, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლის, ინალ არძინბას აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნის შემდეგ, საგარეო უწყება აფხაზეთის ტერიტორიაზე მო

აფხაზეთში საზოგადოებრივ ადგილებში “შეუსაბამოდ” ჩაცმას აკრძალავენ

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტში განიხილეს კანონპროექტი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ, რომელიც “სტუმრებისა და აფხაზეთის მცხოვრებლებისთვის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში შეუსაბამოდ ჩაცმის აკრძალვას” ითვალისწინებს. კონკრეტულად, რა მიიჩნევა “შეუსაბამო” ჩაცმულობაში, კანონპროექტის განხილვის შესახებ გავრცელებულ ცნობაში მითითებული არ არის. “განხილვის შემდეგ კომიტეტის წევრებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რეკომენდაციით მიმართონ პარლამენტს, შემდეგ სესიაზე მ

წულუკიანმა, შესაძლოა, გაგა ჩხეიძის ხელმძღვანელობით კინოფესტივალი აღარ დააფინანსოს

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი აკრიტიკებს „გოეთეს ინსტიტუტს“ გაგა ჩხეიძის დაჯილდოების გამო და ამბობს, რომ შესაძლოა, ამიერიდან მისი ხელმძღვანელობით ჩატარებული კინოფესტივალი აღარ დააფინანსოს. საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. 1 ივნისს ცნობილი გახდა, რომ „გოეთეს ინსტიტუტი“ გამორჩეული საქმიანობისთვის საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ყოფილ დირექტორ გაგა ჩხეიძეს პრესტიჟული პრემიით აჯილდოებს. მიღწევებთან ერთად, ინსტიტუტმა დაწერა,

ირაკლი კობახიძეს თსუ-ში ლექციის შემდეგ რუსული რუბლები დაუყარეს სტუდენტებმა

ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსში, სადაც "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე კონსტიტუციის შესახებ ლექციას კითხულობდა, რამდენიმე სტუნდენტი რუსული რუბლებით მივიდა პროტესტის ნიშნად და ლექციის დასრულების შემდეგ მას რუსული ფული კიბეზე ჩასვლისას გადაუყარა.   ირაკლი კობახიძეს უნივერსიტეტში დღეს ცხრილის მიხედვით ერთი ლექცია უნდა ჩაეტარებინა დილის 10:00 საათზე. მას შემდეგ, რაც დაცვამ დერეფანში პროტესტისთვის მის

6 დაღუპული – რუსებმა ზელენსკის მშობლიურ ქალაქზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს

უკრაინული მხარის ცნობით, რუსულმა ძალებმა ღამით ზელენსკის მშობლიურ ქალაქ კრივიი რიჰზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. ქალაქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრე ვილკულის თქმით, დარტყმები განხორციელდა „რამდენიმე აბსოლუტურად მშვიდობიან ობიექტზე“, მათ შორის ხუთსართულიან სახლზე. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, დაიღუპა ექვსი ადამიანი, დაშავდა 20-ზე მეტი. გარდა ამისა, ნანგრევების ქვეშ შეიძლება შვიდი ადამიანი იყოს. პრეზიდენტმა ზელენსკიმ დარტყმის კომენტირებისას განაცხადა, რომ „რუსი მ

რუსული მედიის ინფორმაციით, ოკუპირებულ ლუგანსკში აფეთქებებია

ოკუპირებულ ლუგანსკში აფეთქებების ხმა ისმის. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო გამოცემა “ტასი” ავრცელებს. მათი ცნობით, ლუგანსკში რამდენიმე აფეთქება გაისმა, ქალაქში კვამვლის ღრუბლები შეინიშნება. “ტასის” ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ლუგანსკის სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი ბრიტანული წარმოების 2 Storm Shadow რაკეტით დაბომბეს. იპნ

18-მეტრიან 160 ავტობუსში მერია 89 მლნ ევროს გადაიხდის – ტენდერი „თეგეტა მოტორსმა“ მოიგო

თბილისის მერია გეგმავს, რომ ქალაქში ახალი 18-მეტრიანი 160 ავტობუსი შემოიყვანოს. ამისთვის, უწყებამ კონსოლიდირებული ტენდერი გამოაცხადა, რომელიც „თეგეტა მოტორსმა“ მოიგო. ხელშეკრულების თანახმად, რომელიც სახელმწიფო შესყიდვების საიტზე გამოქვეყნდა, ერთი ავტობუსის ღირებულება, ავტობუსის ფლობის ფასის ჩათვლით,  1 618 759 ლარია. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება 89 მილიონ ევროს აღემატება. ხელშეკრულების თანახმად, „თეგეტა მოტორსი“ ვალდებულია, რომ 2024 წლის 1 აპრილამდე ეტაპობრივად 50 ერთეული ავტობუსი შ

