Jump to content
Planeta.Ge

სირიაში მიწისძვრით დაზარალებული მოსახლეობა თავს მიტოვებულად გრძნობს


თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მუდმივად იზრდება და უკვე 8 ათასს აჭარბებს.

ბოლო მონაცემებით, თურქეთში 5900-მდე ადამიანი დაიღუპა, დაახლოებით 35 ათასი კი დაშავდა. მეზობელ სირიაში, მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, მსხვერპლთა რიცხვი 812 -მდე გაიზარდა, დაახლოებით 1400 ადამიანი კი დაშავდა. სირიის ჩრდილო-დასავლეთით, აჯანყებულთა მიერ კონტროლირებად რაიონებში 1000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 2300-ზე მეტი დაშავდა.

თურქეთის სამხრეთ ნაწილსა და სირიის ჩრდილოეთით სამაშველო სამუშაოები მეორე ღამეა გრძელდება, თუმცა სამუშაოების შესრულებას ამინდის დაბალი ტემპერატურ და დაზიანებული გზები აფერხებს, რადგან ბეტონის ფილების ასაწევი აღჭურვილობის მიწოდება დროულად ვერ ხერხდება.

თურქი კოლეგების დასახმარებლად მაშველები მთელი მსოფლიოდან იემართებიან.

მიუხედავად იმისა, რომ ნანგრევებიდან ცოცხლად გადარჩენილები, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვების გამოყვანა შეუჩერებლად გრძელდება, სამაშველო სამუშაოების ნელი ტემპის გამო, მოსახლეობაში სასოწარკვეთასთან ერთად ბრაზიც იზრდება.

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ათ დაზარალებულ პროვინციაში სამთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რაც მიწისძვრის შედეგების ლიკვიდაციის მართვას შეუწყობს ხელს. პრეზიდენტის თქმით, ქვეყნის 85 მილიონი მოსახლიდან, მიწისძვრის შედეგად 13 მილიონი დაზარალდა.

,,მინდა მოსახლეობას ვთხოვო, რომ არავინ ისარგებლოს მიწისძვრის ზონამდე მისასვლელი და შიდა გზებით, თუ ეს აუცილებლობას არ წარმოადგენს. ასევე, საგანგებო და ექსტრემალური შემთხვევების გარდ, არ უნდა განხორციელდეს სატელეფონო ზარები,“ - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ თუ თურქეთში მთელი მსოფლიოდან თანდათან უფრო მეტი და მეტი დახმარება შედის, იგივეს ვერ ვიტყვით მათ მეზობელ სირიაზე, განსაკუთრებით მის დაუცველ ჩრდილო-დასავლეთ რაიონებზე, ვინაიდან ლოისტიკის თვალსაზრისით ამის გაკეთება გაცილებით რთულია. ამ შემთხვევაში, 11 წლიანი სამოქალაქო ომისა და ასადის მთავრობის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების გამო, სირია კიდევ უფრო ზარალდება.

არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ,,თეთრი ჩაფხუტები“ სახელით არის ცნობილი, თავიანთ ხელთ არსებული სამანქანო ტექნიკური საშუალებებით გადაადგილდება ერთი ქალაქიდან მეორეში, რათა დახმარების მომლოდინე ხალხს პასუხი გასცეს.

სირიელები ცხადებენ, რომ ისინი თავს ყველასგან მიტოვებულად გრძნობენ.

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...