-
პოსტები
13.345 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი tvati
-
უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ღამის განმავლობაში 16 ირანული დრონი ჩამოაგდო
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ღამის განმავლობაში 16 ირანული კამიკაძე-დრონი „შაჰედ 136“ ჩამოაგდო. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობა „ტელეგრამზე“ ავრცელებს. მათივე ცნობით, სამხრეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 11 დრონი მიკოლაივის ოლქში გაანადგურეს, ხოლო აღმოსავლეთისა და ცენტრის საჰაერო თავდაცვის ძალების საზენიტო დანაყოფებმა დანარჩენი დრონები უკრაინის აღმოსავლეთში და ჩრდილოეთში გაანადგურეს. -
ლიკანში, კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ქალი გარდაიცვალა. ამის შესახებ ბორჯომის "ჯეო ჰოსპიტალის" კლინიკის დირექტორმა ჟურნალისტებს განუცხადა. „პაციენტი შემოიყვანეს უგონო მდგომარეობაში, მრავლობით, სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმებით. რეანიმაციული ღონისძიება ტარდებოდა საათნახევრის განმავლობაში, პაციენტი სამწუხაროდ დაიღუპა სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმების გამო“, - აღნიშნა კლინიკის დირექტორმა. ცნობისთვის, გუშინ, ლიკანში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. 30-მდე ადამიანი სასტუმროებში გადაიყვანეს.
-
ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის გასაძლიერებლად, ესპანეთი ბულგარეთსა და რუმინეთში 14 გამანადგურებელ თვითმფრინავს გააგზავნის. როგორც მედია ესპანეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, ოფიციალური მადრიდი ექვს Eurofighter-ის თვითმფრინავსა და 130 ჯარისკაცს ბულგარეთში, ადგილობრივი ძალების საწვრთნელად, ნოემბრის შუა რიცხვებისა და დეკემბრის დასაწყისის პერიოდში გააგზავნის. 2023 წლის დეკემბრიდან მარტამდე, ესპანეთის რვა F18M საბრძოლო თვითმფრინავსა და საჰაერო ძალების 130 პერსონალს რუმინეთში ნატო-ს „რეაქციისა და შეკავების“ სტრატეგიის ფარგლებში გაგზავნის. ამასთან, ესპანეთის თავდაცვის უწყება დასძენს, რომ 17 ოქტომბრიდან რუმინეთში განლაგებულია შორიმოქმედების საჰაერო სათვალთვალო რადარი, რომლიც ქვეყანაში შესაძლოა 2023 წლის ივნისის ბოლომდე დარჩეს. ცნობისთვის, ესპანეთმა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, 12 საბრძოლო თვითმფრინავი ნატო-ს აღმოსავლეთ წევრ სახელმწიფოებში - ბულგარეთში, ლიეტუვასა და ესტონეთში - უკვე გაგზავნა.
-
„დიდმა შვიდეულმა“ რუსეთის ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ხელმძღვანელობის გატაცება დაგმო და სადგურზე სრული კონტროლის უკრაინისთვის დაუყოვნებლივ გადაცემა მოითხოვა. ამის შესახებ ნათქვამია „დიდი შვიდეულის“ განცხადებაში. „ჩვენ ვგმობთ რუსეთის მიერ უკრაინის ზაპოროჟიეს ბირთვული ელექტროსადგურის ხელმძღვანელობისა და თანამშრომლების განმეორებით გატაცებას. ჩვენ დაჟინებით მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ გადასცეს ზაპოროჟიეს სადგურზე სრული კონტროლი მის კანონიერ სუვერენულ მფლობელს, უკრაინას“, – ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ რუსეთის ძალებმა ევროპაში უმსხვილესი ატომური ელექტროსადგური მარტში დაიკავეს.
-
სამტრედიაში 23 წლის გოგო გლანდების ოპერაციის შემდგომი გართულებით გარდაიცვალა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
სამტრედიაში 23 წლის გოგო გლანდების ოპერაციის შემდგომი გართულებით გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა გოგომ ოპერაცია ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში 4 დღის წინ გაიკეთა. ის სახლში იყო გაწერილი, თუმცა წუხელ სისხლდენა დაეწყო, რა დროსაც ადგილზე სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. 23 წლის გოგო კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. გლანდების ოპერაცია კლინიკა "გიდში" ჩატარდა. კლინიკაში განმარტავენ, რომ ოპერაციამდე პაციენტს ჩაუტარდა კვლევები. მათივე ინფორმაციით, ოპერაციას არანაირი გართულება არ მოჰყოლია, გოგონა კლინიკაში დაყოვნდა ერთი დღე და მეორე დღეს ყოველგვარი გართულების გარეშე გაეწერა. მისი მდგომარეობა სრულიად დამაკმაყოფილებელი იყო. მათივე ინფორმაციით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. კლინიკაც და ექიმიც გამოძიებასთან თანაამშრომლობენ. -
რუსმა სამხედროებმა მთლიანად დატოვეს ხერსონის ოლქის ორი დასახლებული პუნქტი - ჩარივნე და ჩკალოვო, ხოლო ბერისლავიდან ევაკუირებული არიან ოფიცრები და სამედიცინო პერსონალი. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. “რუსეთის საოკუპაციო არმიის ცალკეული ქვედანაყოფები ტოვებენ ხერსონის ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიას. გახშირდა „მაროდიორობისა“ და ადგილობრივი მოსახლეობის გაძარცვის შემთხვევები. არსებული ინფორმაციით, მოწინააღმდეგემ მთლიანად დატოვა ჩარივნესა და ჩკალოვოს დასახლებული პუნქტები, ხოლო ბერისლავიდან ევაკუირებული არიან ოფიცრები და სამედიცინო პერსონალი”, - წერია უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებაში. მასში ასევე აღნიშნულია, რომ „მაროდიორობისა“ და უკანონო ქმედებების შემთხვევები ქალაქ ხერსონშიც გახშირდა. კერძოდ, ოკუპანტები ადგილობრივ მოსახლეობას ავტომობილებს ართმევენ.
