Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.099.593

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა, არის მსხვერპლი

თურქეთში მომხდარ მიწისძვრას დიდი მსხვერპლი მოჰყვა. მიწისძვრის სიმძლავრემ, აშშ-ის სეისმოლოგიური ცენტრის ინფორმაციით, 7.8 მაგნიტუდა შეადგინა, ეპიცენტრი კი ქალაქ გაზიანთეფთან, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში იყო. დანგრეულია ბევრი შენობა, ხალხი ნანგრევებშია მოყოლილი. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, სულეიმან სოილუს თქმით, უმეტესად, 10 ქალაქი დაზიანდა - გაზიანთეფი, კარამანმარასი, ჰატაი, ისმანიე, ადიამანი, მალატაია, სანლიურფა, ადანა, დიარბაქირი და კილისი. გაზიანთეფში დაინგრა სავაჭრო ცენტრი

საქართველოს ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი სტუმრობს

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი, გორდან გრილიჩ რადმანი სტუმრობს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გორდან გრილიჩ რადმანი საქართველოში გუშინ ჩამოვიდა და 11 თებერვლამდე დარჩება. უწყების ცნობით, ეს ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში პირველი ვიზიტია, რომელიც ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილეს ფარგლებში ხორციელდება. „ვიზიტის ფარგლებში, ხორვატიის პირველი დიპლომატი საქართველოს აღმასრულ

პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრს მოუსმენენ

პარლამენტში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ზურაბ აზარაშვილს მოუსმენენ. აზარაშვილი ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზეა მიწვეული. მინისტრი კომიტეტის წევრებს სამინისტროს 2022 წელს განხორციელებული საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ მიაწვდის ინფორმაციას.  

ასლან ბჟანია: ჩვენ ვართ რუსეთის მოკავშირეები, გვინდა ვიყოთ მოკავშირეები ბელორუსისთვისაც

ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებულმა პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ ბოლო ორი კვირის განმავლობაში მოსკოვსა და მინსკში განხორციელებულ ვიზიტებს დღეს სოხუმში პრეს-კონფერენცია მიუძღვნა. „კარგია, როცა ქვეყნების ლიდერებს ერთმანეთთან კომუნიკაციისა და ურთიერთობის საშუალება აქვთ. გასულ წელს ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო აქ გვეწვია. მან მე სტუმრად დამპატიჟა... მინსკში ჩემს ვიზიტს ბევრი ლაპარაკი მოყვა, ბევრს არ მოეწონა, რომ პრეზიდენტის პირისპირ არ ვიჯექი, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს იყო ძალიან მნიშ

"ომის დანაშაულები" - რის საფუძველზე გასცა ჰააგამ პუტინის დაპატიმრების ორდერი?

ომის დანაშაულები, მოსახლეობის უკანონო დეპორტაცია უკრაინიდან რუსეთის ტერიტორიაზე - სწორედ ამ საფუძველზე გასცა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ [ICC] ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი. 

კენიის პარლამენტმა საქართველოში ბაობაბების ექსპორტის შესწავლა დაიწყო

კენიის პარლამენტის გარემოს დაცვის, ტყისა და მადნის კომიტეტმა საქართველოში ბაობაბების ექსპორტის საკითხის შესწავლა დაიწყო. კომიტეტის წევრებმა მოინახულეს ადგილები, სადაც საექსპორტო მიზნებისთვის რვა ბაობაბი ამოიღეს მიწიდან. ხეები ამჟამად ამოთხრილია და საექსპორტოდაა გამზადებული. ფაქტების შესასწავლად კომიტეტის წინაშე კენიის სატყეო სამსახურის, კენიის ტყეების შემსწავლელი ინსტიტუტისა და გარემოს მართვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებიც წარდგნენ. მათი მიზანია, გამოიკვლიონ თითოეული ამ უწყების როლი ბ

პრეზიდენტმა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ათი მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით ათი მსჯავრდებული შეიწყალა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, შეწყალებულებიდან ხუთი მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისგან. ასევე, სამ მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა, ხოლო ორ მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პირობითად ჩათ

