Jump to content
Planeta.Ge

მარიტა მეფარიძის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულთა ადვოკატი პროკურატურის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება


ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის ფაქტზე „გრინსერვის+“-ის დაკავებული დირექტორი, ლაშა ფურცხვანიძე და „გრინსერვის+“-ის თანამშრომელი, დევი კახოიძე მათთვის ბრალდების დამძიმებას არ ეთანხმებიან.

,,რა თქმა უნდა, არც ერთ ბრალდებას არ ვეთანხმებით არც დევი კახოიძის და არც ლაშა ფურცხვანიძის ნაწილში. დევი კახოიძესთან მიმართებით წარდგენილი ბრალდება თავის თავში მოიაზრებდა ყალბი დოკუმენტის დამზადების ფაქტზე წაქეზებას, შესაბამისი მუხლის პირველი ნაწილით. ამ ეტაპზე, დევი კახოიძესთან დაკავშირებით შეიცვალა არა მუხლი და ბრალდება, არამედ კვალიფიკაცია, პირველი ნაწილიდან მეორე ნაწილზე გადაკვალიფიცირება მოხდა - მნიშვნელოვანი ზიანი არის ის, რაც დევი კახოიძეს დამატებით წარედგინა. მეორე ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებაზე სასჯელი გაცილებით დიდია, ვიდრე პირველ ნაწილში.

რაც შეეხება ლაშა ფურცხვანიძეს, მას დამატებით ბრალად წაუყენეს უხარისხო სამუშაოების წარმოება. გამოძიება შემთხვევის დღიდან მიმდინარეობს, არანაირი პირობა არ არსებობდა, რომ მსგავსი გადაწყვეტილების შემთხვევაში, გუშინ მომხდარიყო დამძიმება, იმდენად, რამდენადაც გამოძიებისთვის და მტკიცებულებების მოსაპოვებლად საკმარისი დრო იყო. ბრალის დამძიმება მტკიცებულებათა გაცვლის ბოლო დღეს მოხდა, რაც ერთი მხრივ, დაცვის უფლებაზე უხეში ზემოქმედებაა. მეორე მხრივ, ბრალდების შინაარსთან დაკავშირებით, არაერთგზის აღვნიშნეთ, რომ ყოველთვის მზად ვიყავით, გამოძიებას დავხმარებოდით, ყველა ინფორმაცია, მასალა, დოკუმენტაცია მიგვეწოდებინა, რაც ჩვენ ხელთ არსებობდა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს აინტერესებდათ, რა მოხდა, რამ გამოიწვია ეს უმძიმესი ტრაგედია და არც ერთ ეტაპზე უარს არ ამბობდნენ საკუთარ პასუხისმგებლობაზე, თუკი, ეს მტკიცებულებებით და გამოძიების შედეგად დადგინდებოდა. რეალურად მივიღეთ ის, რომ პროკურატურამ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს სახელობითი ბრძოლა გამოუცხადა და კარგა ხანია, საქმის ძიება შეწყვიტა. შესაბამისად, დრო გვჭირდება, გავეცნოთ დამატებით ბრალთან დაკავშირებით თუ რა მტკიცებულებები იქნა წარმოდგენილი. ბუნებრივია, წარდგენილ არც ერთ ბრალდებას არ ვეთანხმებით“, - აცხადებს ფურცელაძე.

საქართველოს პროკურატურამ "გრინსერვისი+“-ის დირექტორს, ლაშა ფურცხვანიძეს ბრალდება დაუმძიმა უხარისხო სამუშაოების შესრულების ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ორი ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია (სსკ-ის 251-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილი), ასევე ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი)."გრინსერვისი+“-ის თანამშრომელს დევი კახოიძეს - ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში წაქეზების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (სსკ-ის 25,362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ’’ ქვეპუნქტი) და ,,მშენ-ექსპერტი“-ს დირექტორს და ამავე კომპანიის ექსპერტს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, გასაღების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი).

მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე 9 პირია ბრალდებული, რომელთაც აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული. საქმე არსებითი განხილვისთვის სასამართლოს გადაეცა.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...