-
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ყოველ დღე წინ მიიწევენ და მათ ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ დარტყმები არ გააჩერებს. ამის შესახებ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. “ტერორისტების არც ეს დარტყმა, არც ნებისმიერი სხვა მსგავსი დარტყმა ჩვენს დამცველებს არ გააჩერებს. რუსი პროპაგანდისტები იტყუებიან, როდესაც ამბობენ, რომ თითქოს ჩვენი ინფრასტრუქტურის და ხალხის წინააღმდეგ ეს ტერორი შეძლებს როგორმე გაყინოს ჩვენი სამხედროების აქტიური ქმედებები ან რამე სირთულეები შეუქმნას ჩვენს დაცვას. უკრაინელები გაერთიანებული არიან და ზუსტად იციან, რომ რუსეთს ამ ომში გამარჯვების შანსი არ აქვს. ჩვენი თავდაცვის ძალები ყოველდღიურად, ხაზს ვუსვამ, ყოველდღიურად წინ მიიწევენ”, - განაცხადა ზელენსკიმ. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის არმია ბრძოლის ველზე აგებს და უკან იხევს.
-
თუ რუსეთი ბირთვულ დარტყმას მიიტანს უკრაინის პრეზიდენტის ოფისზე, ამას მსოფლიომ რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილებების მიღების ცენტრზე დარტყმით უნდა უპასუხოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კანადურ ტელეარხებთან ინტერვიუში განაცხადა. “ჩვენ მუდმივად გვესმის მოწოდებები, რომ რუსეთმა დარტყმა უნდა მიიტანოს [უკრაინის] გადაწყვეტილებების მიღების ცენტრებზე. როგორ უნდა უპასუხოს მსოფლიომ? მნიშვნელობა არ აქვს უკრაინა ნატო-ს ქვეყანაა თუ არ არის ნატო-ში. ეს დღეს ევროპულ კონტინენტზე ხდება. არავის არ აქვს უბრალოდ ტერორისტივით შანტაჟის უფლება. თუ ისმის მესიჯი, რომ დარტყმა იქნება გადაწყვეტილებების მიღების ცენტრზე, მაშინ მსოფლიოს პასუხი შემდეგი უნდა იყოს: ნახე, შენ თუ ბანკოვის ქუჩას დაარტყამ, მაშინ დარტყმა იქნება იქ, სადაც შენ იმყოფები. დარტყმა იქნება იმაზე, ვინც ხალხის ხოცვის დავალებას იძლევა”, - განაცხადა ზელენსკიმ. მან ასევე აღნიშნა, რომ ბევრი შეიძლება ჰუმანიზმზე საუბარი, თუმცა უკრაინა ისეთ ვითარებასა და ისეთ მეზობელთან არის, “რომელსაც ძალის მეტი არაფერი არ ესმის”. მან ასევე აღნიშნა, რომ რუსულმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ მათი პრეზიდენტი უკრაინის მოქალაქეებს კლავს. “თუ თქვენ ზეწოლას არ იქონიებთ თქვენს პრეზიდენტზე, ასეთ შემთხვევაში მსოფლიო თქვენგან იზოლირდება. მსოფლიო თქვენთან არ ილაპარაკებს, ვინაიდან თქვენ მუქარის ენაზე ლაპარაკობთ. საზღვარგარეთ არ დაისვენებთ, ფულს ვერ იშოვით, ბიზნესს ვერ იქონიებთ ევროპასთან, კანადასთან, შეერთებულ შტატებთან. თქვენ მხარს უჭერთ ტერორისტ ხელისუფლებას”, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
-
იტალიის საგარეო საქმეთა ახალ მინისტრს, ანტონიო ტაიანის უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება ვთხოვე, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ტაიანისთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს. “დედაჩემის მიერ განხორციელებულ დილის ზარზე მოვუყევი, რომლის თავზეც ირანის მიერ რუსეთისადმი მიწოდებულმა დრონმა გადაიფრინა და ვთხოვე, რომ უკრაინისადმი იტალიის სამხედრო დახმარების უახლოეს პაკეტში საჰაერო თავდაცვის სისტემები იყოს. ძლიერ გადაწყვეტილებებს ველოდებით, რომლებიც ძლიერ პოლიტიკურ სიგნალს დაადასტურებს”, - წერს კულება. მან ასევე აღნიშნა, რომ ტაიანისთვის იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიციაზე ეს პირველი საერთაშორისო ზარია და აღნიშნა, რომ ეს “მკაფიო სიგნალია, რომელიც შემდგომ ინტერპრეტაციას არ საჭიროებს”. “ჩვენ მართლაც ამაყი ქვეყანა ვართ, არ დავნებდებით და გავიმარჯვებთ. სხვა ქვეყნების დახმარება მეტ სიცოცხლეს გადაარჩენს და საერთო მტერზე მთელი ევროპის გამარჯვებას დააჩქარებს”, - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
-
მიხეილ სააკაშვილი - ბელარუსიდან ახალ შეტევას კიევზე, 100%-ით გამოვრიცხავ
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის აცხადებს, რომ ბელარუსიდან ახალ შეტევას კიევზე, 100%-ით გამორიცხავს. „თუ აქამდე ეჭვი მეპარებოდა მართლა გადიოდა თუ არა რუსეთი ხერსონიდან, ახლა პრაქტიკულად დავრწმუნდი ამაში, ოღონდ ამავე დროს შეეცდებიან ეს მაქსიმალური ფასი დაუსვან ჩვენებს. ასე თუ ისე ხერსონი საბოლოოდ წყვეტს ამ ომის ბედს. რაც შეეხება ბელარუსიდან ახალ შეტევას კიევზე, მე ამას 100%-ით გამოვრიცხავ. ვიცნობ რა კარგად ლუკაშენკოს და ბელარუსთა განწყობას. ბელარუსში ძალებს ანლაგებენ მხოლოდ ერთი მიზნით, რათა უკრაინამ სამხრეთში და აღმოსავლეთში გამოსაყენებელი ძალების ნაწილს მუდმივად ინარჩუნებდეს ბელორუსის საზღვრებზე“, - წერს მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქზე“. -