ვლადიმირ ვაისი - ხვიჩას თავი არ დაუკარგავს და იტალიური ფეხბურთის ვარსკვლავი გახდა #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა კომენტარი გააკეთა მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას თამაშზე. „ხვიჩა ახალგაზრდაა, მაგრამ „ნაპოლიში“ გადასვლის შემდეგ თავი არ დაუკარგავს, ის გუნდის საკვანძო მოთამაშე გახდა. „ნაპოლის“ მან ფლანგზე აგრესია შემატა. ძალიან კარგი ბიჭია და საკუთარი შესაძლებლობების სჯერა. თავისი ნიჭით ის „ნაპოლის“ ჩემპიონობის მოპოვებაში დაეხმარა. მომავალში მას კიდევ უფრო მეტ წარმატებას ვუსურვებ. კვარაცხელია იტალიური ფეხბურთისა

სპალეტი: "ქართველებო, თქვენ გყავთ ნამდვილი ჩემპიონი, რომელიც გადის მარადონას გზას!"

"ნაპოლის" მთავარი მწვრთნელი ლუჩიანო სპალეტი, რომელიც მალე თანამდებობას დატოვებს, სერია ა-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე საუბრობს.   "როცა კვარაცხელიას ვიფორმებდით, ბევრს ვფიქრობდით, რადგან ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო. ვარჩევდით მოთამაშეებს, ვინც ინსინიეს ღირსეულად შეცვლიდან.   ჯუნტოლის ვუთხარი, რომ 5 წელი რუსეთში ვმუშაობდი და მასზე ბევრი ვიცოდი, თუმცა ბოლომდე დარწმუნებულები მაინც არ ვიყავით.   როცა კვარაცხელია მოვიდა, აშკარა იყო, რომ ბე

ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ უკრაინამ კონტრშეტევა დაიწყო

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შემდეგ, ახლა უკვე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ უკრაინის არმიამ დიდი ხნის ნანატრი კონტრშეტევა დაიწყო. ამის შესახებ BBC-ი წერს. „პირველ რიგში, ჩვენ შეგვიძლია აბსოლუტურად განვაცხადოთ, რომ ეს შეტევა დაიწყო. ამას მოწმობს უკრაინის არმიის სტრატეგიული რეზერვების გამოყენება. ამოცანები. ეს აბსოლუტურად აშკარაა. მეორეც, უკრაინის ჯარებმა ვერ მიაღწიეს დაკისრებულ ამოცანებს საომარი მოქმედებების არცერთ მონაკვეთზე. ეს აბსოლუტურად აშკარაა" , - განაცხადა პუტინმ

ჭიათურაში ერთ-ერთმა მაღაროელმა პირი ამოიკერა

ჭიათურაში ერთ-ერთმა მაღაროელმა პირი ამოიკერა. როგორც გაფიცულები აცხადებენ, მაღაროელმა პროტესტის უკიდურეს ფორმას, ხელმძღვანელობასთან უშედეგო მოლაპარაკებების გამო მიმართა. მათი თქმით, პროტესტის ამ ფორმას, შესაძლოა, სხვა მაღაროელებმაც მიმართონ, თუ მოლაპარაკება დადებითი შედეგით არ დასრულდება. "მეთერთმეტე მაღაროელმა დაიწყო შიმშილობა და მან დღეს პირი ამოიკერა. ის არ არის ერთადერთი და შესაძლოა, სხვებმაც იგივე გააკეთონ. ველოდებით მედიატორის პასუხს. პროტესტი არ შეწყდება თუ მთავარი მოთხოვნები არ

უკრაინის გენშტაბი - რუსებმა ომში, ბოლო 24 საათში, 1 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგეს

უკრაინელმა ჯარისკაცებმა, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, 1 010 რუსი ჯარისკაცის ლიკვიდაცია განახორციელეს და რუსული ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგებმა უკრაინაში 221 460-ს მიაღწია, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება. ამასთან, უწყების ცნობით, უკრაინაში შეჭრის დღიდან რუსების საერთო დანაკარგები მოიცავს: 3 997 ტანკს, 7 750 ჯავშანმანქანას, 3 888 ერთეულ საარტილერიო სისტემას, 314 საბრძოლო თვითმფრინავს და 306 ვერტმფრენს, 6 645 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 18 გემს/ნავს,

გვარამია: შემდეგი გაჩერება — სტრასბურგი!

„მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია პირად „ფეისბუკ“ გვერდზე განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ დავას სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გააგრძელებს: „შემდეგი გაჩერება – სტრასბურგი! რამდენი დროც არ უნდა დამჭირდეს, რა ძალისხმევადაც არ უნდა დამიჯდეს, ჩემს სიმართლეს მაინც დავამტკიცებ. ჯერ – ჩემს სიმართლეს, შემდეგ – სხვების დანაშაულს!“ — აცხადებს ნიკა გვარამია. „მთავარი არხის“ დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას სარჩელი უზენაესმა სასამართლომ დაუშ

ჯანდაცვის სამინისტრო - საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის არც ერთი შემთხვევა არ დადასტურებულა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის EG.5-ის არც ერთი შემთხვევა არ დაუდასტურებია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ვირუსის ახალ ვარიანტებზე ლაბორატორიულ ზედამხედველობას მხოლოდ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი აწარმოებს. „მხოლოდ დაავადებათა კონტროლისა და სა

ოდესაზე რუსეთის იერიშს ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა

რუსეთის ძალების მიერ უკრაინის ქალაქ ოდესაზე მიტანილი სარაკეტო დარტყმების შედეგად, სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა და 22 დაშავდა. აღნიშნულის შესახებ ადგილობრივი ხელისუფალნი და პოლიცია იუწყებიან. ოდესის გუბერნატორის, ოლეჰ კიპერის თანახმად, 22 ივლისის ღამით განხორციელებული დაბომბვის შემდეგ, საავადმყოფოებში 14 ადამიანი გადაიყვანეს, მათ შორის, 4 ბავშვი. კიპერის ცნობით, დანგრეული და დაზიანებულია საცხოვრებელი შენობები. დაბომბვის შედეგად ოდესის ფერისცვალების საკათედრო ტაძარიც დაზიანდა. ე

ირაკლი კობახიძე: რაც დეგნანი წავიდა ხედავთ, რომ საელჩომ გაავრცელა ობიექტური ინფორმაცია და კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ამხილა ტყუილში

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ აშშ-ის საელჩოს მიერ საქართველოში სამხედრო ბაზების შექმნის შესახებ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან განმარტებები გააკეთა და აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებს მატთვის საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზის შექმნა არ შეუთავაზებია. კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ელჩი ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაღრმავებისთვის ობიექტურად იმუშავებს. „ეს არის სპეკულაციები, ისინი ცდილობენ, გადა

ნათია მეზვრიშვილი - 28 წლის კაცმა 14 წლის ცოლი კი არ მოკლა, 28 წლის კაცმა ჯერ თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა 14 წლის ბავშვს და შემდეგ გააუპატიურა - ესაა სწორი ფორმულირება

"28 წლის კაცმა 14 წლის ცოლი კი არ მოკლა, 28 წლის კაცმა ჯერ თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა 14 წლის ბავშვს და შემდეგ გააუპატიურა - ესაა სწორი ფორმულირება. ამ ტრაგედიაზე პასუხისმგებელია ყველა, ვინც საქმე აქამდე მიიყვანა და ადრეულ ეტაპზე არ აღკვეთა - განათლების და ჯანდაცვის სამინისტროები, შსს, პროკურატურა, მშობლები, ნათესავები, მეგობრები, მეზობლები, სახელმწიფო, საზოგადოება." ნათია მეზვრიშვილი, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე.   

26 ოქტომბერს 11:00 საათზე თბილისის საკრებულოში ფრაქცია “თბილისი საქართველოსთვის” გაწეული საქმიანობის ანგარიშს მოქალაქეებს წარუდგენს

ხუთშაბათს 26 ოქტომბერს 11:00 საათზე თბილისის საკრებულოში ფრაქცია “თბილისი საქართველოსთვის” გაწეული საქმიანობის ანგარიშს მოქალაქეებს წარუდგენს.  თემები: კორუფცია თბილისის მერიაში. არაეფექტიანი მენეჯმენტი. სატრანსპორტო და ურბანული პრობლემები. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ, პარტია "საქართველოსთვის" ავრცელებს. 

