Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.360
  • comments
    0
  • views
    744.882

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

„ის არ შიმშილობს შეღავათების მისაღებად. ესაა მისი პროტესტი უსამართლობაზე“ - ქურდოვანიძე მზია ამაღლობელზე

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დირექტორი ნონა ქურდოვანიძე „ბათუმელები/ნეტგაზეთის” დამფუძნებელისა და ხელმძღვანელის, მზია ამაღლობელის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. როგორც ის წერს, მზია ამაღლობელი უკვე მე-14 დღეა შიმშილობს, იღებს მხოლოდ წყალს და არ იღებს არავითარ საკვებს ან რაიმე დანამატს. 20 იანვარს გავრცელდა მზია ამაღლობელის წერილი ციხიდან, რომელშიც ის ამბობს, რომ შიმშილობს და „სიცოცხლეზე ღირებული თავისუფლებაა“. მზია ამაღლობელი ბათუმში აქციაზე 11 იანვარს დაწყებულ აქცია

ნიკოლოზ ჯავახიშვილის ადვოკატი - 20 წლის ბიჭი საკანში მარტო გადაიყვანეს, იზოლირებულია, არც ტელევიზორი და არც სხვა რამე ბენეფიტი აქვს - სამარტოო საკანში გადაყვანა დამსჯელობითი მიზნით გადაყვანას უტოლდება

ადვოკატ ელგუჯა ავსაჯანიშვილის განცხადებით, 20 წლის ნიკოლოზ ჯავახიშვილი, რომელიც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებითაა დაკავებული, სამარტოო საკანში გადაიყვანეს. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ავსაჯანიშვილი აცხადებს, ჯავახიშვილის სამარტოო საკანში გადაყვანა მიზნად მის დასჯას ისახავს. „წერილი გავრცელდა კიდეც, ქალბატონ მზია ამაღლობელის მხარდაჭერის და სოლიდარობის ნიშნად მან და რევაზ კიკნაძემ შიმშილობა გამოაცხადეს. ჯავახიშვილი წერილში თავადაც ამბობს, რადგან სოლიდარობის ნიშნად შიმშილო

ჰამასის ტყვეობიდან შემდეგი 4 ისრაელელი მძევალი გათავისუფლდა

ტერორისტული დაჯგუფება ჰამასის ტყვეობიდან, ჰამასსა და ისრაელს შორის დადებული ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შეთანხმების საფუძველზე, შემდეგი 4 ისრაელელი მძევალი გათავისუფლდა.  კარინა არიევი, დანიელა გილბოა, ნაამა ლევი და ლირი ალბაგი, რომელთა ასაკი 19-დან 20 წლამდეა, ჰამასმა ღაზის ცენტრში სპეციალურად დადგმულ "ცერემონიაზე" გამოიყვანა. საბოლოოდ კი, გათავისუფლებულები წითელ ჯვარს გადასცა.  აღნიშნული 4 ისრაელელი ახალგაზრდა ქალი ჰამასის ტყვეობაში 2023 წლის 7 ოქტომბრიდან, 477 დღი

სალომე ზურაბიშვილი - პრაქტიკულად, აშშ-ის ახალი კაბინეტის ყველა მინისტრს შევხვდი - საშუალება მქონდა, მეთქვა, რამდენად მნიშვნელოვანია ის, რაც ხდება დღეს საქართველოში

პრაქტიკულად, [აშშ-ის] ახალი კაბინეტის ყველა მინისტრს შევხვდი - საშუალება მქონდა, მეთქვა, რამდენად მნიშვნელოვანია ის, რაც ხდება დღეს საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა, სადაც ვაშინგტონში ვიზიტი შეაჯამა. ზურაბიშვილის თქმით, შეხვედრებისას მისი გზავნილი იყო, რომ საქართველოში არსებული სიტუაციის მიმართ ყურადღება ძალიან მალე და სწრაფადაა საჭირო. „პრაქტიკულად, ახალი კაბინეტის ყველა მინისტრს შე

მარია რესა: მზია ამაღლობელი საპატიმროში დღეს შიმშილობის მე-14 დღეს იწყებს

ვატიკანის იუბილის დროს სიტყვით გამოსვლისას მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატმა, ფილიპინელმა ჟურნალისტმა მარია რესამ საქართველოში მიმდინარე პროტესტსა და მზია ამაღლობელზე ისაუბრა. მარია რესას წიგნი “როგორ დავამარცხოთ დიქტატორი” ქართულ ენაზე გამომცემლობა არტანუჯი • Artanuji Publishingმა გამოსცა. პუბლიკა

თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტები და ლექტორები საპროტესტო მარშს მართავენ

თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტები და ლექტორები საპროტესტო მარშს მართავენ. აქციის მთავარი ლოზუნგია „გააშუქე სიმართლე". მათ ადგილზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი. ასევე სხვადასხვა შინაარსის ბანერები: „თუ არ არის პური, უნდა იყოს სანახაობა", „გააშუქე სიმართლე" და ა.შ. ისინი აღმაშენებლის ხეივნიდან მსვლელობით ჯერ „პოსტივისთან“ მივლენ, შემდეგ „იმედთან“ და ბოლოს საზოგადოებრივი მაუწყებელთან გადაინაცვლებენ. მარშის მონაწილეების განცხადებით, ტელეკომპანიებთ

სოფო ხორგუანი - ბიძინა ივანიშვილი იყო ის ადამიანი, რომელმაც პრაქტიკულად შექმნა სააკაშვილის რეჟიმი - ის იყო სააკაშვილის რეჟიმის ფინანსები და ზურგი (ვიდეო)

„ბიძინა ივანიშვილი იყო ის ადამიანი, რომელმაც პრაქტიკულად შექმნა სააკაშვილის რეჟიმი. იმიტომ, რომ რეჟიმს სჭირდება ფული და ის იყო სააკაშვილის რეჟიმის ფინანსები და ზურგი. კი, ვიცოდი ეს 2012 წელს, მინდოდა ეს რეჟიმი წასულიყო და იმასაც ვხვდებოდი, რომ მას პირადად რომ შეეხო, სწორედ იმიტომ დაიწყო რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა, მაგრამ მე დავიჯერე, რომ მოინანია და უნდა ვალი დაგვიბრუნოს ქართველებს...“ - ვრცელი ინტერვიუ სოფო ხორგუანთან | გადაცემაში „სანაია“ ვიდეო: https://www.facebook.com

სოფო ხორგუანი - ახლა ახალციხეში ვარ და მიუხედავად იმისა, რომ არ არის ეს რეგიონი  პოლიტიკურად აქტიური, აქაც კი, რამდენიმე დღეა დგანან ჟურნალისტები/სამოქალაქო აქტივისტები და სოლიდარობას უცხადებენ მზია ამაღლობელს

„ახლა ახალციხეში ვარ და მიუხედავად იმისა, რომ არ არის ეს რეგიონი  პოლიტიკურად აქტიური, აქაც კი, რამდენიმე დღეა დგანან ჟურნალისტები/სამოქალაქო აქტივისტები და სოლიდარობას უცხადებენ მზია ამაღლობელს...“ - ვრცელი ინტერვიუ სოფო ხორგუანთან | რადიო „ფორტუნას“ ეთერში გადაცემის მოსმენას შეძლებთ შემდეგ ბმულზე: https://www.facebook.com/SophiaKhorguaniofficial/videos/581178771429970

ნათია მეზვრიშვილი - ივანიშვილს „მესიჯი“ აქვს ჩაშლილი რეგიონებში, რომ თითქოს გახარიაზე თავდასხმის საქმეში სუფთაა და ეს ვიღაცის თვითშემოქმედებაა - ეს იყო შეკვეთილი ჯგუფური თავდასხმა

ივანიშვილს „მესიჯი“ აქვს ჩაშლილი რეგიონებში, რომ თითქოს გახარიაზე თავდასხმის საქმეში სუფთაა და ეს ვიღაცის­ თვითშემოქმედებაა - მტკიცებულებები ადასტურებს, რომ ეს იყო შეკვეთილი, წინასწარ ორგანიზებული, ჩასაფრებით მოწყობილი ჯგუფური თავდასხმა,- ამის შესახებ პარტიის, „გახარია საქართველოსთვის“, ერთ-ერთი ლიდერი ნათია მეზვრიშვილი „ფეისბუქზე“ წერს. მეზვრიშვილი იმ გარემოებებზე საუბრობს, რაც, მისი თქმით, ადასტურებს, რომ გახარიაზე თავდასხმა წინასწარ ორგანიზებული იყო. „როგორც ჩვენამდე მოვიდა ინფორმაც

პარტია "გახარია საქართველოსთვის გუნდის წევრებმა აჭარის პროკურატურასთან აქცია გამართეს, ვიდეო მტკიცებულების გადაცემისა და გიორგი გახარიაზე ორგანიზებული თავდასხმის დროულად გამოძიების მოთხოვნით

პარტია "გახარია საქართველოსთვის გუნდის წევრებმა აჭარის პროკურატურასთან აქცია გამართეს, ვიდეო მტკიცებულების გადაცემისა და გიორგი გახარიაზე ორგანიზებული თავდასხმის დროულად გამოძიების მოთხოვნით.        