ესპანეთი აცხადებს, რომ 14 საბრძოლო თვითმფრინავს განათავსებს ბულგარეთსა და რუმინეთში, იმ ფონზე, როცა ნატო განაგრძობს აღმოსავლეთის მხარის გაძლიერებას, რეგიონში რუსეთის აგრესიული ქმედებების პირისპირ. ეს ინიციატივა ესპანეთის თავდაცვის სამინისტრომ 22 ოქტომბერს გამოაცხადა, რასაც წინ უძღოდა ბულგარეთის თავდაცვის მინისტრის, დიმიტარ სტოიანოვის მიერ ორი დღით ადრე გაკეთებული განცხადება, რომ მადრიდი მზად იყო უახლოეს დღეებში ბულგარეთში რვა საბრძოლო თვითმფრინავამდე განეთავსებინა. ესპანეთის განცხადებით, Eurofighter-ის ტიპის ექვსი თვითმფრინავი და 130 ჯარისკაცი ბულგარეთში გაიგზავნება ნოემბრის შუა პერიოდიდან დეკემბრის დასაწყისამდე, ადგილობრივი ძალების გაწვრთნის მიზნით. ბულგარეთში, რომელიც 2004 წლიდანაა ნატოს წევრი, უკვე განთავსებულია ალიანსის 1000-მდე სამხედრო, იტალიის ეგიდით. ესპანეთი ასევე აცხადებს, რომ F18M-ის ტიპის რვა საბრძოლო თვითმფრინავი და საჰაერო ძალების 130 სამხედრო იმუშავებს რუმინეთში დეკემბრიდან 2023 წლის მარტამდე, როგორც ნაწილი ნატოს "რეაგირებისა და შეკავების" სტრატეგიისა.
-
ესპანეთის ქალაქ პონტევედრაში მიმდინარე მსოფლიოს 23-წლამდელ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ჩემპიონატზე ვლადიმერ გამყრელიძემ (79კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. მსგავსი: გიორგი ელბაქიძე 23-წლამდელთა მსოფლიო... ფინალში მან ყაზახი დაულეტ იერგეში დაამარცხა და დღეს საქართველოს ნაკრებს ტურნირზე მეორე ოქროს მედალი მოუტანა. მსოფლიო პირველობაზე პირველი გამარჯვებული გიორგი ელბაქიძე გახდა,რომელმაც ირანელი ამირმოჰამად ბაბაკ იაზდანიჩერატი 8:4 დაამარცხა. შეჯიბრის ფინალურ ბლოკში რამდენიმე წუთში 97კგ-ში ბრინჯაოსთვის ანდრო მარღიშვილი იჭიდავებს.
-
ბერლინში ათასობით მოქალაქე შეუერთდა ირანის რეჟიმის საწინააღმდეგო აქციას
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
22 ოქტომბერს ბერლინში ათი ათასობით მოქალაქე შეუერთდა აქციას, რომელიც სოლიდარობას გამოხატავდა ირანში მიმდინარე ანტისამთავრობო დემონსტრაციების მიმართ. ირანში გამოსვლებს ბიძგი მისცა მორალის პოლიციის მიერ ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევის გამო დაპატიმრებული ახალგაზრდა ქალის სიკვდილმა. ბერლინის პოლიციის ცნობით, შუადღისას აქციაში 37 000-მდე პირი მონაწილეობდა. დემონსტრანტებს ეჭირათ ირანის დროშები და ირანის ლიდერების მიმართ კრიტიკული განცხადებების ამსახველი პლაკატები, რომელთაგან ბევრს ინგლისურ და გერმანულ ენებზე ეწერა სიტყვები "ქალები, სიცოცხლე, თავისუფლება". ბერლინში გამართული დემონსტრაციები სხვა საკითხებსაც მიემართებოდა, მათ შორის ერთ-ერთი გამოდიოდა სოციალური სოლიდარობის მოწოდებით პოტენციური ენერგეტიკული კრიზისის წინ, კიდევ ერთი აქცია გაიმართა გერმანიის გზატკეცილებზე სიჩქარის ზღვრის საკითხის გარშემო. თეირანში შაბათს კვლავ გაიმართა ანტისამთავრობო გამოსვლები რამდენიმე უნივერსიტეტში. ირანის უსაფრთხოების ძალები შეკრებებს შლიან ტყვია-წამლის და ცრემლმდენი გაზის გამოყენებით, რასაც, უფლებადამცველთა განცხადებით, ემსხვერპლა 200-ზე მეტი ადამიანი. -
გერმანიის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები გამოვიდნენ მოწოდებით მნიშვნელოვნად გაიზარდოს უკრაინის არმიისთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარება, იმ ფონზე, როცა უკრაინა თავს იცავს იქ შეჭრილი რუსეთის ძალების აგრესიისგან. თავდაცვის მინისტრი, კრისტინ ლამბრეხტი და საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი ფინანსთა მინისტრს, კრისტიან ლინდნერს სწერენ, რომ უკრაინისთვის 2023 წელს უკვე დაგეგმილი, 697 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარება უნდა გაიზარდოს 2.17 მილიარდ დოლარამდე. წერილს 22 ოქტომბერს გაეცნო გერმანიის სააგენტო dpa. ბერლინს გარკვეული კრიტიკა შეხვდა უკრაინის ოფიციალური პირებისგან და საკუთრივ გერმანიის წიაღშიც, მისი უარის გამო უკრაინას გაუგზავნოს მძიმე შეიარაღება, მაგალითად საბრძოლო ტანკები. ბერლინი აცხადებს, რომ ამგვარი ნაბიჯების მოკავშირეებთან კოორდინირება სურს.