სურსათის ეროვნული სააგენტო წინასაახალწლოდ მოსახლეობას აფრთხილებს

სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, არ შეიძინოს ხორცი ისეთ ადგილებში, სადაც არ არის დაცული მისი შენახვის პირობები. სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ხორცი უნდა ინახებოდეს დახურულ მაცივარში, შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით (2-დან 6 გრადუსამდე). „საახალწლოდ იზრდება მოთხოვნა ხორცზე, ხორცპროდუქტებსა და სხვა მალფუჭებად სურსათზე. სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, არ შეიძინოს ხორცი ისეთ ადგილებში, სადაც მისი შენახვის პირობები დაცული არ არის. ხ

„ნახევარი პური მაქვს" | ლარსთან რიგში მდგარი ტრაილერების მძღოლები დახმარებას ითხოვენ

ლარსის გამშვებ პუნქტთან, ტრაილერების რიგში მდგარი მძღოლები დახმარებას ითხოვენ. მძღოლები ამბობენ, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან, რადგან ეწურებათ საკვებისა და საწვავის მარაგი. ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიხსნება ლარსის გამშვები პუნქტი, რომელიც უამინდობის გამო უკვე მესამე დღეა, ჩაკეტილია. ლარსის გახსნას ელოდებიან რუსეთისკენ მიმავალი სამგზავრო ავტობუსის მგზავრებიც. დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობაა, რამაც გზებზე პრობლემები შექმნა. საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გუში

ოპერიდან 17 გაფიცული თანამშრომელი გაათავისუფლეს — პროფკავშირი

თბილისის ოპერისა და ბალეთის თეატრის 17 თანამშრომელი, რომლებიც შრომის პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით გაფიცულები იყვნენ, სამსახურიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მეცნიერების, განათლებისა და კულტურის მუშაკთა პროფესიულ კავშირის თავმჯდომარე ნიკოლოზ წიქარიძე ავრცელებს. მან ნეტგაზეთს მიაწოდა ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელისა და დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, ბადრი მაისურაძის წერილი, სადაც ის გაფიცულთა გათავისუფლების მიზეზებზე საუბრობს. ამ პასუხის

იაპონიის საგარეო მინისტრი უკრაინაში ჩადის

იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი, იოკო კამიკავა დღეს უკრაინას ეწვევა და კოლეგას, დმიტრო კულებას შეხვდება, - ინფორმაციას უკრაინული მედია იაპონიის საგარეო უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ვიზიტის დროს იოკო კამიკავა კიდევ ერთხელ დაუდასტურებს უკრაინულ მხარეს, რომ უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით იაპონიის თანმიმდევრული პოლიტიკა უცვლელი რჩება. გარდა ამისა, იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი პირდაპირ აცნობებს უკრაინულ მხარეს, რომ იაპონია მტკიცედ გამოავლენს თავის ერთგულებ

ოკუპირებულ აფხაზეთში საბაგირო ჩაწყდა, დაიღუპა რუსეთის მოქალაქე

რუსეთის ორენბურგის ოლქის მკვიდრი გაგრის რაიონში საბაგიროდან გადმოვარდნის შედეგად დაიღუპა. ინფორმაციას „აფსნიპრესი“ აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ტრაგედია 3 თებერვალს, შუადღისას, გეგის ჩანჩქერისკენ მიმავალ გზაზე მოხდა. „28 წლის მამაკაცი საბაგიროთი სეირნობდა. რაღაც მომენტში საბაგირო გაწყდა და მამაკაცი სიმაღლიდან გადმოვარდა“, - აცხადებენ ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტროში. გარდაცვლილის ცხედარი ოკუპირებული აფხაზეთის სა

ლილოს დასახლებაში მკვლელობა მოხდა - არსებული ინფორმაციით, მოკლულია 20 წლის გოგო

თბილისში, ლილოს დასახლების ტერიტორიაზე მკვლელობა მოხდა. როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, მოკლულია 20 წლის გოგო. არსებული ინფორმაციით, მკველობის მოტივი მეგობართან არსებული კონფლიქტია. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. იპნ

მოსკოვში Novaya Gazeta-ს რედაქტორი დააკავეს

მოსკოვში Novaya Gazeta-ს მთავარი რედაქტორი, სერგეი სოკოლოვი დააკავეს – ინფორმაციას გამოცემა თავად ავრცელებს და აღნიშნავს, რომ უცნობია, რომელ განყოფილებაში ჰყავთ ის გადაყვანილი. მედიის ცნობით, სოკოლოვის წინააღმდეგ შედგა ადმინისტრაციული ოქმი რუსული არმიის „დისკრედიტაციის” შესახებ და მას, შესაძლოა, 50 ათასი რუბლის ოდენობით ჯარიმა დაეკისროს. Novaya Gazeta-ს ცნობით, მისი პროცესი პერკოვსკის სასამართლოში გაიმართება, თუმცა დრო უცნობია – მათივე განცხადებით, საქმე გამოცემის ერთ-ერთ მასალას ეხება
×
×
  • შექმენი...