ანა ბუჩუკური - დიახ, დღეს ივანიშვილის ფულს ახალგაზრდების სისხლის სუნი ასდის! 

დიახ, დღეს ივანიშვილის ფულს ახალგაზრდების სისხლის სუნი ასდის!  ანა ბუჩუკური, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1667679114126002

დიმიტრი ცქიტიშვილი.- ივანიშვილი სრულად მოუმზადებელი შეხვდა ბრიტანულ სანქციებს... ჩვენ ძალიან ახლო და აქტიური კავშირები გვაქვს დიდ ბრიტანეთთან და აუცილებლად ვიმუშავებთ მათთან

ივანიშვილი სრულად მოუმზადებელი შეხვდა ბრიტანულ სანქციებს. ჩვენ ძალიან ახლო და აქტიური კავშირები გვაქვს დიდ ბრიტანეთთან და აუცილებლად ვიმუშავებთ მათთან, გამოვიყენებთ ყველა შესაძლებლობას რეჟიმის დასასრულებლად დიმიტრი ცქიტიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1348274043290012

დღეს, თბილისსა და რეგიონებში 15 აქცია-მსვლელობა გაიმართება

დღეს, თბილისსა და რეგიონებში 15 აქცია-მსვლელობა გაიმართება. კერძოდ, დედაქალაქში, 14:30 საათზე, კამპუსის შენობიდან (დავით აღმაშენებლის 240) გაიმართება კახა ბენდუქიძის კამპუსის მარში; 15:00 საათზე, მზიური, ამფითეატრში, შეხვედრა მაისის სტუდენტურ მოძრაობასთან 16:00 საათზე, იპოდრომზე, აქცია-კონცერტი „მუსიკალური აქცენტები - მიტაცება“. ასევე, 17:00 საათზე - მეტრო „დელისიდან“ საბურთალოელების მარში გაიმართება. 18:00 საათზე- რესპუბლიკის მოედანზე მიხა ხელაშვილის სახელობის მარში იგეგმება

SJC: ზამთარში ადამიანებისთვის ერთადერთი თავშესაფრის დანგრევა მკვეთრად არაჰუმანურია და ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებს

სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC) თბილისის მუნიციპალური ინსპექციის მიერ თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ნაგებობების დანგრევას ეხმაურება. ორგანიზაციის შეფასებით, „ზამთარში სოციალურ-ეკონომიკურ მოწყვლადობაში მყოფი ადამიანებისთვის ერთადერთი თავშესაფრის დანგრევა და უსახლკაროდ დატოვება არა მხოლოდ სოციალური საჭიროებების მიმართ ხელისუფლების არასენსიტიურობას აჩვენებს, არამედ მკვეთრად არაჰუმანურია და აშკარად ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებს”. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, წინა შემთხვევების მ

სოხუმმა თბილისისგან ნერგები 42 მილიონ რუბლად შეიძინა – არუაა

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ნერგებს საქართველოდან ყიდულობს. ამის შესახებ ინფორმაციას ოპოზიციური ვეტერანთა ორგანიზაცია “არუაა” ავრცელებს. ცნობილია, რომ შესყიდვების ღირებულებამ ორი წლის განმავლობაში 42 მილიონი რუბლი (430 ათასი დოლარი) შეადგინა . ორგანიზაციის განცხადებით, ეს ყველაფერი წარმოადგენს”ქართველი ფერმერების მხარდაჭერას აფხაზეთის სახელმწიფოს საბიუჯეტო სახსრების ხარჯზე”. ორგანიზაციის განცხადებით, 2023 წლის მაისში, მისი ბრძანებით, აფხაზეთის დე ფაქტო ლ

Anonymous - საზოგადოებრივ ტრანსპორტზე კიბერთავდასხმა ჰაკერულ ჯგუფ Anonymous-სთან აფილირებულმა ქართველმა ჰაკერებმა განახორციელეს - ეს გაფრთხილებაა მჩაგვრელებისთვის - თქვენი დანაშაულები უპასუხოდ არ დარჩება