-
ლიკანში, მრავალსართულიანი კორპუსის მეორე სართულზე აფეთქება მოხდა. ინფორმაციას და ფოტომასალას ადგილობრივი ტელევიზია, "ბორჯომი" ავრცელებს. მოსახლეობის ევაკუაციაში ჩართული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. ბინა, რომელშიც აფეთქება მოხდა, 75 წლის ქალი ცხოვრობდა. ტელეკომპანია "ბორჯომის" ინფორმაციით, დაშავებული ქალის მდგომარეობა მძიმეა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვას უნდა უკავშირდებოდეს, თუმცა ოფიციალურად ეს ჯერ არ დასტურდება. ადგილზე მივიდა "სოკარ გაზის" სპეციალური ჯგუფიც.
-
„სანქციებით საქართველო უკრაინის ურთიერთობა უფრო დაბალ საფეხურზე ჩამოვიდა“ – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გამოცემა eurasianet. სტატიაში უკრაინის მიერ საქართველოს ოთხი მოქალაქისთვის დაწესებულ სანქციებზეა საუბარი. „უკრაინის მთავრობამ საქართველოს ყოფილი ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის რამდენიმე ნათესავს სანქციები დაუწესა, იმ ფონზე, როდესაც კიევსა და თბილისს შორის გრძელდება აზრთა სხვადასხვაობა უკრაინის მთავრობაში ქართველი ოპოზიციონერების ყოფნის გამო. ევროსაბჭოში საკამათო კენჭისყრასთან დაკავშირებულ ბრალდებებთან ერთად, სადაც უკრაინაში რუსეთის ომის დაგმობა და საქართველოს ოპოზიციის ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერაა გაერთიანებული, ეს ურთიერთობა კიდევ უფრო დაბალ საფეხურზე ჩამოიყვანა. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 19 ოქტომბერს ხელი მოაწერა განკარგულებას, პერსონალური სანქციების დაწესების შესახებ ივანიშვილის ოჯახის რამდენიმე წევრის და სამი ბიზნესმენის მიმართ. განკარგულებაში საუბარი არ არის სანქციების დაწესების მიზეზებზე და კიევში ოფიციალური პირები დამატებით კომენტარს არ აკეთებენ. ამ ნაბიჯმა აღაშფოთა საქართველოს მთავრობა, რომელიც ამტკიცებს, რომ მათი სამიზნეში ამოღების მთავარი მიზეზი რუსეთის წინააღმდეგ უფრო ძალისმიერად მოქცევაში კრახის განცდა იყო. სხვადასხვა უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა არაერთხელ მოუწოდეს თბილისს, მეორე ფრონტის გახსნისკენ, რომლის სამიზნე იქნებოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მყოფი რუსული ჯარები“, – აღნიშნულია სტატიაში. სტატიაში მოყვანილია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის 20 ოქტომბერს განცხადება, სადაც მან თქვა, რომ კიევი ცდილობდა მათ „დაშანტაჟებას“ მეორე ფრონტის გასახსნელად. „ეს „მეორე ფრონტის“ ნარატივი ყოვლისმომცველ შეთქმულების თეორიად იქცა საქართველოსა და „ქართული ოცნების“ წინაშე მდგარი ნებისმიერი პოლიტიკური პრობლემისთვის. საქართველოს ოპოზიციის წევრებმა, რომლებიც უკვე დიდი ხანია, ასახელებენ ბიძინა ივანიშვილს პრორუს ოლიგარქად, ღიად თქვეს, რომ ადვოკატირებას უწევდნენ სანქციებს“, – აღნიშნულია სტატიაში. ამასთან, სტატიაში მოცემულია „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებაც. „მე და ჩემი გუნდი ვიბრძვით, რომ სანქციები დაუწესდეს რუსეთის ომის მხარდამჭერს და საქართველოში ხელისუფლების მიმტაცებელს. ჩვენ მადლიერი ვართ უკრაინის და იმედი გვაქვს, რომ ეს საქართველოს გათავისუფლების დასაწყისია“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ. „საქართველოს „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ (ენმ) ყოფილმა მმართველმა და ახლა მთავარმა ოპოზიციურმა ძალამ, მოუწოდა კიევს სანქციების სიაში თავად ივანიშვილიც მოაქციოს. ივანიშვილმა, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და პარტიის პირველმა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ პოლიტიკიდან წავიდა, მაგრამ ფართოდ აღიქმება, რომ ძალაუფლებაში რჩება. „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრების უკრაინის მთავრობაში მუშაობა, წლების განმავლობაში წარმოადგენდა თბილისსა და კიევს შორის უთანხმოების მთავარ წყაროს. 