საქართველოში 25 ივნისიდან გამოიდარებს

23 ივნისს საქართველოში შენარჩუნებული იქნება წვიმიანი ამინდი, ზოგან ელჭექით, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, 24 ივნისს მხოლოდ ცალკეულ რაიონში იწვიმებს, ხოლო 25-26 ივნისს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +28, +33 გრადუსამდე მოიმატებს. თბილისში 23-24 ივნისს წვიმაა მოსალოდნელი, 25-26 ივნისს კი უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +29, +31 გრადუსი დაფ

კომიტეტმა სებ-ის საბჭოს წევრებად პრეზიდენტის წარდგენილ კანდიდატებს მხარი არ დაუჭირა

საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე  პრეზიდენტის მიერ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილი ორი კანდიდატი – დავით ბაქრაძე და დიმიტრი ჯაფარიძე განიხილეს და მხარი არ დაუჭირეს. კანდიდატები კომიტეტს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ გააცნო, დეპუტატებმა მოუსმინეს თავად კანდიდატებსაც. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დავით ბაქრაძე და დიმიტრი ჯაფარიძე 16 ივნისს წარადგინა. 7 ი

“უკრაინის მოქალაქე ვარ” — ბათუმში, აქციაზე, ქალი დააკავეს [ვიდეო]

ბათუმში მიმდინარე აქციაზე, სადაც რუსეთიდან საკრუიზო გემის შემოსვლას აპროტესტებენ, კიდევ ერთი ადამიანი დააკავეს. დაკავების მომენტში ქალი ამბობდა, რომ ის უკრაინის მოქალაქე იყო. ახალგაზრდა ქალის დაკავების ამსახველი ვიდეო “ლელოს” წევრმა, ირაკლი კუპრაძემ გამოაქვეყნა. სანამ პოლიციის მანქანით ტერიტორიიდან გაიყვანდნენ, ქალი ჟურნალისტს ეუბნებოდა, რომ წაართვეს როგორც უკრაინის დროშა, ისე ტელეფონი. ვიდეოში ჩანს, რომ პოლიციელები ქალს თავზე ხელებს აჭერენ და ასე აიძულებენ ავტომობილში ჩაჯდომას.

გაერო - უკრაინაში, რუსეთის შეჭრის შემდეგ, 9 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

უკრაინაში, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ 9 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 500-ზე მეტი ბავშვი დაიღუპა, - ამის შესახებ უკრაინაში გაერო-ს ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ, ნოელ კალჰუნმა განაცხადა. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ დაღუპულთა რეალური რიცხვი შეიძლება ბევრად მეტი იყოს, ვიდრე ოფიციალურადაა დადასტურებული. ამასთან, გაერო-ს მონაცემებით, მაისსა და ივნისში დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის რაოდენობის ზრდა დაფიქსირდა მას შემდეგ, რაც წლი

შოვში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს - სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა

შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ ერთი გარდაცვლილი იპოვეს. ჯამში, სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სამაშველო ღონისძიების ფარგლებში უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 200-ზე მეტი ადამიანი. palitranews

“ჩინურ კომპანიას მიწისქვეშა გვირაბი ბურღების ნაცვლად აფეთქებებით გაჰყავს, სახლებში ბზარებია გაჩენილი” – რიკოთთან მაცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ

რიკოთის უღელტეხილის ტერიტორიაზე მაცხოვრებელი მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. მათი განცხადებით, ჩინურ კომპანიას მიწისქვეშა გვირაბები ბურღის ნაცვლად აფეთქებებით გაჰყავს, ამის გამო, მუდმივად მიწისქვეშა ბიძგებია და საცხოვრებელ სახლებს ბზარები აქვს გაჩენილი.   “სახლში ბზარებია, ბათქაში გუშინწინ სულ ჩამოვიდა ძირს საძინებლებში და ბავშვებს ეშინია. მარტში, ჭა – 24 მეტრია და სულ გაივსო პირამდე და რომ ვთქვით, დაშალაო თვითონ, მიწა დაიშალაო. 24 მეტრიანი ჭა პირამდე გაივსო, ეს რომ ჩაინგრეს, სახლიც ჩავა

საკრებულომ „ლაგუნა ვერესა“ და სხვა ცათამბჯენების პროექტებს მხარი დაუჭირა

თბილისის საკრებულომ დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების პროექტები დაამტკიცა, რითაც მხარი დაუჭირა დედაქალაქში რამდენიმე სადავო პროექტისა და ცათამბჯენის მშენებლობას – მათ შორისაა მულტიფუნქციური კომპლექსი „ლაგუნა ვერესთან“, რომლის აშენებაც აღნიშნულ ტერიტორიაზე ფონდ „ქართუს“ კომპანიას სურს. ასევე პროექტებს შორის, რომელსაც საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე მხარი დაუჭირა არის მრავალფუნქციური კომპლექსები ვაკეში, ნაძალადევსა და დიღომში. დღევანდელი გ

