Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.105.261

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ოლექსი დანილოვი - ვმოქმედებთ მშვიდად, აწონ-დაწონით, ნაბიჯ-ნაბიჯ

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის მდივნის, ალექსეი დანილოვის განცხადებით, ნომერ პირველ ამოცანას უკრაინის ჯარისთვის რუსული არმიის ცოცხალი ძალის, ტექნიკის, საწვავის საწყობების, საბრძოლო კომპლექტების, სამეთაურო პუნქტების, არტილერიის და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების განადგურება წარმოადგენს. მისივე თქმით, უკრაინული მხარე მოქმედებს მშვიდად, აწონ-დაწონვით და ნაბიჯ-ნაბიჯ. „მეტი ტექნიკაა განადგურებული - მეტი ტერიტორია არის გათავისუფლებული. რაც უფრო ეფექტურია პირველი, მით მეტია მეორე. ვ

გაერო - უკრაინაში, რუსეთის შეჭრის შემდეგ, 9 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

უკრაინაში, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ 9 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 500-ზე მეტი ბავშვი დაიღუპა, - ამის შესახებ უკრაინაში გაერო-ს ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ, ნოელ კალჰუნმა განაცხადა. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ დაღუპულთა რეალური რიცხვი შეიძლება ბევრად მეტი იყოს, ვიდრე ოფიციალურადაა დადასტურებული. ამასთან, გაერო-ს მონაცემებით, მაისსა და ივნისში დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის რაოდენობის ზრდა დაფიქსირდა მას შემდეგ, რაც წლი

ჯეიმს კლევერლი - რუსეთი, შესაძლოა, შავ ზღვაში სამოქალაქო გემებს თავს დაესხას

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯეიმს კლევერლის განცხადებით, რუსეთი, შავ ზღვაში, შესაძლოა სამოქალაქო გემებს დაესხას თავს. ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განმარტა, რომ მოსკოვი, შესაძლოა, უკრაინის სურსათის ექსპორტის განადგურების მიზნით დაწყებული კამპანიის ფარგლებში სამოქალაქო გემებს დაესხას თავს. "ჩვენ ამ არაკეთილსინდისიერ ქცევაზე გაერო-ს უშიშროების საბჭოში გავამახვილებთ ყურადღებას. რუსეთმა უნდა შეწყვიტოს გლობალური სურსათის მარაგების მძევლად აყვანა და შეთანხმებ

ბექა ლილუაშვილი - ყველაზე ხშირად დასმული კითხვები საპენსიო დანაზოგების ინვესტიციის ახალ წესთან დაკავშირებით - შეიძლება თუ არა საპენსიო დანაზოგის გატანა და სხვა (ვიდეო)

ყველაზე ხშირად დასმული კითხვები საპენსიო დანაზოგების ინვესტიციის ახალ წესთან დაკავშირებით - შეიძლება თუ არა საპენსიო დანაზოგის გატანა და სხვა... ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი. 369264089_1253050165395460_1576292352213557810_n.mp4

მოსამართლე, რომელმაც აქტივისტები არ გაამტყუნა

შუშანა მაცაბერიძისთვის მასზე დაკისრებულ და შემდგომ გადაუხდელ ჯარიმებში ახალი აღარაფერია. პარტია “დროას” წევრს საპროტესტო აქტივობების დროს ხშირად აკავებენ, მოსამართლეები კი ძირითადად იმ გადაწყვეტილებას იღებენ, რასაც შსს ითხოვს. ამ ფონზე მაცაბერიძეს ოპტიმისტური მოლოდინი არც მაშინ ჰქონია, როცა ყვარლის ტბასთან სერგეი ლავროვის შვილის ვიზიტის გაპროტესტებისას დააკავეს ორი “ტრადიციული” მუხლით — წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციისადმი წინააღმდეგობა. თუმცა გურჯაანის სასამართლოს გადაწყვეტილება ზოგადი