2012 წელს, მას შემდეგ, რაც „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და სააკაშვილმა ძალაუფლება დაკარგეს, ბევრი მაშინდელი მაღალჩინოსანი გადავიდა უკრაინაში, ბევრი იქ რჩება საკმაოდ მაღალ პოზიციებზე. „ქართული ოცნება“, რომელიც ხელისუფლებაში 2012 წელს მოვიდა, რამდენიმე ყოფილი მაღალჩინოსნის მიმართ სისხლის სამართლის საქმეები აღძრა, ზოგიერთი კი, დაუსწრებლად სცნო დამნაშავედ. ყველაზე ცნობილი თავად სააკაშვილი იყო, რომელიც საქართველოში 2021 წლის სექტემბერში დაბრუნდა და მალევე დააკავეს. მას შემდეგ ის ციხეშია. ეს პოლიტიკური მეტოქეობა ორ ქვეყანას შორის უფრო ფართო სტრატეგიული პარტნიორობის ფონზე მიმდინარეობდა. საქართველო და უკრაინა ყოველთვის განიხილავდნენ ერთმანეთს მოკავშირეებად მათი საერთო მტრის რუსეთის წინააღმდეგ და მათი მისწრაფება ჩრდილოატლანტიკური ალიანსისადმი დაკავშირებული იყო ერთმანეთთან. მოლოდვასთან ერთად, მათ შექმნეს ევროკავშირის ასოცირებული ტრიო და სარგებლობენ ღრმა სავაჭრო პარტნიორობით, მაგრამ თბილისისა და კიევის ურთიერთობები განსაკუთრებით დაიძაბა წელს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად, მოსკოვისადმი საქართველოს უკიდურესად ფრთხილი პოზიციის გამო, რაც გამორიცხავს რუსეთისთვის სანქციების დაწესებას და ხშირად ეშინია რუსეთის ღიად გაკრიტიკების. ომმა, საერთო საფრთხის წინაშე მყოფი ორი ქვეყანა გაერთიანების ნაცვლად, წინა ხაზზე წამოწია პოლიტიკური დაპირისპირება. კიევმა საქართველოს მთავრობა რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლაში დახმარებაში დაადანაშაულა. (თუმცა ჯერ მტკიცებულებები არ წარმოუდგენია) და ეს საკითხი ერთ-ერთი ყველაზე საკამათო გახდა, საქართველოს მუდმივ გაღრმავებულ პოლიტიკურ პოლარიზაციაში“, – ნათქვამია სტატიაში. სტატიის მიხედვით, „ქართული ოცნების“ ოფიციალური პირები განაგრძობენ იმის მტკიცებას, რომ ისინი უჭერენ მხარს უკრაინას, უწევენ ჰუმანიტარულ დახმარებას და მკაცრად აკონტროლებენ ექსპორტს, რათა არ დაუშვან საქართველოს ტერიტორიის გამოყენება სანქციების თავიდან აცილებისთვის. „ისინი ასევე რეგულარულად უჭერდნენ მხარს უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციებს დღემდე. 13 ოქტომბერს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო, სადაც დაგმობილია უკრაინაში რუსეთის ომი და მოუწოდებენ წევრ სახელმწიფოებს, რუსეთი „ტერორისტ“ სახელმწიფოდ გამოაცხადონ. რეზოლუცია ასევე მოიცავს შესწორებას, სადაც სააკაშვილი პოლიტიკურ პატიმრად არის მოხსენიებული და მის გათავისუფლებას ითხოვენ. სწორედ ამ შესწორების გამო, რეზოლუცია მიუღებელი აღმოჩნდა მმართველი პარტიისთვის და მათ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს“, – აღნიშნულია სტატიაში. აქვე გამოქვეყნებულია პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის სიტყვები: „დეპუტატების მცირე ნაწილმა შეიტანა შესწორება რეზოლუციაში, რითაც ის დააზიანა. „ორი დღის შემდეგ გაღიზიანება „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი, ყველაზე ცნობილი მაღალჩინოსნის გამოჩენას მოყვა, რომელიც ევროპის საბჭოში უკრაინის დელეგაციის წევრი იყო ზურაბ ადეიშვილი, საქარველოს ყოფილი გენერალური პროკურორი და ფიგურა, რომელიც ადამიანის უფლებების ყველაზე საშინელ დარღვევებთანაა ასოცირებული და რომელიც დაუსწრებლად გაასამართლეს საქართველოში. საქართველოს მთავრობის ოფიციალურს პირებს მკაცრი რეაქცია ჰქონდათ, როდესაც ის უკრაინის წარმომადგენლის ამპლუაში იხილეს ევროპის საბჭოში. ჯერ კიდევ გასარკვევია, აპირებს თუ არა კიევი ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესებას: მილიარდერისთვის, რომელიც უკვე წელიწადზე მეტია, საზოგადოებრივი ყურადღების მიღმაა, უკვე მოხვდა მეორე სიაში უკრაინაში, რომელიც ურჩევს ინდივიდებს საერთაშორისო სანქციების დაწესებას. თუ კიევში საქართველოს პოლიტიკას მეგობრის ღალატად აღიქვამენ, თბილისისთვის, ეს ურთიერთობა ცალმხრივია – სულ მცირე ირაკლი კობახიძის თვალში“, – წერს სტატიის ავტორი და იქვე მოჰყავს ირაკლი კობახიძის სიტყვები: „ეს არის ცალმხრივი ურთიერთობის გაგრძელება, რაც მძიმე და სამწუხაროა, მაგრამ ჩვენ არ უნდა ავყვეთ ემოციებს, უნდა შევინარჩუნოთ ცალმხრივი მეგობრობა, უკრაინელი ხალხის ხათრით და ჩვენი მეგობარი ქვეყნის ხათრით“, – განაცხადა კობახიძემ.
-
თბილისის მერის კახი კალაძის მოადგილე, ანდრია ბასილაია არ უპასუხებს კითხვას, იყვნენ თუ არა მერი და მისი მოადგილეები ვაკის პარკის შადრევანში მილების შეცვლის პროცესში ჩართულები. ბასილაიამ რამდენჯერმე კითხვის დასმის მიუხედავად, არ თქვა, ეს იყო თუ არა თბილისის მერის დავალება და მხოლოდ გამოძიების ვერსიაზე ისაუბრა. "რაც იკვეთება, ეს არის ზეპირი მითითება, რომელიც, როგორც გამოძიება იუწყება, გიორგი ვახტანგაშვილმა გასცა. მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტების დროს ძალიან ბევრი მითითება არის ხოლმე გაცემული სამსახურის მოადგილის, მათ შორის ჩემ მიერ და ა.შ. ეს კონკრეტული მითითება, როგორც გამოძიებამ დაადგინა, გასცა გიორგი ვახტანგაშვილმა. სხვა არავინ, ეს არის ის ინფორმაცია, რაც ჩვენ ვიცით..." - თქვა მერის მოადგილემ. მოგვიანებით, მან ჟურნალისტს უთხრა, რომ ამ სამუშაოების ჩატარების შესახებ ინფორმირებული იყო.