ნინა თიბილაშვილმა მსოფლიო თასზე ეტლით ფარიკაობაში ბრინჯაოს და ვერცხლის მედლები მოიპოვა, ირმა ხეცურიანმა კი – ბრინჯაო

სამხრეთ კორეის ქალაქ ბუსანში მიმდინარე მსოფლიო თასის გათამაშებაზე წარმატებით ასპარეზობს საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები. ტურნირზე ქართველი პარამოფარიკავეები ორ დისციპლინაში, რაპირასა და ხმალში გამოვიდნენ. 2 სექტემბერს ეტლით მოფარიკავე ნინა თიბილაშვილმა რაპირაში ინდივიდუალურ შეჯიბრებაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, 3 სექტემბერს კი ხმლით ასპარეზობაში ვერცხლის მედალს დაეუფლა. ნინა თიბილაშვილმა ხმლით ფარიკაობაში იაპონელ და იტალიელ მეტოქეებს მოუგო და ფინალში გავიდა, სადაც პოლონ

გიორგი შარაშიძე - მოვუწოდებ კალაძეს სასწრაფოდ დაიწყოს აღნიშნული შენობის მაღალი სართულების დემონტაჟი, შეასრულოს პირობა, რომ ამ ადგილას მხოლოდ 2-3 სართულიანი მცირე ტერასული ნაგებობა აშენდებოდა!

"კალა მერმა თბილისის მთავრობის გუშინდელ სხდომაზე ოპოზიციას ხალხის შეცდომაში შეყვანა დააბრალა, ხალხს აჯერებენ, მშენებლობა და განვითარება ერთგვარი დანაშაულიაო. ამ ფოტოს კიდევ ერთხელ კარგად შეხედე კალა მერო და რასაც თბილისს დ ამ შემთხვევაში ტვერელის ტაძარს უკეთებთ ერთგვარი კი არა, სწორედაც რომ უდიდესი დანაშაულია, რაზეც აუცილებლად მოგიწევთ პასუხისგება! მოვუწოდებ თბილისის მერს, სასწრაფოდ მიიღოს ზომები აღნიშნული შენობის მაღალი სართულების დემონტაჟის დასაწყებად და იმ პირობის შესასრულებლად, რაც

ფრენების აღდგენა, ინფორმაციის თავისუფლება, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება - გზავნილები ბორელისგან

ფრენების აღდგენარუსეთთან, ინფორმაციის თავისუფლება, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება, დემოკრატიული სისტემების მნიშვნელობა – ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე ისაუბრა.

ისრაელი ღაზას სექტორში „მნიშვნელოვანი სახმელეთო ოპერაციისთვის” მზადებას ასრულებს

ისრაელი ღაზას სექტორში „მნიშვნელოვანი სახმელეთო ოპერაციისთვის” მზადებას ასრულებს. ამის შესახებ განცხადებას ისრაელის თავდაცვის ძალების ავრცელებს. განცხადების თანახმად, ისრაელის თავდაცვის ძალები „შეტევითი ოპერატიული გეგმების ფართო სპექტრის” განხორციელებით „შეტევის გაფართოებისთვის” ემზადება, რომლებიც, მათივე ცნობით, „ჰაერიდან, ზღვიდან და ხმელეთიდან ერთიან და კოორდინირებულ შეტევას” მოიცავს. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ისინი ასობით ათასი რეზერვისტის გაწვევას ასრულებენ და ახ

რიში სუნაკი ისრაელში ჩადის

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, რიში სუნაკი ისრაელში გაემგზავრა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, რიში სუნაკი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგს შეხვდება. ბრიტანეთის პრემიერი რეგიონში ორდღიანი ვიზიტით ჩავა, რომლის ფარგლებში სხვა ქვეყნებს ეწვევა. დაუნინგ სთრითის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რიში სუნაკი გამოხატავს თანაგრძნობას ისრაელსა და ღაზაში ჰამასის თავდასხმების შედეგად გამოწვეული მსხვერპლის გამო. პრემიერ-მი

ყვავილების გამოფენა ბოტანიკურ ბაღში - ფოტორეპორტაჟი

ყვავილების გამოფენა, საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი ფოტოები - ცოტნე წერეთელი  ცნობისთვის,  28 და 29 ოქტომბერს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში შემოდგომის ყვავილების გამოფენა-გაყიდვა იმართება.  გამოფენაზე წარმოდგენილია ბოტანიკური ბაღის ქრიზანთემების კოლექციის მრავალფეროვნება და ტროპიკულ მცენარეთა ორანჟერეის კოლექცია, თბილისსა და რეგიონებში არსებული სანერგე მეურნეობების პროდუქცია.   გელოდებათ:  ყვავილების გამოფენაზე თანამედროვე მხატვრების ნინო ჩაკვეტაძის, ბუბა არაბულისა დ
×
×
  • შექმენი...