აშშ თავის მოქალაქეებს ლიბანის დატოვებისკენ მოუწოდებს

აშშ თავის მოქალაქეებს ლიბანის დატოვებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ბეირუთში აშშ-ის საელჩო აცხადებს. ლიბანში აშშ-ის საელჩო აცხადებს, რომ აშშ-ის მოქალაქეებმა ლიბანი, „უსაფრთხოების არაპროგნოზირებადი სიტუაციის გამო“ უნდა დატოვონ. „სახელმწიფო დეპარტამენტი აშშ-ის მოქალაქეებს ურჩევს, რომ უსაფრთხოების არაპროგნოზირებადი სიტუაციის გამო, ლიბანი ახლავე დატოვონ. არ არსებობს იმის გარანტია, რომ კრიზისულ სიტუაციაში, აშშ კერძო პირებისა და მათი ოჯახის წევრების ევაკუაციას შეძლებს“, - წერს ბეირუთში ა

„ავერსის“ კლინიკიდან 3 პატიმარი გაიქცა

„ავერსის“ კლინიკიდან 3 პატიმარი გაიქცა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ კლინიკაში დაუდასტურეს. როგორც სააგენტოს „ავერსში“ განუცხადეს, შემთხვევა, დღეს, დაახლოებით, 13:00 საათზე მოხდა. მათივე ცნობით, პატიმრები კლინიკაში სამედიცინო კვლევაზე ჰყავდათ მიყვანილი, თუმცა მათ გაქცევა მოახერხეს. „ინტერპრესნიუსი“ პენიტენციურ დაწესებულებასთან დაკავშირებას ამ დრომდე უშედეგოდ ცდილობს. ipn

გიორგი ხასაიასა და კაკო ჩიქობავას აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ

კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების წინააღმდეგ აქციაზე დაკავებულ გიორგი ხასაიასა და კაკო ჩიქობავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. ამ გადაწყვეტილებით, მოსამართლემ, დავით კურტანიძემ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა. ბრალდებულების ადვოკატის წინადადება ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვება იყო. ალტერნატივად კი მან მოსამართლეს შესთავაზა 2000-ლარიანი გირაოს გადახდა ბრალდებულების ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე. სხდომაზე ასევე წარადგინეს იმ პირთა სია, ვინც მ

სალომე ზურაბიშვილი ისლანდიის პრეზიდენტს ხვდება

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტი, გუდნი იოჰანესონი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ხვდება. მანამდე კი, ორბელიანების სასახლეში სტუმრის ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართა. პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა, რის შემდეგაც მხარეები აუდიენციას გაფართოებულ ფორმატშიც გამართავენ, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიმდინარეობს. შეხვედრის დასრულების შემდეგ დაგეგმილია ორი ქვეყნის პრეზიდენტების ბრიფინგი. ისლანდიის პრეზიდენტი საქართველოში სამდღიანი ვიზიტ

რუსული მედია - მოსკოვი-ერევნის რეისის მგზავრმა განაცხადა, რომ ხელბარგში ბომბი აქვს

მოსკოვის შერემეტევოს აეროპორტში, მოსკოვი-ერევნის რეისის მგზავრმა განაცხადა, რომ მის ხელბარგში ბომბია, - ინფორმაციას რუსული მედია და „ტელეგრამ“ არხები ავრცელებენ. „ტელეგრამ“ არხ 112-ის ცნობით, ქალბატონმა თვითმფრინავში ასვლის შემდეგ ბორტგამცილებელს განუცხადა, რომ მის ხელბარგში ბომბი იყო. ფრენა გადაიდო. შემთხვევის ადგილზე ამ დროისთვის საგანგებო სიტუაციების ბრიგადებია მობილიზებული.   იპნ

16 აპრილიდან საქართველოს ზოგიერთ რაიონში ჰაერის ტემპერატურა 33 გრადუსამდე მოიმატებს

16 აპრილიდან საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი მომატება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, თბილისში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსამდე მოიმატებს. „სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსამდე მოიმატებს. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზ

სებ-ის მიერ $60 მილიონის გაყიდვის მიუხედავად, ლარი კვლავ გაუფასურდა

სებ-ის მიერ $60 მილიონის გაყიდვის მიუხედავად, ლარი კვლავ გაუფასურდა — დოლართან 2.73 თეთრით, ევროსთან მიმართებით — 4.25 თეთრით; 16 მაისის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7596 ლარია, ერთი ევროსი – 3.0002 ლარი. $1-ის კურსია 2.7596 ლარი, €1-ს კურსი — 3.0002 ლარი. ლარის მკვეთრად გაუფასურება 15 მაისს დაიწყო მას შემდეგ, რაც 14 მაისს ხელისუფლებამ რუსული კანონი III მოსმენით დაამტკიცა. ამის ფონზე ეროვნულმა ბანკმა რეზერვებიდან 60 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა.  

გახარიას კვირა ეპიზოდი #18 - საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის საგარეო ორიენტაციის ცვლილება უკვე მოახდინა (ვიდეო)

გახარიას კვირა ეპიზოდი #18 - საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის საგარეო ორიენტაციის ცვლილება უკვე მოახდინა    

უკრაინის დაზვერვა - რუსეთის „მოროზოვსკის“ აეროდრომზე თავდასხმების შედეგად „სუ-34“ და საბრძოლო მასალის საცავი განადგურდა

რუსეთის „მოროზოვსკის“ აეროდრომზე 3 აგვისტოს განხორციელებული თავდასხმების შედეგად რუსების კუთვნილი „სუ-34“ ტიპის გამანადგურებელ-ბომბდამშენი და საბრძოლო მასალის საცავი განადგურდა, კიდევ ორი თვითმფრინავი კი, სავარაუდოდ, დაზიანდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო სამმართველოზე დაყრდნობით ავრცელებს. „კოსმოსური დაზვერვის მონაცემები მიუთითებს, რომ 3 აგვისტოს როსტოვის ოლქში რუსეთის აგრესორი სახელმწიფოს „მოროზოვსკის“ სამხედრო აეროდრომზე კუთვნილი „სუ-34“ ტიპის მან

საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი ანგარიშით - 4:1 დაამარცხა

საქართველო-ჩეხეთს შორის მატჩი საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი ანგარიშით - 4:1 დაამარცხა. მატჩის პირველ ნახევარში ანგარიში პენალტით ხვიჩა კვარაცხელიამ გახსნა. ხოლო, შეხვედრის მეორე ნახევარში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა სამი გოლი გაიტანეს. მატჩის მეორე გოლი გიორგი ჩაკვეტაძემ გაიტანა, მესამე გოლით საქართველოს ნაკრებს უპირატესობა გიორგი მიქაუტაძემ მოუტანა, ხოლო მეოთხე გოლი გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანა. ცნობისთვის, მატჩი თბილისში, მიხეილ მე

საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულების მქონე უწყებები 41%-ზე არ რეაგირებენ - კვლევა

„მედიის ინფორმაციისა და სოციალური კვლევების ცენტრმა” 2023 წლის 1 სექტემბრიდან 2024 წლის აგვისტოს ჩათვლით სამთავრობო უწყებების და ადმინისტრაციული ორგანოების მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემის მონიტორინგი ჩაატარა. ამასთან, ამ პერიოდში მოხდა მედიასაშუალებებთან პარტნიორობით, მათ მიერ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის შესახებ სტატისტიკური მონაცემების შეგროვება და საჯარო უწყებების მხრიდან ამ ინფორმაციაზე რეაგირების მონიტორინგი. ერთწლიანი კვლევის განმავლობაში „მედიის ინფორმაციისა და სოციალური კვლ

გაპანღურებაზე კომენტარის შემდეგ EU-ის ელჩი მიანიშნებს, რომ მისი გაძევება დღესვე შეუძლიათ