-
უკრაინის ოფიციალური პირების თქმით, სამოქალაქო ენერგეტიკის ობიექტებზე რუსეთის "ვერაგმა" სარაკეტო შეტევამ მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოიწვია ელექტროენერგიის გათიშვა, რის შედეგადაც მილიონობით ოჯახი უშუქოდ დარჩა. პარალელურად, რუსეთის ძალები ხერსონის მოსახლეებს "მყისიერი" ევაკუაციისკენ მოუწოდებენ, კიევის ძალების მხრიდან სამხრეთის ამ მნიშვნელოვან ქალაქზე მოსალოდნელი კონტრშეტევის წინ. უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი 22 ოქტომბერს ტელეგრამით წერს, რომ რუსეთმა გასულ ღამეს უკრაინაზე "მასშტაბური შეტევა" მიიტანა და დასძენს, "აგრესორი განაგრძობს ტერორის გამოწვევას ჩვენს ქვეყანაში". ზელენსკის თქმით, ღამით მტერმა "36 რაკეტით განახორციელა თავდასხმა, რომელთა უმრავლესობაც ჩამოგდებულ იქნა. ... ესაა ვერაგი შეტევები მნიშვნელოვან ობიექტებზე. ტერორისტების ტიპური ტაქტიკა. ... მსოფლიოს შეუძლია და უნდა გააჩეროს ეს ტერორი". ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილის, კირილო ტიმოშენკოს თქმით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 18 რაკეტა ჩამოაგდეს. კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო ამბობს, რომ რამდენიმე რაკეტა მაშინ იქნა ჩამოგდებული, როცა ისინი დედაქალაქს უახლოვდებოდა. სარაკეტო თავდასხმების შემდეგად დაღუპულთა შესახებ ცნობები ჯერჯერობით არ არის, თუმცა იუწყებიან რამდენიმე ადამიანის დაჭრის შესახებ. ცნობების დამოუკიდებლად გადამოწმება არ ხერხდება. პარალელურად, რუსეთის მიერ დანიშნული ოფიციალური პირები ოკუპირებულ ხერსონის რეგიონში მოსახლეობას მოუწოდებენ ქალაქი ხერსონი "დაუყოვნებლივ" დატოვონ, კიევის ძალების მოახლოებული კონტრშეტევის წინ. "ფრონტზე შექმნილი დაძაბული ვითარების, ქალაქის მასობრივი დაბომბვის და ტერორისტული თავდასხმების საფრთხეების გამო, ყველა სამოქალაქო პირმა დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს ხერსონი და გადავიდეს მდინარე დნეპრის მეორე მხარეს" - წერენ რეგიონის რუსეთის მიერ მხარდაჭერილი მმართველები სოციალური მედიით. რუსეთის მიერ დანიშნული ოფიციალურ პირებს ამ სტრატეგიული ქალაქიდან მოსახლეობა გაყავთ მათი თქმით ევაკუაციის ფარგლებში, რასაც უკრაინის წარმომადგენლები დეპორტაციას უწოდებენ.
-
პოლარიზაცია უფრო მეტად იგრძნობა დედაქალაქში, ვიდრე იმ მუნიპალიტეტებში, სადაც ერთმანეთთან თანაცხოვრების ტრადიცია და წესი შენარჩუნებულია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის პლატფორმის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის ეფექტურობა და გამოწვევები საქართველოში“ საერთაშორისო კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, საჭიროა, საზოგადოებამ დეპოლარიზაციის ყველა შესაძლო და არსებული საშუალება გამოიყენოს. „მოქალაქეების მეტი ჩართულობით ბევრს მივაღწევთ – მეტ დემოკრატიას, დეპოლარიზაციას, რადგან, როცა კონკრეტულ საქმეში მოქალაქეები ერთად არიან ჩართულნი, იქ უკვე პოლიტიკური დაძაბულობა ნაკლებადაა (ყოველ შემთხვევაში, ამის იმედი არის). პოლარიზაცია უფრო მეტად იგრძნობა დედაქალაქში და ცენტრში, ვიდრე, იმ მუნიციპალიტეტებში, ქალაქებსა და სოფლებში, სადაც ერთმანეთთან თანაცხოვრების პრაქტიკა, ტრადიცია და წესი შენარჩუნებულია. ამიტომ საჭიროა, როგორც ქვეყანამ და როგორც საზოგადოებამ დეპოლარიზაციის ყველა შესაძლო და არსებული საშუალება გამოვიყენოთ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
-
ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, რომელმაც არსებული პოლიტიკური ვითარების გამო შვებულება შეწყვიტა, ლონდონში დაბრუნდა. ბრიტანული მედია ვარაუდობს, რომ შესაძლოა, ბორის ჯონსონმა პრემიერის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა ისევ წარადგინოს. ჯონსონის ახლო მოკავშირე ჯეიმს დადრიჯი ჯონსონს ღიად უჭერს მხარს. ჯონსონი კონსერვატიული პარტიის ლიდერი რომ გახდეს, მას პარტიის ასი წევრის მხარდაჭერა სჭირდება. ბორის ჯონსონმა თანამდებობა დაახლოებით ორი თვის წინ, მას შემდეგ დატოვა, რაც საკუთარმა პარტიამ უნდობლობა გამოუცხადა. ამის მიზეზი კი, სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული პირის დაწინაურება იყო. პარლამენტში ბოლო სიტყვით გამოსვლის დროს, ბორის ჯონოსნმა ფილმ ტერმინატორის ცნობილი ფრაზა თქვა hasta la vista, baby, რაც კვლავ დაბრუნების დაპირების მნიშვნელობითაა ცნობილი. შეგახსენებთ, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ლიზ ტრასმა თანამდებობა რამდენიმე დღის წინ დატოვა. ლიზ ტრასი ბრიტანეთს 45 დღის განმავლობაში მართავდა.