საზოგადოებრივ ტრანსპორტზე კიბერთავდასხმა ჰაკერულ ჯგუფ Anonymous-სთან აფილირებულმა ქართველმა ჰაკერებმა განახორციელეს. ამის შესახებ განცხადებას ჰაკერული ჯგუფი Anonymous პლატფორმა X-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს. „კვირების წინ Anonymous-მა კიბერ ომი გამოუცხადა არალეგიტიმურ, რუსეთის მიერ მხარდაჭერის რეჟიმს საქართველოში მას შემდეგ, რაც წარმატებით მოხდა საქართველოს ყველა სამთავრობო სამინისტრო ვებ-გვერდზე შეღწევა და გატეხა. დღევანდელი კიბერთავდასხმა თბილისი საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემაზე, რომ

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი - მზია ამაღლობელის წინასწარ პატიმრობაში დატოვება გაუმართლებელია - მისი მდგომარეობით ძალიან შეშფოთებული ვარ

მზია ამაღლობელის წინასწარ დაკავებაში დატოვება გაუმართლებელია და ძალიან შეშფოთებული ვარ მის მდგომარეობაზე, - ამის შესახებ ევროსაბჭოს ადამიანის უფლებების საკითხებში კომისარმა, მაიკლ ო'ფლაერტიმ განაცხადა. შესაბამისი განცხადება ევროსაბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ო'ფლაერტი საქართველოში ვიზიტით 21-23 იანვარს იმყოფებოდა და ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა ოფიციალურ პირებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან. მან შეშფოთება გამოხატა 2024 წლის აპრი

იუსტიციის სახლიდან გათავისუფლებული: საჯარო უწყებებში მიმდინარე რეპრესიები იმაზე მძიმე შეფასებას იმსახურებს, ვიდრე პოლიტიკური დევნაა

ფოტო: მინდია გაბაძე/„პუბლიკა“ იუსტიციის სახლიდან პარლამენტისკენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და იუსტიციის სისტემაში შემავალი სსიპ-ების ყოფილი და მოქმედი თანამშრომლების სოლიდარობის მარში იმართება. მარშს შეუერთდნენ ყოფილი და მოქმედი თანამშრომლები და სოლიდარობა გამოუცხადეს უსამართლო რეპრესიებს მსხვერპლებს, ვინც პოზიციის ღიად დაფიქსირების გამო გათავისუფლდა სამსახურიდან. იუსტიციის სახლიდან ერთ-ერთმა გათავისუფლებულმა, იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმ

ჟურნალისტებისა და ხელოვანების მარში მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარედ მიმდინარე აქციას შეუერთდა

ჟურნალისტებისა და ხელოვანების მარში მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარედ მიმდინარე აქციას შეუერთდა. ამ წუთებში აღმაშენებლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია. აქციის მონაწილეები ერთობლივი საპროტესტო მსვლელობით პარლამენტთან გაემართებიან, სადაც აქციები 58-ე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. „ყველგან პოლიცია, არსად სამართალი“, „თავისუფლება მზიას, თავისუფლება პოლიტპატიმრებს“, „ძირს რუსული რეჟიმი“ - ისმის აქციის მონაწილეების შეძახილები. ცნობისთვის, მოქალაქეების პროტესტი ირაკლი

ევროკავშირმა ბრიუსელში აშშ-ის ახალი სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო მიიწვია

ევროკავშირის ახალმა საგარეო პოლიტიკურმა ხელმძღვანელმა, კაია კალასმა  მიიღწია აშშ-ის ახალი სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო მიიწვია. მან ამ პოსტზე ენტონი ბლინკენი შეცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, რუბიო ბრიუსელში ევროკავშირის წარმომადგენლებს შეხვდება. როგორც ცნობილია, კალასს რუბიოსთან არ უსაუბრია. სახელმწიფო მდივანმა თანამდებობაზე მოსვლის შემდეგ მხოლოდ პოლონელ კოლეგასთან გამართა სატელეფონო საუბარი. "სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს შევთავაზე მონაწილეობა მიიღოს ჩვენ შეხვედრაში მისთვ

ომბუდსმენის აპარატში დააზუსტეს, რომ ნიკა კაციას კონკრეტული საკვები რამდენიმეჯერ არ შეხვდა