საქართველოს საკითხი ოქტომბერში ევროპარლამენტის და ევროკავშირის ლიდერების განხილვის დღის წესრიგშია, რაც ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის თქმით, „არ არის კარგი ნიშანი“ და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ევროსტრუქტურებში არსებულ შეშფოთებაზე მიუთითებს. კერძოდ: 8-9 ოქტომბერს ევროპარლამენტში დაგეგმილია დებატები და რეზოლუციის მიღება საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის შესახებ; საქართველოს საკითხი შეტანილია ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების 14 ოქტომბრის შეხვედრის

არძინბა აფხაზეთში გაეროს პროექტებს ისევ დახურვით ემუქრება

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს პროგრამებს გამჭვირვალობის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო, დახურვით ემუქრება. როგორ უწყების განცხადებაშია ნათქვამი, პროექტების შესახებ ინფორმაციის კონტროლის მიზნით აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აფხაზეთში UNDP-ის ოფისის ხელმძღვანელთან შეხვედრა მოითხოვა. 2021 წელს, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლის, ინალ არძინბას აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნის შემდეგ, საგარეო უწყება აფხაზეთის ტერიტორიაზე მო

საბოლოო პროტოკოლი, სავარაუდოდ, 1-2 კვირაში იქნება - მშობელი

აქონდროპლაზიის მქონე ბავშვის დედა, მაკუნა გოჩიაშვილი წერს, რომ პროტოკოლზე მუშაობა თითქმის დასრულებულია, საბჭოს წევრებმა მშობლების შენიშვნები გაითვალისწინეს და მისი შექმნა, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს (1-2 კვირაში) დასრულდება. გოჩიაშვილის თქმით, წამლის მწარმოებელთან კომუნიკაცია გაუთქმელობის ეტაპზეა და ამის გამო მშობლებს ჰქონდათ შიში, მიმდინარეობს თუ არა საერთოდ ეს მოლაპარაკება. „ჩვენმა მეგობარმა იურისტებმაც კი დაგვარწმუნეს, რომ ამ მასშტაბის ტყუილს ვერ შეძლებენ – ბიომარინთან ნამდვილად არის

6 დაღუპული – რუსებმა ზელენსკის მშობლიურ ქალაქზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს

უკრაინული მხარის ცნობით, რუსულმა ძალებმა ღამით ზელენსკის მშობლიურ ქალაქ კრივიი რიჰზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. ქალაქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრე ვილკულის თქმით, დარტყმები განხორციელდა „რამდენიმე აბსოლუტურად მშვიდობიან ობიექტზე“, მათ შორის ხუთსართულიან სახლზე. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, დაიღუპა ექვსი ადამიანი, დაშავდა 20-ზე მეტი. გარდა ამისა, ნანგრევების ქვეშ შეიძლება შვიდი ადამიანი იყოს. პრეზიდენტმა ზელენსკიმ დარტყმის კომენტირებისას განაცხადა, რომ „რუსი მ

18-მეტრიან 160 ავტობუსში მერია 89 მლნ ევროს გადაიხდის – ტენდერი „თეგეტა მოტორსმა“ მოიგო

თბილისის მერია გეგმავს, რომ ქალაქში ახალი 18-მეტრიანი 160 ავტობუსი შემოიყვანოს. ამისთვის, უწყებამ კონსოლიდირებული ტენდერი გამოაცხადა, რომელიც „თეგეტა მოტორსმა“ მოიგო. ხელშეკრულების თანახმად, რომელიც სახელმწიფო შესყიდვების საიტზე გამოქვეყნდა, ერთი ავტობუსის ღირებულება, ავტობუსის ფლობის ფასის ჩათვლით,  1 618 759 ლარია. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება 89 მილიონ ევროს აღემატება. ხელშეკრულების თანახმად, „თეგეტა მოტორსი“ ვალდებულია, რომ 2024 წლის 1 აპრილამდე ეტაპობრივად 50 ერთეული ავტობუსი შ