-
ძალიან დიდი მადლობა უკეთილშობილეს ადამიანს, დევი მეზურნიშვილს, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად მოახერხა მარიტას საბედისწერო სურვილის ასრულება, მისი მეგობრების ლაზარეს და ანდრიას გადარჩენა, - ამის შესახებ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის დროს გარდაცვლილი 13 წლის მარიტა მეფარიშვილის დედა ანნა შოშიაშვილი „ფეისბუქზე“ წერს. ის კათოლიკოს-პატრიარქს, ექიმებსა და საზოგადოებას მადლობას უხდის და ამბობს, რომ „ერთადერთი ნუგეში, მეგობრების სიცოცხლის გადასარჩენად მარიტას თავგანწირვაა“. „ჩვენი პატარა ანგელოზი, ჩვენი მარიტა, რომელსაც ბევრი ოცნება დარჩა აუხდენელი... ჩვენმა უწმინდესმა და უნეტარესმა კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ბრძანა, რომ სინამდვილეში სიკვდილი არ არსებობს, რადგან გარდაცვალება არის დასაწყისი ახალი, მარადიული, ჭეშმარიტი ცხოვრებისა, რომელიც მხოლოდ დროებით განგვაშორებს ახლობლებს. მარიტას მოულოდნელმა გადანაცვლებამ იმქვეყნიურ სამყაროში, უმძიმესი ტკივილი მოგვაყენა. ჩვენი ერთადერთი ნუგეში, მისი თავგანწირვაა მეგობრების სიცოცხლის გადასარჩენად. მარიტა სიკეთისთვის, სიყვარულისთვის და მეგობრობისთვის იყო მოვლენილი ამქვეყნად. მისი ხსოვნის უკვდავსაყოფად, უნდა შევინარჩუნოთ მისი ამქვეყნიური ღირებულებები. მადლობა ყველას, ვინც მარიტასთან გამოსამშვიდობებლად მოვიდა, ან ვერ მოვიდა და გაიზიარა მწუხარება მისი უდროოდ გარდაცვალების გამო. მადლობა მარიტას კლასელებს, მეგობრებს, თანაგუნდელებს, ნათესავებს, ახლობლებს, უცხო ადამიანებს, მადლობა ყველას, ვინც გულთან ახლოს მიიტანა ჩვენი ტკივილი. ძალიან დიდი მადლობა უკეთილშობილეს ადამიანს, დევი მეზურნიშვილს, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად მოახერხა მარიტას საბედისწერო სურვილის ასრულება, მისი მეგობრების ლაზარეს და ანდრიას გადარჩენა. დიდი მადლობა ექიმებს, რომლებმაც ბოლომდე იბრძოლეს ჩვენი შვილების გადასარჩენად. განსაკუთრებული მადლობა ჩვენს უწმინდესს და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს, რომლის სიტყვებმა ამ უმძიმეს წუთებში გვანუგეშა. მადლობა საპატრიარქოს, მეუფე გერასიმეს და ყველა სასულიერო პირს, რომლებიც ჩვენი მარიტასთვის ლოცვას აღავლენენ. უდიდესი მადლობა ჩვენს მოძღვრებს, მამა შალვა კეკელიას და მამა საბა ჭიკაიძეს ამ საოცარი სიყვარულისთვის, ასეთი თანაგრძნობისთვის, იმ გადამდები სიმშვიდისთვის, რომელიც ასეთი მნიშვნელოვანი იყო, არის და მომავალშიც იქნება ჩვენთვის. მარიტასთან დამშვიდობებისას, მათ მიერ წარმოთქმულმა სიტყვამ, გაგვაძლიერა თითოეული ჩვენგანი. მადლობა ყველას, ვინც ლოცულობს ჩვენი შვილისთვის. ჩვენი მხიარული მარიტა, რომელსაც უყვარდა მის გარშემო მყოფი ყველა ადამიანი, მეგობრები, ჩოგბურთი. სწორედ კორტები იყო გზის დასაწყისი მისი ნათელი მომავლისკენ, კორტები გახდა გზის დასაწყისი მარადიული სასუფევლისკენ. ჩვენი პატარა ანგელოზი, რომელსაც ბევრი ოცნება დარჩა აუხდენელი“,- წერს ანაა შოშიაშვილი. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვი, 13 წლის გოგონა, მარიტა მეფარიშვილი კლინიკაში გარდაიცვალა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებულ 9 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
-
22 ოქტომბერს ირანში ქარხნებისა და მაღაზიების თანამშრომლები გაიფიცნენ, იმ ფონზე, როცა უკვე მეექვსე კვირაა გრძელდება მორალის პოლიციის მიერ ჰიჯაბის არასწორად ტარებისთვის დაპატიმრებული ქალის, მაჰსა ამინის სიკვდილით გამოწვეული საპროტესტო აქციები. 22 წლის ამინის სიკვდილმა ბიძგი მისცა ყველაზე მასშტაბურ საპროტესტო აქციებს, რომლებიც წლების განმავლობაში ყოფილა ისლამურ რესპუბლიკაში. აქციების ლიდერები ახალგაზრდა ქალები არიან, რომლებიც იხსნიან თავსაბურავებს, სკანდირებენ ანტისამთავრობო ლოზუნგებს და ქუჩებში უპირისპირდებიან უსაფრთხოების ძალებს - მიუხედავად დემონსტრაციებზე სასტიკი ზეწოლისა, რომელსაც, უფლებადამცველების თქმით, ემსხვერპლა სულ მცირე 215 ადამიანი, მათ შორის 27 ბავშვი. აქტივისტებმა გაავრცელეს მოწოდება ახალი აქციების ჩატარებისკენ, თუმცა ინტერნეტის ჩახშობის გამო ამ დემონსტრაციათა მასშტაბის შეფასება რთულია. "შაბათს ... ერთად ვიდგებით თავისუფლებისთვის" - წერს აქტივისტი ათენა დაემი ტვიტერით, და აქვეყნებს უთავსაფრო ქალის ფოტოს, შეკრული და აწეული მუშტით. სოციალური მედიით ვრცელდება ცნობები, რომ გაფიცვები ირანის რამდენიმე ქალაქს მოედო.