განახლება: სახალხო დამცველის აპარატში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ პატიმრობაში მყოფ ნიკა კაციას კონკრეტული საკვები რამდენიმეჯერ არ შეხვდა. თავდაპირველად ნეტგაზეთს ომბუდსმენის აპარატზე დაყრდნობით ეწერა, რომ ნიკა კაციამ მათ წარმომადგენლებს დაუდასტურა, რომ ციხეში საჭმელს არ აჭმევენ. თუმცა მასალის გამოქვეყნების შემდეგ ომბუდსმენის აპარატიდან ნეტგაზეთს დაუკავშირდნენ და დააზუსტეს, რომ კაციას მათ წარმომადგენლებთან დაფიქსირებული აქვს, რომ ერთი კონკრეტული საჭმელი რამდენჯერმე არ დახვდათ. ნ

„კინო ტერორის წინააღმდეგ“ - კინოს პროფესიონალები და მოყვარულები წინააღმდეგობის მონაწილეებს სოლიდარობას უცხადებენ

„კინო ტერორის წინააღმდეგ“ – კინოცენტრის ახალ შენობასთან კინოს პროფესიონალები და მოყვარულები შეიკრიბნენ და სოლიდარობა გამოუცხადეს ყველა იმ პროფესიულ გაერთიანებასა თუ ცალკეულ ადამიანებს, ვინც წინააღმდეგობაშია. „სოლიდარობას ვუცხადებთ:  53 სინდისის პატიმარს ჟურნალისტებს და განსაკუთრებით მზია ამაღლობელს სტუდენტებს  თეატრს საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ მიმდინარე პროტესტს, სოფელ შუქრუთის მაღაროელებს, მწერლებს, მუზეუმის თანამშრომლებს,

„შერატონის" შესასვლელშივე ადამიანთა ჯგუფი დამხვდა, უკვე ილანძღებოდნენ, იგინებოდნენ" | გახარია თავდასხმის დეტალებზე საუბრობს

პარტია „საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია ბათუმში, სასტუმრო „შერატონში” მასზე მომხდარი თავდასხმის დეტალებზე საუბრობს. გახარიას თქმით, მასზე განხორციელდა „წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა, ჩასაფრებით”, რომლის „ავტორი და დამკვეთი გახლდათ ბიძინა ივანიშვილი”. „საქართველოსთვის“ ლიდერს საქმის სამართლიანი გამოძიების იმედი არ აქვს. გიორგი გახარია ამბობს, რომ „ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილმა დაკარგოს მისთვის ყველაზე ძვირფასი: ფული და ძალაუფლება“.

გიორგი გახარია - ყველაფერს გავაკეთებ, რომ ბიძინა ივანიშვილმა დაკარგოს ყველაზე ძვირფასი: ფული და ძალაუფლება - ეს არის ჩემი დაპირება და გჯეროდეთ, რომ ამ დაპირებას შევასრულებ!

ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილმა დაკარგოს ყველაზე ძვირფასი - ფული და ძალაუფლება. ეს არის ჩემი დაპირება საქართველოს თითოეული მოქალაქის მიმართ და გჯეროდეთ,რომ მე ამ დაპირებას აუცილებლად შევასრულებ! - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის" ლიდერმა, გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა. გიორგი გახარიას თქმით, შერატონში მომხდარი წინასწარ იყო ორგანიზებული. „მიუხედავად ამ ყველაფრისა [ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ თავდასხმა], ჩემი დაშინების ან განეიტრალების ეს სასაცილო მცდელ

გიორგი გახარია - 15 იანვარს განხორციელდა წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა, ჩასაფრებით, ჩემზე და ჩემ გუნდზეც. ამას ჰქონდა პოლიტიკური შურისძიების სახე და ამ შურისძიების ავტორი და დამკვეთი გახლდათ ბიძინა ივანიშვილი

არ უარვყოფ, ქაღალდის ჭიქით, დარჩენილი ყავით გავუმასპინძლდი [„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს]. ამის შემდეგ ისინი თავს ჯგუფურად დამესხნენ, რის შემდეგაც, როგორც ექიმებმა მითხრეს, გონება დავკარგე და სანამ სასტუმროს თანამშრომლებმა დახმარება არ გამიწიეს, მე უბრალოდ გონზე ვერ მოვედი. მინდა მათ მადლობა გადავუხადო, - ამის შესახებ ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, სადაც ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ მომხდარ ინციდენტზე მედიას
×
×
  • შექმენი...