ვეტო – სალომე ზურაბიშვილი ლგბტ “პროპაგანდის” სამართლებრივ რეგულირებაზე

“ვეტო” – ასე უპასუხა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა “ნეტგაზეთის” კითხვას, რას ფიქრობს მმართველი პარტიის მხრიდან ჰომოფობიურ რიტორიკაზე და პრემიერ-მინისტრის განცხადებაზე ე.წ. “ლგბტ პროპაგანდის” სამართლებრივ რეგულირების შესახებ.  დამატებით კითხვაზე, დააზარალებს თუ არა ასეთი რიტორიკა ევროინტეგრაციის პროცესს, ზურაბიშვილმა უპასუხა: “მე უკვე ვთვქი, რომ ერთ-ერთი გამოწვევა ევროინტეგრაციის გზაზე არის უფრო რიტორიკა, ვიდრე კონკრეტული ნაბიჯები. ეს რიტორიკა არის წარმოუდგენელი. ამძაფრებს ყველაფერს.

უახლოეს მომავალში უკრაინა ათობით Leopard 1-ს მიიღებს

გერმანიის თავდაცვის მინისტრის ბორის პისტორიუსის განცხადებით, უახლოეს კვირებში უკრაინა გერმანიისა და დანიისგან ათობით Leopard 1-ის ტიპის ტანკს მიიღებს. მისივე განმარტებით, ამა წლის მაისში გერმანიამ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მიიღო. „უახლოეს მომავალში უკრაინა ათობით საბრძოლო ტანკს მიიღებს. ამ ქვეყნისთვის 2,7 მლრდ. ევროს ღირებულების დახმარების ახალი პაკეტი მივიღეთ, რომელიც შეიარაღებაში მის მოთხოვნილებას ითვალისწინებს, მათ შორის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები IRIS-T SLM“, -

„რუსეთი ოკუპანტია“ – მაისურზე წარწერის გამო მოქალაქე ბათუმში სტადიონზე არ შეუშვეს

„რუსეთი ოკუპანტია“,  „თავისუფლების დასაცავად ცოდნა უკეთესი იარაღია ვიდრე არმია “ – მაისურზე ამ წარწერების გამო აქტივისტი რისმაგ ხოზრევანიძე დღეს, 5 ივლისს, ბათუმის ცენტრალურ სტადიონზე გამართულ საფეხბურთო მატჩზე არ შეუშვეს. მოქალაქის თქმით, მას უთხრეს, რომ წარწერები სარეკლამო ინფორმაციას შეიცავს და ამ მაისურით სტადიონზე შესვლა არ შეიძლება. „ეს არის რეკლამა, ეს არის რაღაც ამონაბეჭდი, რომელიც არის აკრძალული სტადიონზე შესატანად. ეს არის დაუშვებელი, იმიტომ რომ ეს არის კანონდარღვევა“ – განუც

დაირღვა კონსტიტუციური უფლებები, პოლიცია ვერ იცავს მოქალაქეებს - ჩეხეთის ელჩი

საქართველოში ჩეხეთის ელჩი პეტრ მიკისკა თბილისში „პრაიდის ფესტივალთან“ დაკავშირებულ მოვლენებს „ტვიტერზე“ ეხმაურება. „თბილისი პრაიდის“ ორგანიზებით დღეს დაგეგმილი ფესტივალი ჩაიშალა, პოლიციამ ორგანიზატორები ლისის მიმდებარე ტერიტორიიდან სამარშრუტო ტაქსებითა და ყვითელი ავტობუსებით გაიყვანა. „პრაიდში“ ამბობენ, რომ პოლიციამ ვერ შეძლო ტერიტორიის დაცვა. ორგანიზატორები ფესტივალის წინა დღეებში ამბობდნენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ღონისძიების დაცვის გარანტია მიიღეს. ლისის ტბასთან, ფესტივ
×
×
  • შექმენი...