-
რუსეთის დარტყმებმა მიზანში ამოიღო ენერგეტიკის ინფრასტრუქტურა მთელს უკრაინაში
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
22 ოქტომბერს რუსეთის იერიშების მორიგმა ტალღამ მიზანში ამოიღო ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა მთელი უკრაინის მასშტაბით, კიევის საჰაერო თავდაცვამ რამდენიმე რაკეტა ჩამოაგდო უკრაინის დედაქალაქის თავზე. ადგილობრივი ოფიციალური პირების თქმით, დარტყმები განხორციელდა ელექტროსადგურებზე ოდესის, კივოგრადისა და ლუტსკის რეგიონებში, ელექტროენერგიასთან დაკავშირებულ პრობლემებზე სხვა რეგიონებიც იუწყებიან. "[ეს იყო] მორიგი სარაკეტო თავდასხმა ტერორისტებისგან, რომლებიც ებრძვიან სამოქალაქო ინფრასტრუქტურას და ხალხს" - წერს ტელეგრამით ანდრი იერმაკი, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო რამდენიმე რაკეტა, რომლებიც დედაქალაქის მიმართულებით მოფრინავდა. პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიჰალმა სამთავრობო სხდომის მონაწილეებს აცნობა, რომ 10 ოქტომბრიდან 20 ოქტომბრამდე რუსეთის იერიშებმა უკრაინის 16 რეგიონში დააზიანა 400-ზე მეტი სამიზნე, და მათ შორისაა ათობით ენერგეტიკული ობიექტი. -
იაპონიის პრემიერ-მინისტრის, ფუმიო კაშიდას თქმით, რუსეთის მიერ უკრაინის ომში ბირთვული იარაღის გამოყენება იქნება "კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი მტრული აქტი". "რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარა არის სერიოზული საფრთხე საერთაშორისო თანამეგობრობის მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის, და ის აბსოლუტურად მიუღებელია" - თქვა კაშიდამ 22 ოქტომბერს, ავსტრალიაში ვიზიტისას. მომავალი წლის მაისში კაშიდა დიდი შვიდეულის ქვეყნების ლიდერებს უმასპინძლებს ჰიროსიმაში, სადაც 1945 წლის 6 აგვისტოს აშშ-ის ატომური ბომბი ჩამოაგდეს, რასაც 140 000-მდე ადამიანი შეეწირა. სამი დღის შემდეგ დარტყმა განხორციელდა იაპონიის ქალაქ ნაგასაკიზეც. იაპონია რჩება ერთადერთ სახელმწიფოდ, რომელზეც ატომური ბომბით განხორციელდა დარტყმა. კაშიდას თქმით, ბირთვული იარაღის გამოუყენებლობის 77-წლიანი პერიოდი "არ შეიძლება დასრულდეს". "ბირთვულ იარაღს ოდესმე თუ გამოიყენებენ, ეს იქნება კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი მტრული აქტი... საერთაშორისო თანამეგობრობა ამგვარ აქტს არასოდეს დაუშვებს" - თქვა მან და დასძინა, რომ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მინიშნებები ბირთვულ ძალაზე "ღრმად შემაშფოთებელია". პუტინი რამდენჯერმე გამოვიდა მსუბუქად შეფარული მუქარით იმის თაობაზე, რომ ის მზადაა უკრაინის წინააღმდეგ ტაქტიკური ბირთვული იარაღი გამოიყენოს.
-
იტალიის პირველმა ქალმა პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ ფიცი დადო
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
პარტია „იტალიის ძმების“ ლიდერი, ჯორჯია მელონი იტალიის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი გახდა. მელონიმ ფიცი უკვე დადო. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. მანამდე იტალიის პრეზიდენტმა, სერჯო მატარელამ ჯორჯია მელონის უფლებამოსილება მისცა კოალიციური მთავრობის ფორმირება მოეხდინა. მელონიმ მმართველი კოალიცია ჩამოაყალიბა, რაც იმას ნიშნავს, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად, ქვეყანას ულტრამემარჯვენე მთავრობა ჰყავს. მელონიმ უკვე დაასახელა ოცდაოთხივე მინისტრის ვინაობა. ახალ მთავრობაში პარტია „იტალიის ძმების“ გარდა, კიდევ ორი პარტია იქნება, მატეო სალივანის „ლიგა“ და ანტონიო ტაიანის „წინ იტალია“. სალივანი და ტაიანი ვიცე-პრემიერები გახდნენ, ტაიანი ასევე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტსაც ჩაიბარებს. სალივანი კი ინფრასტრუქტურის მინისტრი იქნება. ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი მატეო პიანტედოზი გახდება, რომელიც სალივანის მოკავშირედ ითვლება და უკანონო ემიგრაციის მოწინააღმდეგეა. იუსტიციის მინისტრად კარლო ნორდიო ინიშნება, თავდაცვის მინისტრის პოსტს კი გუიდო კროზეტო დაიკავებს. ჯორჯია მელონის პარტიამ „იტალიის ძმები“ სექტემბერში გამართულ არჩვნებში ყველაზე მეტი ხმა მოიპოვა.